imedi /  18 მარტი 2020, 10:31 / სანდო წყარო

შეძლებენ თუ არა გულშემატკივრები საქართველო-ბელარუსის გადადებული მატჩის ბილეთების დაბრუნებას

დავით მუჯირი

დავით მუჯირი

ყველა გულშემატკივარს, რომელსაც შეძენილი აქვს საქართველო-ბელარუსის ბილეთი, საშუალება მიეცემა შეინარჩუნონ ბილეთი და დაესწროს შეხვედრას იმ დღეს, როცა ეს თამაში დაინიშნება და ჩვეულებრივად 26 მარტის ბილეთით ისარგებლებენ, - ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „იმედის დილაში“ განაცხადა.

მისივე თქმით, იმ მაყურებლებს კი, ვისაც ბილეთის დაბრუნება სურს, ამის საშუალებაც მიეცემათ. „ადამიანებს, რომლებსაც სურთ ბილეთის დაბრუნება, შეუძლიათ მიმართონ ჩვენს პარტნიორს tkt.ge-ს და მათ აუნაზღაურდებათ ის საფასური, რაც გადახდილი აქვთ ბილეთში“, - განმარტა დავით მუჯირმა.

უეფას რეკომედაციების მიხედვით, ერთა ლიგის პლეიოფის მატჩები, მათ შორის, საქართველო-ბელარუსის თამაში, რომელიც 26 მარტს უნდა გამართულიყო, კორონავირუსის გამო გადაიდო.

საქართველოში კორონავირუსი 34 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან ერთი ინფექციური კლინიკიდან უკვე გაეწერა. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

მართალია თუ არა, რომ კორონავირუსმა უხანის სამეცნიერო ლაბორატორიიდან გაჟონა? ამ ბმულზე ნახეთ.

რა უნდა ვიცოდეთ პანდემიის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

ყველა სიახლე

პოლიცია

02 დეკემბერი 2020, 09:59

სამართალი

პოლიციამ ქუთაისში კომპანია „მისო ინტელექსპრესის“ გაქურდვის ფაქტი გახსნა

„პოლიციამ სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარებული გ.მ.-ს პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ოქროს ნივთებისა და მოპარული ფულის ნაწილი. სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ს.ჯ.-ს პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას კი ნივთმტკიცებად ამოიღეს: 2 შეკვრად დაფასოებული, 3,231 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, ნაქურდალი ფულისა და ოქროს ნივთების ნაწილი, დანაშაულის ჩადენის დროს გამოყენებული სამუშაო იარაღები“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ილონ მასკი

02 დეკემბერი 2020, 09:49

ტექნოლოგიები

ილონ მასკი: მარსზე პირველი ადამიანი უახლოეს 6 წელიწადში დადგამს ფეხს

„დარწმუნებული ვარ, რომ ეს 6 წელიწადში მოხდება, თუმცა თუ გარემოებები შეგვიწყობს ხელს, შესაძლოა პროცესები დაჩქარდეს და მარსზე ადამიანის გაყვანა 4 წელიწადში შევძლოთ“, - აღნიშნა მასკმა.

იუსტიციის სახლი

02 დეკემბერი 2020, 09:31

საზოგადოება

იუსტიციის სახლი: 25-ლარიანი ვაუჩერი, არის ერთ-ერთი კომპონენტი სასაჩუქრე პაკეტთან ერთად და ის არის არა დახმარება, არამედ საჩუქარი

„ამასთან, ბენეფიციარები სხვადასხვა მწარმოებლის პროდუქციის შეძენისას ერთჯერადად 50-პროცენტიანი ფასდაკლების ბარათით სარგებლობას შეძლებენ. სოციალურად დაუცველი ოჯახების გარდა, სასაჩუქრე ნაკრები გადაეცემა ყველა მშობელს, რომლებიც პირველად იღებენ ბავშვის დაბადების დამადასტურებელ მოწმობას. მათ ბავშვთა მოვლისა და კვების პროდუქტების 25-ლარიანი ვაუჩერები გადაეცემათ. გარდა ამისა, ბავშვის საფენების, კვებისა და მოვლის კონკრეტული ბრენდების შეძენას 10-20-40%-იანი ფასდაკლებით შეძლებენ. პროექტის ბენეფიციარები ვაუჩერების გამოყენებას სს „გეფას“ სააფთიაქო ქსელებში - „ფარმადეპოსა“ და „ჯპს-ის“ ფილიალებში შეძლებენ, რომლებიც საქართველოს ყველა რეგიონში ფუნქციონირებს“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ლატვია კარანტინი

02 დეკემბერი 2020, 09:16

COVID19

ლატვიაში საგანგებო მდგომარეობა 11 იანვრამდე გაახანგრძლივეს

ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა კრიშიანის კარინშმა განაცხადა. მისივე თქმით, მოქალაქეებს ორმეტრიანი სოციალური დისტანციის დაცვა ევალებათ, პირბადეების ტარება კი დახურულ სივრცეებში სავალდებულო ხდება.

მონობა ანტონიუ გუტურეში

02 დეკემბერი 2020, 09:00

მსოფლიო

გაერო: მსოფლიოში 40 მილიონზე მეტი ადამიანი მონობაში ცხოვრობს

„ღარიბი და მარგინალიზებული ჯგუფები, ძირითადად რასობრივი და ეთნიკური უმცირესობები და მიგრანტები დისპროპორციულად არიან ჩართულნი მონობის თანამედროვე ფორმებში. მოვუწოდებ წევრ სახელმწიფოებს, სამოქალაქო საზოგადოებას და კერძო სექტორს გააძლიერონ კოლექტიური ძალისხმევა ამ საზიზღარი პრაქტიკის დასასრულებლად. ასევე მოგიწოდებთ მხარი დაუჭიროთ მსხვერპლთა და გადარჩენილების იდენტიფიცირებას და მათ დაცვას.“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ჯანეტ იელენი

02 დეკემბერი 2020, 08:48

მსოფლიო

ჯო ბაიდენმა ფინანსთა მინისტრის პოსტზე ჯანეტ იელენის კანდიდატურა წარადგინა

„მიხარია, რომ მეძლევა საშუალება ფინანსთა მინისტრის პოსტზე ჯანეტ იელენი წარვადგინო. მასზე კარგად კრიზისთან ბრძოლისთვის არავინაა მომზადებული“, - ნათქვამია ბაიდენის განცხადებაში.

ბენ ჰოჯესი

02 დეკემბერი 2020, 08:37

პოლიტიკა

გენერალი ბენ ჰოჯესი: საქართველო ნატო-ში ახლავე უნდა მივიწვიოთ

„პირველი - ახლავე მივიწვიოთ საქართველო ნატო-ში. ჩვენ გვაქვს პრეცედენტი, დასავლეთ გერმანია ნატო-ს წევრი გახდა, როდესაც აღმოსავლეთ გერმანიაში საბჭოთა ჯარი იდგა. ასე რომ, არსებობს სახელმწიფოს ნატო-ში მიწვევის პრეცედენტი იმ შემთხვევაშიც კი, თუ მისი ნაწილი ოკუპირებულია რუსეთის მიერ“, - განაცხადა ჰოჯესმა.

ელენ ელიოტ პეიჯი

02 დეკემბერი 2020, 08:27

კულტურა

მსახიობმა ელენ პეიჯმა თავი ტრანსგენდერად გამოაცხადა

„მინდა გაცნობოთ, რომ ტრანსი ვარ და ჩემი სახელი ელიოტია. ბედნიერი ვარ, მაგრამ მეშინია ე.წ. „ხუმრობების,“ სიძულვილისა და ძალადობის, რომელიც დღეიდან ჩემს წინააღმდეგ იქნება მომართული“.-წერს 33 წლის მსახიობი Twitter-ზე.

დავით ზალკალიანი

02 დეკემბერი 2020, 08:16

პოლიტიკა

დავით ზალკალიანს დღეს ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე მოუსმენენ

მინისტერიალის ფარგლებში განიხილავენ საქართველოს ნატოში გაწევრიანების ხელშეწყობისკენ მიმართულ სამომავლო გეგმებს, მათ შორის საქართველოს ალიანსში გაერთიანებისთვის არსებული ინსტრუმენტების, იმავე „არსებით ღონისძიებათა პაკეტის“ განახლების პროცესს, რომელზეც ბოლო პერიოდში აქტიურად მუშაობდნენ.

კორონავირუსი

02 დეკემბერი 2020, 08:08

საზოგადოება

საქართველოში დღეს უნალექო ამინდია მოსალოდნელი

უნალექო დღეა ნავარაუდევი რუსთავშიც, ჰაერის ტემპერატურა +11 იქნება დღის განმავლობაში, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. ოდნავ მოიღრუბლება თბილისშიც. ჰაერის ტემპერატურა +11 გრადუსი იქნება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.

რუდი ჯულიანი და ჯენა ელისი

02 დეკემბერი 2020, 01:18

მსოფლიო

ტრამპის ადვოკატები: იუსტიციის დეპარტამენტს არჩევნებში დარღვევებთან დაკავშირებით გამოძიების მსგავსი არაფერი ჩაუტარებია

დონალდ ტრამპის ადვოკატი, რუდი ჯულიანი და დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის უფროსი იურიდიული მრჩეველი, ჯენა ელისი აშშ-ის გენერალური პროკურორის განცხადებას ეხმაურებიან, რომელშიც უილიამ ბარმა აღნიშნა, რომ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა საპრეზიდენტო არჩევნებში მასშტაბური ფალსიფიცირება ვერ გამოავლინა.

ბექა ლილუაშვილი

02 დეკემბერი 2020, 01:10

ეკონომიკა

ბექა ლილუაშვილი: პროგნოზების მიხედვით, 2021-2025 წლებში ჩვენთან საშუალოდ იქნება უფრო მაღალი ზრდა, ვიდრე რეგიონსა და ევროპის ქვეყნებში

საერთაშორისო ორგანიზაციები სრულად გამოხატავენ ნდობას სტრუქტურული ცვლილებების და რეფორმების მიმართულებებით, მათ შორის იქნება ეს ენერგეტიკული ბაზარი, ტურიზმის მიმართულება, თუ სხვა. ისინი, სწორედ, ამ პოსტკრიზისული ღონისძიებების შეფასების შედეგად უწერენ საქართველოს იმ ეკონომიკური განვითარების და ზრდის პროგნოზებს, რომელთა მიხედვითაც საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2021-2025 წლებში საშუალოდ რომ ავიღოთ იქნება უფრო მაღალი, ვიდრე ეს არის ფართოდ რეგიონში და ევროპის ქვეყნებში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პარტიული სიის წევრმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

The Weeknd

02 დეკემბერი 2020, 00:51

კულტურა

Spotify-მ წლის ყველაზე პოპულარული სიმღერები დაასახელა

ყველაზე ხშირად წელს მელომანები პლატფორმაზე The Weeknd-ის კომპოზიციას Blinding Lights უსმენდნენ. მეორე ადგილზე Tones and I-ს ჰიტი Dance Monkey აღმოჩნდა, მესამეზე კი Roddy Ricch-ის სიმღერა The Box.

რუმინეთი ობელისკი

02 დეკემბერი 2020, 00:45

ტაბლოიდი

კიდევ ერთი იდუმალი ობელისკი ამჯერად რუმინეთში აღმოაჩინეს

უცნობია ვის ეკუთვნის მონოლითი. ის ქვეყნის ჩრდილოეთით, კერძო საკუთრებაში მყოფ მიწაზე, არქეოლოგიური გათხრების ადგილას დგას. რუმინეთის მთავრობაში არ იციან, ვინ არის ობელისკის დამონტაჟებაზე პასუხისმგებელი. საჯარო მოხელეებმა საკითხის შესწავლა დაიწყეს.

02 დეკემბერი 2020, 00:42

ტაბლოიდი

ინდოეთში ქვეწარმავლებს ხიდი აუშენეს

ინდოეთში, უტარაკჰანდის შტატში, ქვეწარმავლებსა და მცირე ზომის ცხოველებისთვის, ტყეში გამავალ მაგისტრალზე ხიდი ააგეს. 27 მეტრიანი ხიდი, რომელიც ბამბუკისგან და სხვა მცენარეებისგან დაამზადეს, პირველი ხიდია, რომელიც ქვეწარმავლებისთვის ააგეს.

02 დეკემბერი 2020, 00:41

COVID19

ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 8 083 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 8 083 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 365 ადამიანი კი ვირუსს ემსხვერპლა.

ბექა ლილუაშვილი

02 დეკემბერი 2020, 00:38

ეკონომიკა

ბექა ლილუაშვილი: როგორც მოქალაქეების, ასევე ბიზნესის მხარდაჭერის კონცეპტუალური ნაწილი, საბოლოო ჯამში, ითარგმნება, როგორც ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერა

ღონისძიებები, რომელიც ასახული იყო ანტიკრიზისული გეგმის 3-ვე და ახლა უკვე მე-4 ფაზაში, რა თქმა უნდა, ითვალისწინებს სოციალურ მხარდაჭერას ჩვენი მოქალაქეების და ბიზნესის, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პარტიული სიის წევრმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

ბექა ლილუაშვილი

02 დეკემბერი 2020, 00:36

ეკონომიკა

ბექა ლილუაშვილი: უძრავი ქონების ბაზრის ფასების ცვალებადობამ შეიძლება გამოიწვიოს სისტემური ფინანსური პრობლემები, ამ რისკების დაზღვევას ემსახურებოდა სუბსიდირების პროგრამა

როდესაც ეკონომიკური კრიზისი და მისი თანმდევი ფინანსური კრიზისი, ზოგადად, ქვეყანაშ ჩნდება, ამ შემთხვევაში ყველაზე დიდი რისკია უძრავი ქონების ბაზარი, იმიტომ, რომ უძრავი ქონების ბაზრის ფასების ცვალებადობამ შეიძლება გამოიწვიოს სისტემური ფინანსური პრობლემები, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პარტიული სიის წევრმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

გიორგი ვოლსკი

02 დეკემბერი 2020, 00:31

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი კარტოგრაფებზე: ეს ადამიანები ვერ აიღებდნენ თავის თავზე იმ გადაწყვეტილების მიღებას, რომ მოლაპარაკებები ჩვენთვის წამგები პოზიციიდან ეწარმოებინათ

„ეს ადამიანები ვერ აიღებდენ თავის თავზე იმ გადაწყვეტილების მიღებას, რომ რაღაც რუკა შეენახათ, ამოედოთ სადღაც, გაექროთ და ეწარმოებინათ მოლაპარაკებები ჩვენთვის წამგები პოზიციიდან. მე ამის არ მწამს“,- განაცხადა ვოლსკიმ.

უილიამ ბარი

02 დეკემბერი 2020, 00:27

მსოფლიო

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა საპრეზიდენტო არჩევნებში მასშტაბური ფალსიფიცირება ვერ გამოავლინა

აშშ-ის გენერალური პროკურორის, უილიამ ბარის განცხადებით, იუსტიციის დეპარტამენტმა საპრეზიდენტო არჩევნებში ისეთი მასშტაბის ფალსიფიცირება ვერ გამოავლინა, რაც ჯო ბაიდენის გამარჯვებას ეჭვის ქვეშ დააყენებდა.