imedi /  20 დეკემბერი 2019, 19:49 / სანდო წყარო

„ნორჩი დინამოს“ საფეხბურთო აკადემიას გიორგი დემეტრაძე უხელმძღვანელებს

გიორგი დემეტრაძე

გიორგი დემეტრაძე

საფეხბურთო კლუბ თბილისის „მერანის“ ინფორმაციით, ახალი სეზონიდან „ნორჩი დინამოს“ ბავშვთა აკადემიას ამავე სკოლის აღზრდილი, ყოფილი ფეხბურთელი გიორგი დემეტრაძე უხელმძღვანელებს.გუნდი 2020 წლიდან საქართველოს ეროვნულ ლიგაში იასპარეზებს. 

თბილისის „მერანის“ ინფორმაციით  გიორგი დემეტრაძე „მერანთან“აქტიურად ითანამშრომლებს ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებითაც, რომელსაც კლუბი თბილისსა და მის მიმდებარე დაბებსა და სოფლებში გეგმავს.

„მერანის“ ცნობით, ამ პროექტების განხორციელების იდეის ავტორია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სტადიონების განყოფილების უფროსი მამუკა კვარაცხელიაა.

ახალი სტადიონის აშენებამდე, ეროვნულ ლიგაში პირველად გადასული თბილისის „მერანი“ საშინაო თამაშებს მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე ჩაატარებს. ეს ინფორმაცია „მერანის“ სპორტულმა დირექტორმა ირაკლი შენგელიამ დაადასტურა.

შეგახსენებთ, რომ თბილისურმა კლუბმა საკუთარი ხარჯებით ლილოს დასახლებაში სტადიონის მშენებლობა დაიწყო.

ყველა სიახლე

განკითხვის დღის საათი

23 იანვარი 2020, 21:41

ტაბლოიდი

„განკითხვის დღის საათის“ ისრები 20 წამით წინ გადაწიეს

სიმბოლური საათი კაცობრიობის განადგურებამდე დარჩენილ დროს ითვლის და ახლა მასზე დაფიქსირებული დროა 23:58:40 საათი. ასე ახლოს შუაღამესთან, რომელიც გლობალურ კატასტროფას ნიშნავს საათი არასოდეს ყოფილა. განკითხვის დღის საათზე დროს წელიწადში ერთხელ ცვლიან.

ნინო ლომჯარია

23 იანვარი 2020, 21:09

საქართველო

ნინო ლომჯარია ვანო მერაბიშვილს და ირაკლი ოქრუაშვილს შეხვდა

ინფორმაცია სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა. უწყების ინფორმაციით, N9 პენიტენციურ დაწესებულებაში ლომჯარია თავის მოადგილე გიორგი ბურჯანაძესთან ერთად მივიდა. ლომჯარიამ გურამ დონაძესთან შეხვედრა მოითხოვა, თუმცა დონაძემ მასთან შეხვედრაზე უარი განაცხადა.

ჰოლოკოსტის ფორუმი

23 იანვარი 2020, 20:51

მსოფლიო

მსოფლიო ლიდერებმა იერუსალიმში ანტისემიტიზმი დაგმეს

მსოფლიო ლიდერებმა იერუსალიმში, ჰოლოკოსტის მე-5 ფორუმზე, რომელიც საკონცენტრაციო ბანაკ ოსვენციმის გათავისუფლების 75-ე წლისთავისადმი არის მიძღვნილი, ანტისემიტიზმი დაგმეს. ღონისძიებაში 40-მდე ლიდერი მონაწილეობს, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

გიორგი გახარია

23 იანვარი 2020, 20:28

საქართველო

გიორგი გახარია: სავარაუდოდ, მეგობრები წერილებით არ უნდა საუბრობდნენ

„ჩვენ არანაირი პრობლემა არ გვაქვს, რომ ყველა სახის შეფასება, თუნდაც მწვავე, სამართლიანი, შეიძლება, ჩვენი გადმოსახედიდან უსამართლო, ობიექტურად განვიხილოთ, რასაც უახლოეს პერიოდში გავაკეთებთ“, - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ „ქრონიკას“კონგრესმენების წერილის შეფასებისას განუცხადა.

სალომე ზურაბიშვილი და მაიკ პენსი

23 იანვარი 2020, 20:10

საქართველო

სალომე ზურაბიშვილი იერუსალიმში მაიკ პენსს გაესაუბრა

პრეზიდენტის თქმით, პენსმა თბილისისადმი ვაშინგტონის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა, ზურაბიშვილმა კი მას ამისთვის მადლობა გადაუხადა. „მაიკ პენსი : საქართველო გვიყვარს, მის გვერდით ვართ და ვიქნებით მუდამ. ვიცე-პრეზიდენტს მადლობა გადავუხადე საქართველოს მხარდაჭერისთვის“, - წერს პრეზიდენტი.

ელისაბედ მეორე

23 იანვარი 2020, 19:42

მსოფლიო

ელისაბედ მეორემ Brexit-ის შესახებ კანონს ხელი მოაწერა

ბრიტანეთის პარლამენტის წევრებს დედოფლის გადაწყვეტილების შესახებ თემთა პალატის სპიკერის მოადგილე ნაიჯელ ევანსმა შეატყობინა. ახლა დოკუმენტის რატიფიცირებაზე ევროპარლამენტმა უნდა იმსჯელოს. ბრიტანეთის პარლამენტმა ევროკავშირიდან ქვეყნის გამოსვლის შესახებ კანონპროექტს მხარი 23 იანვარს დაუჭირა.

ირაკლი კობახიძე

23 იანვარი 2020, 19:25

საქართველო

ირაკლი კობახიძე: კონგრესმენების წერილში წერია, რომ ანაკლიის კონსორციუმის უკან აშშ იდგა, რაც არასწორია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი კობახიძე კონგრესმენების წერილში არსებულ ფაქტობრივ შეცდომებზე მიუთითებს. ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ამის რამდენიმე მაგალითი დაასახელა. მისი თქმით, წერილში ერთ-ერთი ნაწილი ეხება ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, რომელიც როგორც წერილში წერია, ასოცირებულია პროპორციული არჩევნების შესახებ კენჭისყრის ჩავარდნასთან.

ირაკლი კობახიძე

23 იანვარი 2020, 19:08

საქართველო

ირაკლი კობახიძე: კონგრესმენების წერილში კონკრეტული უზუსტობებია, რასაც რეაგირება მოჰყვება

საპარლამენტი უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, კონგრესმენების წერილში კონკრეტული უზუსტობებია, რასაც რეაგირება მოჰყვება. მმართველი გუნდის წარმომადგენელმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განაცხადა, რომ რეაგირება სხვადასხვა ფორმით იქნება და მუშაობა უკვე დაწყებულია.

ვლადიმერ პუტინი

23 იანვარი 2020, 19:05

მსოფლიო

პუტინმა აშშ-ს, ჩინეთს, საფრანგეთს და ბრიტანეთს სამიტის ჩატარება შესთავაზა

„შევხვდეთ ნებისმიერ ქვეყანაში, რომელიც ჩვენი კოლეგებისთვის მოსახერხებელი იქნება. რუსეთი ასეთი სერიოზული საუბრისთვის მზად არის. ჩვენ წინაშე ბევრი ამოცანა. ერთ-ერთი მათგანი ცოტა ხნის წინ ბერლინში განვიხილეთ - ლიბია“, - განაცხადა პუტინმა.

გრეტა ტუნბერგი

23 იანვარი 2020, 18:45

მსოფლიო

აშშ-ის ფინანსთა მინისტრი: ტუნბერგმა ჯერ ეკონომიკა ისწავლოს და მერე გვირჩიოს რა ვქნათ

ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსთა მინისტრმა სტივენ მნუჩინმა ეკოაქტივისტ გრეტა ტუნბერგს ურჩია ჯერ ეკონომიკურ კოლეჯში ისწავლოს და შემდეგ დაიწყოს აშშ-ს რჩევების მიცემა, როგორი ენერგეტიკული პოლიტიკა აწარმოოს. ამის შესახებ განცხადება მან დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გააკეთა.

პაატა იმნაძე

23 იანვარი 2020, 18:21

საქართველო

პაატა იმნაძე: საქართველოში კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკი არ არსებობს

„ჩვენ არ ვართ ისეთი მაღალი რისკის ქვეშ, ისევე როგორც ევროპის თითქმის ყველა ქვეყანა, რადგანაც ჩვენ პირდაპირი რეისები აღარ გვაქვს უჰანთან საქართველოში. გამონაკლისი იყო პარიზი, სადაც არის 6 ფენა კვირაში. აღარ იქნება ეს ფრენებიც, იმიტომ რომ ჩაიკეტა უჰანი“, - განაცხადა იმნაძემ.

მოტოროლა

23 იანვარი 2020, 18:16

ტექნოლოგიები

Motorola Razr-ის გაყიდვის თარიღი დასახელდა

არსებული ინფორმაციით, 26 იანვრიდან ოპერატორის ვებგვერდზე წინასწარი შეკვეთების გაკეთება იქნება შესაძლებელი. 6 თებერვლიდან კი დასაკეცი სმარტფონი თავისუფლად გაიყიდება Verizon-ზე, Wallmart-ის ქსელსა და Motorola-ს ვებგვერდზე. Motorola Razr-ის ღირებულება 1500 დოლარი იქნება.

გრიპის ვირუსი

23 იანვარი 2020, 18:01

საქართველო

დადასტურდა, რომ ზუგდიდში გოგო გრიპის B ტიპის ვირუსით გარდაიცვალა

ლაბორატორიულად დადასტურდა, რომ ზუგდიდში 22 წლის ახალგაზრდა გრიპის B ტიპის ვირუსით გარდაიცვალა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძეს თქმით, ინფორმაცია, რომ თითქოს ახალგაზრდა ქალი კორონავირუსით გარდაიცვალა, არ შეესაბამება სიმართლეს.

ჯანო ანანიძე

23 იანვარი 2020, 17:54

სპორტი

ჯანო ანანიძე კვიპროსის „ანორთოსისში“ ითამაშებს

27 წლის ნახევარმცველმა ფამაგუსტას კლუბთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა. ანანიძე 2009 წლიდან 11 წლის განმავლობაში მოსკოვის „სპარტაკში“ გამოდიოდა და ამ გუნდთან კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე რამდენიმე დღის წინ გაწყვიტა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო

23 იანვარი 2020, 17:34

საქართველო

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დამოუკიდებელი ინსპექტორი აირჩიეს

ზურაბ აზნაურაშვილმა 9 ხმით საბჭოს წევრების უმრავლესობის მხარდაჭერა მოიპოვა. ზურაბ აზნაურაშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატიც იყო. დამოუკიდებელი ინსპექტორის ვაკანსიაზე რეგისტრაცია 2019 წლის 13-დან 26 დეკემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა. ჯამში 42 კანდიდატი დარეგისტრირდა.

დავით ზალკალიანი

23 იანვარი 2020, 17:33

საქართველო

ზალკალიანი თურქ კოლეგას მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი თურქ კოლეგას მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. ამის შესახებ მინისტრი Twitter-ზე წერს. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსთვის არსებული გამოწვევების ფონზე. ჩვენ მივყვებით ჩვენს მტკიცე არჩევანს და ნატოსკენ სვლას განვაგრძობთ“, - წერს საგარეო საქმეთა მინისტრი.

ტაბლოიდი

23 იანვარი 2020, 17:28

ტაბლოიდი

აფრიკაში კაცი ორი თვეა 24 მეტრის სიმაღლეზე ღვინის კასრში ცხოვრობს

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში მცხოვრები ვერნონ კრიუგერი 500-ლიტრიან ღვინის კასრში 24 მეტრის სიმაღლეზე ორ თვეზე მეტია „ცხოვრობს“. კრიუგერისთვის ეს სულის გამოცდაა. 1997 წელს მან ბოძზე დამაგრებულ კასრში ჯდომის ხანგრძლივობის რეკორდი დაამყარა - მაშინ ის კასრში 67 დღე იყო, წინა რეკორდი 54 დღე იყო.

გიორგი გახარია

23 იანვარი 2020, 17:24

ეკონომიკა

შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანია საქართველოში თხილის პლანტაციებს გააშენებს

შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანია Camille Bloch-ი საქართველოში თხილის პლანტაციებს გააშენებს, ქართულ თხილს კი პროდუქტ „რაგუსას” წარმოებაში გამოიყენებს, - საინვესტიციო პროექტის განხორციელების დეტალებზე საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ და კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა დანიელ ბლოხმა დავოსში გამართული შეხვედრისას ისაუბრეს.

ვიტრიფიცირებული ტვინი

23 იანვარი 2020, 17:24

ტექნოლოგიები

ვეზუვის ამოფრქვევისას ერთ-ერთი დაღუპულის ტვინი სიცხისგან შუშად იქცა

სპეციალისტები განმარტავენ, რომ სითხის შუშად გარდაქმნის პროცესს ვიტრიფიკაცია ეწოდება და ის მაღალი ტემპერატურის მკვეთრად დაცემის შედეგად ხორციელდება. ამოფრქვევის დროს ჰაერის ტემპერატურა ჰერკულანუმში 520 С გრადუსამდე გაიზარდა. ეს ადამიანის ვეტრიფიცირებული ტვინის აღმოჩენის პირველი შემთხვევაა.

ბაღები

23 იანვარი 2020, 16:57

საქართველო

ყვარელში საბავშვო ბაღებს ხორცის მიწოდება 27 იანვრიდან აღუდგება

მუნიციპალიტეტის მასშტაბით ბაღებში ხორცის დეფიციტი მას შემდეგ შეიქმნა, რაც ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიიამ ვალდებულებების შესრულებაზე უარი თქვა და ამ მიზეზით მერიამ კომპანიის დისკვალიფიკაცია მოახდინა.