imedi /  24 დეკემბერი 2019, 13:55 / სანდო წყარო

გოგოლაძე: შეირჩა შენობა სადაც საქართველო 2021 წლის ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატს უმასპინძლებს

შალვა გოგოლაძე

შალვა გოგოლაძე

განათლების მინისტრის მოადგილის შალვა გოგოლაძის ინფორმაციით, შერჩეულია შენობა, სადაც საქართველო 2021 წლის ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატის ერთ-ერთ ჯგუფს უმასპინძლებს. კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციასთან (FIBA) საბოლოო კონსულტაციების შემდეგ უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის ტერიტორიაზე მდებარე ოლიმპიური სპორტის სასახლის რეკონსტრუქცია გადაწყდა. 

„ევრობასკეტ 2021-ის მასპინძლობისთვის, განიხილებოდა 2 პროექტი: 1. ახალი მულტიფუნქციური სპორტული არენის მშენებლობა, რაც დაახლოებით 200 მილიონ ლარამდე დაუჯდებოდა ქვეყნის ბიუჯეტს; 2. უკვე არსებული ოლიმპიური სპორტის სასახლის სრული რეკონსტრუქცია, რომლის ხარჯიც რამდენიმეჯერ ნაკლები დაჯდება“, - განაცხადა განათლების მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძემ.   

მისი თქმით, კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციასთან (FIBA) საბოლოო კონსულტაციების შემდეგ, საქართველოს მთავრობამ, კალათბურთის ფედერაციამ მიიღო ერთობლივი გადაწყვეტილება და საუკეთესო ვარიანტად მიჩნეულ იქნა უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის ტერიტორიაზე მდებარე ოლიმპიური სპორტის სასახლის რეკონსტრუქცია.

„აღნიშნული გადაწყვეტილების შედეგად, სახელმწიფო დაზოგავს 100 მილიონ ლარზე ბევრად მეტს, რეკონსტრუქციის შემდეგ კი, ოლიმპიური სპორტის სასახლე დააკმაყოფილებს კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის ყველა საერთაშორისო სტანდარტს და გახდება მულტიფუნქციური. დარბაზი 10 500 მაყურებელზე იქნება გათვლილი და მოემსახურება სპორტის სხვადასხვა სახეობაში გასამართ მნიშვნელოვან საერთაშორისო ტურნირებს“, - განაცახადა გოგოლაძემ. 

ევროპის 2021 წლის საკალათბურთო ჩემპიონატის მასპინძლობასთან დაკავშირებით განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა. პრესკონფერენციას ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე, შალვა გოგოლაძე, კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, პაატა გურასპაული, გენერალური მდივანი, გიგა ქართველიშვილი და ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი, მანუჩარ მარკოიშვილი.

ცნობილია, რომ ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლების მოპოვებისთვის საქართველოს მიერ კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციაში უკვე გადახდილია 2019 წლის ვალდებულებით გათვალისწინებული ოფიციალური საგარანტიო თანხა - 700 000 ევრო. ჯამში საგარანტიო თანხა 1 800 000 ევროს შეადგენს, რაც მომდევნო ოფიციალური გრაფიკის მიხედვით დაიფარება.

კალათბურთში 2021 წლის ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მატჩები თბილისში 2-19 სექტემბერს გაიმართება, საქართველოსთან ერთად, ევროპის ჩემპიონატის მასპინძლები ასევე არიან - გერმანია, იტალია და ჩეხეთი. 

ყველა სიახლე

მოხუცები რომანტიკა

24 იანვარი 2020, 00:31

ტაბლოიდი

ამერიკელი ცოლ-ქმარი, რომლებმაც ერთად 65 წელი იცხოვრეს, ერთ დღეს გარდაიცვალნენ

86 წლის ჯეკ მორისონი და 83 წლის ჰარიეტი ქალაქ სენტ-ლუისის მოხუცებულთა თავშესაფარში დაიღუპნენ. მათ ერთად 65 წელი გაატარეს. ჯეკმს და ჰარიეტმს პირველი პაემნი1955 წლის ჰელოუინის საღამოს ჰქონდა და მას შემდეგ არ დაშორებულან.

ჯანმო

24 იანვარი 2020, 00:07

მსოფლიო

WHO: კორონავირუსის გამო მსოფლიოში საგანგაშო მდგომარეობის გამოცხადება ჯერ ადრეა

ორგანიზაციაში აღნიშნეს, რომ დაღუპულთა უმრავლესობას ჰიპერტონია, დიაბეტის ან გულის და სისხლძარღვების დაავადებაც აღენიშნებოდა, რომლებმაც მათი იმუნიტეტი დაასუსტეს.

მუმია ხმის აღდგენა

23 იანვარი 2020, 23:41

ტექნოლოგიები

მეცნიერებმა 3 ათასი წლის წინ გარდაცვლილი ეგვიპტელი ქურუმის ხმა აღადგინეს

ნესიამუნის მუმია პროექტის „ხმები წარსულიდან“ მონაწილე გახდა, რადგან ქურუმის ხმის იოგები მშვენიერ მდგომარეობაში შემოინახა. სპეციალისტებმა ქურმის ხმის იოგების ასლი 3D-პრინტერზე დაბეჭდეს და მისი ხმის ჟღერადობაც აღადგინეს.

უკრაინა ეკინიგზა

23 იანვარი 2020, 23:02

ეკონომიკა

გერმანიამ უკრაინის რკინიგზის მართვაზე უარი განაცხადა

ამასთან, კომპანიაში განაცხადეს, რომ მზად არიან უკრაინულ მხარეს კონსულტაციები გაუწიონ. უკრაინის რკინიგზის Deutsche Bahn-ისთვის გადაცემის სურვილის შესახებ ქვეყნის პრემიერმინისტრმა ოლექსეი გონჩარუკმა განაცხადა. მისი თქმით, ეს იმის მაჩვენებელი გახდებოდა, რომ უკრაინა უპრეცედენტო უცხოური ინვესტიციებისთვის არის ღია.

პოლიციის მანქანა

23 იანვარი 2020, 22:35

ძალოვნები

ცაგერში არხში გადავარდნილი ავტომობილის მგზავრებს ეძებენ

არსებული ინფორმაციით, ავტომობილი მდინარე ცხენისწყლის არხში გადავარდა. სავარაუდოდ, მანქანა დიდი სისწრაფით მოძრაობდა, დამცავ ჯებირებს შეეჯახა და არხში ჩავარდა. ავტომობილში 60 წლამდე კაცი და ორი ახალგაზრდა იმყოფებოდნენ. მდინარემ ერთი გარდაცვლილის ცხედარი უკვე გამორიყა.

ანხელ გურია და გიორგი გახარია

23 იანვარი 2020, 22:01

საქართველო

პრემიერი დავოსში OECD-ის გენერალურ მდივანს შეხვდა

„საქართველო მეტად აპირებს ჩვენი უწყების პროგრამებში და კომიტეტების მუშაობაში მონაწილეობას. ქვეყანა ძალიან აქტიურად მონაწილეობს ყველა ამ ინიციატივაში, როგორც სამუშაო ჯგუფების, ასევე მმართველი საბჭოს ფორმატში. საერთო ჯამში, საქართველოსთან ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ და მზად ვართ უფრო მეტი ვაკეთოთ ერთად”, – აღნიშნა ანხელ გურიამ.

განკითხვის დღის საათი

23 იანვარი 2020, 21:41

ტაბლოიდი

„განკითხვის დღის საათის“ ისრები 20 წამით წინ გადაწიეს

სიმბოლური საათი კაცობრიობის განადგურებამდე დარჩენილ დროს ითვლის და ახლა მასზე დაფიქსირებული დროა 23:58:40 საათი. ასე ახლოს შუაღამესთან, რომელიც გლობალურ კატასტროფას ნიშნავს საათი არასოდეს ყოფილა. განკითხვის დღის საათზე დროს წელიწადში ერთხელ ცვლიან.

ნინო ლომჯარია

23 იანვარი 2020, 21:09

საქართველო

ნინო ლომჯარია ვანო მერაბიშვილს და ირაკლი ოქრუაშვილს შეხვდა

ინფორმაცია სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა. უწყების ინფორმაციით, N9 პენიტენციურ დაწესებულებაში ლომჯარია თავის მოადგილე გიორგი ბურჯანაძესთან ერთად მივიდა. ლომჯარიამ გურამ დონაძესთან შეხვედრა მოითხოვა, თუმცა დონაძემ მასთან შეხვედრაზე უარი განაცხადა.

ჰოლოკოსტის ფორუმი

23 იანვარი 2020, 20:51

მსოფლიო

მსოფლიო ლიდერებმა იერუსალიმში ანტისემიტიზმი დაგმეს

მსოფლიო ლიდერებმა იერუსალიმში, ჰოლოკოსტის მე-5 ფორუმზე, რომელიც საკონცენტრაციო ბანაკ ოსვენციმის გათავისუფლების 75-ე წლისთავისადმი არის მიძღვნილი, ანტისემიტიზმი დაგმეს. ღონისძიებაში 40-მდე ლიდერი მონაწილეობს, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

გიორგი გახარია

23 იანვარი 2020, 20:28

საქართველო

გიორგი გახარია: სავარაუდოდ, მეგობრები წერილებით არ უნდა საუბრობდნენ

„ჩვენ არანაირი პრობლემა არ გვაქვს, რომ ყველა სახის შეფასება, თუნდაც მწვავე, სამართლიანი, შეიძლება, ჩვენი გადმოსახედიდან უსამართლო, ობიექტურად განვიხილოთ, რასაც უახლოეს პერიოდში გავაკეთებთ“, - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ „ქრონიკას“კონგრესმენების წერილის შეფასებისას განუცხადა.

სალომე ზურაბიშვილი და მაიკ პენსი

23 იანვარი 2020, 20:10

საქართველო

სალომე ზურაბიშვილი იერუსალიმში მაიკ პენსს გაესაუბრა

პრეზიდენტის თქმით, პენსმა თბილისისადმი ვაშინგტონის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა, ზურაბიშვილმა კი მას ამისთვის მადლობა გადაუხადა. „მაიკ პენსი : საქართველო გვიყვარს, მის გვერდით ვართ და ვიქნებით მუდამ. ვიცე-პრეზიდენტს მადლობა გადავუხადე საქართველოს მხარდაჭერისთვის“, - წერს პრეზიდენტი.

ელისაბედ მეორე

23 იანვარი 2020, 19:42

მსოფლიო

ელისაბედ მეორემ Brexit-ის შესახებ კანონს ხელი მოაწერა

ბრიტანეთის პარლამენტის წევრებს დედოფლის გადაწყვეტილების შესახებ თემთა პალატის სპიკერის მოადგილე ნაიჯელ ევანსმა შეატყობინა. ახლა დოკუმენტის რატიფიცირებაზე ევროპარლამენტმა უნდა იმსჯელოს. ბრიტანეთის პარლამენტმა ევროკავშირიდან ქვეყნის გამოსვლის შესახებ კანონპროექტს მხარი 23 იანვარს დაუჭირა.

ირაკლი კობახიძე

23 იანვარი 2020, 19:25

საქართველო

ირაკლი კობახიძე: კონგრესმენების წერილში წერია, რომ ანაკლიის კონსორციუმის უკან აშშ იდგა, რაც არასწორია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი კობახიძე კონგრესმენების წერილში არსებულ ფაქტობრივ შეცდომებზე მიუთითებს. ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ამის რამდენიმე მაგალითი დაასახელა. მისი თქმით, წერილში ერთ-ერთი ნაწილი ეხება ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, რომელიც როგორც წერილში წერია, ასოცირებულია პროპორციული არჩევნების შესახებ კენჭისყრის ჩავარდნასთან.

ირაკლი კობახიძე

23 იანვარი 2020, 19:08

საქართველო

ირაკლი კობახიძე: კონგრესმენების წერილში კონკრეტული უზუსტობებია, რასაც რეაგირება მოჰყვება

საპარლამენტი უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, კონგრესმენების წერილში კონკრეტული უზუსტობებია, რასაც რეაგირება მოჰყვება. მმართველი გუნდის წარმომადგენელმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განაცხადა, რომ რეაგირება სხვადასხვა ფორმით იქნება და მუშაობა უკვე დაწყებულია.

ვლადიმერ პუტინი

23 იანვარი 2020, 19:05

მსოფლიო

პუტინმა აშშ-ს, ჩინეთს, საფრანგეთს და ბრიტანეთს სამიტის ჩატარება შესთავაზა

„შევხვდეთ ნებისმიერ ქვეყანაში, რომელიც ჩვენი კოლეგებისთვის მოსახერხებელი იქნება. რუსეთი ასეთი სერიოზული საუბრისთვის მზად არის. ჩვენ წინაშე ბევრი ამოცანა. ერთ-ერთი მათგანი ცოტა ხნის წინ ბერლინში განვიხილეთ - ლიბია“, - განაცხადა პუტინმა.

გრეტა ტუნბერგი

23 იანვარი 2020, 18:45

მსოფლიო

აშშ-ის ფინანსთა მინისტრი: ტუნბერგმა ჯერ ეკონომიკა ისწავლოს და მერე გვირჩიოს რა ვქნათ

ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსთა მინისტრმა სტივენ მნუჩინმა ეკოაქტივისტ გრეტა ტუნბერგს ურჩია ჯერ ეკონომიკურ კოლეჯში ისწავლოს და შემდეგ დაიწყოს აშშ-ს რჩევების მიცემა, როგორი ენერგეტიკული პოლიტიკა აწარმოოს. ამის შესახებ განცხადება მან დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გააკეთა.

პაატა იმნაძე

23 იანვარი 2020, 18:21

საქართველო

პაატა იმნაძე: საქართველოში კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკი არ არსებობს

„ჩვენ არ ვართ ისეთი მაღალი რისკის ქვეშ, ისევე როგორც ევროპის თითქმის ყველა ქვეყანა, რადგანაც ჩვენ პირდაპირი რეისები აღარ გვაქვს უჰანთან საქართველოში. გამონაკლისი იყო პარიზი, სადაც არის 6 ფენა კვირაში. აღარ იქნება ეს ფრენებიც, იმიტომ რომ ჩაიკეტა უჰანი“, - განაცხადა იმნაძემ.

მოტოროლა

23 იანვარი 2020, 18:16

ტექნოლოგიები

Motorola Razr-ის გაყიდვის თარიღი დასახელდა

არსებული ინფორმაციით, 26 იანვრიდან ოპერატორის ვებგვერდზე წინასწარი შეკვეთების გაკეთება იქნება შესაძლებელი. 6 თებერვლიდან კი დასაკეცი სმარტფონი თავისუფლად გაიყიდება Verizon-ზე, Wallmart-ის ქსელსა და Motorola-ს ვებგვერდზე. Motorola Razr-ის ღირებულება 1500 დოლარი იქნება.

გრიპის ვირუსი

23 იანვარი 2020, 18:01

საქართველო

დადასტურდა, რომ ზუგდიდში გოგო გრიპის B ტიპის ვირუსით გარდაიცვალა

ლაბორატორიულად დადასტურდა, რომ ზუგდიდში 22 წლის ახალგაზრდა გრიპის B ტიპის ვირუსით გარდაიცვალა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძეს თქმით, ინფორმაცია, რომ თითქოს ახალგაზრდა ქალი კორონავირუსით გარდაიცვალა, არ შეესაბამება სიმართლეს.

ჯანო ანანიძე

23 იანვარი 2020, 17:54

სპორტი

ჯანო ანანიძე კვიპროსის „ანორთოსისში“ ითამაშებს

27 წლის ნახევარმცველმა ფამაგუსტას კლუბთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა. ანანიძე 2009 წლიდან 11 წლის განმავლობაში მოსკოვის „სპარტაკში“ გამოდიოდა და ამ გუნდთან კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე რამდენიმე დღის წინ გაწყვიტა.