imedi /  28 იანვარი 2020, 10:29 / სანდო წყარო

მილიონზე მეტი ადამიანი NBA-ს ლოგოს კობი ბრაიანტის გამოსახულებით შეცვლას ითხოვს

NBA-ს ლოგო

NBA-ს ლოგო

NBA-ს ლოგოტიპზე კობი ბრაიანტის გამოსახულებით შეცვლის მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა. ამის შესახებ BBC წერს.

​გამოცემის ინფორმაციით, პეტიცია ვებგვერდზე Change.org ვინმე ნიკ ემმა შექმნა. ავტორის თქმით, ლოგოზე კალათბურთელის სილუეტის გამოსახულებით მისი მემკვიდრეობა უკვდავი გახდება. პეტიციას ხელი უკვე მილიონზე მეტმა ადამიანმა მოაწერა. 

ახლა საკალათბურთო ასოციაციის ლოგოზე „ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ ლეგენდარული კალათბურთელის ჯერი ვესტის სილუეტია გამოსახული. კალათბურთელი 81 წლისაა. 

41 წლის კობი ბრაიანტი კალიფორნიაში ავიაკატასტროფაში 26 იანვარს დაიღუპა. მასთან ერთად ავიაკატასტროფას კიდევ 8 ადამიანი, მათ შორის კალათბურთელის 13 წლის ქალიშვილი ესსხვერპლა. კატასტროფის მიზეზების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.

ყველა სიახლე

Google

29 თებერვალი 2020, 10:23

მსოფლიო

თანამშრომლის კორონავირუსით დაავადების შემდეგ Google-მა საერთაშორისო მივლინებები შეზღუდა

„ვადასტურებთ, რომ ერთ თანამშრომელს ციურიხის ოფისიდან კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს. ოფისში მოკლე დროის განმავლობაში იმყოფებოდა, სანამ სიმპტომები გამოუვლინდა. ჩვენ მივიღეთ ყველა საჭირო პრევენციული ზომა, რადგან ჩვენთვის თანამშრომლების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება პრიორიტეტია“, - განაცხადა Google-ის წარმომადგენელმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო

29 თებერვალი 2020, 10:08

ძალოვნები

დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე თბილისში უკრაინის მოქალაქე დააკავეს

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარ სამმართველოსთან ერთად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკრაინის მოქალაქე, 1981 წელს დაბადებული ვ.შ. თბილისში ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს.

ნადირობა

29 თებერვალი 2020, 10:02

ძალოვნები

29 თებერვალს ნადირობის სეზონი სრულდება

29 თებერვალს ნადირობის სეზონი სრულდება, 1-ლი მარტიდან კი გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა იკრძალება. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები ნადირობის სეზონის დასრულებისთანავე მთელი საქართველოს მასშტაბით გაამკაცრებენ კონტროლს ამ მიმართულებით.

დაკავება

29 თებერვალი 2020, 09:56

ძალოვნები

ყოფილ მეუღლისთვის სიცოცხლის მოსპობით მუქარის ბრალდებით დუშეთში ახალგაზრდა კაცი დააკავეს

მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დუშეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარის ბრალდებით, 1991 წელს დაბადებული გ.ბ. დუშეთში დააკავეს.

დუდლი 29 თებერვალი

29 თებერვალი 2020, 09:48

ტექნოლოგიები

Google-მა 29 თებერვალს სპეციალური დუდლი მიუძღვნა

საძიებო სისტემა Google-მა 29 თებერვალს სპეციალური დუდლი მიუძღვნა. საძიებო სისტემის მთავარ გვერდზე განთავსებულია წარწერა, რომელიც ციფრებს 28, 29 და 1-ს შეიცავს. ასე Google-ში ხაზს უსვამენ, რომ 29 თებერვალი კალენდარული თვისა და ზამთრის ბოლო დღეა.

საბერძნეთი თურქეთი

29 თებერვალი 2020, 09:29

მსოფლიო

მედია: საბერძნეთმა ნატოში თურქეთის მხარდამჭერ განცხადებას ვეტო დაადო

ნატოში საბერძნეთის მუდმივმა წარმომადგენლობამ ვეტო დაადო თურქეთის მხარდამჭერ განცხადებას, რომელიც ალიანსის წევრმა ქვეყნებმა იდლიბში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით მოამზადეს. ინფორმაციას ამის შესახებ თავის წყაროებზე დაყრდნობით ბერძნული მედია ავრცელებს.

სლოვაკეთი არჩევნები

29 თებერვალი 2020, 09:16

მსოფლიო

სლოვაკეთში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება

სლოვაკეთში დღეს საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. 5,4-მილიონიან ქვეყანაში ხმის მიცემის უფლებით 4,4 მილიონი ადამიანი სარგებლობს. არჩევნებში 24 პარტია მონაწილეობს. 150-ადგილიან პარლამენტში მოსახვედრად მათ 5%-იანი ბარიერი უნდა გადალახონ.

ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფო

29 თებერვალი 2020, 09:08

საქართველო

ზუგდიდში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა

არსებული ინფორმაციით, მას გულ-მკერდის და მუცლის არეში ჭრილობები ბასრი საგნით აქვს მიყენებული. ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, სულხან ორჟონიას განცხადებით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და მას ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.

კორონავირუსი ქუთაისის აეროპორტი

29 თებერვალი 2020, 08:55

საქართველო

ქუთაისის აეროპორტში მგზავრების კორონავირუსზე შემოწმება გრძელდება

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრების კორონავირუსზე შემოწმება გრძელდება. სამედიცინო კონტროლი გაიარეს სალონიკისა და რიგის ავიარეისებით ჩამოსულმა მგზავრებმა. მათი თქმით, ექიმებმა ტემპერატურა გაუზომეს და ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომი არ დაუფიქსირდათ.

ადელ ჰენელი

29 თებერვალი 2020, 08:31

კულტურა

საფრანგეთში რომან პოლანსკის საუკეთესო რეჟისორად დასახელებას ქალი მსახიობების პროტესტი მოყვა

„სეზარის“ პრემიის დაჯილდოებაზე საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში რომან პოლანსკის გამარჯვების შემდეგ რამდენიმე ქალმა მსახიობმა დაჯილდოების ცერემონია პროტესტის ნიშნად დატოვა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. პოლანსკის გვარის გამოცხადების შემდეგ დარბაზი მსახიობმა ადელ ჰენელმა და მისმა რამდენიმე კოლეგამ დატოვეს.

კორონავირუსი

29 თებერვალი 2020, 08:19

მსოფლიო

გასული დღე-ღამის განმავლობაში ჩინეთში კორონავირუსის 427, სამხრეთ კორეაში კი 594 შემთხვევა დაფიქსირდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში ჩინეთში კორონავირუსის 427 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, დაავადებამ კი 47 ადამიანი იმსხვერპლა. ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის ცნობით, საერთო ჯამში გარდაცვლილთა რაოდენობამ 2 835-ს მიაღწია, ინფიცირებულთა რიცხვი კი 79 251-ს შეადგენს.

მოლაპარაკებები

29 თებერვალი 2020, 08:06

საქართველო

მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეხვედრა კონკრეტული შეთანხმების გარეშე დასრულდა

გერმანიის ელჩის რეზიდენციაში მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის დაახლოებით ექვსსაათიანი შეხვედრა კონკრეტული შეთანხმების გარეშე დასრულდა. ოპოზიციის ერთი ნაწილი კვლავ რადიკალურია, მეორე ნაწილი კი კონსენსუსის რესურს ხედავს. მმართველი გუნდის განცხადებით, მათ კიდევ რამდენიმე ვერსია განიხილეს და, როგორც უმრავლესობაში განმარტავენ, საკონსტიტუციო პროექტი პარლამენტში 4 მარტს უნდა იყოს ინიცირებული.

არჩილ თალაკვაძე

29 თებერვალი 2020, 01:51

საქართველო

არჩილ თალაკვაძე: ვფიქრობ, პოლიტიკური ძალები ახლოს ვართ კომპრომისულ შეთანხმებასთან

ციფრებსა და პროცენტებზე კონკრეტული შეთანხმება არ ყოფილა. ოპოზიციამ იცის მოლაპარაკების რა პირობები არის მაგიდაზე. ჩვენ გვაქვს ძალიან მყარი არგუმენტები იმასთან დაკავშირებით, თუ რა იქნება ჩვენი პირობა შემდეგ დიალოგზე, - ეს განცხადება მედიასთან პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ მმართველი გუნდის წარმომადგენლებსა და ოპოზიციას შორის გერმანიის ელჩის რეზიდენციაში შეხვედრის დასრულების შემდეგ გაკეთა.

ირაკლი კობახიძე

29 თებერვალი 2020, 01:34

საქართველო

ირაკლი კობახიძე: ჩვენი შეთავაზება რაციონალური და სამართლიანი დოზით ყველა პარტიის წარმომადგენლობას უზრუნველყოფს

პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი ძალის მიერ ოპოზიციისთვის შეთავაზებული ვარიანტი იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ გამარჯვებულმა პარტიამ მიიღოს მანდატების კუთხით იგივე შედეგი, რასაც მიიღებდა სრულად პროპორციული სისტემით 5%-იანი ბარიერის არსებობის შემთხვევაში.

ირანელი პაციენტი კორონავირუსი

29 თებერვალი 2020, 01:12

ტაბლოიდი

ბოქსირებული განყოფილებიდან უნებართვოდ გამოსული ირანელის შესახებ ბრიტანული მედია წერს

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილებიდან უნებართვოდ გამოსული ირანელის შესახებ ბრიტანული გამოცემა Daily Mail-ი წერს. „ირანის მოქალაქე ქართველ ექიმებს მკურნალობისთვის მადლობას უხდიდა, შემდეგ კი საავადმყოფოს პერსონალმა ის ძალის გამოყენებით კვლავ ბოქსირებულ განყოფილებაში შეიყვანა“, - წერს გამოცემა.

ჯეკი ჩანი

29 თებერვალი 2020, 01:11

მსოფლიო

ჯეკი ჩანი უარყოფს ინფორმაციას, რომ კორონავირუსის რისკის გამო კარანტინში მოათავსეს

პოპულარული ჩინელი მსახიობი და რეჟისორი ჯეკი ჩანი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ იგი კორონავირუსის რისკის გამო კარანტინში მოათავსეს. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული გამოცემა The Hill ავრცელებს.

სალომე ზურაბიშვილი

29 თებერვალი 2020, 01:10

საქართველო

სალომე ზურაბიშვილი: მოდით გავავრცელოთ დაცულობა და არა შიში

„მოდით გავავრცელოთ დაცულობა და არა შიში. ხალხს უნდა ვაჩვენოთ, რომ დაცულობა ნიშნავს მშვიდად და პასუხისმგებლიანად ყოფნას“, - ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილი Instagram-ზე წერს და საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს.

სალომე ზურაბიშვილი

29 თებერვალი 2020, 00:46

საქართველო

​პრეზიდენტმა არქეოლოგია საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტად გამოაცხადა

საქართველოს პრეზიდენტი გამოვიდა ინიციატივით, საერთაშორისო ვიზიტებისას მისი პირადი კონტაქტების გამოყენებით მოხდეს საქართველოში არქეოლოგიური გათხრებით დაინტერესებული ახალი პარტნიორების მოძიება და არსებულ პარტნიორებთან ურთიერთობების გაძლიერება.

გრიგოლ ვაშაძე

29 თებერვალი 2020, 00:46

საქართველო

გრიგოლ ვაშაძე: „ქართულმა ოცნებამ“ ხისტი პოზიცია მოხსნა

არავითარი შეთანხმება არ არის, არავითარი წინადადება არ გაკეთებულა, არავითარი თანხმობა ამ ვითომდა გაკეთებულ წინადადებაზე არ ყოფილა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ ჟურნალისტებს მმართველი გუნდის წარმომადგენლებსა და ოპოზიციას შორის გერმანიის ელჩის რეზიდენციაში შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

გასაბერი შარვალი

29 თებერვალი 2020, 00:28

ტაბლოიდი

ლონდონის მოდის კოლეჯის სტუდენტმა გასაბერი შარვლის ხაზი შექმნა

ჰარიკრიშნანმა, ლონდონის მოდის კოლეჯის სტუდენტმა, თავისი გამოსაშვები კოლექციის შესაქმნელად გასაბერი, ლატექსის შარვლის ხაზი შექმნა. იგი ამ იდეამდე იმიტომ მივიდა, რომ აინტერესებდა, თუ როგორ გამოიყურებოდა იატაკზე მწოლიარე მისი ძაღლის გადმოსახედიდან.