imedi /  31 იანვარი 2020, 13:23 / სანდო წყარო

კორონავირუსის გამო ჩინეთში დაგეგმილი მძლეოსნობის მსოფლიო ჩემპიონატი გადაიდო

კორონავირუსის გამო ჩინეთში გასამართი მძლეოსნობის მსოფლიო ჩემპიონატი გაურკვეველი ვადით გადაიდო. გამოცემა Athletics Weekly-ის ცნობით, შესაბამისი გადაწყვეტილება სპორტის ამ სახეობის საერთაშორისო ფედერაციამ კომპეტენტურ ორგანოებთან გავლილი კონსულტაციების შემდეგ მიიღო.

ტურნირი ქალაქ ნანკანში 13-15 მარტს უნდა გამართულიყო. როგორც მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი სებასტიან კოე აცხადებს, ევროპისა და მსოფლიოს პირველობებს შორის ორკვირიანი ინტერვალი აუცილებელია, რათა სპორტსმენებმა მომზადება მოასწრონ, ხოლო კონტინენტის ჩემპიონატი პოლონეთში 5-7 მარტსაა დაგეგმილი.

კორონავირუსის გამო ჩინეთში ჩელენჯერის ოთხი საჩოგბურთო ტურნირი და კალათბურთისა და კრივის ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირები არ ჩატარდა.

30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ბოლო მონაცემებით, კორონავირუსმა ჩინეთში 213 ადამიანი იმსხვერპლა. ინფიცირებულთა რაოდენობამ 9690-ს გადააჭარბა, სრულად კი მხოლოდ 171 ადამიანი განიკურნა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. ვირუსი უკვე დაფიქსირდა ჩინეთის გარეთ: ტაილანდში, აშშ-ში, სინგაპურში, ჰონგ-კონგში, ნეპალში, ავსტრალიაში, ტაივანზე, მალაიზიაში, იაპონიაში, ტიბეტში, საფრანგეთში, სამხრეთ კორეაში, ინდოეთში, ფილიპინებზე, ვიეტნამსა და კანადაში.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთის ხელისუფლებამ პეკინში ახალი წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გააუქმა.

ჩინეთში საქართველოს საელჩოში კი ცხელი ხაზი მოქმედებს. საქართველოში ვირუსის გავრცელების შანსი მინიმალურია.

ემუქრება თუ არა მსოფლიოს ახალი ეპიდემია, ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ ბმულზე.

ყველა სიახლე

06 დეკემბერი 2023, 17:50

კულტურა

„სვანეთის ხმები“ საიუბილეო კონცერტით დაიხურა

რუსთაველის ეროვნული თეატრის მცირე სცენაზე მურად ფირცხელანის, რუსლან სტეფლიანისა და გულვერ გერლიანის საიუბილეო საღამო გაიმართა.

პიტერ სიიარტო

06 დეკემბერი 2023, 17:47

მსოფლიო

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: უნგრეთის პოზიცია უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით გააზრებული და დასაბუთებულია - არ შევცვლით პოზიციას რაიმე ზეწოლის ქვეშ

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა, რომ უნგრეთის პოზიცია უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით გააზრებული და დასაბუთებულია.

შალვა პაპუაშვილი

06 დეკემბერი 2023, 17:39

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: გახარიამ ღალატის გზა აირჩია - ადამიანს შუბლის ძარღვი რომ გაუწყდება, სპეკულაციური ბრალდებებიც ადვილი ხდება

გახარიამ ღალატის გზა აირჩია - ადამიანს შუბლის ძარღვი რომ გაუწყდება, სპეკულაციური ბრალდებებიც ადვილი ხდება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბრიუსელში განაცხადა.

პაატა მანჯგალაძე

06 დეკემბერი 2023, 17:32

პოლიტიკა

პაატა მანჯგალაძე: ხან „კოჭლ იხვს“ ეძახიან, ხან რას. არ გამოვრიცხავ, რომ სალომე ზურაბიშვილი ევროპელი პენსიონერი კი არ იყოს, მართლა ჰქონდეს ქართულ პოლიტიკაში უფრო ღრმად დამკვიდრების სურვილი

„ალბათ ის [სალომე ზურაბიშვილი] დაელოდება გაზაფხულს. მოხდება გარკვეული რეიტინგების გაზომვა, მათ შორის მისი გავლენა პოლიტიკურ პროცესზე. ამის მერე მიიღებს გადაწყვეტილებას. მითუმეტეს, საპრეზიდენტო ვადა გასდის, თან ხან „კოჭლ იხვს“ ეძახიან, ხან რას და იცით“

გიორგი ბოტკოველი

06 დეკემბერი 2023, 17:26

პოლიტიკა

გიორგი ბოტკოველი: მკითხაობას ნამდვილად ვერ დავიწყებ რას იზამს სალომე ზურაბიშვილი, მთავარია ყველა პროევროპულმა ძალამ მწყობრად ვიაროთ, რომ ოლიგარქიული რეჟიმი დავამარცხოთ

მკითხაობას ნამდვილად ვერ დავიწყებ ის რას იზამს, გადადგება, გადმოდგება, პოლიტიკურ პარტია შექმნის თუ არა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ბოტკოველმა სალომე ზურაბიშვილზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

06 დეკემბერი 2023, 17:25

სამართალი

პროკურატურამ შს სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორს, ოჯახში ძალადობის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ოჯახში ძალადობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 4 დეკემბერს, ბათუმში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორმა ნ.ს-მ, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ეჭვიანობის ნიადაგზე, მეუღლის მიმართ ძალადობა განახორციელა.

ტეილორ სვიფტი

06 დეკემბერი 2023, 17:05

კულტურა

Time-მა 2023 წლის ადამიანად ტეილორ სვიფტი დაასახელა

ამერიკულმა ჟურნალმა Time-მა 2023 წლის ადამიანად მომღერალი ტეილორ სვიფტი დაასახელა. ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

06 დეკემბერი 2023, 16:50

ეკონომიკა

ქართული ავიაკომპანიებისთვის რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელება თურქეთის ნებისმიერ ქალაქში იქნება შესაძლებელი

აქამდე, რეგულარული ფრენების განხორციელება მხოლოდ სტამბოლის, ანტალიის, ანკარას და ტრაბზონის მიმართულებით იყო შესაძლებელი. რაც შეეხებათ თურქული მხარის ავიაკომპანიებს, როგორც წინამორბედი, ისე განახლებული შეთანხმების დანართის ფარგლებში, მათ რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების შესაძლებლობა საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით აქვთ.

შალვა პაპუაშვილი

06 დეკემბერი 2023, 16:48

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: 2024 წლის არჩევნებზე ცალ მხარეს იქნება „ქართული ოცნება“ ქვეყნის ეროვნული ინტერესებით წარმოდგენილი, მეორე მხარეს „ნაცმოძრაობა“ სხვადასხვა დასახელებებით

ბოლო პერიოდში ვაკვირდები, რომ სხვადასხვა ქვეყანაში ვიზიტებით გამოირჩევიან. მათ ვურჩევდი, რომ ელაპარაკონ არა პოლიტიკოსებს ქვეყნის გარეთ, ეს იქნება ამერიკა თუ სხვა, არამედ ქართველ ხალხს და საკუთარ ამომრჩეველს. ისინი ამითაც აჩვენებენ, რომ საერთო ჯამში ლეგიტიმაციას ელტვიან არა ქართველი ხალხისგან, არამედ სხვადასხვა დედაქალაქებისგან. თავის დროზე სხვა დამოკიდებულება კი არ ჰქონდათ კომუნისტური პარტიის ნომენკლატურას, ზუსტად ასე იყურებოდნენ სხვადასხვა ქვეყნის დედაქალებისკენ და სწორედ იქ ეძებდნენ ლეგიტიმაციას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას განაცხადა.

06 დეკემბერი 2023, 16:48

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ჩვენი საზიარო ევროპული ღირებულებაა, რომ გადაწყვეტილებები მივიღოთ ინდივიდუალური შეფასებებით, არ შეიძლება ისეთი აღქმა შეიქმნას, თითქოს რომელიმე ქვეყანა საქართველოს იყენებს ზეწოლის ინსტრუმენტად

ვფიქრობ სწორედ ჩვენი საზიარო ევროპული ინტერესი და უპირველეს ყოვლისა ღირებულებაა, რომ გადაწყვეტილებები მივიღოთ ინდივიდუალური შეფასებებით და არა კოლექტიური მიდგომებით, -

06 დეკემბერი 2023, 16:42

ეკონომიკა

საქართველოსა და ომანის სასულთნოს მთავრობებს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა

აღნიშნული შეთანხმება, ავიაკომპანიებისთვის მიმზიდველს გახდის საქართველოსა და ომანს შორის შორის პირდაპირი რეგულარული ფრენების განხორციელებას და ხელს შეუწყობს როგორც ფრენების არეალის გაფართოებას, ისე ტურიზმისა და ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას.

შალვა პაპუაშვილი

06 დეკემბერი 2023, 16:37

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: დარწმუნებული ვარ, ევროპული ღირებულებები უკარნახებს ყველას, რომ ინდივიდუალურად მიუდგნენ ყველა ქვეყანას და გადაწყვეტილებაც უნდა იყოს ინდივიდუალური

რაც შეეხება ევროპულ საბჭოს და საუბარს, თითქოს შეიძლება რომელიმე ქვეყანამ დააკავშიროს უნგრეთის პოზიცია საკუთარ პოზიციასთან საქართველოს მიმართ, ვფიქრობ, ეს არ იქნება სწორი მიდგომა და კიდევ ერთხელ იქნება საქართველოს ინსტრუმენტალიზაცია, თუ შიდა დისკუსიების გამო საქართველოს ინსტრუმენტად გამოყენება მოხდება , - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

შალვა პაპუაშვილი

06 დეკემბერი 2023, 16:34

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ მნიშვნელოვანია ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ურთიერთობა, რადგან თითოეული ხმა გადამწყვეტია - უნგრეთს ჩვენ მიმართ პოზიტიური განწყობა აქვს და ეს შეძლო საქართველოს ხელისუფლებამ

ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ მნიშვნელოვანია ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ურთიერთობა, რადგან თითოეული წევრის ხმა გადამწყვეტია და მგონი, რომ ჩვენი ოპონენტები ამაში უნდა დარწმუნდნენ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბრიუსელში განაცხადა.

06 დეკემბერი 2023, 16:33

საზოგადოება

პრემიერ-მინისტრის მრჩევლის ინიციატივით მორიგი სამუშაო შეხვედრა იმართება ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სამოქმედო გეგმის განხილვის თაობაზე

აღნიშნული ფორმატი საშუალებას აძლევს სამოქალაქო სექტორს გამოხატონ თავიანთი მოსაზრებები გეგმის აქტივობებთან დაკავშირებით და მოისმინონ პასუხისმგებელი უწყებების უკუკავშირი.

შალვა პაპუაშვილი

06 დეკემბერი 2023, 16:24

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ფაქტია, რომ სალომე ზურაბიშვილი უკვე საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებს

ფაქტია, რომ სალომე ზურაბიშვილი უკვე საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტი უკვე აშკარად მოქმედებს ოპოზიციის დღის წესრიგით.

შალვა პაპუაშვილი

06 დეკემბერი 2023, 16:19

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ჩვენ სოლიდარულები ვართ უკრაინის მიმართ ისე, რომ არ გვიცავს არც ნატო-ს ატომური ქოლგა, არც ევროკავშირის ეკონომიკური სოლიდარობის ქოლგა და ამავე დროს, რუსეთს ჩვენი რეგიონები ოკუპირებული აქვს

როცა უკრაინის მიმართ სოლიდარობაზე ვსაუბრობთ, ხაზს ვუსვამთ იმას, რომ საქართველო გამორჩეულია ყველა ქვეყნისგან იმით, რომ ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს ომი რუსეთთან, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

შალვა პაპუაშვილი

06 დეკემბერი 2023, 16:14

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: საქართველოს დემოკრატიულ ინსტიტუტებს თუ ნატოს წევრ ქვეყნებს შევადარებთ, მაშინ ვნახავთ, რომ საქართველო შესაბამის სტანდარტზეა - საქართველო დიდი ხანია მზადაა, რომ ნატომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღოს

„ჩვენი სამხედრო ძალების თავსებადობა უმაღლეს დონეზეა. ნატოსთან ჩვენი სამხედრო კონტინგენტის აბსოლუტურ უმრავლესობას სხვადასხვა ფორმატში მონაწილეობა აქვს მიღებული ნატოს მისიებში და თავსებადობა ამით უზრუნველყოფილია. საქართველოს დემოკრატიულ ინსტიტუტებს თუ ნატოს წევრ ქვეყნებს შევადარებთ, მაშინ ვნახავთ, რომ საქართველო შესაბამის სტანდარტზეა. ყველა ამ პარამეტრით, საქართველო დიდი ხანია მზადაა, რომ ნატომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღოს“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

06 დეკემბერი 2023, 16:13

სამართალი

პროკურატურამ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარ ძალადობისა და ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტებზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

დავით ქართველიშვილი

06 დეკემბერი 2023, 16:05

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ვინც კონტექსტში დააყენებს კენჭისყრის საკითხს - ან სამივე ქვეყანა ერთ პაკეტში, ან არავინ, ის იქნება საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების წინააღმდეგ მებრძოლი მხარე

ევროპის უმაღლესი წარმომადგენლების მხრიდან საქართველოს ევროინტეგრაციის მომავლის ერთობლივი პაკეტით განხილვას არ გამორიცხავს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი. საუბარია იმაზე, რომ უნგრეთის პოზიციის გამო, რომელმაც შესაძლოა დაბლოკოს უკრაინის ევროკავშირის წევრობის საკითხი, ხოლო საქართველოს არ მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი, განხილოს ერთობლივ პაკეტში.

შალვა პაპუაშვილი

06 დეკემბერი 2023, 16:03

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე საუბარი მქონდა იმაზე, თუ როგორ ახერხებს საქართველო უსაფრთხოების ძალიან რთულ გარემოში შეინარჩუნოს უსაფრთხო გარემო

„ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე საუბარი მქონდა იმაზე, თუ როგორ ახერხებს საქართველო უსაფრთხოების ძალიან რთულ გარემოში შეინარჩუნოს უსაფრთხო გარემო და ამავე დროს მონაწილე იყოს საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის, მათ შორის უკრაინის მხარდაჭერის სახით. საუბარი მქონდა იმაზე, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის პროგრესის კვალდაკვალ მნიშვნელოვანია“