Imedi /  11 სექტემბერი 2019, 21:22 / სანდო წყარო

იტალიის ჩემპიონატის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი დასახელდა

ანტონიო კონტე

ანტონიო კონტე

სპორტულმა გამოცემამ Gazzette dello Sport-ი „სერია A“-ს მაღალანაზღაურებადი მწვრთნელები გამოავლინა. 

მილანის „ინტერის“ მწვრთნელი ანტონიო კონტე სიის სათავეშია. მისი ანაზღაურება წელიწადში 11 მილიონ ევროს შეადგენს. 

მეორე ადგილზე „იუვენტუსის“ მწვრთნელი მაურიციო სარი 5.5 მილიონით. „ნაპოლის“ მწვრთნელის კარლო ანჩელოტის ანაზღაურება კი 5 მილიონია.

ყველა სიახლე

ლევან ახვლედიანი

16 ოქტომბერი 2019, 13:46

საქართველო

ლევან ახვლედიანი: წერილი დაძაბულობის ფონზე დაიწერა და მისი გასაჯაროება პროცესებს დააზიანებს

„ეს არის წერილი, რომელიც დაიწერა იურისტების მიერ, კონკრეტული ხელშეკრულების პუნქტების გათვალისწინებით და ასე ვთქვათ, ამ დაძაბული ვითარების ფონზე. ჩვენ ვთლით, რომ თუ მთავრობა გადადგამს ნაბიჯებს მოლაპარაკების წარმართვაზე და წამოვა დიალოგისკენ, ამ წერილის ამ ეტაპზე გასაჯაროება დააზიანებს პროცესებს“, - განაცხადა ლევან ახვლედიანმა.

ფრანკფურტის წიგნის ფესტივალი

16 ოქტომბერი 2019, 13:35

კულტურა

ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე საქართველოს ეროვნული სტენდი გაიხსნა

16 ოქტომბერს ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე საქართველოს ეროვნული სტენდი გაიხსნა. ინფორმაციას საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია ავრცელებს. საქართველო წელს განახლებული სლოგანით - Follow the Journey of Georgian Characters არის წარმოდგენილი.

სამორინე ბელაჯიო

16 ოქტომბერი 2019, 13:32

ეკონომიკა

ლას-ვეგასის სასტუმროს, სადაც „ოუშენის 11 მეგობარი“ გადაიღეს, $4 მილიარდად გაყიდიან

სასტუმრო-სამორინეს საინვესტიციო ფონდი Blackstone Real Estate Income Trust-ი (BREIT) შეიძენს. გარიგება საერთო კომპანიის შექმნის მეშვეობით გაფორმდება. BREIT-ის წილი მასში 95%-ს შეადგენს, MGM Resorts-ის კი 5%-ს და 4,2 მილიარდ დოლარს. „ბელაჯიო“ 1998 წელს გაიხსნა. ეს ლას-ვეგასის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სასტუმრო-სამორინეა.

მაია ცქიტიშვილი

16 ოქტომბერი 2019, 13:27

ეკონომიკა

მაია ცქიტიშვილი „ანაკლიის კონსორციუმზე“: ეს უნდა იყოს ბოლო შანსი

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ არ თუ ვერ შეასრულა შუალედური ვალდებულებები, თუმცა მიუხედავად ამისა, გადავწყვიტეთ, არ ვისარგებლოთ ჩვენი უფლებით, გავწყვიტოთ ხელშეკრულება, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა განაცხადა. მაია ცქიტიშვილის თქმით, ეს ბოლო შანსი უნდა იყოს.

აშშ-ის კონგრესი

16 ოქტომბერი 2019, 13:07

მსოფლიო

ჯულიანი და პენსი ტრამპის იმპიჩმენტის საკითხზე კონგრესთან არ ითანამშრომლებენ

15 ოქტომბერს ჯულიანიმ კონგრესმენების მიერ დაწესებული ბოლო ვადა არ გაითვალისწინა და კანონმდებლებს ე.წ. „უკრაინული საქმის“ საბუთები არ გადასცა. ჯულიანის ადვოკატის ჯოუნ სეილის თქმით, საბუთებს ადვოკატსა და კლიენტს შორის ურთიერთობები იცავს.

ირინა შეიკი

16 ოქტომბერი 2019, 13:05

ტაბლოიდი

ირინა შეიკი Intimissimi-ის ახალი კამპანიისთვის გადაიღეს

33 წლის სუპერმოდელი ირინა შეიკი იტალიური ბრენდის თეთრეულისა და სამოსის ახალი კოლექციის ფოტოსესიაში გამოჩნდა. როგორც უცხოური ტაბლოიდები წერენ, ვარსკვლავი Intimissimi-ის ახალი კამპანიისთვის გადაიღეს და შესანიშნავად გამოიყურებოდა. კოლექცია საკმაოდ განსხვავებული გამოვიდა, ბრენდმა მრავალფეროვანი, ნაქსოვი ტანსაცმელი წარადგინა.

კონკურსი საბა

16 ოქტომბერი 2019, 12:59

კულტურა

საბა 2019-ის ფინალისტები დასახელდნენ

ჟიურიმ რამდენიმე თვის განმავლობაში იმუშავა და 6 კატეგორიის ნომინანტები დაასახელა. ფინალისტები კატეგორიაში „უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანი“ 2 კვირის შემდეგ დასახელდება. წელს „საბა“ არ გაიცემა ნომინაციაში „წლის საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა“, ვინაიდან ამ კატეგორიაში ჟიურიმ ფინალისტები ვერ გამოავლინა.

19-წლამდელთა ნაკრები

16 ოქტომბერი 2019, 12:46

სპორტი

19-წლამდელთა ნაკრებმა ფეხბურთში პირველი ადგილით ელიტ-რაუნდის საგზური მოიპოვა

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ხორვატია 2:0 დაამარცხა. ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, ქართველებმა ჯგუფში მესამე შეხვედრაც მოიგეს და 9 ქულით ელიტ-რაუნდის საგზური პირველი ადგილით მოიპოვეს.საქართველოს ნაკრებში კვლავ ვერ ითამაშა კვარაცხელიამ,

ტყის ხანძარი ლიბანში

16 ოქტომბერი 2019, 12:40

მსოფლიო

ლიბანში ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე ძლიერ ტყის ხანძრებს ებრძვიან

ხანძრები ქვეყნის დასავლეთით, მთებში დაიწყო, მაგრამ მალევე სხვა რეგიონებშიც გავრცელდა. ცეცხლის გაჩენის ზუსტი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა ხანძრების დაწყების პერიოდში ქვეყანაში ჰაერის მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი დაფიქსირდა. ოფიციალური წყაროების მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ცეცხლის 100-ზე მეტი კერა გაჩნდა.

ნეკრესის ნაქალაქარი

16 ოქტომბერი 2019, 12:23

კულტურა

ნეკრესის ტერიტორიაზე IV-V საუკუნეებით დათარიღებულ უნიკალურ სამარხებს მიაგნეს

საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგებმა, მრავაწლიანი კვლევის შემდეგ, ნეკრესის ნაქალაქარის ტერიტორიაზე, IV-V საუკუნეებით დათარიღებულ დოლოჭოპის ბაზილიკაში უნიკალურ სამარხებს მიაგნეს. როგორც ეროვნული მუზეუმის წარმომადგენლები აღნიშნავენ, ეს აღმოჩენა განსაკუთრებული მნიშვნელობისაა

დემონსტრაცია ბარსელონაში

16 ოქტომბერი 2019, 12:17

მსოფლიო

ბარსელონაში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა

ბარსელონაში დემონსტრანტებმა სამთავრობო შენობების შტურმის აღება სცადეს, რამაც მათსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება გამოიწვია. პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. 9 ადამიანს სამედიცინო დახმარება დასჭირდა. დაკავებულია 3 დემონსტრანტი.

16 ოქტომბერი 2019, 12:13

ეკონომიკა

ინფრასტრუქტურის სამინისტრომ „ანაკლიის კონსორციუმს“ ხელშეკრულება არ შეუწყვიტა

როგორც უწყებაში აცხადებენ, საქართველოს მთავრობა კონსორციუმს საშუალებას აძლევს ბოლომდე გამოიყენოს მის ხელთ არსებული რესურსი და ფინანსური ვალდებულებების შესრულებისთვის დაწესებულ საბოლოო ვადამდე ანუ 2019 წლის ბოლომდე, მოიზიდოს როგორც საკუთარი კაპიტალი, ისე მიაღწიოს საერთაშორისო ბანკებიდან წერილობით შეთანხმებას პორტის მშენებლობის პროექტის დასასრულებლად.

მარიამ ქვრივიშვილი

16 ოქტომბერი 2019, 12:12

საქართველო

ბელგიისა და ლუქსემბურგის გავლენიანი გამოცემების ჟურნალისტები საქართველოზე სტატიებს მოამზადებენ

ბელგიისა და ლუქსემბურგის გავლენიანი გამოცემების ჟურნალისტები საქართველოში სტატიების მოსამზადებლად ჩამოვიდნენ. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მათმა უწყებამ ევროპელ ჟურნალისტებს უმასპინძლა. ტურის მონაწილეებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი ძველ თბილისში შეხვდა.

16 ოქტომბერი 2019, 12:08

ვიდეო

ბერი, რომელიც მიუსაფარ ცხოველებზე საკუთარი სახსრებით ზრუნავს

ერმაკოვი

16 ოქტომბერი 2019, 12:05

ძალოვნები

სასამართლომ გიორგი ერმაკოვი და მერიის 2 თანამშრომელი პატიმრობაში დატოვა

ბრალდებულების გირაოთი გათავისუფლების შუამდგომლობით მოსამართლეს დაკავებულთა ადვოკატებმა მიმართეს და მოქმედ მერთან გაფორმებული ხელშეკრულება წარუდგინეს, რომლის მიხედვითაც გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში, ზიანი ჩადებული ქონებიდან ანაზღაურდება.

კიმ ჩენ ინი

16 ოქტომბერი 2019, 11:54

მსოფლიო

კიმ ჩენ ინი ქვეყნის ყველაზე დიდ მთაზე ცხენით ავიდა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა ქვეყნის ყველაზე დიდი მთა ცხენით დალაშქრა. ამის შესახებ BBC წერს, ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით. პრესაში გამოქვეყნებულ სურათებში ჩანს, თუ როგორ ჯირითობს თეთრ ცხენზე ამხედრებული კიმ ჩენ ინი, თოვლით დაფარულ მთა „პექტუსანზე“. ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ჩრდილოეთ კორეის ლიდერი 2 750 მეტრის სიმაღლის მთაზე ადის.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

16 ოქტომბერი 2019, 11:48

მსოფლიო

ერდოღანმა სირიაში ოპერაციის შეწყვეტაზე აშშ-ის მოთხოვნას უარით უპასუხა

„გვეუბნებიან, „შეწყვიტეთ ცეცხლი“. ჩვენ ამას არ ვიზამთ. ოპერაციის შეწყვეტას გვაიძულებენ, სანქციებს გვიწესებენ. ჩვენი მიზანი ნათელია. სანქციები არ გვაღელვებს“, - განაცხადა პრეზიდენტმა. თურქეთმა სირიაში ოპერაცია „მშვიდობის წყარო“ 9 ოქტომბერს დაიწყო. სამხედრო მოქმედებების მსვლელობისას ათობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

სირია

16 ოქტომბერი 2019, 11:33

მსოფლიო

რუსეთის არმია სირიის ქალაქ მანბიჯში შევიდა

რუსეთის თავდაცვის უწყების განმარტებით, სამხედროები სირიელ და თურქ ჯარისკაცებს შორის არსებულ „გამყოფ ხაზთან“ პატრულირებენ. სირიაში რუსეთის სპეციალური დესპანი კი აცხადებს, რომ რუსეთი თურქეთისა და სირიის სამხედრო ძალებს შორის შეტაკებას არ დაუშვებს. თურქეთმა სირიის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაცია 9 ოქტომბერს დაიწყო.

კერი ლამი

16 ოქტომბერი 2019, 11:25

მსოფლიო

ჰონგ-კონგში ოპოზიციამ კერი ლამის პარლამენტში გამოსვლა ჩაშალა

ლამმა გამოსვლის დაწყება ორჯერ სცადა, მაგრამ დეპუტატებმა მას სიტყვა ორივეჯერ შეაწყვეტინეს. დეპუტატები მაგიდებზე ადიოდნენ და ლამს გადადგომისკენ მოუწოდებდნენ. დეპუტატებს პოსტერები ეკავათ, რომლებზეც ლამი გასისხლიანებული ხელებით იყო გამოსახული. საბოლოოდ, ლამს სიტყვით გამოსვლა ვიდეომიმართვის საშუალებით მოუწია. მასობრივი ანტისამთავრობო პროტესტი ჰონგ-კონგში ივნისში დაიწყო.

გრიგოლ ლილუაშვილი

16 ოქტომბერი 2019, 11:22

საქართველო

ლილუაშვილი: ტერორისტული ორგანიზაციების შესაძლო მხარდამჭერთა გავლენები შემცირებულია

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უკიდურესად შეამცირა საქართველოში საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციების შესაძლო მხარდამჭერთა რაოდენობა და მათი გავლენები,- ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსობის კანდიდატმა, გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტში განაცხადა.