imedi /  03 მარტი 2020, 21:48 / სანდო წყარო

2020/21 წლების ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების მეტოქეების ვინაობა ცნობილია

2020/21 წლების ერთა ლიგაზე საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები სომხეთის, ჩრდილოეთ მაკედონიისა და ესტონეთის ნაკრებებს შეხვდება. ინფორმაცია ამის შესახებ უეფას ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

კენჭისყრა ნიდერლანდების დედაქალაქ ამსტერდამში გაიმართა. საქართველო C ლიგაში იასპარეზებს, ჯგუფური ეტაპის მატჩები 2020 წლის სექტემბერში, ოქტომბერში და ნოემბერში, ფინალური ეტაპი კი 2021 წლის ივნისში გაიმართება.

ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლის შემთხვევაში საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის მომდევნო გათამაშებაში B ლიგაში იასპარეზებს.

ყველა სიახლე

01 აპრილი 2020, 14:22

ვიდეო

როგორ ჩაიარა კომენდანტის საათის პირველმა ღამემ საქართველოს მასშტაბით

პაატა იმნაძე

01 აპრილი 2020, 14:21

COVID19

პაატა იმნაძე: ნოემბერში იყო კორონავირუსები, ოღონდ ჩვეულებრივი, ადამიანის კორონავირუსები და არა ახალი კორონავირუსი

„თუ შეიძლება ნუ დაგვავიწყდება, რომ ნოემბერში დაიწყო საქართველოში გრიპისა და გრიპისმაგვარი დაავადებების სეზონი. დაინტერესებულ პირებს ვთხოვ, იხილონ ჩვენი ვებგვერდი, სადაც ყოველკვირეულად წერია, რომელი ვირუსები ცირკულირებდა საქართველოში. იქ იყო როგორც ბე ტიპის გრიპის ვირუსები, მერე H3 ტიპის ვირუსები გამოჩნდა, იქ იყო კორონავირუსები, ოღონდ ჩვეულებრივი ადამიანის კორონავირუსები და არა ახალი კორონავირუსი. იქ იყო რესპირატორულ-სენსიტიური ვირუსი, რომელიც დღესაც გრძელდება. რესპირატორულსენსიტიური ვირუსი არის დღეს რესპირატორული დაავადებების ძირითადი გამომწვევი. გასაგებია, ვიღაცას შეიძლება, შარშან ზაფხულშიც ჰქონდა გადატანილი და ასე მოეჩვენოს, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს რეალობასთან ახლოს არ არის“, - განაცხადა იმნაძემ.

01 აპრილი 2020, 14:20

ვიდეო

კახეთში არსებულ ვითარებაზე - იცავენ თუ არა მოქალაქეები დაწესებულ შეზღუდვებს

01 აპრილი 2020, 14:18

COVID19

ესპანეთში გასულ 24 საათში კორონავირუსით რეკორდულად ბევრი ადამიანი გარდაიცვალა

ესპანეთში გასულ 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების რეკორდული მაჩვენებელი - 864 დაფიქსირდა, - ამის შესახებ ესპანეთის ჯანმრთელობის სამინისტრომ განაცხადა. ჯამში ესპანეთში 9 000-ზე მეტი ადამიანია დაღუპული და კორონავირუსით ინფიცირებულია 102,136 ადამიანი, - ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

მაია ცქიტიშვილი

01 აპრილი 2020, 14:08

COVID19

მაია ცქიტიშვილი: საპენსიო შენატანების შეჩერება ამ ეტაპზე არ იგეგმება

„იმედი გვაქვს, რომ ბიზნესი შეძლებს და გამონახავს საკუთარ რესურსსაც იმისთვის, რომ არ გაუშვას სამსახურიდან თავისი კვალიფიცირებული პერსონალი. აქედან გამომდინარე, ჩვენ ჯერ ვერ ვხედავთ იმ ადამიანების რაოდენობას და არ შეგვიძლია შევაფასოთ, თუ რამდენმა ადამიანმა დაკარგა სამსახური და, შესაბამისად, ჩვენ ჯერ დანამდვილებით ვერ ვიტყვით თუ რა ზომების მიღება ან რა ოდენობის თანხა იქნება საჭირო იმისთვის, რომ ჩვენ დავაკმაყოფილოთ ამ ადამიანების საბაზისო მინიმალური საჭიროებები“, - განმარტა ცქიტიშვილმა.

მობილური

01 აპრილი 2020, 14:07

COVID19

ქართული მხარე მობილური ტელეფონებისთვის იმ აპლიკაციის დანერგვაზე მუშაობას, რომელიც მოქალაქეებს ინფიცირებულთან სიახლოვეზე გააფრთხილებს

"ჩვენთანაც იგეგმება ამ მოდელის დანერგვა. ჩვენ გვაქვს ავსტრიულ მხარესთან კოორდინაცია, ამ მიმართულებით. მათ გაგვიზიარეს თავიანთი მოდელი, ახლა მიმდინარეობს მუშაობა როგორ მოხდეს ამ მოდელის ადაპტირება, ტექნიკური უზურნველყოფა, რათა დაინერგოს ეს მოდელი ჩვენთანაც," - განაცხადა გაბუნიამ.

01 აპრილი 2020, 14:05

COVID19

თამარ გაბუნია: კორონავირუსის სიმპტომების არქონის შემთხვევაში, ყველა ადამიანს ტესტირება ვერ ჩაუტარდება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განმარტა ახალი ალგორითმი, რომლითაც განსაზღვრულია, თუ ვის ჩაუტარდება სწრაფი ტესტი. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, მომდევნო კვირების განმავლობაში ეტაპობრივად გაიზრდება იმ კლინიკების რაოდენობა, ვინც ადგილზე შეძლებს სწრაფი ტესტებით ცხელებით შემოსული პაციენტების გამოკვლევას. თამარ გაბუნიას განმარტებით, ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების არქონის შემთხვევაში, ყველა ადამინს ტესტირება ვერ ჩაუტარდება.

თამარ გაბუნია

01 აპრილი 2020, 13:58

COVID19

თამარ გაბუნია: იგეგმება დამატებით 2 000 ანტიგენის შემოტანა, რომლის გაკეთებაც ანალიზატორის გარეშეა შესაძლებელი

უახლოეს მომავალში იგეგმება დამატებით 2 000 ანტიგენის შემოტანა, რომლის გაკეთებაც ანალიზატორის გარეშე არის შესაძლებელი – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მაია ცქიტიშვილი

01 აპრილი 2020, 13:57

COVID19

მთავრობის მიერ ელექტროენერგიის გადასახადზე დაწესებული შეღავათი მილიონ 200 ათას ოჯახს შეეხება

„გარდა იმ ზომებისა, რომლებიც ჩვენ მივიღეთ, ამ ეტაპზე იქნა შემოთავაზებული იმ ოჯახებისთვის, რომელთა ელექტროენერგიის მოხმარება არ აღემატება 200 კილოვატს თვეში, და ასეთი ოჯახი საქართველოში არის 1 200 000, მათ სახელმწიფო მარტის, აპრილის და მაისის დარიცხულ გადასახადს აუნაზღაურებს როგორც ელექტროენერგიის ნაწილში, ასევე დასუფთავების და წყლის გადასახდის ნაწილში“, - აღნიშნა მინისტრმა.

პაატა იმნაძე

01 აპრილი 2020, 13:49

COVID19

პაატა იმნაძე: გამოჯანმრთელებული ადამიანის სისხლის პლაზმით მკურნალობის მეთოდი საქართველოშიც გამოგვიყენებია

გამოჯანმრთელებული ადამიანის სისხლით ან პლაზმით მკურნალობა ეს არის საკმაოდ მიღებული მეთოდი, საქართველოში ეს მეთოდი ჩვენ გამოყენებული გვაქვს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა. „ამ მეთოდის გამოყენება საქართველოში ბოლოს, მძიმე დაავადებების დროს მოხდა, როდესაც პირველი შემთხვევა იყო ყირიმ-კონგოს ცხელების. ინფექციურმა საავადმყოფომ გამოიყენა ეს მეთოდი, მაშინ ჩვენი ყაზახი კოლეგებისგან მივიღეთ, რადგან ჩვენთან ასეთი ავადმყოფი ჯერ არ იყო. ძალიან ბევრი გამოჯანმრთელებული ადამიანის სისხლი უნდა გვქონდეს იმისათვის, რომ შემდეგ ეს გამოიყენო ახალ მძიმე პაციენტებზე. ეს მეთოდი ცნობილია და ჩვენი კოლეგები, ინფექციონისტები ამაზე ფიქრობენ“, - აღნიშნა იმნაძემ.

პაატა იმნაძე

01 აპრილი 2020, 13:45

COVID19

პაატა იმნაძემ ეპიდემიის დროს სამედიცინო დაწესებულებების მუშაობის სასურველ პრინციპზე ისაუბრა

„ჩვენი რჩევა იყო ჯერ კიდევ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე, რომ იქ, სადაც შესაძლებელია პერსონალი უნდა გაიყოს ორად, რომელიც იმორიგევებს 2-კვირიანი ინტერვალებით. ეს იმის საშუალებას მოგვცემს ნებისმიერ დაწესებულებაში, რომელიც უწყვეტი ციკლით უნდა მუშაობდეს, ეს ეხება საავადმყოფოებს მათ შორის. ჩვენთან ლაბორატორიაში ეპიდსამსახურში ეს შეუძლებელია, იმიტომ რომ ძალიან გადატვირთულია სამუშაოთი, მაგრამ ლუგარის ლაბორატორიაში ამის შესაძლებლობა არის. იქ 2 კვირა მუშაობს ერთი ბრიგადა, ისინი სახლიდან მუშაობენ ამ პერიოდში. შემდეგ ეს ბრიგადა იცვლება. რა ტქმა უნდა ყოველთვის იყვნენ სამსახურში“, - განმარტა იმნაძემ.

01 აპრილი 2020, 13:45

COVID19

პაატა იმნაძე: ინფიცირებული ექთანი ემსახურებოდა ფსიქიკურად დაავადებულ ადამიანს, რომელთანაც ფიზიკურად კონტაქტი იყო გაძნელებული

ეს არის ის შემთხვევა, როცა პაციენტის პერსონალური ინფორმაცია კონფიდენციალურია, მაგრამ არ შემიძლია, არ აღვნიშნო, ეს ჩემი კოლეგა არის გმირი, - ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

01 აპრილი 2020, 13:43

საზოგადოება

ისნის გამგეობა 7 სახლის გამაგრების სამუშაოებს ახორციელებს

ისნის გამგეობა 7 სახლის გამაგრების სამუშაოებს ახორციელებს. ისნის რაიონის გამგეობა, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, პროექტების განხორციელებას აქტიურად განაგრძობს. ამჯერად, ავარიული სახლების გამაგრება ავლაბარსა და ნავთლუღში შვიდ მისამართზე მიმდინარეობს, მათ შორის არის ურბნისის ქუჩა N7, წერეთლის ქუჩა N12-ში, ერისთავის ქუჩა N15, გურჯაანის ქუჩა N22, გუთნის ქუჩა N14, კოშკოვანის ქუჩა N25 და ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის N167, - ამის შესახებ თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

საჩხერის სამედიცინო ცენტრი

01 აპრილი 2020, 13:37

COVID19

საჩხერის სამედიცინო ცენტრში მოთავსებული კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტი მკურნალობს. ისინი ბოქსირებულ განყოფილებაში იმყოფებიან. საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექტორის, მიხეილ ქამუშაძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე კორონავირუსის დიაგნოზის მქონე ორი პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. სამედიცინო ცენტრში შემოყვანამდე მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმის იყო. ინფიცირებულთა შორისაა თერჯოლის მკვიდრი, ახალგაზრდა კაცი, რომლის პირველწყაროსა და კონტაქტების გამოსავლენად ღრმა კვლევა მიმდინარეობს.

01 აპრილი 2020, 13:36

სპორტი

გიორგი მერებაშვილი პლოცკის “ვისლას” ლეგიონერების ყველა დროის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა

გიორგი მერებაშვილი პლოცკის „ვისლას” ლეგიონერების ყველა დროის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ამ გუნდის შემადგენლობაში 2016 წლიდან ასპარეზობს და 106 შეხვედრაში მის ანგარიშზე 21 გოლია, რითაც „ვისლას” ლეგიონერებს შორის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია, - ინფორმაცია ამის შესახებ გუნდმა საკუთარ facebook გვერდზე გაავრცელა. კორონავირუსის პანდემიის გამო, პოლონეთის ჩემპიონატი შეჩერებულია.

01 აპრილი 2020, 13:34

COVID19

ჯანდაცვის სამინისტროში COVID 19-ის მართვის ასპექტებზე სამი საბჭო მუშაობს

ჯანდაცვის სამინისტროში COVID 19-ის ტექნიკური საკითხების თემაზე კონსულტაციის მიზნებისთვის სამი საბჭო მუშაობს, რომელიც დამტკიცებულია მინისტრის ბრძანებით, - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.

თამარ გაბუნია

01 აპრილი 2020, 13:25

COVID19

მთავრობამ ახლებურად განსაზღვრა იმ პაციენტთა კატეგორია, რომლებსაც კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდებათ

„ალგორითმი განსაზღვრავს როგორც ჯგუფებს ტესტირებისთვის, ასევე განსაზღვრავს იმ მეთოდებს, რა მეთოდით უნდა ჩატარდეს ტესტირება ამა თუ იმ ჯგუფში. რა თქმა უნდა, ოქროს სტანდარტი კვლავაც რჩება PCR მეთოდით ტესტირება, მაგრამ ასევე მკაფიოდ არის განსაზღვრული სწრაფი ტესტების ადგილი. ეს შეეხება როგორც ანტიგენზე დამყარებულ ტესტებს, ასევე ანტისხეულებზე დამყარებულ ტესტებს“, - აღნიშნა გაბუნიამ.

01 აპრილი 2020, 13:23

რეგიონი

მაღალმთიანი დასახლებისთვის კანონით დადგენილი შეღავათებით კიდევ 6 სოფლის მოსახლეობა ისარგებლებს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პირველი აპრილიდან მაღალმთიანი დასახლებისთვის კანონით დადგენილი შეღავათებით კიდევ 6 სოფლის მოსახლეობა ისარგებლებს. კერძოდ, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელი მელაანის, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ახალციხეს, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფლების სპეთისა და ჭალოვანის და ქარელის მუნიციპალიტეტში ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის პირას მდებარე სოფლების დვანისა და კნოლევის 4,500-მდე მოსახლე დღეიდან შეძლებს „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სოციალური და საგადასახადო შეღავათების მიღებას.

კორონავირუსი

01 აპრილი 2020, 13:14

COVID19

საქართველოში კორონავირუსისგან 23 პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსისგან 23 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ეს ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. მთლიანობაში საქართველოში კორონავირუსის 115 შემთხვევაა დადასტურებული. ამ დროისთვის სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 301 ადამიანი იმყოფება, კარანტინში კი - 5783.

თამარ გაბუნია

01 აპრილი 2020, 13:12

COVID19

თამარ გაბუნია: ონლაინ კლინიკა გვაძლევს იმის საშულებას, რომ პაციენტი მაქსიმალურად დავიცვათ არასაჭირო ჰოსპიტალიზაციისგან

„ყველა ონლაინ კლინიკა დაფარავს როგორც ქალაქის მოსახლეობას, ასევე სოფლის მოსახლოებას. ონლაინ კლინიკაში ზარი გადამისამართდება 112-ის მიერ, როდესაც მოქალაქე მაღალი ტემპერატურის, ან საეჭვო სიმპტომების გამო მიმართავს. ზარი გადამისამართდება საოჯახო მედიცინის ცენტრში, სადაც მოქალაქეს გაესაუბრება მაღალკვალიფიციური ოჯახის ექიმი და შედგება სრული სატელეფონო კონსულტაცია, რომელიც ყველა ელემენტს მოიცავს, რაც შეიძლება შედიოდეს პირად კონსულტაციაში, გარდა ფიზიკური გასინჯვის ნაწილისა. ასეთი მოდელი უკვე მესამე წელია წარმატებით მუშაობდა გრიპის ეპიდემიების შემთხვევაში. პირველი მარტიდან ამას დაემატა კორონავირუსის მენეჯმენტი თბილისში და აქ უკვე 4 კლინიკა დღესაც ამ მიმართულებით მუშაობს. მოდელი არის კარგი და გვაძლევს იმის საშულებას, რომ მაქსიმალურად დავიცვათ პაციენტი არასაჭირო ჰოსპიტალიზაციისგან და სამედიცინო ცენტრში არასაჭირო მიმართვისგან“, - აღნიშნა გაბუნიამ.