imedi /  18 თებერვალი 2020, 16:41 / სანდო წყარო

ევროპის ოლიმპიური კომიტეტი 2025 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩასატარებლად საქართველოს მზადყოფნას დადებითად აფასებს

ოლიმპიადა

„ბაკურიანში შესანიშნავი პირობებია შექმნილი სამთო სათხილამურო, ფრისტაილისა და სნოუბორდის შეჯიბრებების ჩასატარებლად. ზღვის დონიდან მაღალ სიმაღლეზე მდებარეობა თოვლის პირობებისთვის კარგ გარემოს ქმნის მთელი სეზონის მანძილზე. სპორტსმენთა სოფელი და EOC-ის მაღალი რანგის სტუმრების სასტუმრო უკვე მზადყოფნაშია და საუკეთესო ხარისხის მოთხოვნილებებს აკმაყოფილებს“ - ამის შესახებ ნათქვამია ევროპის ოლიმპიური კომიტეტის სპორტის დირექტორის, პიტერ ბრულის ანგარიშში, რომელიც ევროპის ოლიმპიური კომიტეტების (EOC) აღმასკომის წევრებსა და ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის (EYOF) კომისიის წევრებს დაეგზავნათ.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, დოკუმენტს ხელს აწერენ ევროპის ოლიმპიური კომიტეტის გენერალური მდივანი რაფაელე პანიოჩი და EYOF-ის კომისიის თავმჯდომარე ხოსე მანუელ არუჯო.

როგორც ცნობილია, ევროპის ოლიმპიურმა კომიტეტმა საქართველო დაარეგისტრირა, როგორც 2025 წელს ზამთრის სპორტულ სახეობებში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძელი ქვეყანა.

მიმდინარე წლის 5-6 თებერვალს საქართველოში იმყოფებოდნენ ფესტივალის შემფასებელი კომისიის წევრები, რომლებმაც ადგილზე დაათვალიერეს სათხილამურო ტრასები და ბაკურიანის ინფრასტრუქტურას გაეცნენ.

დელეგაციამ, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ კომიტეტის სპორტული დირექტორი პიტერ ბრული, ასევე კომისიის წევრები სტრატოს კარეტოსი და აზერ ალიევი, ოფიციალური შეხვედრები გამართა საქართველოს მთავრობისა და სამინისტროების წარმომადგენლებთან, მათ შორის ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავასთან.

საქართველოში ორდღიანი ვიზიტის შედეგები ანგარიშის სახით კომიტეტის სპორტულმა დირექტორმა, პიტერ ბრულმა მოამზადა, რომელიც EOC-ის აღმასკომის და EYOF -ის კომისიის წევრებს დაეგზავნათ.

„საქართველოს მიერ ზამთრის სპორტში შეტანილი ინვესტიციები უკვე თვალსაჩინოა მიმდინარე წელს ლოზანაში  მსოფლიო ახალგაზრდობის თამაშებზე მოპოვებული მედლებისა და 2020 წ.  ISU-ის ევროპის ფიგურული ციგურაობის ჩემპიონატზე მოპოვებული მედლის სახით. ამასთანავე, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ბაკურიანი შერჩეულია 2023 წლის FIS-ის სნოუბორდისა და ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლად. ყველა სამთავრობო სტრუქტურა სრულ მხარდაჭერას უცხადებს ზამთრის 2025 წლის EYOF -ის პროექტს საქართველოში ზამთრის სპორტის სახეობებისა და ტურიზმის წარმოჩენის მიზნით. ვიზიტის მსვლელობის პერიოდში აქტიურად იყვნენ ჩართულნი საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელები, პრეზიდენტის, ვიცე-პრეზიდენტებისა და გენერალური მდივნის სახით“ - აღნიშნულია ანგარიშში.

პიტერ ბრულის შეფასებით, საქართველოსთვის ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოტივაციას წარმოადგენს ის მემკვიდრეობა, რაც ღონისძიების დასრულების შემდეგ დარჩება ქვეყანაში ზამთრის სახეობების განვითარების თვალსაზრისით.

ამ კუთხით, მის ანგარიშში აღნიშნულია ის პროექტები, რომლებიც, საქართველოს მთავრობის ძალისხმევით, ფესტივალის მაღალ დონეზე ჩატარებისთვის ხორციელდება. მათ შორის დასახელებულია ბაკურიანში არსებული ძველი ტრასის სრული რეკონსტრუქცია, რომელიც უდიდესი სატრამპლინო ხტომების ცენტრს წარმოადგენდა და მეტად პოპულარულია საქართველოში. პროექტი მომზადებულია FIS-თან თანამშრომლობით და მისი ბიუჯეტი დამტკიცებულია.

პიტერ ბრული ასევე აღნიშნავს ბიათლონის ცენტრის პროექტს ბაკურიანში, რომლის აუცილებელი დაგეგმარება უკვე მომზადებული და დამტკიცებულია, ასევე ყინულის არენა ფიგურული ციგურაობისთვის.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ ყინულის არენა გაკეთდება თბილისშიც (ყინულის ჰოკეისთვის). „ამასთანავე, 2020/2021 წლებისთვის  აშენდება  ახალი გზატკეცილები, რომლებიც ბორჯომსა და ბაკურიანს დააკავშირებენ თბილისისა და ქუთაისის აეროპორტებთან. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოში დიდი პოტენციალი არსებობს 2025 წელს შესანიშნავი ფესტივალის ჩასატარებლად“ - აღნიშნავს თავის ანგარიშში  EOC-ის სპორტის დირექტორი და 2025 წლის ეაოფ-ის შემფასებელი კომისიის წევრი პიტერ ბრული.

საქართველოს მთავრობამ, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წარდგინებით, გადაწყვიტა, უმასპინძლოს „ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს“ ზამთრის სპორტულ სახეობებში, რომელიც 2025 წელს ბაკურიანში იგეგმება.

ევროპის ოლიმპიურ კომიტეტში განაცხადი გასულ წელს გაიგზავნა, შედეგად ოლიმპიურმა კომიტეტმა საქართველო კანდიდატ ქვეყნად დაარეგისტრირა.

ყველა სიახლე

ემანუელ მაკრონი

14 მაისი 2021, 02:42

მსოფლიო

ემანუელ მაკრონი აზერბაიჯანს მოუწოდებს, სომხეთის ტერიტორიიდან შეიარაღებული ძალები დაუყოვნებლივ გაიყვანოს

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი აზერბაიჯანს მოუწოდებს, სომხეთის ტერიტორიიდან შეიარაღებული ძალები დაუყოვნებლივ გაიყვანოს.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

14 მაისი 2021, 02:30

მსოფლიო

ისრაელის პრემიერი: ღაზის სექტორში ოპერაცია მანამ გაგრძელდება, სანამ ისრაელში მშვიდობა და უსაფრთხოება არ აღდგება

ღაზის სექტორში ოპერაცია მანამ გაგრძელდება, სანამ ისრაელში მშვიდობა და უსაფრთხოება არ აღდგება, - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

14 მაისი 2021, 02:15

საზოგადოება

საქართველოს საელჩო ისრაელში: ღაზის სექტორის მიმდებარედ 4 კილომეტრის მანძილზე მცხოვრები მოსახლეობა მთელი ღამის განმავლობაში სავალდებულოდ უნდა დარჩეს თავშესაფრებში

ისრაელში საქართველოს საელჩო საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

14 მაისი 2021, 02:10

მსოფლიო

ისრაელის არმიის საჰაერო და სახმელეთო ძალებმა ღაზის სექტორის მიმართულებით მასიური შეტევა დაიწყეს

ისრაელის არმიის საჰაერო და სახმელეთო ძალებმა ღაზის სექტორის მიმართულებით მასიური შეტევა დაიწყეს. ინფორმაციას ამის შსახებ ისრაელის თავდაცვითი ძალების პრესსამსახური ავრცელებს.

მიხეილ სააკაშვილი

14 მაისი 2021, 01:56

პოლიტიკა

უკრაინელი ჟურნალისტები: უკრაინელი ხალხი მიხეილ სააკაშვილის კერძო ინტერესების მძევალი გახდა

მიხეილ სააკაშვილის უკრაინის რეფორმების ტახტზე აყვანამ ჩვენს ქვეყანას სასარგებლო ცვლილებების ბოლო იმედი წაართვა, - აცხადებს Obozrevatel TV-ს გამომძიებელი ჟურნალისტი, ვალერი ტოვმაჩი გადაცემაში „სააკაშვილი - უკრაინაში რეფორმების მთავარი უბედურება“.

შალვა ნათელაშვილი

14 მაისი 2021, 00:23

პოლიტიკა

შალვა ნათელაშვილი: ქართველი ხალხის ნებას უნდა ასრულებდეს ქართველი პოლიტიკოსი და არა შარლ მიშელი, დიკაპრიო, ანგელა მერკელი და კელი დეგნანი

„ისინი მეგობრები და სტრატეგიული მოკავშირეები არიან, მაგრამ თავის სამსახურებრივი მოვალეობა და გეოპოლიტიკური ინტერესები აქვთ. ჩვენ, ქართველმა პოლიტიკოსებმა უნდა შევასრულოთ ქართველი ხალხის ნება. უნდა ქართველ ხალხს, რომ არ შევიდეთ პარლამენტში, არ უნდა შევიდეთ, მტკვარში უნდათ რომ გადავხტეთ - გადავხტეთ, უნდათ წავიდეთ პოლიტიკიდან - წავიდეთ“, - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

14 მაისი 2021, 00:07

კულტურა

„მეგობრების“ სპეციალური ეპიზოდის გამოსვლის თარიღი ცნობილია

გავრცელებული ცნობით, 6 მთავარი გმირის გარდა, გადაღებებში მომღერლები ჯასტინ ბიბერი, ლეიდი გაგა, ჯგუფი BTS-ი, მსახიობები კიტ ჰარინგტონი, ასევე მოდელი სინდი კროუფორდი და ფეხბურთელი დევიდ ბექჰემიც მონაწილეობნენ.

14 მაისი 2021, 00:06

საზოგადოება

საქართველოს საელჩო ისრაელში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს საელჩო ისრაელში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ მორიგ ინფორმაციას ავრცელებს და კიდევ ერთხელ მოუწოდებს მათ, რომ დაიცვან უსაფრთხოების ზომები. საელჩოს ინფორმაციით, ვრცელდება მუქარა თელ ავივის და შესაბამისად, გარშემო ქალაქების მიმართულებაზე.

13 მაისი 2021, 23:57

ეკონომიკა

საქართველოდან ღვინის ექსპორტი 15%-ით, ხოლო ექსპორტით მიღებული შემოსავალი 7%-ით გაიზარდა

ექსპორტის ზრდა ასევე აღსანიშნავია უკრაინაში, კანადაში, ყაზახეთში, ისრაელში, აზერბაიჯანში, ჩეხეთში, თურქეთში, შვედეთში და სხვა ქვეყნებში. საანგარიშო პერიოდში ქართული ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ექსპორტი 252-მა კომპანიამ განახორციელა.

13 მაისი 2021, 23:53

საზოგადოება

დედაქალაქში გზის მორეცხვის გეგმური სამუშაოები დაიწყო

„თბილსერვის ჯგუფმა“ დედაქალაქში გზის მორეცხვის გეგმური სამუშაოები დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, ოქტომბრის ბოლომდე, სპეციალური ტექნიკის დახმარებით, თბილისის ათივე რაიონში ქუჩები, გამზირები და მოედნები მოირეცხება, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

ამირან გამყრელიძე

13 მაისი 2021, 23:36

COVID19

ამირან გამყრელიძე: პორტალზე 800 ათასამდე შემოსვლის მცდელობა იყო და სისტემამ ამას ვერ გაუძლო

„რამდენიმე საკმაოდ გამოცდილი უწყების IT - სპეციალისტები მუშაობდნენ ჩვენებთან ერთად, რომ ეს ხარვეზი აღმოფხვრილიყო და ასევე, რომ აღარ განმეორდეს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

13 მაისი 2021, 23:33

მსოფლიო

„ჰამასმა“ დავიდ ბენ გურიონის აეროპორტის მიმართულებით სარაკეტო დარტყმა განახორციელა

ტერორისტულმა დაჯგუფება „ჰამასმა“ დავიდ ბენ გურიონის აეროპორტის მიმართულებით სარაკეტო დარტყმა განახორციელა.

13 მაისი 2021, 23:11

საზოგადოება

თბილისის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება შეეზღუდება

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 14 მაისის 22:00 საათიდან 15 მაისის 07:00 საათამდე თბილისის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.

13 მაისი 2021, 23:03

მსოფლიო

ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით სამი რაკეტა გაუშვეს

ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით სამი რაკეტა გაუშვეს. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელის არმიის პრესსამსახური ადასტურებს.

13 მაისი 2021, 22:50

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 160 მილიონს გადააჭარბა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 160 მილიონს გადააჭარბა.

13 მაისი 2021, 22:33

COVID19

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი: სრულად ვაქცინირებულ პირებს შეუძლიათ ცხოვრების ნორმალურ რეჟიმს დაუბრუნდნენ

სრულად ვაქცინირებულ პირებს შეუძლიათ ცხოვრების ნორმალურ რეჟიმს დაუბრუნდნენ. ამის შესახებ აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ახალ გაიდლაინშია ნათქვამი.

13 მაისი 2021, 22:14

საზოგადოება

კახა კალაძე: ბოლო ერთი წლის განმავლობაში დედაქალაქის მასშტაბით სხვადასხვა სახეობის 51 871 მწვანე ნარგავი დაირგო

ბოლო ერთი წლის განმავლობაში, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად, დედაქალაქის მასშტაბით, სხვადასხვა სახეობის, 51 871 მწვანე ნარგავი დაირგო, - ამის შესახებ თბილისის მერი, კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, დაითესა ბალახი 157 710 კვადრატულ მეტრ ფართობზე. ნიადაგის მულჩირების სამუშაოები ჩატარდა 11 176 კვადრატულ მეტრ ფართობზე.

13 მაისი 2021, 22:06

COVID19

ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსის 745 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 745 256 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 13 262 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

13 მაისი 2021, 21:50

საზოგადოება

ესპანური მხარე საქართველოში, პენიტენციურ სისტემაში გატარებულ რეფორმებს გაეცნო

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი, ნიკა ცხვარაშვილი და მისი მოადგილე, გიორგი გიორგაძე ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს დობლას ხიმენსსა და ესპანეთის პოლიციის ატაშეს საქართველოში ალკოლეა რუისს შეხვდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

ბორის ჯონსონი

13 მაისი 2021, 21:47

COVID19

ბორის ჯონსონი: მთავრობა შეშფოთებულია იმით, თუ როგორ ვრცელდება დიდ ბრიტანეთში ინდური შტამი

დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ მთავრობა შეშფოთებულია იმით, თუ როგორ ვრცელდება დიდ ბრიტანეთში ინდოეთში გამოვლენილი შტამი.