imedi /  25 აპრილი 2020, 16:06 / სანდო წყარო

ზინედინ ზიდანის შვილი, ლუკა ალჟირის ეროვნულ ნაკრებში ითამაშებს

ლუკა ზიდანი

ლუკა ზიდანი

ზინედინ ზიდანის შვილი, ლუკა ალჟირის ეროვნულ ნაკრებში ითამაშებს. 21 წლის მეკარემ ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებთან საბოლოო შეთანხმებას უკვე მიაღწია და გუნდს მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე დაეხმარება, - ამის შესახებ ინფორმაციას sportsfinding ავრცელებს.

ლეგენდარული ზინედინ ზიდანის მშობლები, საფრანგეთში, სწორედ ალჟირიდან გადასახლდნენ და „სამფეროვნებთან“ ერთად ზიზუმ ჯერ 1998 წლის მუნდიალი, შემდეგ კი 2000 წლის ევროპის ჩემპიონატი მოიგო.

რაც შეეხება ლუკა ზიდანს, მის სატრანსფერო უფლებებს მადრიდის „რეალი“ ფლობს, თუმცა ამ ეტაპზე იჯარით სანტანდერის „რასინგშია“ განათხოვრებული და მიმდინარე სეზონში გამართულ 29 შეხვედრაში 37 ბურთი გაუშვა.

ყველა სიახლე

მაროდიორობა აშშ

03 ივნისი 2020, 00:30

მსოფლიო

მაროდიორობა აშშ-ში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე. ფოტოგალერეა

აშშ-ში, მინესოტას შტატში შავკანიანი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას საპროტესტო აქციები მოჰყვა. 28 მაისს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მინეაპოლისის პოლიციის შენობა დაიკავეს და ცეცხლი წაუკიდეს. 30 მაისს ფლოიდის საქმეზე დაკავებულ ყოფილ პოლიციელს ბრალი წინასწარი განზრახვის გარეშე მკვლელობის მუხლით წაუყენეს. საპროტესტო აქციების გამო 25-ზე მეტ ქალაქში კომენდანტის საათი გამოცხადდა. 2 ივნისს დამოუკიდებელმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ფლოიდის გარდაცვალების მიზეზი ასფიქსია გახდა. საპროტესტო აქციებს თან ახლავს არეულობა, პოლიციასთან შეტაკება და მაროდიორობა.

ნიკოლოზ მეტრეველი

03 ივნისი 2020, 00:29

პოლიტიკა

ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი ოპოზიციისგან წინასაარჩევნოდ ე.წ. ფეიკნიუსების ნიაღვარს ელოდება

დესტრუქციული ოპოზიცია უკვე პრემიერის სავარძელს იყოფს. მე ველოდები მათგან ე.წ. ფეიკნიუსების ფესტივალს და ნიაღვარს. სავარაუდოდ, ნარატივი იქნება ისეთი, რომ ყველა, ვინც ბიძინა ივანიშვილს უჭერს მხარს, მოსყიდულია, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ ანალიტიკოსმა, ნიკოლოზ მეტრეველმა განაცხადა.

ირაკლი ლატარია

03 ივნისი 2020, 00:26

პოლიტიკა

ანალიტიკოსი ირაკლი ლატარია: ოპოზიცია მაქსიმალურად ცდილობს, დაგაბრალოს ის, რასაც თვითონ მუდმივად სჩადიოდა

ოპოზიცია იყენებს ფაშისტურ იდეოლოგიას - მაქსიმალურად ცდილობენ დაგაბრალონ ის, რასაც თვითონ მუდმივად სჩადიოდნენ. ამით ისინი ცდილობენ შეფუთონ თავიანთი ქმედებები, რომ შენ ვერ გაბედო მათზე ზედმეტის თქმა, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ ანალიტიკოსმა, ირაკლი ლატარიამ განაცხადა.

ზაალ ანჯაფარიძე

03 ივნისი 2020, 00:23

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: „ლეიბორისტების“ ოფისში შეყუჟული ოპოზიციის ბანაკის შემყურეს „აურზაური სალხინეთში“ მახსენდება

რომ ვუყურებ იმ პროცესებს, რაც ვითარდება „ლეიბორისტების“ ოფისში შეყუჟული ოპოზიციის ბანაკში, მახსენდება ცნობილი მიუზიკლი „აურზაური სალხინეთში“, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა ზაალ ანჯაფარიძემ გადაცემაში „არენა“ განაცხადა.

ლადო ბოჟაძე

03 ივნისი 2020, 00:16

პოლიტიკა

ლადო ბოჟაძე: ოპოზიცია 2020 წლის არჩევნბზე ყოველთვის არა 31 ოქტომბრისთვის, არამედ 1-ლი ნოემბრისთვის ემზადებოდა

„დარწმუნებული ვარ, საქართველოს პარლამენტი შეძლებს, რომ ჩვენ შევცვალოთ საარჩევნო სისტემა და უკვე საუბარი იმაზე, რომ ახალი სისტემა უსამართლოა ან არალეგიტიმურია, მათ ამის საფუძველი აღარ ექნებათ, იმიტომ რომ მათივე შეთანხმებული სისტემაა და რჩება საუბარი იმაზე, რომ რა საარჩევნო გარემოზე საუბრობთ, როცა ჩვენი ერთ-ერთი ლიდერი, პოლიტიკოსი, მედიამფლობელი და ა.შ. ახლაც კი ციხეშია და ქვეყანას კიდევ ჰყავს პოლიტპატიმარი“, - აღნიშნა ბოჟაძემ.

03 ივნისი 2020, 00:03

COVID19

კორონავირუსით მე-13 გარდაცვლილის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მკვიდრი თბილისის რესპუბლიკურ კლინიკაში გარდაიცვალა. ის მუშევანიდან თბილისის კლინიკაში სამკურნალოდ გადმოიყვანეს. 76 წლის პაციენტი ერთი თვის მანძილზე მართვით სუნთქვაზე იყო. მის მდგომარეობას თანმხლები დაავადებები ამძიმებდა.

თამარ თორაძე

02 ივნისი 2020, 23:59

საზოგადოება

თამარ თორაძე: გიორგი რურუას ხმა ახლაც ყურებში მესმის

„როცა კარზე მოგვადგნენ და ვერნაირად ვერსად ვეღა წავიდოდით, ფანჯრიდანაც დააკაკუნეს და გვითხრეს, რომ აგვაფეთქებდნენ. მეზობელთან ვიყავით. რურუას ხმა ახლაც ყურებში მესმის: თორაძეები აქ არიანო? მეზობელმა უთხრა, რომ მხოლოდ ბავშვები ვიყავით. რურუამ თქვა, დავხედავ და წავალთო. შემოვიდა, ატეხა სროლა, ჩემმა ძმამ დაუჭირა და უთხრა, რომ უიარაღოდ ვიყავით და გაჩერებულიყო, მაგრამ მაინც გადაუარა იარაღით“.

ირაკლი ღარიბაშვილი

02 ივნისი 2020, 23:55

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: რურუა ცნობილი განგსტერია, უგულავა კი კლასიკური ქურდის ეტალონი

რომელია იმ სამში პოლიტპატიმარი? ბატონი ოქრუაშვილი, რომლის დამადასტურებელი ვიდეო არსებობს, როგორ ამზადებდა რუსეთის „გრუს“ ბაზაზე სპეციალურ ჯგუფს, რომ შემოსულიყო საქართველოში? რურუა, რომელიც ცნობილი განგსტერია და ეს ყველამ იცის? თუ უგულავა, რომელიც არის ჩვეულებრივი, კლასიკური ქურდის ეტალონი? - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

თამარ თორაძე

02 ივნისი 2020, 23:50

საზოგადოება

თამარ თორაძე: მჯერა, რომ მოვიდა ის დრო, როცა სამართალი უნდა აღდგეს

„სულ ახლახანს ნინუკა ბორჩხაძე წერს Facebook-ზე ჩემზე საშინელებებს და მერე იქვე ვიღაც უწერს, რომ „ეს ქალი უნდა განეიტრალდეს“. ანუ, ეს უკვე მუქარაა. წარმოიდგინეთ, მსგავსი დაშინებები და კიდევ უარესი გადავიტანე. მაგრამ ვერაფერ ვეღარ გამაჩერებს. აბსოლუტურად ვარ მზად, რომ შევეწირო კიდეც ამას, თუ დასჭირდება, მაგრამ არამგონია შეწირვა რომ დამჭირდეს“, - ამბობს თორაძე.

გიორგი ვოლსკი

02 ივნისი 2020, 23:48

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: თუ სახელმწიფოს რესურსი რაციონალურად იქნება დახარჯული, საზოგადოება ამას ძალიან პოზიტიურად შეაფასებს

თუ რესურსი, რომელიც სახელმწიფოს აქვს, რაციონალურად იქნება დახარჯული, საზოგადოება ამას ძალიან პოზიტიურად შეაფასებს, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო გეგმებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

გიორგი ვოლსკი

02 ივნისი 2020, 23:40

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკისთვის ოპოზიციის მსჯელობა პრემიერობის კანდოდატზე არასერიოზულია

„რეალურად სურათი დადეს ისეთი, რომ ისინი დესტრუქციის გარდა არაფრის გამკეთებლები არ არიან, როდესაც პოლიტიკურ ბრძოლაში შემოდიან. როცა ისინი ასახელებენ კანდიდატებს, ეს არის ერთი ძალიან მცირე ნაწილი იმ დიდი უბედურებისა, რა უარყოფითი ენერგიაც ამათ გააჩნიათ“, - ამბობს ვოლსკი.

კორონავირუსი

02 ივნისი 2020, 23:38

COVID19

საქართველოში კორონავირუსისგან მეცამეტე პაციენტი გარდაიცვალა

კორონავირუსით კიდევ ერთი, მეცამეტე პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ დაადასტურა. გარდაცვლილი სოფელ მუშევანიდანაა და ის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. ქვეყანაში კორონავირუსი სულ 796 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 634 უკვე გამოჯანმრთელდა.

გიორგი ვოლსკი

02 ივნისი 2020, 23:34

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: „ქართული ოცნების“ უპირატესობა ადამიანურობაშია

ქართული ოცნების უპირატესობა ადამიანურობაში მდგომარეობს. ეს ისაა, რაზეც მთელი ძალებით შტურმია მიტანილო და მას მერე, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არჩევნები წააგო, ესაა მათთვის მთავრი თემა: მორჩით ბოლობოლო ლაპარაკს 9 წელიწადზე. ბოდიშიც არ უთქვამთ, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ 2020 წლის არჩევნებზე საუბრისას განაცხადა.

გიორგი ვოლსკი

02 ივნისი 2020, 23:21

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: ოპოზიცია ცუდ მდგომარეობაშია, დესტრუქცია მათთვის არჩევნებზე უფრო პერსპექტიულია

ოპოზიციას სხვა ინტერესი აქვს - ასი წელი არ აინტერესებთ ოქრუაშვილი და რურუა, უგულავაზე კიდევ შეიძლება ითქვას, რომ რაღაც სენტიმენტები აქვთ. რეალურად აქ სხვა, პრაგმატული ამოცანაა - ცუდ მდგომარეობაში არიან, დესტრუქცია მათთვის არჩევნებზე უფრო პერსპექტიულია, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

ფრენსის კოლინზი

02 ივნისი 2020, 23:12

COVID19

აშშ-ის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი: ნაკლებად სავარაუდოა, რომ უფრო თბილი ამინდი კორონავირუსის გავრცელებას შეაჩერებს

აშშ-ის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის, ფრენსის კოლინზის განცხადებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ უფრო თბილი ამინდი კორონავირუსის გავრცელებას შეაჩერებს.

ქუთაისის ინფექციური საავადმყოფო

02 ივნისი 2020, 23:06

COVID19

ქუთაისის საავადმყოფოში გამოჯანმრთელდა ქალი, რომელიც კლინიკაში ხუთი კვირის განმავლობაში მკურნალობდა

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში შუახნის ქალი გამოჯანმრთელდა, რომელიც კლინიკაში ხუთი კვირის განმავლიბაში მკურნალობდა. პაციენტი ბოლოა ე.წ. ღვანკითის კლასტერიდან. მას რეტესტი რამდენჯერმე ჩაუტარდა, თუმცა მეორე უარყოფითი პასუხი საავადმყოფოში მხოლოდ დღეს მიიღეს.

02 ივნისი 2020, 23:00

COVID19

ანალიზების არევის შედეგად საკარანტინო სივრციდან შეცდომით კოვიდ-ინფიცირებული კაცი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, სახლში გაუშვეს

გუდაურის საკარანტინო სივრცეში ანალიზების არევის გამო ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყაურმაში კორონავირუსით ინფიცირებული კაცი მოხვდა. ის რუსეთიდან 20 დღის წინ ჩამოვიდა და კარანტინის გავლის შემდეგ სოფელში 31 მაისს დაბრუნდა. სპეციალისტებმა შეცდომა 2 დღის შემდეგ აღმოაჩინეს და 44 წლის კაცი კლინიკაში გადაიყვანეს.

ირაკლი ღარიბაშვილი

02 ივნისი 2020, 22:57

თავდაცვა

თავდაცვის მინისტრი: 20 წლის განმავლობაში ქართული ჯარი არასოდეს გამოკვებილა ახალი ხორცით, ეს პრობლემა მე მოვაგვარე

20 წლის განმავლობაში ქართული ჯარი არასოდეს არ გამოკვებილა ნედლი, გაუყინავი, ახალი ხორცით. მე ეს პრობლემა მოვაგვარე და ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ვიღაცამ მადლობა მითხრას, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

02 ივნისი 2020, 22:51

COVID19

20 მაისის შემდეგ პირველად, საფრანგეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა დღიურმა მაჩვენებელმა 100-ს გადააჭარბა

საფრანგეთში, დღე-ღამის განმავლობაში, ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა დღიურმა მაჩვენებელმა 100-ს გადააჭარბა და 107 შეადგინა. ეს პირველი შემთხვევაა 13 დღის შემდეგ, როცა ფატალური შედეგების დღიური რაოდენობა 100-ზე მეტია.

გუგა ქაშიბაძე

02 ივნისი 2020, 22:47

საზოგადოება

ამაშუკელის ქუჩაზე აფეთქების შედეგად დაშავებული კაცის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის განცხადებით თბილისში, ამაშუკელის ქუჩაზე დაშავებული კაცის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. მას აღენიშნება სახის დამწვრობა, წელის, ქვედა და ზედა კიდურების დამწვრობა და სასუნთქი გზების ტრავმა. ის მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში განაგრძობს.