imedi /  03 ოქტომბერი 2019, 11:08 / სანდო წყარო

კრივის მსოფლიო საბჭო პროფესიონალ მოკრივეებს ტოკიო 2020-ში მონაწილეობას უკრძალავს

კრივი

კრივის მსოფლიო საბჭოს (WBC) პრეზიდენტი მაურისიო სულეიმანი WBC-ს გაერთიანებაში მყოფ პროფესიონალ მოკრივეებს აფრთხილებს, რომ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის შემთხვევაში ორწლიანი დისკვალიფიკაციით დასჯის.

WBC-ს, რომელიც ოთხიდან ერთ-ერთ პრესტიჟულ საჩემპიონო ქამარს ათამაშებს, იგივე წესი ჰქონდა 2016 წლის რიოს ოლიმპიური თამაშებისთვის, სადაც თავის მხრივ ოლიმპიური მოძრაობის ისტორიაში პირველად დაუშვეს პროფესიონალი მოკრივეები. თუმცა, მაშინ პროფესიონალ მოკრივეებს დიდი ენთუზიაზმი არ გამოუჩენიათ და რიოში მხოლოდ სამმა მათგანმა იასპარეზა.

„WBC ოლიმპიურ თამაშებში პროფესიონალი მოკრივეების მონაწილეობის მხარდაჭერას ეწინააღმდეგება. ოლიმპიური სამოყვარულო კრივი სრულიად განსხვავებულია. ეს არის ორი განსხვავებული სპორტი და ის მეტად სახიფათოა. ჩვენ ამას ვერ დავუშვებთ. თუ რომელიმე პროფესიონალი მოკრივე, მათ შორის ჩემპიონები და ყოფილი ჩემპიონები, მომავალ ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას გადაწყვეტენ, მათ WBC -ს მხრიდან სულ ცოტა ორწლიანი სანქცია დაეკისრებათ“, - განაცხადა მაურისიო სულეიმანმა.

WBC-ს პრეზიდენტის ამგვარი გაფრთხილება მოჰყვა მძიმე წონაში კრივის მსოფლიო ასოციაციის (WBA), კრივის მსოფლიო ფედერაციის (IBF) და კრივის მსოფლიო ორგანიზაციის (WBO) საჩემპიონო ქამრების მფლობელის მექსიკელი ენდი რუის-უმცროსის განცხადებას, რომელმაც ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მექსიკის სახელით ასპარეზობის სურვილი გამოთქვა. ტიტულიანი მოკრივის განცხადებას წინ უძღოდა რუისისადმი მექსიკის პრეზიდენტის ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორის შეთავაზება ჩაერთოს ოლიმპიური თამაშებისთვის საკვალიფიკაციო შეჯიბრებებში.

ყველა სიახლე

მიხეილ სარჯველაძე

01 დეკემბერი 2023, 18:08

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: როგორ შეიძლება ეუთო-ს მინისტერიალი დემარშისთვის ყოფილიყო გამოყენებული ნაცვლად იმისა, რომ სათქმელი, რაც საგარეო საქმეთა მინისტრმა ბრწყინვალედ თქვა ოკუპაციასთან დაკავშირებით, გაჟღერებულიყო

სარჯველაძე ეუთო-ს მინისტერიალზე საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის მისამართით ოპოზიციის კრიტიკას გამოეხმაურა.

მიხეილ სარჯველაძე

01 დეკემბერი 2023, 18:04

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: პრეზიდენტს და ოპოზიციას შეეძლოთ ძალიან კარგი როლის შესრულება ევროინტეგრაციის მიმართულებით, თუმცა თავიანთი ტაქტიკით, რიტორიკით ბევრწილად განაპირობეს დიდი რისკების გაჩენა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე

დამახინჯებული რეალობით ტირაჟირება გახდა მთავარი ინსტრუმენტი ოპოზიციის ხელში და სამწუხაროდ, ამას აჰყვა სალომე ზურაბიშვილიც, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

მიხეილ სარჯველაძე

01 დეკემბერი 2023, 17:51

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გავრცელებული წინასწარი ინფორმაცია ძალზედ სასიხარულოდ გამოიყურება, რადგან ხაზგასმულია ჩვენი ქვეყნის წარმატება არაერთი მიმართულებით

წინასწარ გავრცელებული ინფორმაცია ძალზედ სასიხარულოდ გამოიყურება, იმიტომ რომ ხაზგასმულია ჩვენი ქვეყნის წარმატება არაერთი მიმართულებით, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რითაც გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს შემთხვევაში წინასწარ დოკუმენტში ევროპული საბჭო განსაკუთრებით გამოყოფს და მიესალმება მთლიანობაში კარგ საკანონმდებლო ჩარჩოს და ინსტიტუციურ მოწყობას.

01 დეკემბერი 2023, 17:42

პოლიტიკა

გიორგი კალანდარიშვილი: საარჩევნო ადმინისტრაცია მიესალმება საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობას საარჩევნო პროცესში და ამ მხრივ ადმინისტრაცია იქნება ღია და გამჭვირვალე ყველა საერთაშორისო პარტნიორისთვის

საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია ასევე შეხვდა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტისა (IRI) და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) წარმომადგენლებს. ცესკოს თავმჯდომარის თქმით, საარჩევნო ადმინისტრაციის მიმდინარე საქმიანობასთან ერთად შეხვედრებზე განიხილეს 2024 წლის არჩევნების ჭრილში, ამომრჩეველთა ინფორმირების საკითხები, არსებული გამოწვევები და საჭიროებები.

გიორგი ვოლსკი

01 დეკემბერი 2023, 17:35

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი ოპოზიციაზე: მილიონები დახარჯეს იმაში, რომ პოლარიზაციის რეჟიმი შენარჩუნებულიყო

[ოპოზიციამ] მილიონები დახარჯეს იმაში, რომ პოლარიზაციის რეჟიმი შენარჩუნებულიყო, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა. „ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რათა ფორმატი ყოფილიყო ყველასთვის ტრანსპარენტული, ხელმისაწვდომი. [ოპოზიციამ] მილიონები დახარჯეს იმაში, რომ პოლარიზაციის რეჟიმი შენარჩუნებულიყო. დღემდე სწორედაც ეს არის მთავარი სტრატეგიული გეგმა, რომელიც ოპოზიციურ ფლანგზე გააჩნიათ“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

ურსულა ფონ დერ ლაიენი

01 დეკემბერი 2023, 17:23

მსოფლიო

ევროკომისიის პრეზიდენტი: კლიმატის ცვლილებებთან გამკლავების სამიტზე გადამწყვეტი მნიშვნელობის ნაბიჯს გადავდგამთ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე დაუცველი მოქალაქეების დასაცავად

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ქალაქ დუბაიში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კლიმატის ცვლილებებთან გამკლავების 28-ე კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას კლიმატის ცვლილებებით გამოწვეულ პრობლემებზე ისაუბრა.

რომან გოცირიძე

01 დეკემბერი 2023, 17:23

პოლიტიკა

რომან გოცირიძე: არაფერი დაუკარგავს „ქართულ ოცნებას“ იმით, რომ ოპოზიცია სამუშაო ჯგუფებში არ მონაწილეობდა - მით უმეტეს, როდესაც ამისკენ ევროკავშირი მოგვიწოდებდა

იძახდნენ, არა, არ იქნება სტატუსი და მერე იქნა. ახლა დაგვცინიან ეს „ქოცები“, - ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის, „ევროოპტიმისტების“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის დადებითი რეკომენდაციის მონიჭებასთან დაკავშირებით განაცხადა.

01 დეკემბერი 2023, 17:06

LIVE ისრაელი

ისრაელის მთავრობის განცხადებით, ღაზის სექტორში 137 მძევალი რჩება, მათ შორის 115 კაცი, 20 ქალი და 2 ბავშვია

ისრაელური მხარის ინფორმაციით, 110 მძევლის დაბრუნების შემდეგ ღაზის სექტორში კიდევ 137 მძევალი რჩება. ამის შესახებ Times of Israel-ი იტყობინება.

01 დეკემბერი 2023, 16:50

სამართალი

პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ გ.რ.-მ და გ.კ.-მ ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულის - გ.ზ.-ს ოჯახის წევრს, თითქოსდა მისი გათავისუფლების და შემდგომში შეღავათების გავრცელების სანაცვლოდ, მოტყუებით 10 000 ლარი გამოართვეს.

პროკურატურა

01 დეკემბერი 2023, 16:42

სამართალი

პროკურატურამ საგარეჯოს რაიონში მომხდარი დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის და განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ საგარეჯოს რაიონში მომხდარი დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის, განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

01 დეკემბერი 2023, 16:31

რეგიონი

ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში, პროკურორებმა სამტრედიაში სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს

ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლის საინფორმაციო კამპანიის მიზანი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ფემიციდის დანაშაულების პრევენციაა. ამ მიზნით, მოსახლეობასთან სპეციალიზებული პროკურორების შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

01 დეკემბერი 2023, 16:11

საზოგადოება

ბოტანიკურ ბაღში შოკოლადის საახალწლო ფესტივალი გაიმართება

საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში 2 და 3 დეკემბერს შოკოლადის საახალწლო ფესტივალი გაიმართება. ღონისძიებაზე საქართველოში წარმოებული ხელნაკეთი შოკოლადების მრავალფეროვნება, საახალწლო ხელნაკეთი ნივთები და თემატური დეკორაციები იქნება წარმოდგენილი.

01 დეკემბერი 2023, 16:09

რეგიონი

3-5 დეკემბერს თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის 254-259 კილომეტრიან მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის დროებითი გადართვა დაწესდება

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ254-კმ259 მონაკვეთზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება 2023 წლის 3 დეკემბრის 09:00 სთ-დან, 5 დეკემბრის 21:00 სთ-მდე.

01 დეკემბერი 2023, 16:09

მსოფლიო

მადრიდში ვერტმფრენი საავტომობილო გზაზე ჩამოვარდა

ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში ვერტმფრენი საავტომობილო გზაზე ჩამოვარდა. El Pais-ის ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.

შარლ მიშელი: ირაკლი ღარიბაშვილი

01 დეკემბერი 2023, 16:09

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი შარლ მიშელთან შეხვედრაზე: განვიხილეთ საქართველოს რეფორმების დღის წესრიგი და ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული წინსვლა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება. მთავრობის მეთაურის თქმით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს რეფორმების დღის წესრიგი და ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული წინსვლა.

სოზარ სუბარი

01 დეკემბერი 2023, 16:08

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: მეგის ქარდავა იყო კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სახე, მაგრამ მეგის ქარდავა მარტო არ იყო. ის სისტემის ნაწილია და ეს სისტემა სხვანაირ ადამიანებს არც მოიაზრებდა

ეს იყო სისტემა, რომელიც აბსოლუტურად შორს იდგა ადამიანის უფლებების დაცვისგან და ევროპული ღირებულებებისგან, - ამის შესახებ „ხალხის ძალის ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა „ნაციონალურ მოძრაობაზე" საუბრისას განაცხადა.

01 დეკემბერი 2023, 15:52

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში საქართველოში

საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, ქალაქ თბილისში უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +20 გრადუსი დაფიქსირდება.

01 დეკემბერი 2023, 15:49

თავდაცვა

საქართველოსა და ლიეტუვას თავდაცვის სამინისტროებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმა გაფორმდა

საქართველოსა და ლიეტუვას თავდაცვის სამინისტროებს შორის 2024 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმა გაფორმდა. ლიეტუვას თავდაცვის სამინისტროში დოკუმენტს ხელი საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა და ლიეტუვას ეროვნული თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ჟილვინას ტომკუსმა მოაწერეს ხელი.

01 დეკემბერი 2023, 15:40

სამართალი

პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა პირს, რომელმაც მამის კუთვნილი „როტვეილერის“ ჯიშის ძაღლზე იძალადა, ხოლო შემდეგ საცხოვრებელი კორპუსის მერვე სართულის აივნიდან გადააგდო

საქართველოს პროკურატურამ ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის და ძალადობის ფაქტზე, რამაც მისი დაღუპვა გამოიწვია, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

01 დეკემბერი 2023, 15:32

ეკონომიკა

ნათია თურნავა აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტს მასაცუგუ ასაკავას შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.