imedi /  16 დეკემბერი 2019, 16:20 / სანდო წყარო

მსოფლიოს 135 ჩოგბურთელი გარიგებულ მატჩებშია ეჭვმიტანილი

ჩოგბურთი

სულ მცირე მსოფლიოს 135 ჩოგბურთელი, გარიგებული მატჩების გამართვაშია ეჭვმიტანილი. ეს დასკვნა საერთაშორისო გამოძიების შედეგად მომზადდა, რომელშიც ბელგია, ესპანეთი, საფრანგეთი და აშშ მონაწილეობდა. ინფორმაციას ZTF ავრცელებს. 

გარიგებული მატჩების ეჭვმიტანილთა შორის მსოფლიოს 30 საუკეთესო ჩოგბურთელთა სიის წარმომადგენლებიც მოხვდნენ. ამ დროისთვის სპორტსმენების ვინაობა და მისი ტიტულები არ სახელდება. 

გამოძიებამ აჩვენა, რომ მანიპულაციების სისტემა, თავისი ტარიფებით სომხური მაფიის ქსელმა შექმნა, რომელიც ევროპის შვიდ ქვეყანაში მოქმედებს. გარიგებული მატჩების დროს ხდებოდა 100-მდე ფსონის დადება, რომლის მოცულობაც დაახლოებით ათას ევროს შეადგენდა.  

არგენტინელმა ჩოგბურთელმა მარკო ტრუნგლიტმა ZTF- თან და Die Welt- თან გარიგებული მატჩების არსებობა დაადასტურა. მისი თქმით, 2015 წელს მიიღო შეთავაზება გარიგებულ მატჩზე. სპორტსმენს სანაცვლოდ $2 ათასიდან $10 ათას დოლარამდე შესთავაზეს. 

2019 წელს Tennis Integrity Unit-მა 20-მდე ჩოგბურთელის დისკვალიფიკაცია მოახდინა. 

ყველა სიახლე

26 იანვარი 2021, 09:51

სამართალი

ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში ცოლ-ქმარი დააკავეს

საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა ბრალდებული ცოლ-ქმარი გადამოწმების მიზნით იმ დროს შეაჩერა, როდესაც ისინი თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში გადაადგილდებოდნენ. სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, რამდენიმე შეკვრად დაფასოებული ჰეროინის შემცველი ნარკოტიკული საშუალება და მარიხუანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

26 იანვარი 2021, 09:27

COVID19

მექსიკაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 150 000-ს გადააჭარბა

მხოლოდ გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში 1803 ადამიანი გარდაიცვალა. მექსიკაში საზღვრები ღია, ქვეყანაში ჩამსვლელებისთვის კი კორონავირუსზე უარყოფითი ტესტი აუცილებელი არ არის. ამასთან, მექსიკაში გადაადგილებაზე შეზღუდვები პრაქტიკულად არ არის და არც პირბადის ტარებაა აუცილებელი.

26 იანვარი 2021, 08:58

საზოგადოება

დღეს საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი

სინოპტიკოსები 26 იანვარს ქუთაისში მზიან ამინდს პროგნოზირებენ. დღისით +17 გრადუსია ნავარაუდები, ღამით კი +5 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც მზიანი ამინდია მოსალოდნელი, დღისით აქაც +18 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +6. მზიანი ამინდია მოსალოდნელი ბათუმშიც. დღისით სინოპტიკოსები +17 გრადუსს პროგნოზირებენ, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.

გიორგი შაქარაშვილი

26 იანვარი 2021, 08:37

სამართალი

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდების მხარე მტკიცებულებების გამოკვლევას კვირის ბოლოს დაასრულებს

გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდების მხარე მტკიცებულებების გამოკვლევას კვირის ბოლოს დაასრულებს. მცხეთის რაიონულ სასამართლოში გუშინ ე.წ. ოქროს მოწმე გური ამირხანაშვილი რვა საათის განმავლობაში იკითხებოდა.

26 იანვარი 2021, 08:21

პოლიტიკა

ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის გარკვეული უფლებამოსილების მინიჭებაზე რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს საპროცედურო კომიტეტი დღეს განიხილავს

პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს, რომელიც ოპოზიციის სტატუსის მქონე დეპუტატების მიერ საპარლამენტო თანამდებობების დაკავებას შეეხება, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი დღეიდან პირველი მოსმენით განიხილავს.

კახა კუჭავა

26 იანვარი 2021, 08:03

პოლიტიკა

კახა კუჭავა: ჩვენ გამოვიყენებთ ყველა შესაძლებლობას, რათა ყოველთვის მოვუწოდოთ რუსეთს შეასრულოს აღებული ვალდებულებები

საკითხის მნიშვნელობაზე საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, კახაბერ კუჭავამ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია საქართველოს დელეგაციამ მოიპოვოს მხარდაჭერა, რათა უფრო ეფექტურად იქნეს აღსრულებული ის ვალდებულებები, რომლებიც რუსეთის ფედერაციას ევროპის სასამართლოს დააკისრა.

26 იანვარი 2021, 03:27

COVID19

26 იანვრიდან აშშ-ში შემსვლელ პირებს ბოლო 72 საათში გაკეთებული ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა მოუწევთ

26 იანვრიდან აშშ-ში შემსვლელ პირებს ბოლო 72 საათში გაკეთებული ტესტის უარყოფითი პასუხის ან კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების საბუთის წარდგენა მოუწევთ.

ჯო ბაიდენი

26 იანვარი 2021, 03:05

COVID19

ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 600 ათასს გადააჭარბებს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ პროგნოზების თანახმად, ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 600 ათასს გადააჭარბებს.

26 იანვარი 2021, 02:19

მსოფლიო

ეროვნული გვარდიის 5 ათასამდე სამხედრო ვაშინგტონში მარტის მეორე ნახევრამდე დარჩება

აშშ-ის ეროვნული გვარდიის 5 ათასამდე სამხედრო ვაშინგტონში მარტის მეორე ნახევრამდე დარჩება. ამის შესახებ აშშ-ის სახმელეთო ჯარების მდივნის მოვალეობის შემსრულებელმა, ჯონ უიტლიმ განაცხადა.

ჯო ბაიდენი და ანგელა მერკელი

26 იანვარი 2021, 01:10

მსოფლიო

ჯო ბაიდენმა ანგელა მერკელთან სატელეფონო საუბარი გამართა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გერმანიის კანცლერთან, ანგელა მერკელთან სატელეფონო საუბარი გამართა. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანიის კანცლერის პრესსამსახური ავრცელებს.

ბლიუ და სელეტა

26 იანვარი 2021, 00:54

ტაბლოიდი

ამერიკელმა ქალმა საყვარელი ქათმის მკურნალობაზე $10 ათასი დახარჯა🐔

„ეს დიდი თანხა, დაზღვევა მხოლოდ 2,5 ათასს ფარავს. მაგრამ თქვენი შვილებისთვის ან თქვენი ძაღლისთვის ამას ხომ გააკეთებდით. მაგრამ როცა ვამბობ, რომ თანხა ქათმის სამკურნალოდ დავხარჯე ხალხი ამბობს: „ამდენი ქათამზე დახარჯე? შეგეძლო უბრალოდ ქვაბში ჩაგედო“,- ამბობს ნოტნაგელი.

26 იანვარი 2021, 00:41

COVID19

ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 4 240 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 4 240 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 449 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

კირა ნაითლი

26 იანვარი 2021, 00:31

ტაბლოიდი

კირა ნაითლი კაცი რეჟისორების ფილმებში გაშიშვლებაზე უარს ამბობს

35 წლის ბრიტანელი მსახიობი, კირა ნაითლი აცხადებს, რომ აღარ სურს იმ ფილმების შიშველ სცენებში მონაწილეობა, რომელსაც კაცი რეჟისორები გადაიღებენ. „შიშველი სცენების გადაღებაზე კატეგორიულ უარს არ ვამბობ, მაგრამ არ მსურს, ამის კაც რეჟისორებთან გაკეთება“ - აღნიშნა ოქროს გლობუსისა და ოსკარის ნომინანტმა მსახიობმა.

ენტონი ფაუჩი

26 იანვარი 2021, 00:29

COVID19

ენტონი ფაუჩი: ორი პირბადის ტარება, სავარაუდოდ, უფრო ეფექტურია კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ ორი პირბადის ტარება, სავარაუდოდ, უფრო ეფექტურია კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად.

გიორგი კახიანი

26 იანვარი 2021, 00:26

პოლიტიკა

გიორგი კახიანი: თუ რაოდენ დიდი მხარდაჭერა აქვს საპარლამენტო საქმიანობაში ოპოზიციის მონაწილეობოს იდეას, ევროსაბჭოს სხდომაზე კიდევ ერთხელ გამოჩნდა

გვახსოვს ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლების შეფასებები არცევნებზე შეიცვლებოდა, მაგრამ კიდევ ერთხელ დარწმუნდა ყველა, რომ შეფასებები არის იგივე, რაც იყო თავიდან, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი კახიანმა პარტიის ყრილობის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განუცხადა. „ლეგიტიმაციის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ არავის დაუყენებია და კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ ეს არჩევნები არის ლეგიტიმური. იმავდროულად, ჩვენ ვხედავთ მოწოდებებს საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობის მიღებისკენ ოპოზიციის მიმართულებით. მე ვფიქრობ, რომ თუკი რაიმე იმედი ჰქონდა ოპოზიციას, რომ შეფასებების შეცვლა შესაძლებელი იყო, ეს ასე არ მოხდა. ევროსაბჭოს სხდომაზე კიდევ ერთხელ გამოჩნდა, თუ რაოდენ დიდი მხარდაჭერა აქვს იმ იდეას, რასაც საპარლამენტო საქმიანობაში ოპოზიციის მონაწილეობა ჰქვია“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.

დავით მათიკაშვილი

26 იანვარი 2021, 00:01

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ბულინგი და მუქარა ნამდვილად არახალი მოვლენაა

„ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ბულინგი, მუქარა და ასე შემდეგ ნამდვილად არახალი მოვლენაა და ბოლო 20 წლის მანძილზე ჩვენ ამას მუდმივად ვაკვირდებით. მაშინ, როდესაც ისინი ხელისუფლებაში იყვნენ და მაშინაც, როდესაც ისინი ოპოზიციაში არიან, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დავით მათიკაშვილი იაგო ხვიჩიას განცხადებას, სადაც პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ თავმჯდომარე ნიკა მელიას მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს. „არსებობს საქართველოში შესაბამისი კანონმდებლობა, რომელიც ამ კუთხით მოქმედებს და რა თქმა უნდა, ვინმე თუკი თვლის რომ მას ემუქრებიან, მას შეუძლია განაცხადოს ეს შესაბამისი ფორმით. ოპოზიციაში შიგნით რომ არეული მოცემულობაა და ერთმანეთის მიმართ კადრულობენ აბსოლუტურად ყველაფერს, ეს ცხადზე ცხადია“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

ჯენ ფსაკი

25 იანვარი 2021, 23:58

მსოფლიო

თეთრი სახლი: ალექსეი ნავალნის დაპატიმრების საქმეზე ჯო ბაიდენი უფლებას იტოვებს, რუსეთის წინააღმდეგ ზომები მიიღოს

თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენლის, ჯენ ფსაკის განცხადებით, ალექსეი ნავალნის დაპატიმრების საქმეზე ჯო ბაიდენი უფლებას იტოვებს, რუსეთის წინააღმდეგ ზომები მიიღოს მაშინ და ისე, როგორც ამას საჭიროდ მიიჩნევს.

25 იანვარი 2021, 23:18

ტაბლოიდი

თეთრ სახლს გერმანული ნაგაზები მაიორი და ჩემპი დაიცავენ

თეთრი სახლის მცველები მაიორი და ჩემპი უკვე დანიშნულების ადგილზე არიან. ამის შესახებ „ამერიკის ხმა“ წერს. პირველი ძაღლები დელავერიდან ვაშინგტონში დღეს ჩამოფრინდნენ. გერმანულ ნაგაზებს თეთრი სახლის ეზოში პირველი ლედი ჯილ ბაიდენი დახვდა.გერმანული ნაგაზები, სახელად, მაიორი და ჩემპი მომდევნო ოთხი წლის მანძილზე ჯო და ჯილ ბაიდენებთან ერთად თეთრ სახლში იცხოვრებენ.

25 იანვარი 2021, 23:17

COVID19

ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსის 514 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 514 098 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 11 434 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

25 იანვარი 2021, 23:09

COVID19

ევროკავშირი არაწევრი ქვეყნებიდან ჩასული პირებისთვის რეგულაციების გამკაცრებას განიხილავს

ევროკავშირი არაწევრი ქვეყნებიდან ჩასული პირებისთვის რეგულაციების გამკაცრებას განიხილავს. აღნიშნული წინადადებით ევროკომისია გამოდის.