07 თებერვალი 2020, 20:18 / სანდო წყარო

მიხეილ ჩხენკელი: ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ წარმატებული სპორტული ქვეყნის სტატუსი სწორედ ტოკიოში განვამტკიცოთ

საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში აღმასკომის სხდომა გაიმართა, რომელსაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი დაესწრო.

სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა ქართველი სპორტსმენების ბოლოდროინდელ მიღწევებზე ისაუბრა და ოლიმპიურ კომიტეტსა და სპორტულ ფედერაციებს, ოლიმპიური თამაშებისთვის მზადების პროცესში სრული მხარდაჭერა აღუთქვა.

„წლევანდელი წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართული სპორტისთვის. ეს გახლავთ ოლიმპიური წელი. სამინისტრო ყველაფერს გააკეთებს, რომ საქართველო ღირსეულად წარდგეს ოლიმპიურ თამაშებზე! ბუნებრივია, ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა ჩვენი ქვეყნისა და თითოეული სპორტსმენისთვის დიდი პატივია. თუმცა, მონაწილეობასთან ერთად, მნიშვნელოვანია წარმატებული ასპარეზობა. 2019 წელი, რომელიც განსაკუთრებული გამოდგა ქართული სპორტისთვის, გვაძლევს იმის იმედს, რომ ჩვენი დელეგაცია არაერთი ოლიმპიური მედლით გაგვახარებს. 6 მსოფლიოს ჩემპიონი ოლიმპიურ სახეობებში - ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ერთი მხრივ უდიდესი წარმატება და მეორე მხრივ განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ წარმატებული სპორტული ქვეყნის სტატუსი სწორედ ტოკიოში განვამტკიცოთ“,- განაცხადა ჩხენკელმა.             

აღმასკომის სხდომას სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი უძღვებოდა. მან მიხეილ ჩხენკელთან ერთად, ფედერაციების წარმომადგენლებისგან ინფორმაცია მიიღო სპორტსმენების მზადებისა და ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირებში მათი მონაწილეობის შესახებ.

სხდომაზე გამოიკვეთა ის ძირითადი მიმართულებები, სადაც სამინისტროს როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მინისტრმა ოლიმპიურ კომიტეტთან და ფედერაციებთან თანამშრომლობის სრული მზადყოფნა გამოთქვა.

სხდომაზე ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის ქართველი სპორტსმენების მზადების, ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციის გამოსვლისა და 2025 წელს, ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ბორჯომსა და ბაკურიანში შესაძლო ჩატარებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

ყველა სიახლე

მამუკა მდინარაძე

05 ოქტომბერი 2022, 18:17

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: კითხვები ყოველთვის შეიძლება არსებობდეს მეგობრებს და პარტნიორებს შორის, მათზე კი ყოველთვის არის პასუხები, ჩვენ ამ პასუხებში ვართ მართლები

კითხვები ყოველთვის შეიძლება არსებობდეს როგორც მეგობრებს, ასევე პარტნიორებს შორის, მათზე ყოველთვის არის პასუხები, ჩვენ ამ პასუხებში ვართ მართლები, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას - თუ ელოდებიან მმართველ გუნდში, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის მოადგილე ანტიდასავლურ რიტორიკასთან დაკავშირებით კითხვებს დასვამს.

05 ოქტომბერი 2022, 18:15

საზოგადოება

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებითა და რესტორატორთა ასოციაციის მხარდაჭერით თბილისში დასაქმების ფესტივალი გაიმართა

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებითა და რესტორატორთა ასოციაციის მხარდაჭერით თბილისში დასაქმების ფესტივალი გაიმართა

მამუკა მდინარაძე

05 ოქტომბერი 2022, 18:14

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე კელი დეგნანზე: შემიძლია პატივისცემა დავუდასტურო, მაგრამ არ დავეთანხმო მის განცხადებას კატეგორიულად

„მე მაინც მიმაჩნია მთავრობის გადადგომის მოთხოვნა, აქციების დაორგანიზება და ამგვარ პოლიტიკურ აქტივობებში მონაწილეობა უფლებადამცველის საქმე არ არის. თუ მე მართალი ვარ ამ შემთხვევაში, ასევე მართალი ვარ თუ ამ განცხადებას არ დავეთანხმები. მე შემიძლია პატივისცემა დავუდასტურო [კელი დეგნანს], მაგრამ ამის მიუხედავად, კატეგორიულად არ დავეთანხმო მის განცხადებას. ამის უფლება მაქვს. ნუ გაქვთ ის წარმოდგენა, რომ არსებობენ ადამიანები, თუნდაც, მეგობარი ქვეყნის წარმომადგენლები, რომელთაც დავუშვათ, დიდი წვლილი ჰქონდეს შეტანილი ქვეყნის განვითარებაში და რომლებთანაც შედავება და შეკამათება არ შეიძლება, ეს ფსიქოლოგია არ არის არც საზოგადოების დაკვეთა და არც ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარეობს“,- განაცხადა მდინარაძემ.

ურსულა ფონ დერ ლაიენი

05 ოქტომბერი 2022, 18:14

მსოფლიო

ევროკომისიის პრეზიდენტი: ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტზე შეთანხმებას მიაღწიეს

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტზე შეთანხმებას მიაღწიეს.

მარიამ ქვრივიშვილი

05 ოქტომბერი 2022, 18:12

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: მოლაპარაკებები მიმდინარეობს არაერთ ავიაკომპანიასთან და ვფიქრობთ, რომ მალე გვექნება პოზიტიური სიახლეები

ვაგრძელებთ მუშაობას, რათა ქვეყანაში შემოვიდეს მეტი საერთაშორისო ძლიერი ავიაკომპანია და გვქონდეს მეტი პირდაპირი ავიამიმოსვლა ჩვენთვის მნიშვნელოვან და სტრატეგიულ სამიზნე ქვეყნებთან. მოლაპარაკებები მიმდინარეობს არაერთ ავიაკომპანიასთან. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მალე გვექნება პოზიტიური სიახლეები. დღეს აჯობებს, არ გავასწროთ მოვლენებს, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.

ვალერიან გობრონიძე

05 ოქტომბერი 2022, 18:10

საზოგადოება

ვალერიან გობრონიძე: ვიწყებთ 1 მილიარდი ლარის ღირებულების მასშტაბურ პროექტს, რომელიც გულისხმობს საქართველოში 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციას

პრემიერის მიერ ინიცირებულია 1 მილიარდი ლარის ღირებულების მასშტაბური პროექტი, რომელიც გულისხმობს საქართველოში 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესს, - ამის შეახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ვალერიან გობრონიძემ „ქრონიკაში“ ისაუბრა.

ვალერიან გობრონიძე

05 ოქტომბერი 2022, 18:07

საზოგადოება

ვალერიან გობრონიძე: განათლება და მეცნიერება პრიორიტეტულია ჩვენი ქვეყნისთვის - 2012 წლიდან დღემდე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბიუჯეტი 600 მილიონი ლარიდან 2 მილიარდამდე გაიზარდა

განათლება და მეცნიერება პრიორიტეტულია ჩვენი ქვეყნისთვის. 2012 წლიდან განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბიუჯეტი 600 მილიონი ლარიდან 2 მილიარდ ლარამდე გაიზარდა. რაც შეეხება 2023 წელს, თითქმის 300 მილიონით არის გაზრდილი ბიუჯეტი და ეს თანხები პროპორციულად იქნება გადანაწილებული სხვადასხვა აქტივობებზე, განათლების ყველა საფეხურზე, მათ შორის სკოლამდელ საფეხურზე, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ვალერიან გობრონიძემ „ქრონიკასთან“ განაცხადა.

ბექა დავითულიანი

05 ოქტომბერი 2022, 18:04

პოლიტიკა

ბექა დავითულიანი: ჩვენ გვგონია, რომ ეს საკითხები კულუარებში უნდა წყდებოდეს და იქვე უნდა მთავრდებოდეს, „ხალხის ძალის წარმომადგენლებს ასე არ ჰგონიათ - ამერიკა არის საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი

ქალბატონ ელჩს რომ ყოველგვარი დაბნეულობა გავუფანტოთ, კიდევ ერთხელ მარტივად ავხსნი. „ქართული ოცნება“ არ მიიჩნევს საჭიროდ გარკვეულ კულუარულ საკითხებზე საჯარო მსჯელობას, მითუმეტეს საჯაროდ გამოტანას და კამათს ისეთ საკითხებზე, რომელიც ეხება ჩვენ სტრატეგიულ ურთიერთობებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

ბექა დავითულიანი

05 ოქტომბერი 2022, 17:59

პოლიტიკა

ბექა დავითულიანი: პირადად ჩემი აზრით, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი საერთოდ არ არის აქტუალური საქართველოსთვის

„ჩემი აზრით, ეს კანონი თავის დროზე რეკომენდაციად უკრაინის პრობლემატიკიდან გამომდინარე იყო ჩაწერილი, მაგრამ რახან ჩვენზეც გავრცელდა ეს რეკომენდაცია, კი ბატონო, თანახმა ვართ და ვიღებთ [კანონს]. ერთადერთი პრეცედენტი დედამიწაზე, სადაც ასეთი კანონი არსებობს, უკრაინაა. ეს კანონი რომ მოსწონდათ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს იმიტომ შემოგვთავაზეს სხვა ქვეყნებსაც, რომ გაგვეზიარებინა. ამიტომ ვიღებთ უკრაინის კანონს. ვენეციის კომისიის დასკვნა ჯერჯერობით არ მიუღია, მაგრამ ბაზად, საფუძვლად მას ვიღებთ, რადგან სხვა არ არსებობს და ამ ბაზაზე დაფუძნებით ვმუშაობთ“, - განაცხადა დავითულიანმა.

05 ოქტომბერი 2022, 17:57

სამართალი

სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხების მითვისებისა და კრედიტის უკანონოდ მიღების ბრალდებით, თსუ-ს ბუღალტერი და მასთან კავშირში მყოფი პირი დააკავეს

საქართველოს პროკურატურამ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხების მითვისებისა და კრედიტის უკანონოდ მიღების ფაქტზე, „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ ბუღალტერი და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირი დააკავა.

მამუკა მდინარაძე

05 ოქტომბერი 2022, 17:53

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: მოვუწოდებთ კელი დეგნანს, მკაფიო იყოს მისი განცხადება დეოლიგარქიზაციაზე, რადგან ბევრს დარჩება შთაბეჭდილება, რომ ოპოზიციის მესიჯბოქსი ელჩის პათოსს ემთხვევა

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის შეფასებით, მკაფიო უნდა იყოს საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებები, მაგალითად, დეოლიგარქიზაციის საკითხთან დაკავშირებით.

ვიქტორ ყიფიანი

05 ოქტომბერი 2022, 17:33

სამართალი

ვიქტორ ყიფიანი: სინგაპურში მოსმენებმა ჩაიარა მეტად წარმატებულად. ეს წარმატება განაპირობა არა მხოლოდ იურიდიული გუნდის მუშაობამ, არამედ მთავარი მოწმის - ბატონი ივანიშვილის ძალიან დამაჯერებელმა გამოსვლამ

„ასევე ამ განცხადებაში მივაქციეთ საზოგადოების ყურადღება რამდენიმე უცნაურ გარემოებას. განცხადებაში საუბარი არის, რომ თვითონ „კრედიტ სუისის“ წარმომადგენლებმა ძალიან მაღალ დონეზე აღიარეს მათი სიტუაციის აბსურდულობა და გარკვეულწილად გამოუვალი ვითარებაც კი, რომელშიც ბანკი მოექცა. არაფორმალურ საუბრებში იყო გარკვეული შეთავაზება, რომ ეს საკითხი სასამართლოს მიღმა მოგვარებულიყო, თუნდაც მოლაპარაკების გზით. მაგრამ, ჩვენდა გასაკვირად, ეს სურვილი განელდა და ახლა რაიმე აქტიური კომუნიკაცია ამ მხრივ არ წარმოებს. ისევე როგორც საუბარი გვქონდა იმაზე, რომ სწორედ სინგაპურის პროცესს წარმატებული მსვლელობა არის იმის შედეგი, რომ გარკვეული თანხები, რომელიც ბლოკირებული იყო ბატონი ივანიშვილის ანგარიშზე, მოძრაობაში მოვიდა. აღვნიშნეთ ისიც, რომ ეს თანხები განეკუთვნება სინგაპურის იურისდიქციაში დაფუძნებულ ტრასტს და, შესაბამისად, გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი თანხები, რომლებიც სინგაპურის მიღმა იმყოფება, ჯერჯერობით ბლოკირებული და ბატონი ივანიშვილს ამ თანხებზე წვდომა არ აქვს. საერთაშორისო მედია დაწვრილებით აშუქებდა და დღესაც აშუქებს ამ საკითხს. საკითხი არის რეზონანსული არა მარტო საბანკო დატვირთვით, არამედ სამართლებრივი დატვირთვით“, - აცხადებს ყიფიანი.

ზაალ გოროზია

05 ოქტომბერი 2022, 17:28

სამართალი

„ნაცმოძრაობის“ მარტვილის ორგანიზაციის თავმჯდომარე ზაალ გოროზია ოჯახის წევრზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს

„ნაცმოძრაობის“ მარტვილის ორგანიზაციის თავმჯდომარე ზაალ გოროზია დაკავებულია. „ქრონიკის“ ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრზე განხორციელებულ ძალადობას გულისხმობს.

თამარ არჩუაძე

05 ოქტომბერი 2022, 17:26

ეკონომიკა

თამარ არჩუაძე: 10 ოქტომბრიდან ვიწყებთ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მასშტაბურ რეაბილიტაციას

,,ის ავიაკომპანიები, რომლებიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ამ დრომდე ოპერირებენ, ფრენებს საქართველოში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განახორციელებენ. მგზავრებისთვის ავიაკომპანიების განრიგიც ცნობილია და შესაბამისად ბილეთებიც ჩაშვებულია გაყიდვაში. ჩვენი თანამშრომლების ნაწილი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის დახურვის პერიოდში, საქმიანობას დროებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გააგრძელებენ. რაც შეეხება ფრენებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, 25 ოქტომბრიდან კვლავ განახლდება“, - განაცხადა თამარ არჩუაძემ.

05 ოქტომბერი 2022, 17:23

სამართალი

ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმის განხილვა დაცვის მხარის მოწმეების გამოკითხვით განახლდა - პროცესს თავად ჩოგბურთელი და ნელი დოროყაშვილი ესწრებიან

თითქმის ორი წლის შემდეგ დღეს სასამართლოს სხდომათა დარბაზში ნიკოლოზ ბასილაშვილი და ნელი დოროყაშვილი ერთმანეთს პირველად შეხვდნენ. საქალაქო სასამართლოში, ამ წუთებში ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმის განხილვა დაცვის მხარის მოწმეების გამოკითხვით განახლდა. მოსამართლის შეკითხვებს, ბრალდებულის დედამ, ნატო ნაჭყებიამ და ძმამ, თენგიზ ბასილაშვილმა უნდა უპასუხონ. რა შეფასებები კეთდება, მხარეთა მიერ

05 ოქტომბერი 2022, 17:19

რეგიონი

მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით აჭარაში 70 პედაგოგი დააჯილდოვეს

აჭარაში სწრაფი ტემპით მიმდინარეობს საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობა და განახლება, როგორც საშუალო სკოლების, ისე უმაღლესი საგანმანათლებლო, თუ პროფესიული სასწავლებლების მიმართულებით. მხოლოდ წლევანდელ სასწავლო წელს 4 ახალი სკოლა შეემატა აჭარას და 11 000 მოსწავლემ განახლებულ გარემოში დაიწყო ახალი სასწავლო წელი. მიმდინარეობს 40 სკოლის რეაბილიტაცია და ახალი სკოლების მშენებლობა ყველა მუნიციპალიტეტში.

05 ოქტომბერი 2022, 17:15

რეგიონი

ჩირუხში ევროპაში ყველაზე გრძელი, ორზოლიანი ზიპლაინის მშენებლობა იწყება

ჩირუხში ევროპაში ყველაზე გრძელი, ორზოლიანი ზიპლაინის მშენებლობა იწყება, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, 1750 მეტრი სიგრძის ზიპლაინი ჩირუხის მთაზე, ზღვის დონიდან 2000 მეტრზე გაკეთდება, რაც შუახევში ახალ ტურისტული მიზიდულობის ცენტრს შექმნის.

05 ოქტომბერი 2022, 17:15

პოლიტიკა

პარლამენტი საპარლამენტო ზედამხედველობის შესახებ სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებულ კანონპროექტს პირველი მოსმენით განიხილავს

საკანონმდებლო ორგანო დღეს საპარლამენტო ზედამხედველობის შესახებ, სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებულ კანონპროექტს, პირველი მოსმენით განიხილავს. საპარლამენტო ზედამხედველობა 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთია. კანონპროექტის მიხედვით, პარლამენტის მიმართ მთავრობის ვალდებულება გაიზრდება.

05 ოქტომბერი 2022, 17:14

პოლიტიკა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში მოკვლევის ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

მოკვლევის ჯგუფის მოსაზრებით, აღნიშნული რეკომენდაციების შესრულება აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამების ეფექტიანობის გაზრდას და ამ სფეროში არსებული გამოწვევების აღმოფხვრას შეუწყობს ხელს. დასკვნას მოკვლევის ჯგუფი კომიტეტის უახლოეს სხდომაზე წარადგენს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანჯელინა ჯოლი და ბრეტ პიტი

05 ოქტომბერი 2022, 17:13

ტაბლოიდი

ანჯელინა ჯოლიმ ბრედ პიტი ოჯახურ ძალადობაში დაადანაშაულა და სასამართლოში უჩივლა

მსახიობის თქმით, ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ის, პიტი და მათი 6 შვილი საფრანგეთიდან ლოს-ანჯელესში თვითმფრინავით მიემგზავრებოდნენ. ჯოლი ამბობს, რომ კონფლიქტი ოჯახის აეროპორტში ჩასვლამდე დაიწყო. პიტი ერთ-ერთ ბავშვს დაუპირისპირდა, როდესაც დედამ ამის მიზეზის გარკვევა სცადა, ქმარმა ის შვილებისადმი გადამეტებულ პატივისცემაში დაადანაშაულა. კონფლიქტი თვითმფრინავის ბორტზე გაგრძელდა, სადაც პიტმა ჯოლის ხელი კრა, ერთ-ერთი ბავშვის დახრჩობა სცადა, მეორეს კი სახეში დაარტყა, ამის შემდეგ კი ცოლსა და შვილებს ლუდი და ღვინო გადაასხა. 5 დღის შემდეგ ჯოლიმ განქორწინების პროცედურა დაიწყო.