Imedi /  28 დეკემბერი 2019, 11:20 / სანდო წყარო

რუსეთი საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობის 4 წლით აკრძალვას გაასაჩივრებს

რუსეთმა დაადასტურა, რომ საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობის 4 წლით აკრძალვას გაასაჩივრებს. ამის შესახებ NTD- წერს. ქვეყნის ანტიდოპინგურმა სააგენტომ მსოფლიოს ანტიდოპინგურ სააგენტოს წერილით მიმართა, რომ სანქციებს არ ეთანხმება. 

რუსეთს 4 წლის განმავლობაში მსოფლიო ჩემპიონატების გამართვა და მათ მასპინძლობაზე განაცხადის შეტანა აეკრძალა, რუსი სპორტსმენები კი ოლიმპიადებსა და მსოფლიო ჩემპიონატებზე რუსეთის დროშის ქვეშ ვერ იასპარეზებენ. 14 დეკემბერს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული აკრძალვა „ევრო 2020“-ს არ შეეხება

2017 წელს ლოზანაში, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) აღმასრულებელი კომიტეტის საგანგებო სხდომაზე გადაწყდა, რომ რუსეთის ნაკრები 2018 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში საკუთარი დროშით ვერ გამოვიდოდა. ამის მიზეზი რუსი სპორტსმენების მიერ დოპინგის მოხმარების შესახებ გახმაურებული ფაქტები გახდა.

ყველა სიახლე

29 იანვარი 2020, 11:48

საქართველო

კონსტანტინე გამსახურდია გერმანიაში საქართველოს საელჩოში დესპანად დაინიშნა

კონსტანტინე გამსახურდია გერმანიაში, საქართველოს საელჩოში დესპანის პოზიციაზე დაინიშნა. უწყებაში განმარტეს, რომ კონსტანტინე გამსახურდიას ჟენევაში საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის გამოცდილება აქვს და ამ პოზიციაზე გერმანიასთან მისი კავშირების გათვალისიწინებით შეირჩა.

თევზის ბაზარი

29 იანვარი 2020, 11:42

საქართველო

ფოთში თევზის ბაზრობის გაუქმება მოვაჭრეებმა გზის გადაკეტვით გააპროტესტეს

ფოთში, მეგრელიშვილის სანაპიროზე საავტომობილო გზა საათზე მეტია, რაც გადაკეტილია. მოვაჭრეები თევზის ბაზრობის გაუქმებას აპროტესტებენ. ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, აღნიშნულ ტერიტორიაზე თევზის რეალიზაციისთვის არსებული სავაჭრო კონსტრუქციის დემონტაჟი უნდა განხორციელდეს.

მიგრანტები

29 იანვარი 2020, 11:37

მსოფლიო

მიგრანტებმა სერბეთსა და უნგრეთს შორის სასაზღვრო გადასასვლელი შტურმით აიღეს

სერბეთის ჩრდილოეთ ნაწილში ახლო აღმოსავლეთიდან ჩასულმა მიგრანტებმა საზღვრის გადაკვეთა და უნგრეთის ტერიტორიაზე გადასვლა სცადეს. რამდენიმე ათეულმა ადამიანმა სასაზღვრო-გამშვები პუნქტზე შტურმი მიიტანა. უნგრელი მესაზღვრეები იძულებულები გახდნენ, ხალხის შესაჩერებლად ჰაერში რამდენჯერმე გაესროლათ.

29 იანვარი 2020, 11:36

ეკონომიკა

ბარათაშვილის ქუჩაზე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება

თბილისის მერმა შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებს დაავალა, აღნიშნულთან დაკავშირებით მოსახლეობას ინფორმაცია მიაწოდონ და ადგილზე საინფორმაციო ჯიხურები განათავსონ. კახა კალაძის თქმით, ზონალურ-საათობრივი პარკირება შშმ პირებისა და ელექტრომობილების მფლობელებისთვის ბარათაშვილის ქუჩაზეც უფასო იქნება.

ქართველების დეპორტაცია რუსეთიდან

29 იანვარი 2020, 11:14

საქართველო

საქართველო რუსეთს მოუწოდებს 1500 ქართველს 10 მილიონი ევროს კომპენსაცია გადაუხადოს

საქართველო რუსეთს მოუწოდებს, სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეასრულოს. საუბარია რუსეთიდან გამოძევების გამო 1500 ეთნიკური ქართველისთვის კომპენსაციის გადახდაზე. თანხის ოდენობა დიდი პალატის გადაწყვეტილებით 10 მილიონი ევროა.

კორონავირუსი

29 იანვარი 2020, 11:05

საქართველო

საქართველომ ჩინეთთან კორონავირუსის გამო პირდაპირი ფრენები შეწყვიტა

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, დროებით შეწყდა პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან.

აეროპორტი

29 იანვარი 2020, 10:50

ძალოვნები

თბილისის აეროპორტში 508 აბი სუბოტექსი ამოიღეს

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და საქართველოში უკანონოდ შემოტანას გულისხმობს.

კორონავირუსი

29 იანვარი 2020, 10:36

მსოფლიო

ავსტრალია და ახალი ზელანდია უხანიდან ევაკუირებულებს შობის კუნძულზე კარანტინში გააჩერებენ

იაპონია და აშშ ერთ-ერთი პირველი ქვეყნები იყვნენ, რომლებმაც უხანიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყეს. ოთხშაბათს დილით ტოკიოს ჰანედას აეროპორტში 200-მდე მგზავრით თვითმფრინავი ჩამოფრინდა, რომელთაგან ოთხი მგზავრიც ვირუსის ნიშნებით გადაიყვანეს საავადმყოფოში.

გაზი

29 იანვარი 2020, 10:14

ძალოვნები

რუსთავში ცოლ-ქმარი სავარაუდოდ ბუნებრივი აირის ნამწვით გარდაიცვალა

რუსთავში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, სავარაუდოდ ბუნებრივი აირის ნამწვით ცოლ-ქმარი დაიღუპა. გარდაცვლილი მშობლები შვილმა ნახა. ოჯახი ამ ბინაში ქირით ცხოვრობდა. ადგილზე პოლიცია და „სოკარ-გაზის“ თანამშრომლები იმყოფებიან.

კობი ბრაიანტი

29 იანვარი 2020, 10:11

სპორტი

NBA-მ კობი ბრაიანტის ხსოვნას ვიდეორგოლი მიუძღვნა

ნაციონალურმა საკალათბურთო ასოციაციამ (NBA) ტრაგიკულად დაღუპული კობი ბრაიანტის ხსოვნას ვიდეორგოლი მიუძღვნა, რომელიც YouTube-ზე გამოქვეყნდა. ვიდეოში ლეგენდარული კალათბურთელის კარიერასა და მიღწევებზეა საუბარი. 41 წლის კობი ბრაიანტი კალიფორნიაში ავიაკატასტროფაში 26 იანვარს დაიღუპა.

მაიკ პომპეო

29 იანვარი 2020, 09:20

მსოფლიო

მაიკ პომპეო უკრაინაში 30 იანვარს ჩავა

მაიკ პომპეო არა მარტო აშშ-ის მთავრობის პირველი პირი გახდება, რომელიც კიევს ვოლოდიმირ ზელენსკის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ჩავა, არამედ პირველი ჩინოსანიც ტრამპი-ზელენსკის სატელეფონო საუბრის შემდეგ, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის დაწყების საფუძველი გახდა.

ლამინგტონი

29 იანვარი 2020, 08:56

ტაბლოიდი

ავსტრალიაში ნამცხვრების სწრაფად ჭამის კონკურსის მონაწილე გარდაიცვალა

ავსტრალიაში 60 წლის ქალი ცნობილი ავსტრალიური დესერტის „ლამინგტონის“ სწრაფად ჭამის ჩემპიონატზე დაიღუპა. ინციდენტი ქალაქ ჰერვი-ბეიში მოხდა, სადაც ავსტრალიის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება იმართებოდა. ნამცხვრის ჭამისას ქალს ეპილეფსიური შეტევა დაემართა.

კორონავირუსი

29 იანვარი 2020, 08:30

მსოფლიო

ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 130-ს გადააჭარბა

ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის ცნობით, გარდაცვლილთა რაოდენობამ ბოლო 24 საათში 26-ით, დადასტურებული შემთხვევების რიცხვმა კი 1500-ით მოიმატა. ინფიცირების ახალი შემთხვევები დაფიქსირდა ჩინეთს ფარგლებს გარეთაც, მათ შორის გერმანიაშიც, სადაც ვირუსით უკვე 4 ადამიანია ინფიცირებული.

სალომე ზურაბიშვილი

29 იანვარი 2020, 08:10

საქართველო

ზურაბიშვილის სახელით, სტრასბურგში ევროსაბჭოს წარმომადგენლებისა და დიპლომატიური კორპუსისათვის მიღება გაიმართა

სალომე ზურაბიშვილის სახელით, სტრასბურგში სამუშაო ვიზიტის დასასრულს, ევროპის საბჭოს წარმომადგენლებისა და დიპლომატიური კორპუსისათვის მიღება გაიმართა, რომელზეც ქართველი დიზაინერის ქეთი ჩხიკვაძის კოლექციის ჩვენება მოეწყო.

ცოტნე გამსახურდია

29 იანვარი 2020, 00:50

საქართველო

პრეზიდენტის ადმინისტრაცია: თურქეთში ცოტნე გამსახურდიაზე გავრცელებული ცნობა „ფეიკნიუსია“

ზურაბიშვილის ადმინისტრაცია „ფეიკნიუსად“ აფასებს ცოტნე გამსახურდიას ცოლის, ანა ჯაბაურის წარმომადგენლის, ჯაბა კვარაცხელიას განცხადებას. კვარაცხელიამ თქვა, რომ ცოტნე გამსახურდია, რომელიც თურქეთის კლინიკაში მკურნალობს, სრულ იზოლაციაში ჰყავთ და მასთან მხოლოდ დედამისს უშვებენ.

ვაქცინა

29 იანვარი 2020, 00:47

ტექნოლოგიები

ჰონგკონგელმა მეცნიერებმა კორონავირუსის ვაქცინა შექმნეს

„ჩვენ უკვე შევქმენით ვაქცინა, მაგრამ ცხოველებზე მისი გამოცდისთვის დროა საჭირო. ეს რამდენიმე თვეს გაგრძელდება, ადამიანებზე გამოცდა კი მხოლოდ ერთი წლის შემდეგ იქნება შესაძლებელი“, - განაცხადა ინფექციური დაავადებების ექსპერტმა, პროფესორმა იუენ კვოკ-იუნგმა.

რუსული პასპორტი

29 იანვარი 2020, 00:45

ტაბლოიდი

რუსმა ვალების გამო ვიანობა 11-ჯერ შეიცვალა, ბოლოს კი ტრამპის გვარით დააკავეს

ის, რომ კაცი ხშირად იცვლიდა გვარს მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ავტოინსპექციამ გააჩერა. სპეციალური სამსახურის თანამშრომლებმა შენიშნეს, რომ მართვის მოწმობასა და პასპორტში სხვადასხვა გვარი ეწერა. ის მონაცემეთა ბაზაში გადაამოწმეს და გაირკვა, რომ კაცს რვა პასპორტი და მართვის რამდენიმე მოწმობა ჰქონდა.

იამაიკა მიწისძვრა

29 იანვარი 2020, 00:29

მსოფლიო

იამაიკის სანაპიროსთან 7,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწი​​სძვრა მოხდა

იამაიკის სანაპიროსთან 7,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწი​​სძვრა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის გეოლოგიური სამსახური (USGS) ავრცელებს. მიწისძვრა ადგილობრივი დროით 14:10 საათზე მოხდა. ეპიცენტრი ქალაქ ლუსეადან 117,4 კილომეტრში, 10 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.

კობი ბრაიანტი

29 იანვარი 2020, 00:21

მსოფლიო

Empire State Building-ი კობი ბრაიანტის საპატივცემულოდ გაანათეს

ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი ყველაზე დიდი შენობა Empire State Building-ი ლეგენდარული კალათბურთელის, კობი ბრაიანტის გარდაცვალების გამო, მისი კალათბურთის გუნდის „ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ ფერებში განათდა. 41 წლის კობი ბრაიანტი კალიფორნიაში ავიაკატასტროფაში 26 იანვარს დაიღუპა.

კობა კობალაძე

29 იანვარი 2020, 00:10

საქართველო

კობალაძე: მაჩალიკაშვილის ტერორისტებთან კავშირი არც ოპოზიციაში იწვევს კითხვის ნიშნებს

თემირლან მაჩალიკაშვილის ტერორისტებთან კავშირი არც ოპოზიციაში იწვევს კითხვის ნიშნებს, - ამის შესახებ გადაცემაში „არენა“ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ კობა კობალაძემ განაცხადა.