Imedi /  19 მარტი 2020, 17:28 / სანდო წყარო

მთელ მსოფლიოში საჩოგბურთო ტურნირები 7 ივნისამდე შეჩერდა

კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით არსებული საფრთხის გამო, მთელ მსოფლიოში საჩოგბურთო ტურნირები 7 ივნისამდე შეჩერდა. ამის შესახებ ერთობლივი განცხადება პროფესიონალ ჩოგბურთელთა და ქალთა ჩოგბურთის ასოციაციამ გაავრცელა.

გაუქმებულია რომში, მადრიდში, რაბათში, მიუნხენში, ეშტორილში, ჟენევასა და ლიონში გასამართი ტურნირები. არ ჩატარდება ჩელენჯერისა და „აიტიეფისშეჯიბრებიც. 2020 წლის რიგით მეორე დიდი მუზარადის ტურნირის „როლან გაროსის“ გამართვა კი მაისის ნაცვლად, სექტემბერში, ან ოქტომბერში იგეგმება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

მართალია თუ არა, რომ კორონავირუსმა უხანის სამეცნიერო ლაბორატორიიდან გაჟონა? ამ ბმულზე ნახეთ.

რა უნდა ვიცოდეთ პანდემიის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

ყველა სიახლე

ქეთევან ციხელაშვილი

09 აპრილი 2020, 18:31

COVID19

ქეთევან ციხელაშვილი: საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე აფხაზეთის რეგიონიდან 80-მდე პირი, მათ შორის 1 ინფიცირებული იმყოფება

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებს, რომლებსაც სჭირდებათ და აქვთ სურვილი, ჰქონდეთ წვდომა კონტროლირებად ტერიტორიაზე, რადგან ჩვენ არა მხოლოდ მხად ვართ, არამედ კონკრეტული ნაბიჯებია გადადგმული, ვეხმარებით მოსახლეობას მათთვის მნიშვნელოვანი ჯანმრთელობის სერვისებით. რუხის კლინიკა ფაქტობრივად მზადყოფნაშია, პირველ ეტაპზე როგორც საკარანტინო სივრცე და რამდენიმე დღეში უკვე როგორც COVID-19-ით ინფიცირებული პაციენტების მართვის ერთ-ერთი მსხვილი ცენტრი რეგიონში“-განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

დავით ზალკალინი

09 აპრილი 2020, 18:29

COVID19

დავით ზალკალიანი: ხვალ განხორციელდება ფრენა ვაშინგტონიდან და ჩვენ ჩვენს მოსწავლეებს დავაბრუნებთ სამშობლოში

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, 10 დღის განმავლობაში, საქართველოს პრემიერ მინისტრთან ერთად, მისი დავალებით, მიმდინარეობდა აქტიური მუშაობა აშშ-დან ქართველი მოსწავლეების სამშობლოში ორგანიზებულ დაბრუნებაზე, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე წერს

ნუკრი ქანთარია

09 აპრილი 2020, 18:25

COVID19

ნუკრი ქანთარია: სად არის ბიძინა? პასუხი მარტივია - საქმეს აკეთებს და ქვეყანას ეხმარება

როგორც ქანთარია წერს, ბიძინა ივანიშვილის ქვეყნის სადარაჯოზე დგას. „ის ამჯერადაც, ამ ძნელბედობის ჟამს, უპრეცენდენტო ქველმოქმედებით შეეწია ჩვენი ქვეყნის საყოველთაო გაჭირვებას. მავანთა კითხვაზე – სად არის ბიძინა? პასუხი მარტივია: საქმეს აკეთებს, საქმეს და შენ და ქვეყანას ეხმარება“, - წერს ქანთარია.

მაია ცქიტიშვილი

09 აპრილი 2020, 18:25

ეკონომიკა

მაია ცქიტიშვილი: დიდხანს მოგვიწევს ამ ვირუსთან ერთად ცხოვრება. ჩვენი კონკურენტული უპირატესობა იქნება, თუ კარგად მოვემზადებით ასეთი გამოწვევისთვის

სავარაუდოდ, ჩვენ გარკვეული პერიოდის განმავლობაში, საკმაოდ დიდხანს მოგვიწევს ამ ვირუსთან ერთად ცხოვრება და ჩვენი კონკურენტული უპირატესობა იქნება ის, თუ კარგად მოვემზადებით ასეთი გამოწვევისთვის, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა „დღის ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა, ვიცე-პრემიერმა საამშენებლო და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებით არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალი მოთხოვნების შესაბამისად 34 კომპანიას ინფრასტრუქტურული საამშენებლო პროეტების განხორციელებისთვის საქმიანობის უფლება მიეცათ.

მაია ცქიტიშვილი

09 აპრილი 2020, 18:15

COVID19

მაია ცქიტიშვილი: ჩვენი პარტნიორების დახმარებით შევძლებთ, ეს გამოწვევა გადავლახოთ

„ჩვენ ვსაუბრობთ რამდენიმე ასეულ მილიონ დოლარზე. თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში დახმარების პაკეტი განსხვავდება როგორც ზომით, ასევე შინაარსით. ჩვენ ვმუშაობთ როგორც ახალი თანხების გამოყოფაზე, ასევე არსებული დახმარების პროგრამების დანიშნულების შეცვლაზე, იმისთვის, რომ არსებულ საჭიროებებს უფრო მოვარგოთ.“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

სალომე ზურაბიშვილი

09 აპრილი 2020, 18:14

საზოგადოება

სალომე ზურაბიშვილი: წელს სხვა ვითარებაა და ვერ მივალ აღდგომის წირვაზე

საქართველოს პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ეკლესიაში მყოფი სასულიერო პირები აღდგომას ჩვენთვის ილოცებენ და ეს იქნება გამარჯვება. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

09 აპრილი 2020, 18:10

COVID19

საუდის არაბეთის სამეფო ოჯახის 150-ზე მეტ წევრს კორონავირუსი აღმოაჩნდა

84 წლის მეფე სალმანი კი საკუთარ სასახლეში თვითიზოლაციაში რჩება. თვითიზოლაციაში იმყოფებიან მემკვიდრე პრინცი მუჰამედ იბნ სალმან ალ საუდი და მთავრობის წევრები. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საუდის არაბეთის ხელისუფლებამ უმკაცრესი ზომები მიიღო.

სალომე ზურაბიშვილი

09 აპრილი 2020, 18:05

COVID19

სალომე ზურაბიშვილი: მე არ მივსულვარ მემორიალთან, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ რამენაირად დაკნინდა 9 აპრილის დღესასწაული და ტრაგიზმი

„ეს არის ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ტრაგიკული და ამავდროულად, უდიდესი გამარჯვების დღე, რომელიც არ შეიძლება, რომ ერთად არ გავიხსენოთ“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომელსაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. „დღეს ვხვდებით და გაგვითენდა 9 აპრილი სულ სხვა ვითარებაში - საგანგებო მდგომარეობის და შინ დარჩენის, კარანტინის. მთელი საზოგადოება ხვდება მას სხვა განწყობით.

ბრაზილია

09 აპრილი 2020, 18:05

COVID19

ბრაზილიის ჯანდაცვის მინისტრი ხელისუფლებას მოუწოდებს, კორონავირუსთან ბრძოლის საკითხებზე ნარკოდილერებს ესაუბროს

ბრაზილიის ჯანდაცვის მინისტრი ხელისუფლებას კორონავირუსთან ბრძოლის საკითხებზე ნარკოდილერებსა და კრიმინალურ ავტორიტეტებთან საუბარს სთხოვს. მისი თქმით, ბრაზილიის ქალაქების უღარიბესი რაიონებში მათ სერიოზული გავლენა აქვთ.

მაია ცქიტიშვილი

09 აპრილი 2020, 17:57

COVID19

მაია ცქიტიშვილი: ფონდი „ქართუ“, ბატონი ბიძინა და მისი ოჯახი წლების განმავლობაში არიან დამზღვევი, გარანტი იმ საჭიროებების დაკმაყოფილებისა, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს

„როგორც ამ ქვეყნის ერთ-ერთმა მოქალაქემ, მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინას, მის ოჯახს, იმიტომ, რომ როდესაც 100 მილიონის შემოწირულობაზე ვსაუბრობთ, ეს არის ოჯახის გადაწყვეტილება ბუნებრივია და ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის ის თანხა, რომელიც ოჯახმა გაიღო იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყნის სხვა მოქალაქეებს დაეხმაროს, ყველა იმ ადამიანს, ვისაც დღეს დახმარება სჭირდება. ფონდი „ქართუ“, ბატონი ბიძინა, მისი ოჯახი წლების განმავლობაში არიან ის დამზღვევი, ის გარანტი ჩვენი საჭიროებების დაკმაყოფილების, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს და იცით, რომ ძალიან ბევრი წლის განმავლობაში 3 მილიარდ დოლარზე მეტი მხარდაჭერის, ანუ საქველმოქმედო საქმიანობა გაწია ამ ოჯახმა და ეს დახმარება ყოველთვის იყო მიმართული იქ, სადაც ყველაზე ძალიან გვიჭირდა, სადაც ყველაზე ძალიან სჭირდებოდა სახელმწიფოს და წლების წინ ეს იყო როგორც ჩვენი პოლიციის, საჯარო მოხელეების, ზოგადად, სახელმწიფოებრიობის აღდგენის და გაძლიერებისაკენ მიმართული დახმარება. გულისხმობდა მათ შორის ძალიან ბევრ პროექტს, მათ შორის სამედიცინო სფეროში, რაც ჩვენ დღეს ძალიან დაგვჭირდა ამ პანდემიასთან გამკლავების ნაწილში“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ლევან გოფოძე

09 აპრილი 2020, 17:57

COVID19

ლევან გოფოძე: აგრესიული ტესტირება ჟურნალისტებსაც ჩაუტარდებათ

„ეს არის მედიცინის სფეროს წარმომადგენლები, ესენი არიან ასევე ჟურნალისტები, რომლებიც ასევე მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან და ხდება გამოყოფა სხვა ჯგუფებისაც. ეს არის მომსახურების სფერო და ა.შ. ეს სრულიად ადეკვატურია, თუ გადავხედავთ მსოფლიოს გამოცდილებას“ - განაცხადა ლევან გოფოძემ.

არჩილ თალაკვაძე

09 აპრილი 2020, 17:57

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის სახელით 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს პარლამენტის სახელით 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. არჩილ თალაკვაძე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან ერთად 9 აპრილის ბაღში, 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალთან იმყოფებოდა. პარლამენტის წევრებმა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

დავით ზალკალიანი

09 აპრილი 2020, 17:55

COVID19

დავით ზალკალიანი: ფინანსური ინსტიტუტების მიერ მომზადებული დახმარების პაკეტი კრიზისის დაძლევაში დაგვეხმარება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების ხელმძღვანელებსა და ევროპელ პარტნიორებს მადლობას უხდის საქართველოს მთავრობის სახელზე გამოგზავნილი ღია წერილისთვის, რომლის თანახმადაც საქართველოს ხელისუფლებამ ნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად. „მადლობას გიხდით ქართველი ხალხის მიმართ გამოხატული სოლიდარობისა და ფინანსური დახმარების პაკეტის მომზადებისთვის, რომელმაც კრიზისზე ეფექტიანი რეაგირება უნდა უზრუნველყოს“, - წერს დავით ზალკალიანი.

გიორგი გახარია

09 აპრილი 2020, 17:49

პოლიტიკა

გიორგი გახარიამ საქართველოს მთავრობის სახელით 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საქართველოს მთავრობის სახელით 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. „ჩვენ, ჩვენი გმირების ხსოვნას პატივი უნდა მივაგოთ ყოველთვის. უნდა გვახსოვდეს, რომ ეს მსხვერპლი გაღებული იყო იმისთვის, რომ ჩვენ უნდა შევქმნათ წარმატებული, ეფექტური სახელმწიფო და ეს ბოლო წლები, ამ სახელმწიფოს შექმნის პროცესი უნდა იყოს უფრო ეფექტური და წარმატებული“, - ამის შესახებ გიორგი გახარიამ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.

გურამ კაშია

09 აპრილი 2020, 17:41

სპორტი

გურამ კაშია აშშ-ის საფეხბურთო ლიგის ყველაზე აქტიურ ცენტრალურ მცველად დასახელდა

ამერიკული საფეხბურთო ლიგის (MLS) ოფიციალურმა ვებგვერდმა მიმდინარე წლის შედეგები შეაჯამა და ჩემპიონატის ყველაზე აქტიურ ცენტრალურ მცველად სან ხოსეს ქართველი ლეგიონერი გურამ კაშია დაასახელა. სტატისტიკაში გათვალისწინებულია ცენტრალური მცველების მიერ შეტევების მოგერიება, ჩაჭრა, ბურთის ართმევა და დარყტყმის დაბლოკვა.

09 აპრილი 2020, 17:36

სამართალი

პოლიციამ დააკავა კაცი, რომელმაც ძაღლი მე-12 სართულიდან გადმოაგდო

ცხოველის წამებისა და სასტიკი მოპყრობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ახალგაზრდა მამაკაცი დააკავა. imedinews-ს ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ინფორმაციით, ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დაკავებულს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც 1 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

დავით ზალკალიანი

09 აპრილი 2020, 17:33

COVID19

დავით ზალკალიანი ბიძინა ივანიშვილის მიერ StopCov ფონდში 100 მილიონის გადარიცხვას ფასდაუდებელ საქმიანობად აფასებს

დავით ზალკალიანი ბიძინა ივანიშვილის მიერ StopCov ფონდში 100 მილიონის გადარიცხვას ფასდაუდებელ საქმიანობად აფასებს, - ამის შესახებ მან „მაესტროს“ ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, ეს დახმარება ქვეყნისთვის, სახელმწიფოსთვის, სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია.

დავით ზალკალიანი

09 აპრილი 2020, 17:19

საზოგადოება

დავით ზალკალიანი: ​საქართველოსა და აშშ-ს შორის პარტნიორობა მნიშვნელოვან გამოცდას გადის და კიდევ უფრო განმტკიცდება

საქართველოს საგარეო საქმეთა მკინისტრი დავით ზალკალიანი ტვიტერის გვერდზე აშშ-ში მყოფი ქართველი მოსწავლეების საქართველოში დასაბრუნებლად სპეციალური რეისის დანიშვნის ფაქტს გამოეხმაურა. მისი თქმით, ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობათა ერთობლივი მუშაობისა და მენეჯმენტის შედეგია.

09 აპრილი 2020, 17:17

COVID19

მარნეულის, ბოლნისის, ვანისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტები საქართველოში დამზადებული პირბადეებით მომარაგებულია

საქართველოში დამზადებული პირბადეებით მომარაგებულია მარნეულის, ბოლნისის, ვანისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტები, სადაც განსაკუთრებით რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა. აღნიშნული მუნიციპალიტეტების მცხოვრებლებს შეუძლიათ საქართველოში დამზადებული მრავალჯერადი გამოყენების პირბადის შეძენა, რომლის ერთეულის ფასი 50 თეთრი იქნება, - ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

09 აპრილი 2020, 17:12

COVID19

ვახტანგ გომელაური და გიორგი გახარია საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ-112-ის და მთავრობის ერთიანი ცხელი ხაზის-144-ის ცენტრში იმყოფებოდნენ

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, მთავრობის ხელმძღვენელ გიორგი გახარიასთან ერთად საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ-112-ის და მთავრობის ერთიანი ცხელი ხაზის-144-ის ცენტრში იმყოფებოდა და სამუშაო პროცესს გაეცნო. შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, 112-ის და 144-ის ცენტრები გამართულად მუშაობს და ამ ეტაპზე გადატვირთულობის პრობლემა არ არსებობს. „დატვირთვის ნამდვილად არ გვეშინია, აქ შემთხვევით რაიმე პრობლემა რომ იყოს, სხვადასხვა ლოკაციებიც გვაქვს მოწყობილი. აქ რეკომენდაციები დაცულია, სიცხესაც ზომავენ და დამცავი საშუალებებიც არის. თუმცა მაინც, რომ მოხდეს რაიმე, კერა რომ აღმოჩნდეს, გვაქვს დამატებითი ლოკაცია გამზადებული, სადაც შეგვიძლია ავტომატურად გადავიდეთ და იქიდან განვაგრძოთ მუშაობა, იმის პრობლემა, რომ რაღაც მოხდეს, დავიტვირთოთ და ვერ ავუვიდეთ, არ გვაქვს”, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა.