imedi /  30 ნოემბერი 2019, 10:28 / სანდო წყარო

BBC-მ წლის საუკეთესო სპორტსმენის გამოსავლენად გამოკითხვა დაიწყო

წლის სპორტსმენი

სამაუწყებლო კორპორაცია BBC-ის წლის საუკეთესო სპორტსმენის ჯილდოსთვის 6 კანდიდატი იბრძოლებს.

ნომინანტებს შორის არიან აშშ-ის ქალ ფეხბურთელთა ნაკრების კაპიტანი მეგან რაპინო, ამერიკელი ტანმოვარჯიშე სიმონე ბაილსი, კენიელი მძლეოსანი ელიუდ კიპჩოგე, გოლფის მოთამაშე ამერიკელი ტაიგერ ვუდსი, სამხრეთ აფრიკის მორაგბეთა ნაკრების კაპიტანი სია კოლისი და კრიკეტის ​მოთამაშე ავსტრალიელი სტივ სმიტი.

შარშან წლის საუკეთესო სპორტსმენი გოლფის მოთამაშე იტალიელი ფრანჩესკო მოლინარი გახდა. წელს დაჯილდოების ცერემონია 15 დეკემბერს გაიმართება. ხმის მიცემა BBC-ის ვებგვერდზე შეიძლება.

ყველა სიახლე

დაბერება

08 დეკემბერი 2019, 09:58

მსოფლიო

ნიუ-დელიში ხანძარს 43 ადამიანი ემსხვერპლა

ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო ANI ავრცელებს. დედაქალაქის სახანძრო სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, ცეცხლი 55 კვადრატული მეტრის ფართობზე გავრცელდა. ხანძრის ჩაქრობის პროცესში 27 სახანძრო ბრიგადა მონაწილეობდა.

08 დეკემბერი 2019, 09:51

მსოფლიო

ბორდოში პოლიციელებზე თავდასხმის მომზადების ბრალდებით 16 ადამიანი დააკავეს

სამართალდამცველებზე თავდასხმა გუშინ, „ყვითელი ჟილეტების“ მანიფესტაციის დროს უნდა მომხდარიყო. პოლიციამ დაკავებულების ბინაში ქიმიური ნივთიერებები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებისთვის საჭირო ნივთები იპოვა. დაკავებულები ბორდოში საფრანგეთის სხვადასხვა დეპარტამენტიდან ჩავიდნენ.

ოცნება ოპოზიცია

08 დეკემბერი 2019, 09:19

საქართველო

დღეს ხელისუფლებისა და ოპოზიციის მეორე შეხვედრა გაიმართება

განხილვის მთავარი საკითხი კვლავ საარჩევნო სისტემა იქნება. ოპოზიცია ე.წ. გერმანული მოდელის მიხედვით შემუშავებული საარჩევნო სისტემის შემოღებას ითხოვს, რაზეც ხელისუფლებაში კი აცხადებენ, რომ აღნიშნული მოდელი საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამოა.

ლა გრელი

08 დეკემბერი 2019, 08:42

ტაბლოიდი

ფრანგული სოფლის მოსახლეობას დასვენებისა და უქმე დღეებში გარდაცვალება აუკრძალეს

საფრანგეთში, ლუარას დეპარტამენტის სოფელ ლა გრელში, რომელშიც 900 ადამიანი ცხოვრობს, დასვენებისა და უქმე დღეებში გარდაცვალება აკრძალეს. ლა გრელის მერის იზაბელ დიუჟლეს ბრძანება ლა გრელის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. დიუჟლეს ეს ბრძანება რეგიონში ექიმების მწვავე დეფიციტს უკავშირდება.

ენტონი ჯოშუა ენდი რუისი

08 დეკემბერი 2019, 08:28

სპორტი

ენტონი ჯოშუამ ენდი რუისი დაამარცხა და ჩემპიონის 4 ქამარი დაიბრუნა

კრივის მსოფლიო ორგანიზაციის (WBO), კრივის საერთაშორისო ფედერაციის (IBF), კრივის მსოფლიო ასოციაციის (WBA) და ​კრივის საერთაშორისო​ ორგანიზაციის (IBO) ვერსიებით ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლაში ბრიტანელმა მძიმეწონოსანმა ენტონი ჯოშუამ ამერიკელი ენდი რუისი დაამარცხა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

მოჰამედ საიდ ალშამრანი

08 დეკემბერი 2019, 08:16

მსოფლიო

ფლორიდელი მსროლელი თავდასხმამდე მასობრივი სროლის ვიდეოებს უყურებდა

საუდელმა სამხედრომ, მოჰამედ საიდ ალშამრანიმ, რომელმაც ფლორიდაში სამხედრო ბაზაზე თავდასხმისას სამი ადამიანი მოკლა და 8 დაჭრა, შემთხვევამდე რამდენიმე დღით ადრე მეგობრები სახლში მიიწვია და მასობრივი სროლის ვიდეოები ჩაურთო. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით BBC ავრცელებს.

სერიალი You

08 დეკემბერი 2019, 00:51

კულტურა

სერიალ You-ს მეორე სეზონის თიზერი გამოქვეყნდა

დრამატული სერიალი ტრილერის ელემენტებით კეროლაინ კეპნესის რომანზეა დაფუძნებული. სიუჟეტის ცენტრში სერიული მკვლელი ჯო გოლდბერგია. პირველი სეზონი 2018 წლის ერთ-ერთ საუკეთესო სერიალად დასახელდა. სერიალის პრემიერა 26 დეკემბერს შედგება.

ოდრი მარში

08 დეკემბერი 2019, 00:24

ტექნოლოგიები

ესპანელმა ექიმებმა ქალი გულის გაჩერებიდან 6 საათში გადაარჩინეს

34 წლის ოდრი მარში პირინეის მთებში ქმართან ერთად სეირნობდა. გარკვეული დროის შემდეგ მას ლაპარაკი გაუჭირდა და ძლიერი ჰიპოთერმიისგან გონება დაკარგა. მაშველებმა შემთხვევის ადგილს მხოლოს 2 საათის შემდეგ მიაღწიეს და ადგილზე მარშის გულის ამუშავება ვერ მოახერხეს.

სასაფლაო

07 დეკემბერი 2019, 23:47

ტაბლოიდი

ფრანგული კომუნის მოსახლეობას უქმეებზე სიკვდილი აეკრძალა

შესაბამის განკარგულებას ხელი მერმა იზაბელ დიუჟელემ მოაწერა. ასეთი გადაწყვეტილება მან მას შემდეგ მიიღო, რაც გასულ კვირას კომუნის ერთ-ერთი მცხოვრებლის სიკვდილის დასადასტურებლად სპეციალისტი ვერ იპოვა.

ანტონიო ბანდერასი

07 დეკემბერი 2019, 23:24

კულტურა

ანტონიო ბანდერასი საუკეთესო ევროპელი მსახიობი კაცი გახდა

ბერლინში, ევროპის კინოაკადემიის პრემიის მფლობელი საუკეთესო ევროპელი მსახიობი კაცის ნომინაციაზე ესპანელი მსახიობი ანტონიო ბანდერასი გახდა. მასთან ერთად ამ ნომინაციაზე ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ მთავარი როლის შემსრულებელი ლევან გელბახიანი იყო წარდგენილი.

07 დეკემბერი 2019, 22:48

კულტურა

ლევან გელბახიანი საუკეთესო ევროპელი მსახიობი კაცის ნომინაციაზეა წარდგენილი

ბერლინში, ევროპის კინოაკადემიის პრემიის ლაურეატების დაჯილდოების ცერემონია დაიწყო. ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ მთავარი როლის შემსრულებელი ლევან გელბახიანი საუკეთესო ევროპელი მსახიობი კაცის ნომინაციაზე ანტონიო ბანდერასთან ერთადაა წარდგენილი. .

Kempinski Hotel Bahia-ს ნაძვის ხე

07 დეკემბერი 2019, 22:37

ტაბლოიდი

ესპანურმა სასტუმრომ ნაძვის ხის მოსართავად $15 მილიონი დახარჯა

Kempinski Hotel Bahia-ში, რომელიც ქალაქ მარბელაში მდებარეობს, ნაძვის ხის გალამაზება სათამაშოების ნაცვლად ძვირფასი ქვებით გადაწყვიტეს. ამისთვის წითელი, თეთრი, ვარდისფერი და შავი ბრილიანტები, სამკაულები და 3D-პრინტერზე დაბეჭდილი შოკოლადის ფიგურები გამოიყენეს.

კინოფესტივალი

07 დეკემბერი 2019, 22:19

კულტურა

თბილისის მე-20 საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულები დააჯილდოვეს

ფესტივალის მთავარი ჯილდო – „ოქროს პრომეთე“ ეროვნულ კონკურსში გამარჯვებულ ფილმებს შემდეგ ნომინაციებში გადაეცა: საუკეთესო მხატვრული ფილმი – დიტო ცინცაძის „ჩაისუნთქე, ამოისუნთქე“; საუკეთესო დოკუმენტური ფილმი – მარი გულბიანის „სანამ მამა დაბრუნდება“; საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი – გიორგი სიხარულიძის „მამული“.

ძაღლები

07 დეკემბერი 2019, 22:03

ტექნოლოგიები

აშშ-ში ჯარში მომსახურე ძაღლებისთვის დამცავი ქუდი შეიქმნა

იმ ძაღლებისთვის, რომლებიც აშშ-ის სამხედრო ჯარში მსახურობენ სპეციალური დამცავი ქუდი შეიქმნა. სამხედრო ძაღლები იცავენ ობიექტებს და ოპერაციებშიც მონაწილეობენ. ახალი ტექნოლოგიას, რომლითაც დამცავი ფორმა შეიქმნა CAPS-ი ეწოდება. ის იცავს ძაღლების სმენის ორგანოებს, როცა ისინი საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობენ.

დონალდ ტრამპი

07 დეკემბერი 2019, 21:47

მსოფლიო

ტრამპმა მექსიკური ნარკოკარტელების ტერორისტული დაჯგუფებების სიაში შეტანა გადაიფიქრა

„მექსიკური კარტელების ტერორისტულ დაჯგუფებებად გამოცხადებისთვის საჭირო სამუშაო დასრულებულია. ჩვენ ამისთვის მზად ვართ. თუმცა იმ ადამიანის თხოვნით, რომელსაც მე დიდ პატივს ვცემ, პროცესს დროებით შევაჩერებთ“, - დაწერა ტრამპმა.

07 დეკემბერი 2019, 20:47

საქართველო

ბენზინგასამართ სადგურზე ხანძრისას ორი დაშავებული რეანიმაციულ განყოფილებაშია

თბილისში, ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე ბენზინგასამართ სადგურზე მომხდარი ხანძრის შედეგად დაშავებული ოთხი ადამიანიდან სამი დამწვრობის ცენტრშია გადაყვანილი, საიდანაც ორი რეანიმაციულ განყოფილებაშია. დამწვრობის ცენტრის ინფორმაციით, ორ პაციენტს სავარაუდოდ სასუნთქი გზები აქვთ დაზიანებული.

ზაზა ურუშაძე

07 დეკემბერი 2019, 20:45

კულტურა

რეჟისორი ზაზა ურუშაძე გარდაიცვალა

ქართველი რეჟისორი ზაზა ურუშაძე გარდაიცვალა. ის 53 წლის იყო. ინფორმაცია imedinews-ს რეჟისორის ახლობლებმა დაუდასტურეს. გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად გულის შეტევა სახელდება.

თალიბანი აშშ მოლაპარაკებები

07 დეკემბერი 2019, 20:27

მსოფლიო

აშშ-მა და „თალიბანმა“ მოლაპარაკებები განაახლეს

მხარეები ერთმანეთს ყატარის დედაქალაქ დოჰაში შეხვდნენ. დისკუსიის მთავარი საკითხები უსაფრთხოების გაზრდაა, რომელმაც შემდეგ „თალიბანის“ და ავღანეთის მთავრობას შორის მოლაპარაკებასა და საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტაში უნდა გადაიზარდოს.

ფეხბურთი

07 დეკემბერი 2019, 20:11

სპორტი

„იუვენტუსის“ ვარსკვლავებმა ალბანელ ბავშვებს ოცნება აუსრულეს

„იუვენტუსის“ ორი ვარსკვლავი, ჯანლუიჯი ბუფონი და კრიშტიანო რონალდუ მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ მცირეწლოვან ალბანელ ბავშვებს შეხვდნენ და საკუთარი ავტოგრაფებით გაფორმებული სამახსოვრო მაისურები გადასცეს.

07 დეკემბერი 2019, 19:52

საქართველო

ფიროსმანის ქუჩაზე ბენზინგასამართ სადგურზე ხანძრისას ოთხი ადამიანი დაშავდა

თბილისში, ფიროსმანის ქუჩაზე, „სენტას“ ბენზინგასამართ სადგურზე ხანძრისას ოთხმა ადამინმა დამწვრობა მიიღო. Imedinews-ის ინფორმაციით, სამი დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს. ჩუღურეთის რაიონის გამგებლის ზურაბ ჩიკვილაძის განცხადებით, დაშავებულთა სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.