imedi /  16 თებერვალი 2020, 20:45 / სანდო წყარო

რუსეთმა სოჭის ოლიმპიადაზე გუნდურ ჩათვლაში მოპოვებული პირველი ადგილი დაკარგა

რუსეთმა სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების გუნდურ ჩათვლაში მოპოვებული პირველი ადგილი დაკარგა. 

2013-14 წლებში, ანტისადოპინგო წესების დარღვევის გამო, ბიატლონისტი ევგენი უსტიუგოვის ყველა შედეგი გაუქმებულია. ამდენად, რუსი სპორტსმენი დაკარგავს სოჭის ოლიმპიურ სარბიელზე კაცთა ესტაფეტაში მოპოვებულ ოქროს მედალს, მისი ქვეყანა კი ლიდერი აღარ იქნება. საგულისხმოა, რომ საესტაფეტო გუნდის რომელიმე წევრის დისკვალიფიკაციით დასჯის გამო უქმდება ოთხეულის შედეგიც. შესაბამისად, ოქროს მედლები ჩამოერთმევათ უსტიუგოვის თანაგუნდელებს - ალექსეი ვოლკოვს, დიმიტრი მალიშკოს და ანტონ შიპულინს.

ბიატლონში რუსეთისთვის ჩამორთმეული ოქროს მედალი გადაეცემა გერმანიას, ვერცხლი - ავსტრიას, ბრინჯაო კი - ნორვეგიას. რუსეთმა მთლიანობაში სოჭის ოლიმპიური თამაშების ოთხი მედალი დაკარგა.


განახლებული მონაცემებით, სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადის საერთო ჩათვლაში 11 ოქროს მედლით პირველ ადგილზე ნორვეგია დაწინაურდება, 10 ოქროს მედლით კი რუსეთი მეორეზე დაქვეითდება.

ყველა სიახლე

ბირკიანი

24 სექტემბერი 2020, 12:04

სამართალი

სოფელ ბირკიანში მცხოვრები შშმ პირი პოლიციამ სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების ბრალდებით დააკავა

გამოძიება 32 წლის კაცს ამერიკელ მოქალაქესთან 19 სექტემბერს მომხდარ ინცინდენტს ედავება, როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბაწარას ხეობაში ტურისტული მარშრუტით გადაადგილებისას შეხვდა. დაკავებული შშმ პირია და მას ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს. საქმეზე დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები, მათ შორის დაკავებულის ფსიქიატრიული ექსპერტიზა.

გიორგი გახარია

24 სექტემბერი 2020, 12:02

პოლიტიკა

გიორგი გახარია გაეროს გენერალური ასამბლეის სესიის ფარგლებში OGP-ს სამიტის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს

ღია მმართველობის მაღალი დონის სამიტის მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი ანგელა მერკელი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯუზეპე კონტე.

რესან კონცელიძე

24 სექტემბერი 2020, 11:51

პოლიტიკა

რესან კონცელიძე და ტიტე აროშიძე ბათუმში, ტაბიძისა და ლეონიძის ქუჩის ამომრჩევლებს შეხვდნენ

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტში „ქართული ოცნების“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, რესან კონცელიძე, უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარობის კანდიდატ ტიტე აროშიძესთან ერთად, ტაბიძისა და ლეონიძის ქუჩის ამომრჩევლებს შეხვდა.

იაკობ ბრეგვაძე

24 სექტემბერი 2020, 11:51

სამართალი

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე სასამართლოში ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე იკითხება

მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილისთვის საქმეზე, ძალადობისთვის, ძალადობის ორგანიზების და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით დაკავებული 6 არასრულწლოვნის საქმის არსებითი განხილვა გრძელდება. დღევანდელ პროცესზე ბრალდების ე.წ. ოქროს მოწმე, ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე იკითხება. მისი ადვოკატის განმარტებით ის ყველა დეტალზე ისაუბრებს. ირმა ჭკადუას თქმით ბრეგვაძემ არ იცის კონკრეტული პირები შესაბამისად ვერავის ამოიცნობს, იცის მხოლოდ მათი რაოდენობა რადგან ბნელოდა.

24 სექტემბერი 2020, 11:44

COVID19

ზუგდიდში კოვიდინფიცირებულთა რიცხვი 5-ით გაიზარდა

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გუშინ კორონავირუსზე 631 ნიმუში გაიტესტა, მათგან ხუთი დადებითია. რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის მალხაზ თორიას ინფორმაციით, ახალი შემთვევებიდან 4 ზუგდიდის კლასტერს უკავშირდება, ხოლო ერთი საბერიოდან გადმოსული მოქალაქეა, რომელიც კარანტინში იმყოფებოდა. ამ დროისთვის მიმდინარეობს 200-ზე მეტი ანალიზის კვლევა.

uncle bens რებრენდინგი

24 სექტემბერი 2020, 11:43

მსოფლიო

კორპორაცია Mars-ი ბრენდს Uncle Benʼs სახელწოდებას და ლოგოტიპს შეუცვლის

„ვაცნობიერებთ უთანასწორობას, რომელიც ბრენდის სახელწოდებას და სახეს უკავშირდება და როგორც ივნისში აღვნიშნეთ, მზად ვართ შევიცვალოთ“, - განაცხადეს კომპანიაში.

24 სექტემბერი 2020, 11:36

COVID19

უკრაინაში კორონავირუსი 3,372 ადამიანს დაუდასტურდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში კორონავირუსი კიდევ 3,372 ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში ქვეყანაში COVID-19 188,106 ადამიანს დაუდგინდა. ამასთან, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსს კიდევ 52 ადამიანი ემსხვერპლა და გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 3,757-მდე გაიზარდა, ჯამში 83,458 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

გიორგი შერმადინი

24 სექტემბერი 2020, 11:33

სპორტი

გიორგი შერმადინი „ბილბაოსთან“ მატჩის საუკეთესო კალათბურთელად დასახელდა

ესპანეთის ლიგა „ენდესას“ მეორე ტურში გიორგი შერმადინის „იბეროსტარმა“ სტუმრად „ბილბაო“ 81:70 დაამარცხა.

24 სექტემბერი 2020, 11:31

COVID19

სომხეთში კორონავირუსი 374 ადამიანს დაუდასტურდა

სომხეთში კორონავირუსი კიდევ 374 ადამიანს დაუდასტურდა, 3 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება. სულ ქვეყანაში კორონავირუსის 48,251 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 945 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 43,266.

ლუის სუარესი

24 სექტემბერი 2020, 11:22

სპორტი

ლუის სუარესი კარიერას მადრიდის „ატლეტიკოში“ გააგრძელებს

„ბარსელონას“ ურუგვაელი ფორვარდი ლუის სუარესი კარიერას მადრიდის „ატლეტიკოში“ გააგრძელებს. ინფორმაცია ამის შესახებ მადრიდული კლუბის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

24 სექტემბერი 2020, 11:20

COVID19

ინდოეთში კორონავირუსის 86,508 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ინდოეთში კორონავირუსის 86,508 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ კი 5,732,518-ს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ინდოეთში მსხვერპლთა საერთო რაოდენობა 91,149-ს აღწევს, ჯამში კი 4,674,987 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა.

მარინა ენდელაძე

24 სექტემბერი 2020, 11:17

COVID19

მარინა ენდელაძე: მინდა დავამშვიდო მოსახლეობა, სისტემა გამართულია

„ამ მატებას ჩვენ ველოდებოდით. რა თქმა უნდა, ამდენი კოვიდინფიცირებულის კონტაქტის მოძიების შემდეგ მოემატებოდა. მაგრამ სისტემა გამართულია, მინდა დავამშვიდო მოსახლეობა. უკვე მიმდინარეობს სერიოზული მუშაობა ამ საკითხთან დაკავშირებით და ყველანაირად შევძლებთ ამ პაციენტების მართვას“, - განაცხადა ენდელძაემ.

24 სექტემბერი 2020, 11:17

თავდაცვა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი უნგრელ კოლეგას უმასპინძლებს

24-25 სექტემბერს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უნგრეთის თავდაცვის მინისტრი ესტუმრება. ტიბორ ბენკოს ქართველი კოლეგა, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უმასპინძლებს. ეს იქნება უნგრეთის თავდაცვის მინისტრის პირველი ვიზიტი საქართველოში. თავდაცვის სამინისტროში დახვედრის ოფიციალური ცერემონიალის შემდეგ, საქართველოსა და უნგრეთის თავდაცვის უწყებების წარმომადგენლები გაფართოებულ შეხვედრას გამართავენ. ორმხრივ შეხვედრაზე მხარეები საქართველოსა და უნგრეთს შორის თავდაცვის სფეროში მიმდინარე და მომავალი თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ.

24 სექტემბერი 2020, 11:13

რეგიონი

პარლამენტის თავმჯდომარემ და ,,ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატმა ოზურგეთში ფერმერებთან შეხვედრა გამართეს

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი და “ქართული ოცნების“ ოზურგეთის, ლანჩხუთის და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვასილ ჩიგოგიძე ადგილობრივ ფერმერებს შეხვდნენ. საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის დარგში განხორციელებულ პროექტებზე, დარგის განვითარების ხელშეწყობაზე და პრიორიტეტებზე ისაუბრეს.

კორონავირუსი საქართველო

24 სექტემბერი 2020, 11:10

COVID19

კორონავირუსის 259 ახალი შემთხვევიდან 164 აჭარაში, 34 კი თბილისში დაფიქსირდა

„გამოვლინდა 259 ახალი შემთხვევა, რომელიც რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება: კვლავ ლიდერობს აჭარა, სადაც დღეს არის 164 შემთხვევა, თბილისში - 34, იმერეთში - 22, აქედან 15 ქუთაისში, სამი წყალტუბოში, თერჯოლაში - ერთი, საჩხერეში - ერთი, ბაღდათში - ორი. სამეგრელო-ზემო სვანეთში - 15, გორში - ერთი, მარნეულში - ერთი, მცხეთაში - ერთი, საზღვარგარეთიდან იმპორტირებული - ხუთი“, - განაცხადა ენდელაძემ.

გიორგი გახარია

24 სექტემბერი 2020, 11:06

COVID19

გიორგი გახარია: ადაპტაციის ეტაპზე, ჩვენ სწრაფად უნდა გამოვავლინოთ, ეფექტიანად ვუმკურნალოთ და ასევე სწრაფად დავაბრუნოთ ჩვენი გამოჯანმრთელებული მოქალაქეები ნორმალურ ცხოვრებაში

დღეს, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ რისკების მართვის, ადაპტაციის ეტაპზე, ეს მოიცავს სწრაფი გამოვლენის და გავრცელების შენელების ეტაპს, კლინიკურ მართვას და ადამიანის სწრაფ დაბრუნებას ნორმალურ ცხოვრებაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მან ასევე ყურადღება გაამახვილა მეორე ეტაპზე და აღნიშნა, რომ მეორე ეტაპი იყო ადაპტაცია და მთავრობას, სწორედ ამ ადაპტაციისთვის სჭირდებოდა დრო.

24 სექტემბერი 2020, 11:05

COVID19

აჭარაში კორონავირუსის 164 შემთხვევა გამოვლინდა

გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში აღებული 4000-მდე PCR ტესტიდან, 164 ინფიცირების შემთხვევა დადასტურდა. ამ დროისთვის, სტაციონარში მკურნალობს - 497 პაციენტი, მათ შორის 47 არასრულწლოვანი და 14 ორსული, კოვიდ კარანტინში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება - 694 პაციენტი, 9 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო საკარანტინო სივრციდან ბინაზე 38 პაციენტი გაეწერა.

24 სექტემბერი 2020, 10:55

COVID19

გერმანიაში კორონავირუსის 2,143 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში გერმანიაში ახალი კორონავირუსის დიაგნოზი კიდევ 2,143 ადამიანს დაუდგინეს, 19 ინფიცირებული კი ვირუსს ემსხვერპლა. სულ ქვეყანაში კოვიდინფიცირების 278,070 შემთხვევა გამოვლინდა, 9,428 ადამიანი კი გარდაიცვალა.

გიორგი გახარია

24 სექტემბერი 2020, 10:50

COVID19

გიორგი გახარია: პირველ ეტაპზე, როდესაც ვირუსის შესახებ მსოფლიოში ცოდნა იყო მინიმალური, ჩვენი ამოცანა იყო ვირუსის დროში სწრაფი გავრცელების მაქსიმალურად შეკავება და ჩვენ ეს ეფექტურად განვახორციელეთ

მობილობის ზრდის შედეგია ის, რაც დღეს ხდება, განსაკუთრებით აჭარაში, თუმცა ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს იყო აბსოლუტურად პროგნოზირებადი და ჩვენ ამისთვის ვემზადებოდით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

24 სექტემბერი 2020, 10:49

საზოგადოება

,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის ჩამოფრენის დარბაზში აუქციონის გამოცხადებისთვის ემზადება

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი სამგზავრო ტერმინალის სარემონტო სამუშაოების პარალელურად, „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ტერმინალში მგზავრებისთვის სხვადასხვა ტიპის მომსახურებების შეთავაზებისთვის ემზადება. „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, პირველ ეტაპზე აუქციონი ჩამოფრენის დარბაზში არსებულ კვების ობიექტზე გამოცხადდება, სადაც ჩამომფრენი მგზავრების ქცევისა და საჭიროებების გათვალისწინებით შემუშავებული იქნა მარკეტის ტიპის სწრაფი კვების ობიექტის კონცეფცია