imedi /  13 იანვარი 2020, 17:41 / სანდო წყარო

სუარესი მუხლზე ოპერაციის გამო 4 თვეს ვერ ითამაშებს

ლუის სუარესი

ლუის სუარესი

32 წლის ურუგვაელი თავდამსხმელისთვის, ლუის სუარესისთვის მიმდინარე სეზონი ნაადრევად დასრულდა.

„ბარსელონას“ ფორვარდმა მტკივან მუხლზე ოპერაცია გაიკეთა და როგორც სამედიცინო შტაბმა განაცხადა, მისი სარეაბილიტაციო პროცესი 4 თვეს გასტანს, რაც იმას ნიშნავს, რომ საუკეთესო შემთხვევაში სუარესი მოედანს მაისის შუა რიცხვებში დაუბრუნდება.

მიმდინარე სეზონში ესპანეთის ლა ლიგის 19 ტურში სამხრეთ ამერიკელმა ფეხბურთელმა 11 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ყველა სიახლე

გივი მიქანაძე

16 აგვისტო 2022, 22:46

პოლიტიკა

გივი მიქანაძე: რადიკალური ოპოზიციის განცხადება მიუთითებს, რომ საბოტაჟს უცხადებენ ევროკომისიის მიერ დადგენილ პუნქტებს. ისინი ცდილობენ, დააზიანონ ქვეყნის პერსპექტივა

სრულიად უსაფუძვლო და მიუღებელია ერთგვარი შანტაჟის ენით საუბარი. ოპოზიციას ჩვენ არაერთხელ შევთავაზეთ, რომ თუ მათ სურთ ამ ქვეყნისთვის და ამ საზოგადოებისთვის სიკეთე, ჩაერთონ იმ პროცესებში, რომელიც პარლამენტში მიმდინარეობს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.

ლევან იოსელიანი

16 აგვისტო 2022, 22:22

პოლიტიკა

ლევან იოსელიანი რადიკალურ ოპოზიციაზე: ამ პარტიებს არ აქვთ ის მხარდაჭერა, რომ რაღაც სერიოზულ სამოქალაქო დაუმორჩილებლობაზე ჰქონდეთ პრეტენზია

პარტიებმა, რომლებმაც საკმარისი საზოგადოებრივი მხარდაჭერა არ აქვთ, ასეთი ანონსებისგან თავი უნდა შეიკავონ, - ასე შეაფასა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „მოქალაქეების“ წევრმა ლევან იოსელიანმა „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადება

ანტონიო გუტერეში

16 აგვისტო 2022, 22:18

მსოფლიო

ანტონიო გუტერეში უკრაინისა და თურქეთის პრეზიდენტებთან შეხვედრას გამართავს

გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში უკრაინისა და თურქეთის პრეზიდენტებთან შეხვედრას გამართავს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ირაკლი ქადაგიშვილი

16 აგვისტო 2022, 21:55

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: ოთხი დეპუტატის პოზიცია საკმაოდ რადიკალურია, მმართველი პარტია ამ ტონსა და სტილს ვერ გაჰყვება

„არ მგონია, ეს თავდასხმა იყოს. ერთ რამეში ვარ დარწმუნებული - მათი სურვილია, რომ საქართველო სწორედ ევროატლანტიკურ სივრცეში იყოს ინტეგრირებული. ის, რომ რაღაც საკითხებზე მათ ასეთი ხისტი და მძიმე შეფასებები აქვთ, ეს ფაქტია და ნათელია, მაგრამ ეს არის მათი პოზიცია. ჩემი პოზიცია და მმართველი გუნდის პოზიცია კონკრეტულად სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით საგნობრივად ცნობილი ხდება ახლა მიმდინარე განხილვების დროსაც“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

16 აგვისტო 2022, 21:32

რეგიონი

ბათუმი(ანგისა)-ახალციხის გზის 125-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია

„შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის 125-ე კმ-ზე, ხულო-ზარზმის მე-2 ლოტის მშენებლობის ფარგლებში, არის მიწა-კლდის მასის ჩამოსვლის და გზის სავალი ნაწილის დაზიანების საშიშროება, რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთზე, შესაბამისი ღონისძიებების გატარებამდე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა“, - აღნიშნულია დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

16 აგვისტო 2022, 21:06

სპორტი

ტელეკომპანია „იმედმა“ „აკროპოლისის თასის“ ტრანსლაციის უფლება მოიპოვა🏀

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები საბერძნეთში ტრადიციულ და ცნობილ საერთაშორისო ტურნირზე - „აკროპოლისის თასზე“ იასპარეზებს. ამხანაგურ ტურნირს უკვე 31-ედ ათენი მასპინძლობს. 2017 წელს ტურნირის გამარჯვებული სწორედ საქართველოს ნაკრები გახდა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

16 აგვისტო 2022, 21:05

მსოფლიო

ზელენსკი დასავლეთის ქვეყნებს მოუწოდებს, რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვრები ჩაკეტონ

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დასავლეთის ქვეყნებს მოუწოდებს, რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვრები ჩაკეტონ.

მიხეილ ყაველაშვილი

16 აგვისტო 2022, 20:41

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ გვჭირდება დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა და არა ყველას ჩართულობით და ზედმეტად ხმების არჩევითობის შემოღება, რომ ხელოვნურად შეიქმნას კრიზისები

არ შეიძლება სასამართლო სისტემაში არსებობდნენ პოლიტიკური ნიშნით და სიმპათიებით წარმოდგენილი მოსამართლეები, ჩვენ გვჭირდება დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა და არა ყველას ჩართულობით და ზედმეტად ხმების არჩევითობის შემოღება, რომ ხელოვნურად შეიქმნას იქ კრიზისები - ამის შესახებ ჟურნალისტებს საზოგადოებრივი მოძრაობის „ხალხის ძალა“ წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა განუცხადა.

ემანუელ მაკრონი

16 აგვისტო 2022, 20:27

მსოფლიო

მაკრონმა შეშფოთება გამოთქვა რუსეთის შეიარაღებული ძალების ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ყოფნის გამო

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარში საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა შეშფოთება გამოთქვა რუსეთის შეიარაღებული ძალების ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ყოფნის გამო.

16 აგვისტო 2022, 20:20

სპორტი

რას ნიშნავს ჟესტი, რომლითაც ხვიჩა კვარაცხელიამ სერია ა-ში თავისი პირველი გოლი აღნიშნა

„ვერონას“ წინააღმდეგ მატჩში გატანილი გოლი, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიასთვის სერია ა-ში სადებიუტო გამოდგა, ქართველმა შემტევმა ორიგინალური ჟესტით აღნიშნა.

16 აგვისტო 2022, 20:09

რეგიონი

პრეზიდენტი: „ენგურჰესი“ არის ჩვენი ხიდი აფხაზეთთან

საქართველოს პრეზიდენტმა სამეგრელოს რეგიონში ვიზიტის ფარგლებში, „ენგურჰესის“ თაღოვანი კაშხალი დაათვალიერა, რომელიც ევროპის ინდუსტრიული მემკვიდრეობის მარშრუტშია შეტანილი. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ვოლოდიმირ ზელენსკი

16 აგვისტო 2022, 19:48

მსოფლიო

ზელენსკი რუსეთთან ომზე: ახლა ყველა ამბობს, რომ გაგვაფრთხილეს, თუმცა ეს გაფრთხილება ზოგადი ფრაზებით შემოიფარგლებოდა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთთან სრულმასშტაბური ომის შესაძლებლობის არ სჯეროდა, დასავლელი პარტნიორების გაფრთხილების მიუხედავად.

ბენჟამენ მენდი

16 აგვისტო 2022, 18:51

სპორტი

გაუპატიურებაში ბრალდებული მსოფლიოს ჩემპიონი ფეხბურთელის საქმეზე დამატებითი დეტალები გახდა ცნობილი

ბრიტანული მედიის ცნობით, სასამართლო სხდომაზე ნაფიც მსაჯულთათვის ცნობილი გახდა, რომ 2018-2021 წლებში მენდი და მისი თანამზრახველი ქალებს სოფელ მოტრამ-სენტ-ენდრიუში მდებარე აგარაკზე იტყუებდნენ, სადაც მათზე სექსუალურად ძალადობდნენ. რამდენიმე დაზარალებულმა განაცხადა, რომ მენდი მათ ოთახებში კეტავდა, მანამდე კი ქალებს მობილურ ტელეფონებს ართმევდნენ.

ვოლოდიმირ ზელენსკი

16 აგვისტო 2022, 18:35

მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტმა მაკრონთან საუბარში რუსეთის ბირთვული ტერორიზმი დაგმო

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან სატელეფონო საუბარში ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე რუსეთის ბირთვული ტერორიზმი განიხილა.

დონალდ ტრამპი

16 აგვისტო 2022, 18:00

მსოფლიო

FBI-მ ტრამპს ჩხრეკის დროს ამოღებული მისი პასპორტები დაუბრუნა

გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ჩხრეკის დროს ამოღებული მისი პასპორტები დაუბრუნა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CBS News-ი სამართალდამცავ უწყებაში წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ჯილ ბაიდენი

16 აგვისტო 2022, 17:57

COVID19

ჯილ ბაიდენს კორონავირუსი დაუდასტურდა

ბაიდენს გაციების სიმპტომები ორშაბათს საღამოს გამოუვლინდა. სიმპტომების საშუალო სიმძიმისაა. პირველი ლედი აცრილია, მას ბუსტერ-დოზა ორჯერ აქვს გაკეთებული. ბაიდენი „პაქსლოვიდით“ მკურნალობს.

16 აგვისტო 2022, 17:37

ტაბლოიდი

თურქეთში, 2 წლის ბავშვმა გველს სამაგიერო გადაუხადა და თავადაც უკბინა 🐍

2 წლის თურქმა ბავშვმა, გველს შურისძიების მიზნით უკბინა. ბავშვი ქალაქ ბინგოლთან ახლოს, სოფელ კანტარში, საკუთარი სახლის ეზოში თამაშობდა, როცა გველმა უკბინა. ბავშვის ყვირილი მეზობლებმა გაიგეს, ადგილზე მისულებმა კი ნახეს, რომ ბავშვს გველი კბილებით ეჭირა.

ილია დარჩიაშვილი

16 აგვისტო 2022, 17:27

პოლიტიკა

ილია დარჩიაშვილმა გაეროს უშიშროების საბჭოს წევრ ქვეყნებს რუსეთ-საქართველოს ომის მე-14 წლისთავთან დაკავშირებით გავრცელებული ერთობლივი განცხადებისთვის მადლობა გადაუხადა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა გაეროს უშიშროების საბჭოს წევრ ქვეყნებს რუსეთ-საქართველოს ომის მე-14 წლისთავთან დაკავშირებით გავრცელებული ერთობლივი განცხადებისთვის მადლობა გადაუხადა. ამის შესახებ მინისტრი „ტვიტერის“ გვერდზე წერს.

დიმიტრი ხუნდაძე

16 აგვისტო 2022, 17:22

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: რაც არ უნდა პარტნიორული იყოს ურთიერთობა, ის რაც დაუშვებელია, მიუღებელი იქნება ჩვენთვის

„ვფიქრობ, რაც არ უნდა პარტნიორული იყოს ურთიერთობა, ის რაც დაუშვებელია, რა თქმა უნდა, მიუღებელი იქნება ჩვენთვის. მიუღებლობა არის იმაში, როცა შემოთავაზებულია იმდაგვარი რეკომენდაციები, რომლის პრეცედენტები არ არსებობს. საქართველო ვერ იქნება ცუდი ექსპერიმენტი, რამეთუ, ისედაც რეგიონში არსებობს რისკები, არსებობს ქვეყნის შიგნით პოლიტიკური არასტაბილურობის განცდა და რეალობა, დესტრუქციული ოპოზიციის მხარეს და ვფიქრობ, ასეთი ოპოზიციის მხარდაჭერა, ამდაგვარად მათი წახალისება და სახელმწიფო ინსტიტუტების, როგორიც არის და უნდა იყოს დამოუკიდებელი სასამართლო, მისი ხელყოფა, რა თქმა უნდა ქვეყნის სტაბილურობას და მის მომავალს შეუქმნის საფრთხეს“ - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ. მისივე თქმით, ამერიკის საელჩოს მხრიდან უპატივცემულობა არა ერთხელ დაფიქსირდა. „მაგალითად ის, რომ საქართველოს პარლამენტის წევრებმა, ვინც არ უნდა ყოფილიყო ის, მათი მისამართით დასვეს კითხვები და პასუხი იყო ის, რომ ეს იყო სიცრუე, არადა, ფაქტებზე იყო დაფუძნებული კითხვები. კიდევ უფრო მიუღებელი იყო პასუხი, რომ ელჩს ის არ წაუკითხავს. შეურაცხმყოფელია რეკომენდაციები, რომლის პრეცედენტი და მაგალითი არ არსებობს და დასავლური სტანდარტისთვის ის არის მიუღებელი, მაშინ რატომ უნდა იყოს საქართველოსთვის ეს მისაღები. საფრთხის შემცველი უპატივცემულობაა, როცა ომის რიტორიკაზე საზოგადოებისგან წამოსულ კითხვებს აჟღერებენ დეპუტატები და ამ კითხვებს ან პასუხს არ სცემენ, ან ამბობენ, რომ ის არ წაუკითხავთ“, - განაცხადა ხუნდაძემ.

16 აგვისტო 2022, 17:06

რეგიონი

აჭარაში იდუმალი სტუმრის მეთოდით მომსახურების ხარისხის კვლევა მიმდინარეობს

აჭარაში კვების ობიექტების მომსახურების ხარისხის კვლევა მიმდინარეობს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი სერვისის დონეს რეგიონში არსებულ 100 ობიექტში იდუმალი სტუმრის მეთოდით შეაფასებს. პროექტის მიზანი მომსახურების სფეროში არსებული გამოწვევების დადგენა და მათი აღმოფხვრის მიზნით სატრენინგო პროგრამების შემუშავებაა, რაც საბოლოო ჯამში სერვისის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.