imedi /  11 დეკემბერი 2019, 18:33 / სანდო წყარო

„თელავი“ ეროვნულ ლიგაში 12-წლიანი პაუზის შემდეგ ითამაშებს

ფეხბურთი

საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ლიგას ორი ახალწვეული ყავს. მომდევნო სეზონში უმაღლეს ლიგაში საფეხბურთო კლუბი "თელავი" და "სამტრედია" ითამაშებს.

თელაველებმა საკუთარ მოედანზე მინიმალური ანგარიშით გამარჯვების შემდეგ, „რუსთავი“ სტუმრად 2:1 დაამარცხეს. მათ ორი მატჩის ჯამში 3:1 გაიმარჯვეს და კახეთის გუნდი ეროვნულ ლიგაში 12-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა.

ეროვნული ლიგის საგზური მოიპოვა „სამტრედიამაც“, რომელმაც ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე „სიონს“ 4:1 მოუგო.

ყველა სიახლე

Huawei 5G

28 იანვარი 2020, 19:22

ტექნოლოგიები

Huawei დიდ ბრიტანეთში 5G-ის განვითარებაში მიიღებს მონაწილეობას

BBC-ის ცნობით, მთავრობის შესაბამის გადაწყვეტილებას დღეს ლორდთა პალატა გაეცნო. მთავრობამ Huawei-ს უწოდა „მაღალი რისკის შემცველი პარტნიორი“, რომელსაც გარკვეული შეზღუდვების დაწესების შემთხვევაში ტელეკომუნიკაციის ინფრასტრუქტურის განვითარებაში მონაწილეობა შეუძლია.

ბარბი

28 იანვარი 2020, 19:17

ტაბლოიდი

„ბარბის“ თოჯინების ახალი ხაზი შეიქმნა რომელთაც სხვადასხვა დაავადება აქვთ

კომპანიამ პოპულარული სათამაშოს ახალი ვერსიები შექმნა, რომლის მიზანიც ადამიანის მრავალფეროვანი გარეგნული მხარის წარმოჩენაა. გაყიდვაში გავიდა მაგალითად თოჯინა, რომელსაც თმა არ აქვს. კოლექციაში ასევე გამოჩნდა თოჯინა, რომელსაც კანის ლაქები აქვთ, როგორც ადამიანებს, რომლებსაც ვიტილიგოს დაავადება აქვთ.

სალომე ზურაბიშვილი

28 იანვარი 2020, 19:02

საქართველო

პრეზიდენტის თქმით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველო რუსეთის დელეგაციას მიიღებს

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველო მზად არის უმასპინძლოს რუსეთის დელეგაციას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე. ამის შესახებ ზურაბიშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში განაცხადა.ამასთან დაკავშირებით შეკითხვა რუსეთის წარმომადგენელმა დაუსვა.

28 იანვარი 2020, 18:55

ეკონომიკა

მაია ცქიტიშვილი: ვცდილობთ მუნიციპალურ პროექტებში მეტი ქართული კომპანია დავასაქმოთ

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, 2020 წელსაც მუნიციპალური ფონდის საქმიანობის მთავარი პრიორიტეტი საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და მშენებლობა იქნება. მუნიციპალური განვითარების ფონდმა, დღეს 2019 წლის ანგარიში წარადგინა.

გაუპატიურება

28 იანვარი 2020, 18:48

ძალოვნები

ზუგდიდში შშმ გოგოს გაუპატიურებისთვის დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა

მოსამართლემ სრულად დააკმაყოფილა პროკურორ თამთა გახარიას შუამდგომლობა აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით. სასამართლო პროცესი მედიისთვის დახურული იყო. პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე 26 იანვარს, 1955 წელს დაბადებული 1 პირი დააკავა.

კახა კუკავა

28 იანვარი 2020, 18:48

საქართველო

კახა კუკავა: ჩვენი ტაქტიკა „ნაცმოძრაობასთან“ კოალიციაში ყოფნას არ გულისხმობს

ყველა ოპოზიციურ პარტიას აქვს თავისი ტაქტიკა. ჩვენი ტაქტიკა არ გულისხმობს იმას, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ვიყოთ კოალიციაში. ეს „ქართული ოცნების“ ტაქტიკაა, მათ აირჩიეს კოაბიტაციის გზა, - ამის შესახებ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა კახა კუკავამ განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

28 იანვარი 2020, 18:42

ტაბლოიდი

მამუკა მდინარაძე: გვაქვს საერთო მიზანი, რომ არ შეიქმნას კრიზისული სიტუაცია

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მმართველ გუნდს აქვს საერთო მიზანი, არ შეიქმნას კრიზისული სიტუაცია, გარკვეული გადაწყვეტილებები მიიღონ და კომპრომისზე წავიდეს ორივე მხარე, „წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ამ მოლაპარაკების მაგიდასთან არ ვისხდებოდით“.

28 იანვარი 2020, 18:29

ტექნოლოგიები

აშშ-ში ხელოვნური ინტელექტი საჰაერო ბრძოლაში გამოსცადეს. ვიდეო

აშშ-ში პერსპექტიული თავდაცვითი სისტემების სააგენტომ (DARPA) ნეიროქსელის შესაძლებლობები საჰაერო ბრძოლაში პირველად გამოსცადა. ექსპერიმენტის ვიდეო YouTube-ზე გავრცელდა. ნეიროქსელის ალგორითმებმა, რომელიც მოიერიშე F-15C Eagle -ში შეიყვანეს ვირტუალური ინტელექტის RED-ის სისტემაა. ტესტირებამ წარმატებულად ჩაიარა. ექსპერიმენტის სხვა დეტალები არ საჯაროვდება.

Philips

28 იანვარი 2020, 18:28

ეკონომიკა

კომპანია Philips-ი საყოფაცხოვრებო ტექნიკას აღარ გამოუშვებს

ნიდერლანდური კომპანია Royal Philips-ი საყოფაცხოვრებო ტექნიკის მწარმოებელ ბიზნესს ყიდის. ინფორმაცია ამის შესახებ კომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. საყოფაცხოვრებო ტექნიკის ქვედანაყოფი Royal Philips-ის სტრუქტურას 12-18 თვეში დატოვებს.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

28 იანვარი 2020, 18:02

მსოფლიო

ბენიამინ ნეთანიაჰუს სასამართლოში ბრალი წაუყენეს

რამდენიმე საათით ადრე ნეთანიაჰუმ კნესეტიდან საპარლამენტო იმუნიტეტის მინიჭების შესახებ თხოვნა გაიწვია, რამაც ბრალის წაყენება შესაძლებელი გახადა. კნესეტს პრემიერისთვის იმუნიტეტის მინიჭების საკითხზე დღეს უნდა ემსჯელა. ნეთანიაჰუს წინააღმდეგ ბრალდებები დაკავშირებულია მექრთამეობასთან, თაღლითობასა და ნდობის ბოროტად გამოყენებასთან.

28 იანვარი 2020, 17:19

საქართველო

ზუგდიდმა „ყველაზე სუფთა ქალაქის“ სტატუსი მოიპოვა

ზუგდიდის მერიის ინფორმაციით, ყველაზე სუფთა ქალაქის და მუნიციპალიტეტის ტიტულები ზუგდიდმა მოიპოვა, ზუგდიდსავე ხვდა ყველაზე სუფთა სოფლის ნომინაციაში გამარჯვებაც, სადაც სოფელმა ორსანტიამ გაიმარჯვა. კონკურსი „სუფთა რეგიონი“ საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების ორგანიზებით ჩატარდა.

როუან კემპბელი ველოსიპედი

28 იანვარი 2020, 17:18

ძალოვნები

პოლიციამ ბრიტანელ მოგზაურს მოპარული ველოსიპედი დაუბრუნა

ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, 2020 წლის 25 იანვარს პოლიციაში შევიდა შეტყობინება, რომ თბილისში, ძმები ზუბალაშვილების ქუჩაზე დროებით მცხოვრებ დიდი ბრიტანეთის მოქალაქეს, როუან კემპბელს სახლთან გაჩერებული ველოსიპედი მოჰპარეს.

ზუგდიდის პოლიცია

28 იანვარი 2020, 17:08

ძალოვნები

შშმ ქალის გაუპატიურების საქმეზე დაკავებულს ბრალი წაუყენეს

სასამართლო აღკვეთ ღონისძიებაზე დღეს იმსჯელებს. პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე 26 იანვარს, 1955 წელს დაბადებული კაცი დააკავა, რომელიც ბრალდებულია სსკ-ის 137-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის. სავარაუდო მსხვერპლის და ბრალდებულის ახლობლების დაპირისპირების თავიდან არიდების მიზნით პოლიციამ პრევენციული ღონისძიებები გაატარა.

28 იანვარი 2020, 17:04

საქართველო

იოსებ გოგაშვილი: დუმილის დარღვევის დრო დადგა

ყველამ უნდა გაიგოს, როგორც საზღვარგარეთ ასევე საქართველოში, რომ ამ „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტების უკან იდგა და დგას საქართველოს „მთავარი“ ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობა“. ეს არის ჩემი ახლანდელი მთავარი მიზანი, რომ ყველას დავანახო, რა დგას სინამდვილეში ამ პოლიტიკური პარტიის პოლიტმიზნების მიღწევის უკან და რა მეთოდებით ცდილობენ ისინი ხელისუფლებაში დაბრუნებას.

პერსონალური მონაცემები

28 იანვარი 2020, 16:59

საქართველო

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის 20 ელჩი შეარჩია

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნა. ღონისძიება სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ გახსნა და მოწვეულ სტუმრებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის დღის მნიშვნელობასა და საქართველოში ამ მიმართულების გაძლიერების პროეცესში არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო პრიორიტეტებზე ესაუბრა.

კორონავირუსი კარიკატურა

28 იანვარი 2020, 16:52

მსოფლიო

ჩინეთის საელჩო დანიური გამოცემისგან კარიკატურის გამო ბოდიშის მოხდას ითხოვს

კოპენჰაგენში ჩინეთის საელჩო ​კორონავირუსის შესახებ დანიურ გამოცემა Jyllands-Posten-ში დაბეჭდილი კარიკატურის გამო ბოდიშის მოხდას ითხოვს. ინფორმაციას ამის შესახებ დანიური გამოცემა Politiken-ი ავრცელებს. კარიკატურა Jyllands-Posten-ში 27 იანვარს გამოქვეყნდა.

სალომე ზურაბიშვილი

28 იანვარი 2020, 16:50

საქართველო

პრეზიდენტი: გაყინული კონფლიქტების, ღია ომისა ოკუპირებული ტერიტორიების მიუხედავად საქართველომ გაიკვალა გზა ევროკავშირისა და ნატოსკენ

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ისტორიისთვის ამ მოკლე დროში საქართველომ პოსტსაბჭოთა ქვეყნიდან ძლიერ და აქტიურ დემოკრატიად გადაქცევა მოახერხა. ის ჩამოყალიბდა სახელმწიფოდ, რომელსაც ძლიერი ინსტიტუტები, თავისუფალი ეკონომიკა, მდგრადი ეკონომიკური ზრდა აქვს და ავითარებს სოციალურ და ჯანდაცვის სისტემებს. მთლიანობაში.

ვახტანგ გომელაური

28 იანვარი 2020, 16:43

საქართველო

ერთობლივი ოპერაციების ცენტრი და „112" გაერთიანდა

„ერთობლივი ოპერაციების ცენტრი აკონტროლებს საქართველოს მასშტაბით სათვალთვალო ვიდეო კამერებს, როგორც თბილისში ასევე რეგიონებში, ქალაქებში, ასევე მაგისტრალებზე. „112" კი ყველასთვის ნაცნობი სამსახურია, ყველა მოქალაქისთვის. მე ვფიქრობ, იქნება უფრო წარმატებული, სწრაფი, რაც არის მნიშვნელოვანი ამ სამსახურისთვის“, - განაცხადა მინისტრმა.

გიორგი ჯანაშია გუგა ბარბაქაძე

28 იანვარი 2020, 16:32

ძალოვნები

გუგა ბარბაქაძის განაჩენი უცვლელი დარჩა, გიორგი ჯანაშია კი საპატიმროს 2021 წელს დატოვებს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, ლევან დადუნაშვილის მკვლელობის ნაწილში სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უწყვეტი დარჩა. შესაბამისად, გუგა ბარბაქაძეს კვლავ 11 წლითა და 3 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა აქვს შეფარდებული.

ფოთი გემი

28 იანვარი 2020, 16:23

საქართველო

შესაბამის სამსახურს ფოთის საზღვაო აკვატორიაში ჩინურ გემზე დაავადებულების შესახებ ინფორმაცია არ მიუღია

როგორც ფოთისა და ყულევის პორტების სანიტარული სასაზღვრო ინსპექციის პუნქტის ეპიდემიოლოგმა, სულხან მაჭარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, გემი 24 ნოემბრიდან ზღვაშია, მას შემდეგ ჩინეთთან კომუნიკაცია არ ჰქონია და ამჯერად ნაპირზე ეკიპაჟის ჩამოსმა არ იგეგმება. მისივე ინფორმაციით, გემი რეიდზე დგას და ფოთის პორტის ნავმისაგომთან ჯერ არ დამდგარა.