imedi /  09 იანვარი 2020, 00:11 / სანდო წყარო

აშშ-ის ბეისბოლის ისტორიაში სპორტსმენს ყველაზე ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია მისცეს

დომინგო ხერმანსი

დომინგო ხერმანსი

დომინგო ხერმანს შეყვარებულისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების გამო მთელი სეზონის გამოტოვება მოუწევს, ამის შესახებ Nytimes წერს.  

რაც იმას ნიშნავს, რომ „ნიუ-იორკ იანკიზის“ წევრი 81-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა.

როგორც თავად ხერმანმა განაცხადა, ის მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე შესაბამის ორგანოებში აპელაციას აუცილებლად შეიტანს და სასჯელის შემსუბუქების დიდი იმედი აქვს.

გასულ სეზონში ჰერმანმა ნიუ-იორკის კლუბთან ერთად 18 თამაში მოიგო და ნახევარფინალამდე მიაღწია, სადაც მისი გუნდი „ჰიუსტონთან“ ექვსმატჩიან სერიაში დამარცხდა.

ყველა სიახლე

თეა წულუკიანი

21 იანვარი 2020, 12:55

საქართველო

წულუკიანმა პარლამენტში ომბუდსმენის წარმომადგენლის მონიტორინგისას საკანში ქცევის ამსახველი კადრები წარადგინა

იუსტიციის მინისტრმა ამ ფორმით სახალხო დამცველის ანგარიშის იმ ნაწილს უპასუხა, სადაც ე.წ. მაყურებელზეა საუბარი. მოგვიანებით, ვიდეო პენიტენციურმა სამსახურმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.

თეა წულუკიანი

21 იანვარი 2020, 12:50

საქართველო

წულუკიანი ლომჯარიას: თქვენ არ ხართ ყველას ომბუდსმენი?

პარლამენტში, ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე, სადაც სახალხო დამცველი ანგარიშთან დაკავშირებით მოხსენებით წარდგა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ნინო ლომჯარიას მიმართა და დაინტერესდა, არის თუ ის ყველას ომბუდსმენი.

თეა წულუკიანი

21 იანვარი 2020, 12:28

საქართველო

წულუკიანი ლომჯარიაზე: თქვენს წინაშეა სახალხო დამცველი, რომელიც პატიმრებთან არ დადის

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას მოხსენება მწვავედ გააკრიტიკა. „ჩვენ ამ ტრიბუნიდან მოვისმინეთ სიმართლეც, ჭორებიც, არაპროფესიონალიზმიც და მოვისმინეთ ბევრი სხვა იმგვარი რამ, რაზეც, თუ ხუმრობით დავიწყებდი ჩემს გამოსვლას, იმდენად ავღელდი, რომ ნამდვილად მჭირდება დეესკალაციის ოთახში 24 საათით მოთავსება,“- განაცხადა წულუკიანმა.

სახლები 1 ევროდ

21 იანვარი 2020, 12:26

ეკონომიკა

იტალიაში სახლების 1 ევროდ გაყიდვა დაიწყო

იტალიაში, ბიზაჩას კომუნაში 90ნ ისტორიული შენობის 1 ევროდ გაყიდვა დაიწყო. მთავარი მოთხოვნა მყიდველის მიმართ ისაა, რომ მათ შენობა უნდა გაარემონტონ. მჭიდრო დასახლების გამო სახლები ისე ახლოს დგას ერთმანეთთან, რომ ზოგიერთებს საერთო შესასვლელებიც კი აქვთ.

ნინო ლომჯარია

21 იანვარი 2020, 12:25

საქართველო

ნინო ლომჯარიამ დეპუტატებს პენიტენციურ სისტემაში არაფორმალური მმართველობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა

საქართველოს სახალხო დამცველმა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებს ომბუდსმენის სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგები გააცნო.

ონლაინ რეგისტრაცია

21 იანვარი 2020, 12:09

ეკონომიკა

ეკონომიკური საქმიანობის რეგისტრაცია ონლაინ გახდა შესაძლებელი

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ბიზნესის რეგისტრაციის ელექტრონულ სერვისებს ეკონომიკური საქმიანობის რეგისტრაციასთან დაკავშირებული მომსახურებები დაემატა. პორტალზე www.my.gov.ge მეწარმეებს უკვე ონლაინ რეჟიმში შეუძლიათ განაცხადების გაკეთება ეკონომიკური საქმიანობის დარეგისტრირების, ვადის გაგრძელების, რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების, რეგისტრაციის გაუქმების შესახებ.

მენ ჰუნვეი

21 იანვარი 2020, 12:05

მსოფლიო

ინტერპოლის ყოფილ პრეზიდენტს ჩინეთში პატიმრობა მიუსაჯეს

მენ ჰუნვეი ინტერპოლს 2016 წლის ნოემბრიდან ჩაუდგა სათავეში. 2017 წლის სექტემბერში ჩავიდა ჩინეთში, რის შემდეგაც მასთან კავშირი გაწყდა. ჩინეთის ხელისუფლებამ მოგვიანებით აღიარა, რომ მენ ჰუნვეი კორუფციის ბრალდებით დააკავა.

დევიდ ლინჩი

21 იანვარი 2020, 12:03

კულტურა

დევიდ ლინჩის ახალი მოკლემეტრაჟიანი ფილმი გამოვიდა

17-წუთიან შავ-თეთრ ფილში ლინჩი დეტექტივს თანაშობს, რომელიც მოლაპარაკე მაიმუნს კითხავს. დევიდ ლინჩმა ის 2016 წელს გადაიღო და რამდენიმე ფესტივალზე აჩვენეს, თუმცა ფართო საზოგადოებას პირველად ახლა წარუდგინეს.

ისლამური სახელმწიფო

21 იანვარი 2020, 11:47

მსოფლიო

Guardian-მა „ისლამური სახელმწიფოს“ ახალი ლიდერის ვინაობა დაასახელა

ალ-სალბი, რომელიც ჰაჯი აბდულასა და აბდულა კადაშის სახელებითაა ცნობილი, დაჯგუფების ერთ-ერთ დამაარსებლად მიიჩნევა. ის ერაყში დაიბადა, წარმოშობით კინ თურქმენია. სპეცსამსახურის მონაცემებით, ალ-სალბი მოსულის უნივერისტეტში სწავლობდა. ამასთან, ის „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთ მთავარ იდეოლოგად მიიჩნევა.

ნათია თურნავა

21 იანვარი 2020, 11:46

ეკონომიკა

თურნავა: მივესალმებით, თუ რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები აღდგება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, რუსი ტურისტები ადასტურებენ, რომ მათთვის საქართველო უსაფრთხო ტურისტული ქვეყანაა, შესაბამისად, უსაფრთხოების თემები, რა საბაბითაც ფრენები აიკრძალა, დღის წესრიგში აღარ დგას. მისი თქმით, ამ ფონზე მიესალმებიან, თუ რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები აღდგება.

პრინცი ჰარი

21 იანვარი 2020, 11:44

ტაბლოიდი

პრინცი ჰარი კანადაში ჩავიდა

ვანკუვერის საერთაშორისო აეროპორტში ჰარის პირადი დაცვის 2 წარმომადგენელი დახვდა. პრინცი ცოლს - მეგან მარკლს და თავიანთ შვილ არჩის შეუერთდება, რომლებიც კანადაში უკვე რამდენიმე კვირაა ცხოვრობენ. 18 იანვარს ცნობილი გახდა, რომ ჰარი და მეგანი სამეფო ტიტულებით აღარ ისარგებლებენ.

21 იანვარი 2020, 11:23

ეკონომიკა

2019 წელს წიაღის სექტორში ექსპორტი გაიზარდა

წიაღის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2019 წლის წინასწარი მონაცემებით, ექსპორტზე გატანილი სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. გასულ წელს 651 606.2 ათასი აშშ დოლარის ღირებულების სპილენძის მადნები და კონცენტრატები გავიდა ექსპორტზე, რაც 2018 წლის მაჩვენებელზე დაახლოებით 150 000 დოლარით მეტია.

ახალი ავტობუსები

21 იანვარი 2020, 11:12

საქართველო

თბილისს 40 ახალი ავტობუსი შეემატა

40 ერთეული „Isuzu“-ს მარკის ავტობუსი წარუდგინა. 8-მეტრიანი, ევრო 6-ის ემისიის სტანდარტის ავტობუსები 23 იანვრიდან რამდენიმედღიანი ინტერვალით 8 მარშრუტზე გადანაწილდება. უახლოეს მომავალში თბილისს „Isuzu“-ს მარკის კიდევ 40 ავტობუსი შეემატება.

ირანი ავიაკატასტროფა

21 იანვარი 2020, 11:00

მსოფლიო

ირანმა დაადასტურა, რომ უკრაინულ ბოინგს ორი რაკეტა მოხვდა

ირანის სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციამ „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ ლაინერის ავიაკატასტროფის შესახებ მეორე წინასწარი ანგარიში გამოაქვეყნა. ირანის ხელისუფლებამ აღიარა, რომ შავი ყუთების გაშიფრვა არ შეუძლია, საფრანგეთმა და აშშ-მა კი თეირანს გაშიფრვისთვის საჭირო აღჭურვილობის მიწოდებაზე უარი განუცხადეს.

T-უჯრედი

21 იანვარი 2020, 10:43

ტექნოლოგიები

ბრიტანელმა მეცნიერებმა კიბოსთან ბრძოლის უნივერსალური მეთოდი აღმოაჩინეს

აღმოჩენა კარდიფის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა გააკეთა. მათი კვლევის მიზანი იმ უჩვეულო მეთოდების პოვნა იყო, რომლებითაც ადამიანის იმუნური სისტემა სიმსივნეებს ებრძვის. სპეციალისტებმა T-ლიმფოციტის განსაკუთრებული სახეობა იპოვეს.

და ჩვენ ვიცეკვეთ

21 იანვარი 2020, 10:37

კულტურა

„და ჩვენ ვიცეკვეთ“ შვედეთში წლის საუკეთესო ფილმად დაასახელეს

The Guldbagge Awards-ის დაჯილდოების ცერემონია სტოკჰოლმში ჩატარდა. ლევან აკინის სურათმა გამარჯვება ნომინაციაში „საუკეთესო ფილმი“ მოიპოვა. თავად აკინი კი საუკეთესო სცენარისთვის დააჯილდოვეს. მთავარი როლის შემსრულებელი ლევან გელბახიანი ჟიურიმ საუკეთესო მსახიობად აღიარა.

ვახტანგ რობაქიძე

21 იანვარი 2020, 10:24

ძალოვნები

ანრი ოხანაშვილის საქმეზე ბრალდებული სამხარაულის ბიუროში ექსპერტიზის ჩასატარებლად მივიდა

ვახტანგ რობაქიძე მის მიმართ სამართალდამცველების მხრიდან განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაზე საუბრობს. ბიურომ დასკვნა სწორედ ამ ფაქტთან დაკავშირებით უნდა დადოს. ინციდენტი ბაკურიანში 14 იანვარს ერთ-ერთ კაფეში მოხდა, სადაც ოხანაშვილი ოჯახთან ერთად იმყოფებოდა.

აშშ აქცია

21 იანვარი 2020, 09:51

მსოფლიო

აშშ-ში იარაღის ტარების უფლების მხარდამჭერ აქციაზე 22 000 ადამიანი გამოვიდა

აქციის ორგანიზატორი მოძრაობა Virginia Citizens Defense League იყო. დემონსტრანტები შტატში ცეცხლსასროლი იარაღის ტარებაზე ახალი შეზღუდვების შემოღების წინააღმდეგ გამოდიან, რასაც ვირჯინიის გენერალური ასამბლეა გეგმავს. აქციას დაახლოებით 22 000 ადამიანი შეუერთდა.

ამინდის პროგნოზი

21 იანვარი 2020, 09:26

საქართველო

როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში საქართველოში

სინოპტიკოსების პროგნოზით, 24 იანვრამდე საქართველოს უმეტეს რაიონში ნალექია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს, აღმოსავლეთში კი ისევ შენარჩუნდება ცივი და ღრუბლიანი ამინდი, ზოგან მცირე თოვლი და ნისლი იქნება.

გლდანი

21 იანვარი 2020, 09:09

ეკონომიკა

ახმეტელის მეტროს მიმდებარე ტერიტორია ერთი თვით გადაიკეტება

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, ახმეტელის მეტროს მიმდებარე ტერიტორია ერთი თვით გადაიკეტება. კახა კალაძის განცხადებით, ამ მონაკვეთზე მიწისქვეშა გადასასვლელები კრიტიკულ მდგომარეობაშია და რეაბილიტაცია სჭირდება. სამუშაოები მიმდინარე წლის გაზაფხულზე დასრულდება.