15 თებერვალი 2020, 11:54 / სანდო წყარო

MMA-ის ორმა მებრძოლმა ერთმანეთი ნოკდაუნში ერთდროულად ჩააგდო. ვიდეო

შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA) მექსიკელმა მებრძოლებმა, დანიელ ვეგამ და ანტონიო მარკესმა ერთმანეთი ნოკდაუნში ერთდროულად ჩააგდეს. შემთხვევა მექსიკის ქალაქ ფრონტონში გამართულ Lux Fight League 008-ის შეჯიბრებაზე მოხდა.

ეპიზოდი პირველ რაუნდში მოხდა, საბოლოო ჯამში კი გამარჯვება დანიელ ვეგამ იზეიმა. მისთვის ეს გამარჯვება 13 შეხვედრაში მე-11 აღმოჩნდა. ანტონიო მარკესმა კი კარიერაში პირველი მარცხი იწვნია.

ყველა სიახლე

28 სექტემბერი 2020, 16:47

რეგიონი

ფოთის კულტურისა და დასვენების ცენტრალური პარკში მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს

ფოთის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში ეწყობა საფეხმავლო ბილიკები, შენდება სასცენო ნაგებობა, დაგეგმილია დასასვენებელი ბაქნების და სათამაშო (საბავშვო) მოედნების, გაზონის, საპარკო სკამების, სასმელი წყლის შადრევნების, დეკორაციული განათების ბოძების მოწყობა. პარკში არსებული მნიშვნელოვანი ხე - მცენარეების დენდროლოგიური ჯიშებისთვის მცირე ზომის საინფორმაციო დაფების განთავსება; არსებული შადრევნის რეკონსტრუქცია და დამატებით ახალი შადრევნის მშენებლობა.

28 სექტემბერი 2020, 16:45

სპორტი

„ქონიასპორმა“ „ბეშიქთაში“ ანგარიშით 4:1 დაამარცხა

24 წლის ქართველმა ნახევარმცველმა 28-ე წუთზე თავური დარტყმით გაიტანა, 78-ე წუთზე კი კრავეცის პასი გამოიყენა. სამი ტურის შემდეგ თურქეთის სუპერლიგაში „ქონიასპორი“ 4 ქულით მერვე ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას შენგელია და მისი თანაგუნდელები 4 ოქტომბერს სტუმრად „დენიზლისთან“ გამართავენ

კლინიკა ავერსის მარნეულის ფილიალი

28 სექტემბერი 2020, 16:43

სამართალი

„ავერსის კლინიკის“ მენეჯერის განცხადებით, სოფელ ნახიდურში ერთ-ერთ აქტივისტს ტვინის შერყევა ბლაგვი საგნით აქვს მიღებული

„27 სექტემბერს, 17:20 წუთზე, შემოვიდა პაციენტი 29 წლის მამაკაცი, პაციენტს მიყენებული აქვს ტრავმა თავის არეში. დაუმუშავდა ჭრილობა, ჩაუტარდა კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევები და შეფასდა როგორც საშუალო სიმძიმის. ამჟამად ის მკურნალობას სტაციონარში აგრძელებს. შესაბამისი უწყებები ზუსტად დაადგენენ, თუმცა, სავარაუდოდ, ჭრილობა მიყენებულია ბლაგვი საგნით. პაციენტი მკურნალობას ტვინის შერყევის დიაგნოზით განაგრძობს“, - განაცხადა კლინიკის მენეჯერმა.

28 სექტემბერი 2020, 16:37

რეგიონი

ირაკლი ჩიქოვანი საფეხბურთო კლუბ ,,ოდიში 1919“-ს ესტუმრა

,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ირაკლი ჩიქოვანი საფეხბურთო კლუბ ,,ოდიში 1919“-ს ესტუმრა. ირაკლი ჩიქოვანი, საარჩევნო შტაბის უფროსთან გიორგი შენგელიასთან ერთად ფეხბურთელებს, მწვრთნელებს და კლუბის ხელმძღვანელობას შეხვდა.

ზაზა ნადირაძე

28 სექტემბერი 2020, 16:37

სპორტი

ზაზა ნადირაძე მსოფლიოს თასის ვერცხლის პრიზიორია

ზაზა ნადირაძე მსოფლიოს თასის ვერცხლის პრიზიორია. ქართველი კანოისტი პრესტიჟული ტურნირის გამარჯვებულ ივან შტილს მხოლოდ 0.29 წამით ჩამორჩა და ერთკაციანი კანოეთი შეჯიბრში, 200-მეტრიან დისტანციაზე, მეორე ადგილი დაიკავა. ნადირაძემ შესარჩევი გაცურვაც უმაღლეს დონეზე გაიარა და ფინალურ ეტაპზე პირველი ადგილით გადავიდა. ფინალურ ეტაპზე კიდევ ერთი ქართველი მურმან მალანია გამოდიოდა და მან მერვე ადგილი დაიკავა.

სალომე სხირტლაძე

28 სექტემბერი 2020, 16:35

ეკონომიკა

სალომე სხირტლაძე: საპენსიო საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი სრულად შეესაბამება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს

„ჩვენი შეფასება დადებითია - დოკუმენტი სრულად შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და ითვალისწინებს კარგ საერთაშორისო პრაქტიკას“, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის კაპიტალის ბაზრის დეპარტამენტის უფროსმა სალომე სხირტლაძემ საპენსიო საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტზე საუბრისას განაცხადა.

POWERCHINA/Sinohydro

28 სექტემბერი 2020, 16:34

ტექნოლოგიები

POWERCHINA/Sinohydro პროფესიულ რეიტინგებში ლიდერობას ინარჩუნებს

POWERCHINA/Sinohydro (ფაუერჩაინა/სინოჰიდრო)-მ განსაკურებული აღიარება მოიპოვა საინჟინრო-სამშენებლო კამპანიებისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან რეიტინგში - პროფესიული რესურს ENR (Engineering News-Record)-ის 150 უმსხვილესი კომპანიის სია. სწორედ ამ სიის პირველ ადგილზე მოექცა კომპანია 2020 წელს მას შემდეგ, რაც უკან მოიტოვა რეიტინგის 2019 წლის ლიდერი, ამერიკული Jacobs Engineering Group.

ვარდან ტოგანიანი

28 სექტემბერი 2020, 16:28

მსოფლიო

რუსეთში სომხეთის ელჩი: საჭიროების შემთხვევაში რუსეთს დამატებითი სამხედრო დახმარებისთვის მივმართავთ

რუსეთში სომხეთის ელჩმა, ვარდან ტოგანიანმა განაცხადა, რომ სომხეთი მზად არის რუსეთს დამატებითი სამხედრო დახმარებისთვის მიმართოს.

28 სექტემბერი 2020, 16:19

სამართალი

კლუბ „ბასიანთან“ 3 ადამიანის დაჭრაში ბრალდებულს 16-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

„დღეს დასრულდა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი სასამართლო პროცესი. 16 წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც 2020 წლის 12 იანვარს, BASSIANI-ის შესასვლელში, ცეცხლსასროლი იარაღით ჩვენი თანამშრომლების მიმართ 18 გასროლა განახორციელა და დაჭრა სამი მათგანი. მადლობა ყველას მხარდაჭერისა და ერთგულებისთვის. მადლობა მათ, ვინც ბოლომდე მიჰყვა პროცესს - სამართლიანობისთვის“,- წერს ნაჯა ორაშვილი.

28 სექტემბერი 2020, 16:16

ეკონომიკა

BAG-ი: მივესალმებით შემოსავლების სამსახურის მიერ აღურიცხავი საწვავის შემოტანის აღკვეთის ფაქტებს

სახელმწიფოსა და ბიზნესის კონსტრუქციული და ეფექტიანი თანამშრომლობის შედეგად მიღებულ რეგულაციებს და გატარებულ ღონისძიებებს ეტაპობრივად მოაქვს შედეგი. მივესალმებით, უკანასკნელ პერიოდში, შემოსავლების სამსახურის მიერ აღურიცხავი საწვავის შემოტანის აღკვეთის ფაქტებს, - აღნიშნულია საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

28 სექტემბერი 2020, 16:03

COVID19

კახეთში კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა - მათგან ერთი ინფიცრებული მოხუცთა თავშესაფრის ბენეფიციარია

კახეთში კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ჩატარებული ლაბორატორიული კვლევის შედეგების მიხედვით, კორონავირუსი წნორის მოხუცთა თავშესაფარში მცხოვრებ ერთ-ერთ ბენეფიციარს დაუდასტურდა.

28 სექტემბერი 2020, 16:00

სამართალი

შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულებმა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე უარი თქვეს

მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებული 5 პირის წინასასამართლი სხდომა დასრულდა. დღევანდელ პროცესზე ცნობილი გახდა, რომ საქმეში ნაფიც მსაჯულები არ ჩაერთვებიან, რადგან უარი თავად ბრალდებულებმა განაცხადეს. დაცვის მხარე თვლის, რომ ბრალდებულების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა უნდა შეწყვეტილიყო, თუმცა სასამართლომ დაცვის პოზიცია არ გაიზიარა. საქმის არსებითი განხილვა რვა ოქტომბერს განახლდება.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

28 სექტემბერი 2020, 15:58

მსოფლიო

ერდოღანი: აზერბაიჯანს მოთმინების ფიალა აევსო და ბაქო საკუთარი ძალებით სომხეთის ოკუპაციას წერტილს დაუსვამს

კრიზისი რეგიონში, რომელიც სომხეთის მიერ მთიანი ყარაბაღის ოკუპაციით დაიწყო, უნდა დასრულდეს, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

კორონავირუსის ტესტი

28 სექტემბერი 2020, 15:58

COVID19

ბრიუსელში ვიზიტიდან დაბრუნების შემდეგ, საქართველოს სამთავრობო დელეგაცია სავალდებულო PCR-ტესტირებას გაივლის

ბრიუსელში ვიზიტიდან დაბრუნების შემდეგ, საქართველოს სამთავრობო დელეგაცია სრული შემადგენლობით, 72 საათში ერთხელ სავალდებულო PCR-ტესტირებას გაივლის, - ამის შესახებ განცხადებას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. „უცხო ქვეყანაში ვიზიტიდან დაბრუნებისას საქართველოს სამთავრობო და საპრეზიდენტო დელეგაციების წევრების მიმართ გასატარებელი ღონისძიებები „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის №322-ე დადგენილებით არის განსაზღვრული.

28 სექტემბერი 2020, 15:54

საზოგადოება

თავდაცვის კომიტეტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც პროფესიული სასწავლებლის სტუდენტები სამხედრო სამსახურის გადავადებას შეძლებენ

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრებმა „სამხედრო ვალდებულების და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირეს, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. თავდაცვის კომიტეტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც პროფესიული სასწავლებლის სტუდენტებს სამხედრო სამსახურის გადავადების შესაძლებლობა ექნებათ

კახა კუჭავა

28 სექტემბერი 2020, 15:46

პოლიტიკა

კახა კუჭავა: ძალადობაში მონაწილე ნებისმიერი პირი უნდა დაისაჯოს

„ფაქტი ერთია, ხელისუფლებას საერთოდ არ აწყობს მსგავსი დაძაბულობა, რადგან ოპოზიციის მიერ ჩატარებული კვლევებითაც კარგად ჩანს, თუ რამდენად დამაჯერებლად ვლიდერობთ და არჩევნების შემდეგ, საქართველოს პარლამენტში, უმრავლესობის მოპოვებას ისევ შევძლებთ. ერთადერთია, ვისაც შეიძლება აწყობდეს ესეთი დესტრუქციული ქმედებები. სამწუხაროდ უნდა ველოდოთ დამატებით პროვოკაციებს და მე იმედი მაქვს, რომ ამის შეფასებებს გააკეთებენ საერთაშორისო დამკვირვებლები, რაც ყველაზე მთავარია ბოლომდე უნდა იყო გამოძიებული ყველა საქმე, რომ სიმართლე დადგინდეს და საზოგადოებას ამის შესახებ ეცნობოს“, - განაცხადა კახა კუჭავამ.

28 სექტემბერი 2020, 15:36

საზოგადოება

რუსლან აბაშიძემ საქართველოს ეროვნული გმირის, გენერალ-მაიორ გენო ადამიას ხსოვნას პატივი მიაგო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ და თავმჯდომარის მოადგილემ ანზორ მარგიანმა საქართველოს ეროვნული გმირის, გენერალ-მაიორ გენო ადამიას საფლავი ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს მის ხსოვნას.

გოგი მეშველიანი

28 სექტემბერი 2020, 15:36

რეგიონი

გოგი მეშველიანი ბოლნისში დაპირისპირებაზე: ჩვენი კატეგორიული მოთხოვნაა დაისაჯოს ძალადობაში მონაწილე ყველა პირი

„ყველაფრის შემსრულებელი არის ალიფ იუსუპოვი და პირადად მან განახორციელა ეს აგრესიული ქმედება გაუტეხა თავი ჩვენს წარმომადგენლებს. ამას ვერ იზამდა ის წაქეზების გარეშე, კახა ოქრიაშვილის და დიმიტრი შაშკინის წაქეზების გარეშე „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა ლიდერების გარეშე ამას ვერ გაბედავდა. ჩვენი გუნდის კატეგორიული მოთხოვნაა დაისაჯოს ძალადობაში მონაწილე ყველა პირი, დაწყებული ინსპირატორიდან, დამთავრებული შემსრულებლით. ორივე მხარეს თუ ვინმეს რამე ბრალი მიუძღვის ყველა უნდა დაისაჯოს ეს არის ჩვენი კატეგორიული მოთხოვნა“, - განაცხადა მეშველიანმა.

კახა კუჭავა

28 სექტემბერი 2020, 15:32

პოლიტიკა

კახა კუჭავა: სააკაშვილის მიდგომა ევროპული ღირებულებების მიმართ, იმაზე მეტყველებს, რასაც დიდი ხანია ვამბობთ, ის არათუ პროევროპული, არამედ ანტიევროპული ძალაა

სააკაშვილის ეს ლექსიკა და ზოგადად მიდგომა ევროპული ღირებულებების მიმართ, რომელსაც ის ავლენს, იმაზე მიუთითებს, რასაც ჩვენ დიდიხანია ვამბობთ, რომ ის არათუ პროევროპული, არამედ ანტიევროპული ძალაა, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა კახა კუჭავამ განაცხადა. მისი თქმით, საინტერესოა, იმ რამდენიმე ევროპელი პოლიტიკოსის შეფასება ამასთან დაკავშირებით, რომლებიც პერიოდულად უჭერენ მხარს მას განცხადებებით.

28 სექტემბერი 2020, 15:30

COVID19

სკოლებში სამედიცინო პუნქტების მოწყობა სავალდებულო იქნება

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებაზე იმსჯელეს, რომლითაც უზრუნველყოფილი გახდება სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლეთა ჯანმრთელობის დაცვისა და სრულყოფილი განვითარებისათვის სამედიცინო, მათ შორის, ფსიქოლოგიური დახმარების და კვების პუნქტების არსებობა. კანონი სავალდებულოს ხდის სკოლებში სამედიცინო პუნქტების არსებობას.