imedi /  12 იანვარი 2020, 20:20 / სანდო წყარო

თბილისის „დინამო“ ლეგენდების ტურნირის ფინალში დამარცხდა

თბილისის „დინამო“ ლეგენდები

თბილისის „დინამო“ გერმანიაში ლეგენდების ტურნირის მეორე ადგილზე გავიდა. ფინალში ქართველი ვეტერანები ბერლინის „ჰერტამ“ დაამარცხა. მატჩი ანგარიშით 5:2 დამთავრდა.

ბერლინელები მატჩში თავიდანვე ლიდერობდნენ, „დინამოს“ კი ტურნირის პირველ დღეს მიღებული ტრავმის გამო ლევან კობიაშვილი ვერ დაეხმარა. ამასთან, გიორგი ლომაია ტურნირის საუკეთესო მეკარედ დასახელდა, ალექსანდრე იავშილი კი საუკეთესო ბომბარდირი და საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. 

გერმანიის დედაქალაქ ბერლინში ლეგენდების ტრადიციული ტურნირი (AOK TRADITIONSMASTERS) 11 იანვარს დაიწყო

ყველა სიახლე

დავით ბაქრაძე ელჩი

26 იანვარი 2020, 22:04

საქართველო

დავით ბაქრაძე კონგრესმენების წერილებს პოლიტიკურ ინტერესებს და დეზინფორმაციას უკავშირებს

დავით ბაქრაძის თქმით, კონგრესიდან მიღებული წერილი ორ ნაწილად უნდა გაიყოს - საქართველოს მეგობართა ჯგუფის ხელმძღვანელების და საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის წერილები და ოთხი სხვადასხვა კონგრესმენის წერილი, რომელიც კომპანია „ფრონტერას“ და საქართველოს გაზისა და ნავთობის კომპანიასთან მის დავას შეეხება.

თეა წულუკიანი

26 იანვარი 2020, 21:58

საქართველო

თეა წულუკიანის თქმით პარლამენტის თავმჯდომარედ მის დანიშვნაზე განხილვები არ გამართულა

ვიცეპრემიერისა და იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარედ მის შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით განხილვები არ გამართულა. ამის შესახებ მინისტრმა „იმედის კვირასთან“ ინტერვიუს დროს განაცხადა. მინისტრმა ინტერვიუში სხვადასხვა საკითხზე გაამახვილა ყურადღება.

კორონავირუსი

26 იანვარი 2020, 21:38

საქართველო

საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებით ცხელი ხაზი ამოქმედდა

ნებისმიერი შეკითხვის ან ეჭვის შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ ამოქმედებულ ცხელი ხაზის ნომრებზე: 1505 და 116 001. 1505 მუშაობს 24 საათის განმავლობაში, ხოლო 116 001 სამუშაო დღეებში, სამუშაო საათების განმავლობაში.

გაეროს შენობა

26 იანვარი 2020, 21:27

მსოფლიო

გაერო: რამდენიმე ქვეყანამ ლიბიაში შეიარაღებაზე დაწესებული ემბარგო დაარღვია

ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ლიბიის აეროპორტებში ჩატარებული მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ ქვეყანაში მიმდინარე კონფლიქტის მხარეებს იარაღით, ტრანსპორტით, კონსულტანტებით და მებრძოლებით ამარაგებენ.

26 იანვარი 2020, 21:03

მსოფლიო

BBC: კორონავირუსი სიმპტომების გამოვლენამდე ვრცელდება

ივარაუდება, რომ ვირუსი ცხოველებში წარმოიშვა, თუმცა ჯერ ამის ოფიციალური მტკიცებულება არ არსებობს. ადამიანებში, ინკუბაციის პერიოდი - რომლის დროსაც ადამიანს ვირუსი ჯერ სიმპტომების გარეშე აქვს - ერთიდან 14 დღემდე მერყეობს. სიმპტომების გარეშე პირმა შეიძლება არ იცოდეს, რომ ვირუსი აქვს და შესაძლებელია მისი გამავრცელებელი იყოს.

ჰონგ-კონგი

26 იანვარი 2020, 20:49

მსოფლიო

ჰონგ-კონგში პროტესტის დროს ვირუსისთვის გამოყოფილ საკარანტინე შენობას ცეცხლი წაუკიდეს

ჰონგ-კონგში კორონავირუსის გამო საგანგებო მგდგომარეობის გამოცხადების მიუხედავად, საპროტესტო აქციები გრძელდება. დემონსტრანტებმა დღეს ბენზინისგან დამზადებული ასაფეთქებლები ესროლეს შენობას, რომელიც ვირუსის შემთხვევებისთვის საკარანტინო დაწესებულებად განიხილებოდა.

რომის პაპი ფრანცისკე

26 იანვარი 2020, 20:23

მსოფლიო

რომის პაპი: ჰოლოკოსტის განმეორება არ უნდა დავუშვათ

„ხვალ ჰოლოკოსტის სიმბოლოს - საკონცენტრაციო ბანაკ აუშვიც-ბირკენაუს გათავისუფლების დღეა. ამ უზარმაზარი ტრაგედიის და წარმოუდგენელი სისასტიკის წინაშე გულგრილობა მიუღებელია, უნდა გვახსოვდეს. ყველას მოვუწოდებ, ხვალ დაღუპულთა ხსოვნისთივს ილოცეთ და თქვით: „აღარასოდეს, აღარასოდეს“, - თქვა ფრანცისკემ.

ვსევოლოდ ჩაპლინი

26 იანვარი 2020, 20:02

მსოფლიო

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დეკანოზი ვსევოლოდ ჩაპლინი გარდაიცვალა

თვითმხილველების ინფორმაციით, დეკანოზი თავისი ტაძრის წინ, სკამზე იჯდა. უეცრად ცუდად გახდა და დავარდა. ადგილზე 15 წუთში მისულმა სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ჩაპლინის სიკვდილი დაადასტურა. დეკანოზის გარდაცვლების წინაწარ მიზეზად გულის გაჩერება სახელდება. ის 51 წლის იყო.

ჯანდაცვის სამინისტრო

26 იანვარი 2020, 19:43

საქართველო

შესაძლებელია ჩინეთიდან საქართველოში პირდაპირი რეისები შეიზღუდოს

ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით შესაძლოა პირდაპირი ავიარეისები შეიზღუდოს. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ შესაძლებელია ამის საჭიროება დადგეს და ამასთან, კიდევ უფრო გამკაცრდეს ტრანზიტული ქვეყნებიდან მგზავრების კონტროლი.

ბენედიქტა სანჩესი

26 იანვარი 2020, 19:28

კულტურა

84 წლის ქალი ესპანეთის საუკეთესო ახალბედა მსახიობად აღიარეს

ბენედიქტა სანჩესმა ჯილდო ფილმში „ცეცხლი მოვა“ შესრულებული როლისთვის მიიღო. ის ესპანეთში, 1937 წელს დაიბადა, თუმცა სიცოცხლის დიდი ნაწილი ბრაზილიაში გაატარა. ის ფოტოგრაფი და მოგზაური იყო. ქმართან დაშორების შემდეგ სამშობლოში დაბრუნებულ დედას ადგილობრივ თეატრში ძალების მოსინჯვა შვილმა ურჩია.

ბექა ბურდიაშვილი

26 იანვარი 2020, 19:07

სპორტი

28 წლის ქართველი მორაგბე საფრანგეთში ავტოავარიაში დაიღუპა

28 წლის მორაგბე ბექა ბურდიაშვილი საფრანგეთში ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა. ავტოავარია დღეს დილით მოხდა. ბექა ბურდიაშვილი „გროლეს“ მოთამაშე იყო, მისი გუნდი „ლავორს“ უნდა დაპირისპირებოდა და სწორედ ამ მატჩზე სათამაშოდ მიემგზავრებოდა, რა დროსაც ფრანგული მედიის ცნობით, მან საჭე ვერ დაიმორჩილა.

ქვიშხეთი ავარია

26 იანვარი 2020, 18:58

საქართველო

ქვიშხეთთან ავარიის შედეგად დაშავებული ქალის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა

რეანიმაციული ღონისძიებების შედეგად ექიმებმა მისი გული აამუშავებს, რის შემდეგაც კატასტროფის ბრიგადამ პაციენტი მცხეთაში, ახალ კლინიკაში გადაიყვანა. ავოტსაგზაო შემთხვევა ქვიშხეთტან 26 იანვარს მოხდა. ავტომობილო, რომელშიც ცოლ-ქმარი და მათი სამი ბავშვი იმყოფებოდა, წყალში გადავარდა. ავარიის შედეგად ავტომობილის 4 მგზავრი გარდაიცვალა.

ავღანეთი

26 იანვარი 2020, 18:54

მსოფლიო

ავღანეთში „თალიბანზე“ ავია და სახმელეთო იერიშების დროს 51 ტერორისტი მოკლეს

ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 9 პროვინციაში სახელმწიფო ძალებმა 13 სახმელეთო და 12 ავიაიერიში მიიტანეს. შედეგად, მათი ცნობით 51 „ტერორისტი“ დაიღუპა, 13 დაიჭრა, 6 კი დააკავეს. Reuters-ის ცნობით, ბალხის პროვინციაში ავიადარტყმებს სულ ცოტა სამი ქალი და ოთხი ბავშვი ემსხვერპლა.

პატრიოტთა ალიანსი

26 იანვარი 2020, 18:28

საქართველო

„პატრიოტთა ალიანსი“ კამპანიის ფარგლებში მოსახლეობის გამოკითხვას იწყებს

„პატრიოტთა ალიანსი“ თბილისში ახალ კამპანიას იწყებს. კამპანიაში ჩართული 1000-ზე მეტი ადამიანი დედაქალაქში სახლებში ივლის და გამოკითხვას ჩაატარებს. ამის შესახებ თარხან-მოურავმა აშშ-ის საელჩოსთან გამართულ აქციაზე განაცხადა. გამოკითხვას თან დაერთვება გამოკითხული ადამიანების სურათებიც.

ბრაზილია სტიქია

26 იანვარი 2020, 18:15

მსოფლიო

ბრაზილიაში უამინდობის გამო სტიქიას სულ ცოტა 30 ადამიანი ემსხვერპლა

ორდღიანმა კოკისპირულმა წვიმამ ბრაზილიაში წყალდიდობები და მეწყერი გამოწვია. მეწყერის გამო შენობების ნგრევის შემდეგ 17 ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა. შტატ მინას-ჟერაისში 2600 ადამიანია ევაკუირებული. სინოპტიკოსები რეგიონში ისევ ვარაუდობენ წვიმიან ამინდს, მათ შორის რიო-დე-ჟანეიროსა და სან-პაულუში.

ბორბალშ გაჭედილი ლეკვი

26 იანვარი 2020, 17:53

ტაბლოიდი

ამერიკელმა მეხანძრეებმა ბორბალში გაჭედილი ლეკვი გადაარჩინეს. ვიდეო

3 თვის ლანამ თამაში დროს მანქანის ბორბალში შეყო თავი და გაიჭედა. მაშველებმა მისი გათავისუფლება ზეთის დახმარებით სცადეს, მაგრამ უშედეგოდ. ამიტომ, ლეკვი კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მას დამამშვიდებელი პრეპარატები მისცეს, მეხანძრეებმა კი ბორბალი ხერხით გაჭრეს.

ჩინეთი გარეული ცხოველები

26 იანვარი 2020, 17:25

მსოფლიო

კორონავირუსის გამო ჩინეთში გარეული ცხოველებით ვაჭრობა აიკრძალა

ექსპერტების აზრით, კორონავირუსის გავრცელება მეგაპოლის უხანში, ერთ-ერთ ბაზრობაზე დაიწყო, სადაც თევზის გარდა გარეული ცხოველები იყიდებოდა. ერთ-ერთი ვერსიით, ახალი ვირუსის გამავრცელებლები ღამურები და გველები არიან.

ბიძინა ივანიშვილი და რან გიდორი

26 იანვარი 2020, 17:08

საქართველო

ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ახალ ელჩს შეხვდა

მხარეებმა საქართველოს და ისრაელის 26-საუკუნოვან მეგობრობაზე ისაუბრეს და მისი გაღრმავების იმედი გამოთქვეს. ელჩმა ბიძინა ივანიშვილს საქართველო-ისრაელს შორის ურთიერთობებში განსაკუთრებული წვლილის შეტანისთვის მადლობა გადაუხადა.

კიმ ჩენ ინი

26 იანვარი 2020, 16:28

მსოფლიო

ბიძის სიკვდილით დასჯის შემდეგ კიმ ჩენ ინი კონცერტზე მის ქვრივთან ერთად მივიდა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი ბიძის სიკვდილით დასჯის შემდეგ პირველად საზოგადოებაში მამიდა კიმ ჰიონ ჰისთან ერთად გამოჩნდა. ინფორმაციას ამის შესახებ კორეის ცენტრალური საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს. კიმ ჰიონ ჰიმ ქვეყნის ლიდერთან ერთად ჩინური კალენდრით​ ახალი წლისადმი მიძღვნილ საზეიმო კონცერტს დაესწრო.

მარი იოვანოვიჩი

26 იანვარი 2020, 16:08

მსოფლიო

AP: ტრამპი უკრაინაში აშშ-ის ელჩის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვდა

სააგენტო Associated Press-მა გამოაქვეყნა 1,5-საათიანი ვიდეო, რომელზეც 2018 წლის აპრილში, ვაშინგტონის Trump Hotel-ში აშშ-ის პრეზიდენტის ვახშამია ასახული. ჩანაწერში დონალდ ტრამპი, სავარაუდოდ, თავისი ადვოკატის, რუდი ჯულიანის პარტნიორთან, ლევ პარნასთან საუბარში უკრაინაში აშშ-ის ელჩის, მარი იოვანოვიჩის თანამდებობიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს.