imedi /  15 თებერვალი 2020, 09:25 / სანდო წყარო

„მანჩესტერ სიტი“ უეფას გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

საფეხბურთო კლუბი „მანჩესტერ სიტი“ გაასაჩივრებს ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირის (UEFA) გადაწყვეტილებას, რომელიც ინგლისურ კლუბს ორი წლით ევროტურნირებში მონაწილეობას უკრძალავს და ჯარიმის სახით 30 მილიონი ევროს გადახდას ითვალისწინებს.

„იმედგაცრუებულები ვართ, მაგრამ არ გვიკვირს უეფას ეს გადაწყვეტილება. კლუბმა იცოდა, რომ საქმე დამოუკიდებელმა ორგანიზაციამ უნდა განიხილოს. უახლოეს დროში ჩვენ ამ გადაწყვეტილებას სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში გავასაჩივრებთ“, - ნათქვამია „მანჩესტერ სიტის“ განცხადებაში.

უეფას კლუბების ფინანსური კონტროლის ორგანომ დაადგინა, რომ 2012-2016 წლებში „მანჩესტერ სიტიმ“ გაყალბებით გაზარდა სპონსორული შემოსავლები, როდესაც ე.წ. fair play-ს შესრულებასთან დაკავშირებით ორგანიზაციას მონაცემები მიაწოდა.

ყველა სიახლე

ივანე ჩხაიძე

06 ივლისი 2020, 20:46

საზოგადოება

ივანე ჩხაიძე: ვთხოვ მშობლებს, ზაფხული ბავშვებმა აქტიური ცხოვრებისთვის გამოიყენონ

„პანდემიის განმვალობაში ჩვენი ბავშვები სამთვიანი იზოლირების, მკვეთრი შეზღუდვის და ცხოვრების წესის შეცვლის გამო გარკვეული ქრონიკული დაავადებების განვითარების რისკის წინ დადგნენ და ეს ქრონიკული დაავადებები პირველ რიგში უკავშირდებოდა ფიზიკური აქტიურობის მკვეთრ შეზღუდვას ან საერთოდ არარსებობას და კვების განსაკუთრებულ რეჟიმს, რომელიც პანდემიის პირობებში ასევე გამოწვეული იყო აქტიურობის შეზღუდვით.

თენგიზ ცერცვაძე

06 ივლისი 2020, 20:42

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: ჩემი მოლოდინია, რომ ავიცილებთ მეორე ტალღას, ან გადავავადებთ მას

ჩემი მოლოდინია, რომ ჩვენ ავიცილებთ მეორე ტალღას, ან გადავავადებთ მას. ამის საფუძველს მაძლევს ის რეგულაციები რომელიც სახელმწიფომ შეიმუშავა და ჯერჯერობით ეს რეგულაციები სრულდება, ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მამუკა მდინარაძე

06 ივლისი 2020, 20:36

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: რეგულაციების ვადის წლის ბოლომდე გადაწევა უპრიანი იქნება

რეგულაციების ვადის გადაწევა წლის ბოლომდე უპრიანი იქნება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა. „ჩვენ ამ რეგულაციებით ვიცავთ მოქალაქის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, ასევე ვიცავთ ინტერესს, რომ ეკონომიკას მიადგეს ნაკლები ზიანი. რეგულაციების არსებობის პირობებში ჩვენ ეკონომიკა უფრო მეტად გავხსენით.

კობა გვენეტაძე
კელი დეგნანი

06 ივლისი 2020, 20:31

ეკონომიკა

კელი დეგნანი: ეროვნული ბაკნის პრეზიდენტმა ძალიან კარგად გაართვა თავი ქვეყანაში არსებული მძიმე სიტუაციის მართვას

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში კელი დეგნანს შეხვდა. შეხვედრა საქართველოს ეროვნული ბანკის სათავო ოფისში გაიმართა.

კორონავირუსი

06 ივლისი 2020, 20:28

პოლიტიკა

საგანგებო მდგომარეობის გარეშე​ გარკვეული შეზღუდვების დაწესების უფლება მთავრობას შესაძლოა, 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდეს

„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონის მოქმედების ვადა შესაძლოა გახანგრძლივდეს. საუბარია 2020 წლის 15 ივლისიდან 2021 წლის პირველ იანვრამდე პერიოდზე. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილება საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა დიმიტრი ხუნდაძემ, დიმიტრი მხეიძე, ზურაბ ხაჩიძემ და ილია ნაკაშიძემ მოამზადეს.

არჩილ თალკვაძე

06 ივლისი 2020, 20:11

საზოგადოება

არჩილ თალაკვაძე: ერთიანი ეროვნული გამოცდების უსაფრთხოდ ჩატარება იყო სისტემური ამოცანა, რომელიც წარმატებით გადაიჭრა

პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ ეფექტურად ჩაატარა მოსამზადებელი სამუშაო და ეროვნული გამოცდების უსაფრთხოდ ჩატარება უზრუნველყო.

დიმიტრი ხუნდაძე

06 ივლისი 2020, 20:10

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის დასაცავად, პოლიტიკურ სპეკულაციებზე უარი უნდა თქვან და მხარი დაუჭირონ ჩვენს ინიციატივას

„ბევრი პირობის გამო - რომ უნდა დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, შევინარჩუნოთ არსებული ეპიდვითარება, არჩევნები ჩავატაროთ მშვიდ გარემოში და ასევე, არჩევნების შემდეგ არ მოგვიწიოს პანდემიის კიდევ უფრო მეტად გამწვავების რეჟიმში ცხოვრება, ვფიქრობ, რომ პოლიტიკურ სპეკულაციაზე, მათ, ვინც ამით არის დაკავებული, უარი უნდა თქვან და დაგვიჭირონ ექიმებს მხარი ამ ინიციატივაში“, - ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

06 ივლისი 2020, 20:04

პოლიტიკა

საქართველოს საელჩო ისრაელში მყოფ მოქალაქეებს COVID19-ის პრევენციისთვის დაწესებულ ახალ შეზღუდვებზე აფრთხილებს

ისრაელში საქართველოს საელჩო ქვეყანაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს. საელჩოს ცნობით, კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ისრაელის მთავრობამ 6 ივლისს ახალი შეზღუდვები დაამტკიცა.

ნიკოლ ფაშინიანი

06 ივლისი 2020, 19:57

COVID19

სომხეთის მთავრობა საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას გეგმავს

სომხეთის მთავრობა კორონავირუსის გავრცელების გამო დაწესებული საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას გეგმავს. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

ტატო ზარქუა

06 ივლისი 2020, 19:50

სამართალი

რუსი ოკუპანტების მიერ დაკავებული 26 წლის ტატო ზარქუა გათავისუფლდა

რუსი ოკუპანტების მიერ დაკავებული 26 წლის ტატო ზარქუა, დღეს გალის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გათავისუფლდა. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს.

ივანე მაჭავარიანი

06 ივლისი 2020, 19:32

ეკონომიკა

ივანე მაჭავარიანი: რეგიონებში კორონავირუსის ერთეული შემთხვევები შეამცირებს შიდა ტურიზმს და უფრო ფრთხილი იქნება ეკონომიკური აქტივობები

საქართველოს ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის განცხადებით, თუ ქვეყანაში COVID19-ის შიდა გავრცელება დაიწყება, ეს ადგილობრივ ტურისტზეც იმოქმედებს და ეკონომიკური აქტივობები უფრო ფრთხილი და შეკავებული გახდება. ამის შესახებ მან ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა. „ათასი ტურისტიდან 1% რომ კოვიდინფექციის მატარებელი იყოს, ჩენ ყველა ვარიანტში გვექნება ვირუსის შიდა გავრცელება. თუმცა შეიძლება ეს არის იყოს დიდი და ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით არ იყოს კატასტროფა, ჩვენმა ჯანდაცვამ გაუძლოს და სიკვდილიანობაც დაბალი იყოს.

06 ივლისი 2020, 19:31

COVID19

აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 130 ათასს გადააჭარბა

აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 130 ათასს გადააჭარბა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. კორონავირუსის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე აშშ-ში კორონავირუსის 2 888 635 შემთხვევა დადასტურდა.

კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე;  პიტერ სიიარტო

06 ივლისი 2020, 19:24

საზოგადოება

პიტერ სიიარტო პატრიარქს: მიღება ერთადერთი მიზნით ვითხოვეთ, გამოგვეხატა პატივისცემა თქვენს მიმართ და თქვენი ეკლესიის მიმართ

მიღება ერთადერთი მიზნით ვითხოვეთ, რომ გამოგვეხატა ჩვენი და მთელი უნგრეთის ღრმა პატივისცემა პირადად თქვენს მიმართ და თქვენი ეკლესიის მიმართ, - ამის შესახებ საპატრიარქოში სტუმრობისას უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა პიტერ სიიარტომ განაცხადა. მინისტრის პატრიარქისადმი მიმართვის ტექსტს საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

06 ივლისი 2020, 19:18

მსოფლიო

პეკინი ლონდონს ჩინეთის შიდა საქმეებში უხეშ ჩარევაში ადანაშაულებს

დიდ ბრიტანეთში ჩინეთის ელჩი ოფიციალურ ლონდონს ჩინეთის შიდა საქმეებში უხეშ ჩარევაში ადანაშაულებს.

ივანე მაჭავარიანი

06 ივლისი 2020, 19:17

ეკონომიკა

ივანე მაჭავარიანი: ეკონომიკური მიზანშეწონილობით თუ ვისაუბრებთ, ფრენების გახსნა და სტუმრების მიღება ეკონომიკისთვის ნეგატიური იქნება

ეკონომიკური მიზანშეწონილობით თუ ვისაუბრებთ, ამ შემთხვევაში ფრენების გახსნა და სტუმრების მიღება ეკონომიკისთვის ნეგატიურ ეფექტს იძლევა, რაც არ უნდა ეს პარადოქსული იყოს დღეს და ვინმეს სისულელედ მოეჩვენოს, სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ ეს იქნება ნეგატიური, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა. თუმცა, მინისტრის თქმით, ამას აქვს პოლიტიკური კომპონენტი და არის შემთხვევები, როდესაც არიან პარტნიორი ქვეყნები, რაც სახელმწიფოს ავალდებულებს, რომ მათთან ე.წ. ნაცვალგების პრინციპი ჰქონდეს.

06 ივლისი 2020, 19:01

COVID19

ისრაელში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 30 ათასს გადააჭარბა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, ისრაელში ახალი კორონავირუსი კიდევ 204 ადამიანს დაუდგინდა, 1 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა. ვირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ უკვე 30 162 შეადგინა. ჯამში, ქვეყანაში ვირუსს 332 ადამიანი ემსხვერპლა, 17 974 კი გამოჯანმრთელდა.

06 ივლისი 2020, 18:55

COVID19

„ზოგი გამარჯვებულია - ზოგი არა“ საქართველო Endcoronaviru-ის წარმატებულ ქვეყანათა ჩამონათვალში მოხვდა

„ზოგი გამარჯვებულია - ზოგი არა“ - ამ სათაურით სტატისტიკურ მონაცემებზე აგებულ დიაგრამებს გამოცემა Endcoronavirus-ი აქვეყნებს. „გამარჯვებულთა“ სიაში საქართველოც მოხვდა.

ივანე მაჭავარიანი

06 ივლისი 2020, 18:53

ეკონომიკა

ივანე მაჭავარიანი: საქართველოს რეგიონებში ჩვენი მოქალაქეები თავისუფლად ისვენებენ ისე, რომ შიში არ აქვთ და მინიმალურ სიფრთხილეს იჩენენ

დღეს პრაქტიკულად Covid19-ისგან თავისუფალი ქვეყანა ვართ - ბოლო ორი კვირის შემთხვევები პრაქტიკულად არის საზღვარზე დაფიქსირებული და ქვეყანაში შიდა გადაცემა არ არსებობს. ამ მომენტისთვის, როცა შიდა გადაცემა არ არის, პრაქტიკულად ვართ კოვიდისგან თავისუფალი, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი ტურისტები უსაფრთხოდ მოგზაურობენ. „დღეს თქვენ ნახავთ რეგიონებში, იქნება ეს აჭარა, გურია, კახეთი, მთიანი რეგიონები, სვანეთი, ჩვენი მოქალაქეები მიდიან, ისვენებენ ისე, რომ არანაირი შიში არ აქვთ. პრაქტიკულად მინიმალურ სიფრთხილეს იჩენენ. ჩვენ სულ მოვუწოდებთ, რომ დაიცვან წესი. მაგრამ რომ გახვალთ, ნახავთ, რომ ღიად ხდება კონტაქტი“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.

06 ივლისი 2020, 18:49

საზოგადოება

ტელეფონის აღმოჩენის გამო, ერთი აბიტურიენტი გამოცდიდან მოხსნეს

გამოცდის ბოლოსკენ დაფიქსირდა ერთი შემთხვევა, როდესაც, სამწუხაროდ, ტელეფონის აღმოჩენის შემთხვევის გამო, ერთი აბიტურიენტი გამოცდიდან მოიხსნა, - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფო გორგოძემ განაცხადა.

ივანე მაჭავარიანი

06 ივლისი 2020, 18:44

ეკონომიკა

ივანე მაჭავარიანი: ყველაზე ოპტიმისტური შედეგით, ქვეყანაში სავარაუდოდ წლის ბოლომდე 50 ათასი ტურისტი შემოვა

ყველაზე ოპტიმისტური შედეგით, ქვეყანაში სავარაუდოდ წლის ბოლომდე 50 ათასი ტურისტი შემოვა. არა ივლის-აგვისტოში, არამედ წლის ბოლომდე ეს არის მაქსიმუმი, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.