imedi /  18 იანვარი 2020, 09:54 / სანდო წყარო

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მცველი კარიერას „ინტერში“ გააგრძელებს

ეშლი იანგი

ეშლი იანგი

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მცველი ეშლი იანგი კარიერას „ინტერში“ გააგრძელებს. ინფორმაციას ამის შესახებ მილანური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს

34 წლის ინგლისელის კონტრაქტი 2020 წლის 30 ივნისამდეა გათვლილი და ერთი წლით გახანგრძლივების პუნქტს შეიცავს. ფეხბურთელის სანაცვლოდ მილანელებმა „იუნაიტედს“ 1,5 მილიონი ევრო გადაუხადეს. წელიწადნახევრის განმავლობაში ხელფასის სახით ინგლისელი 6 მილიონ ევროს მიიღებს.

ეშლი იანგი „მანჩესტერ იუნაიტედის“ ღირსებას 2011 წლიდან იცავდა. მან „იუნაიტედის“ მაისურით 261 მატჩი ჩაატარა და 19 გოლი გაიტანა.

ყველა სიახლე

ქუთაისის ხარების ეკლესია

07 აპრილი 2020, 10:09

რეგიონი

ქუთაისის ხარების ეკლესიის მრევლი მთავრობის რეკომენდაციებს მაქსიმალურად იცავს

მორწმუნეების განცხადებით, მაქსიმალურად ცდილობენ მთავრობის მიერ გაცემული რეკომენდაციები გაითვალისწინონ. მრევლის ნაწილს გადაწყვეტილი არ აქვს სააღდგომო ლიტურგიას ეკლესიაში დაესწრება თუ სატელევიზიო ეთერით მოისმენენ.

07 აპრილი 2020, 09:57

COVID19

საქართველოში კორონავირუსი 195 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 39 უკვე გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსი 195 ადამიანს დაუდასტურდა. ინფორმაცია ამის შესახებ მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ალექსანდრე გოგინავა

07 აპრილი 2020, 09:50

COVID19

ალექსანდრე გოგინავა: განმეორებითი კვლევისას უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, ინფექციურიდან რამდენიმე პაციენტი გაეწერება

ამ ეტაპისთვის ჩვენთან 39 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 6 პაცენტის მდგომარეობა მძიმეა, ორის კი- კრიტიკულად მძიმე- ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტმა „იმედის დილის“ ეთერში განაცხადა. ალექსანდრე გოგინავას თქმით, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა მცირედ გაუმჯობესდა, სტაბილურია და შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ.

07 აპრილი 2020, 09:38

საზოგადოება

ქეთევან ციხელაშვილმა სამოქალაქო საზოგადოების საკონსულტაციო საბჭოს სხდომა დისტანციურად გამართა

ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლობით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სამოქალაქო საზოგადოების საკონსულტაციოს საბჭოს სხდომა დისტანციურად გაიმართა. საბჭოს შეხვედრას სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა უხელმძღვანელა.

რადომირ ანტიჩი

07 აპრილი 2020, 09:23

სპორტი

სერბი მწვრთნელი რადომირ ანტიჩი გარდაიცვალა

ანტიჩმა ყველაზე დიდ წარმატებას „ატლეტიკოსთან” ერთად მიაღწია, როდესაც ამ გუნდს 1995/1996 წლების სეზონში ორი ტიტული მოაგებინა. 1991/1992 წლებში სერბი მწვრთნელი „რეალს”, 2003 წელს კი „ბარსას” ხელმძღვანელობდა. ანტიჩის კარიერაში ბოლო სამუშაო ადგილი ჩინეთის „შანდუნ ლუნენი” იყო, რომელსაც 2012/2013 წლებში წვრთნიდა.

07 აპრილი 2020, 09:11

რეგიონი

კახეთში საკონტროლო პუნქტების მოწყობის შემდეგ არც ერთი დარღვევა არ დაფიქსირებულა

მესამე დღეა საველე კარვები და მედ-პუნქტი, თავდაცვის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმთან აქვთ მოწყობილი. ასევე, საკონტროლო პუნქტები განთავსებულია ვაზიანი-გომბორი-თელავის და თიანეთი-ახმეტის დამაკავშირებელ მაგისტრალებზეც, სადაც მოქალაქეებს თერმოსკრინინგი უტარდებათ.

07 აპრილი 2020, 08:52

კულტურა

დაავადებათა კონტროლის ცენტრი და ეროვნული ბიბლიოთეკა ჯანმრთელობის მსოფლიო დღეს ვირტუალურ გამოფენას უძღვნიან

გამოფენა მთლიანად ქართველ ექიმებსა და სამედიცინო პერსონალს დაეთმო. ექსპოზიცია ასახავს ეპიდემიის წინააღმდეგ მებრძოლი მედიკოსების საქმიანობას როგორც საქართველოში, ასევე მთლიანად მსოფლიოში. ვირტუალური ექსპოზიცია მოიცავს COVID-19-ზე ჯანდაცვის მუშაკების რეაგირების ამსახველ მასალებს.

07 აპრილი 2020, 08:38

რეგიონი

ზუგდიდში რუსთაველის ქუჩა და ბაზრის მიმდებარე ტერიტორია სპეციალური ხსნარით მოირეცხა

სპეციალური ხსნარით, ამჯერად რუსთაველის ქუჩა და ბაზრის მიმდებარე ტერიტორია მოირეცხა. სადეზინფექციო სამუშაოები კეთილმოწყობისა, ზუგდიდასუფთავების ცენტრებმა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრმა ერთობლივად შეასრულეს.

07 აპრილი 2020, 08:26

COVID19

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და უმაღლესი საბჭოს წევრები ხელფასის ნაწილს StopCoV ფონდში გადარიცხავენ

„აფხაზეთის მთავრობის პარალელურად, სოლიდარობის აქციაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოც ერთვება. ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში ვეცდებით მაქსიმუმი გავაკეთოთ და წვლილი შევიტანოთ პანდემიასთან ბრძოლის საქმეში“. -აცხადებს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე.

07 აპრილი 2020, 08:16

საზოგადოება

დღეს ათენი-თბილისის რეისი განხორციელდება

მთავრობა უცხოეთიდან საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების პროცესს განაგრძობს. დღეს შესრულდება რეისი ათენი-თბილისის მიმართულებით, 10 აპრილს ლარნაკა-თბილისი მიმართულებით, 12 აპრილს, თბილისი-ბერნილი-თბილისის მიმართულებით, 14 აპრილს თბილისი-ამსტერდამი-თბილისის მიმართულებით.

ხარების ხატი სინას მთის წმ. ეკატერინეს მონასტრიდან

07 აპრილი 2020, 08:04

საზოგადოება

დღეს ხარების დღესასწაულია

მართლმადიდებელი ეკლესია ხვალ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულს აღნიშნავს. როგორც Imedinews-ს საპატრიარქოდან აცნობეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე სადღესასწაულო წირვას მღვდელმთავრებთან ერთად სამების საკათედრო ტაძარში აღავლენს.

ტერეზა მეი

07 აპრილი 2020, 01:05

COVID19

ტერეზა მეიმ ბორის ჯონსონს მხარდაჭერა გამოუცხადა

დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ ბორის ჯონსონს მხარდაჭერა გამოუცხადა. „ჩემი ლოცვებით ბორის ჯონსონთან და მისი ოჯახის წევრებთან ვარ. ეს საშინელი ვირუსი არავის ასხვავებს. ნებისმიერს შეუძლია დაინფიცირდეს. ნებისმიერს შეუძლია გაავრცელოს ის. გთხოვთ, დარჩით სახლში“, - დაწერა ტერეზა მეიმ Twitter-ზე.

ლონდონი

07 აპრილი 2020, 00:50

COVID19

როგორ მკურნალობენ კორონავირუსით ინფიცირებულებს - BBC-მ ინტენსიური თერაპიის განყოფილება გადაიღო

როგორ მკურნალობენ კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს ლონდონის ერთ-ერთ ჰოსპიტალში. BBC-მ ინტენსიური თერაპიის განყოფილება გადაიღო, სადაც ექიმებს ყოველდღიურად უწევთ ადამიანების სიცოცხლისთვის ბრძოლა. „ეს არის ფრონტის წინა ხაზი ომში, აქ ყოველდღე ვიღაც იბრძვის, ვიღაც კვდება, აქ ყველა პაციენტი კრიტიკულ მდგომარეობაშია“, - ასე წარადგინა სიუჟეტი ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის ჟურნალისტმა.

PIKOTARO

07 აპრილი 2020, 00:30

ტაბლოიდი

Pen Pineapple Apple Pen-ის ავტორმა სიმღერის რიმეიქი კორონავირუსს მიუძღვნა

იაპონელმა შემსრულებელმა PIKOTARO-მ, რომელსაც პოპულარობა ტრეკმა Pen Pineapple Apple Pen-მა მოუტანა, მისი რიმექი ჩაწერა. კორონავირუსის პანდემიის ფონზე სიმღერის თემა ჰიგიენის წესების დაცვაა. კერძოდ, ანანასი, ვაშლი და საწერ-კალამი ხელებმა და საპონმა ჩაანაცვლა.

ადა ზანუსო

07 აპრილი 2020, 00:17

COVID19

ცნობილია უხუცესი ადამიანი, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა

იტალიის ქალაქ ბიელში 104 წლის ქალი კორონავირუსისგან განიკურნა. ამის შესახებ გამოცემა The Sun წერს. ადა ზანუსოს, რომელიც მოხუცებულთა სახლში ცხოვრობდა, კორონავირუსის სიმპტომები 17 მარტს გამოუვლინდა. მას ჰქონდა ცხელება, გულის რევა და სუნთქვა უჭირდა. თუმცა ჩატარებული მკურნალობის შემდეგ ქალი გამოჯანმრთელდა.

ნინო ლომჯარია

07 აპრილი 2020, 00:16

COVID19

ომბუდსმენი: იმედია ეკლესია ქვეყანას იმ მდგომარეობაში არ ჩააყენებს, რომ სიტუაციაზე კონტროლი დავკარგოთ

„პრეზიდენტის დეკრეტი და მთავრობის დადგენილება შეზღუდვებთან დაკავშირებით ძალიან მკაფიოა. იქ რელიგიური ორგანიზაციების თუ შეკრებების გამონაკლისი ჩაწერილი არ არის. კანონმდებლობა ძალიან ცალსახად განსაზღვრავს, რომ ეკლესიებში და სხვა დაწესებულებებში შეკრება შეზღუდულია“, - აღნიშნა ომბუდსმენმა.

07 აპრილი 2020, 00:05

COVID19

კახეთში, კორონავირუსზე 14 პაციენტისთვის ჩატარებული ტესტირების პასუხი ხვალ გახდება ცნობილი

კახეთში, კორონავირუსზე 14 მოქალაქის ტესტირების პასუხი სავარაუდოდ, ხვალ გახდება ცნობილი. აქედან, საგარეჯოს „ჯეო-ჰოსპიტალსის" საავადმყოფოში მაღალი ტემპერატურით 9 ადამიანი რამდენიმე დღის წინ მოათავსეს. იმის გამო, რომ მათ საეჭვო სიმპტომები ჰქონდათ პაციენტებს შესაბამისი ნიმუშები უკვე აუღეს და ლუგარის ლაბორატორიაში გადაგზავნეს.

07 აპრილი 2020, 00:04

COVID19

პასექის დღესასწაულის წინ ისრაელში სრული კარანტინის რეჟიმი დაწესდა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ქვეყნის მასშტაბით სრული კარანტინი გამოაცხადა. კარანტინის რეჟიმი პასექის დღესასწაულის წინ წესდება და 7 აპრილიდან 10 აპრილის ჩათვლით იმოქმედებს. აღნიშნულ პერიოდში ჩაიკეტება ქალაქებში შესვლა და გამოსვლა, მოპსახლეობას აეკრძალება სახლებიდან გამოსვლა.

სუპერმარკეტი

07 აპრილი 2020, 00:02

ტაბლოიდი

საფრანგეთში უსახლკარო კაცმა თვითიზოლაცია სუპერმარკეტში მოიწყო, სადაც ალკოჰოლს სვამდა და პორნოფილმებს უყურებდა

საფრანგეთის ქალაქ პოში უსახლკარო კაცმა თვითიზოლაცია სუპერმარკეტში მოიწყო, სადაც ალკოჰოლს სვამდა და პორნოფილმებს უყურებდა. ამის შესახებ გამოცემა Le Parisien-ი წერს.

მიტროპოლიტი ანდრია

06 აპრილი 2020, 23:58

COVID19

მიტროპოლიტი ანდრია: გვჭირდება ღვთის შეწევნა, დღეს ხდება ამის უგულვებელყოფა, ბევრ ექიმს ეს არ ესმის, ბევრს კარგად ესმის, რაც ზოგიერთისთვის დასაცინია

„დღეს ჩვენ გვჭირდება ღვთის შეწევნა, მთელს მსოფლიოს სჭირდება ეს - დღეს ხდება ამის უგულვებელყოფა“, განაცხადა გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ ქადაგებისას. „არ ვიცი, წაიკითეთ თუ არა ერთ-ერთი იტალიელი მწერლის წერილი, სადაც ამბობს, რომ ადამიანური ძალები გამოიფიტა. მას მოჰყავს ერთ-ერთი მამას მაგალითი, რომელიც გარდაიცვალა. ამ ადამიანმა ღვთისგან მიცემული ძალით იმედი ჩაჰბერა.