imedi /  05 მაისი 2020, 16:32 / სანდო წყარო

მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ საფრანგეთის „ორიაკი“ დატოვა

მერაბ შარიქაძე

მერაბ შარიქაძე

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ საფრანგეთის „ორიაკი“ დატოვა.

გამოცემა „ლა მონტანში“ გამოქვეყნებული ინფორმაცია 26 წლის მორაგბემ დღეს, „ქრონიკასთან“ საუბარისას დაადასტურა. მძიმე ტრავმის გამო გაკეთებული ოპერაციის შემდეგ შარიქაძეს რაგბი ევროპის 2020 წლის გათამაშების გამოტოვება მოუწია და ახლაც სარეაბილიტაციო კურსს გადის.

ეროვნული ნაკრების კაპიტანი „ორიაკში“ 2014 წლიდან გამოდის, თუმცა ტრავმების გამო ამ გუნდის შემადგენლობაში 2019 წლის აპრილის შემდეგ აღარ უთამაშია. მისი წამოსვლის შემდეგ ამ გუნდში კიდევ ორი ქართველი მორაგბე, გიორგი ცუცქირიძე და ლაშა ლომიძე რჩება.

„ორიაკში“ გადასვლამდე შარიქაძე „ბურგ ენ ბრესში“ თამაშობდა. საქართველოს ნაკრებს 2012 წლიდან გამართულ 63 შეხვედრაში 26 წლის მორაგბემ 62 ქულა მოუტანა.

ყველა სიახლე

02 ივნისი 2020, 16:17

ეკონომიკა

ასოციაცია: სავალუტო ჯიხურები 8 ივნისიდან გაიხსნება

სავალუტო ჯიხურების ასოციაციის წარმომადგენელი ვახტანგ გრიგალაშვილი აცხადებს, რომ ვალუტის გადამცვლელი პუნქტები 8 ივნისიდან გაიხსნება. მან Imedinews განუცხადა, რომ ინფორმაცია ამ ბიზნესის გახსნის შესახებ ასოციაციას ეროვნულ ბანკში დაუდასტურეს.

ეკატერინე ტიკარაძე

02 ივნისი 2020, 16:13

პოლიტიკა

„დამოუკიდებელმა დეპუტატებმა“ ჯანდაცვის მინისტრი კომიტეტის სხდომაზე დაიბარეს

როგორც ფრაქციის წევრები განმარტავენ, იმ შემთხვევაში თუკი მინისტრი კომიტეტზე არ ცხადდება, ვალდებულია გამოუცხადებლობის მიზეზი ფრაქციას კომიტეტამდე ერთი კვირით ადრე წერილობით აცნობოს და მისი მოსმენის სხვა თარიღი შეათანხმოს.

გიორგი ვოლსკი

02 ივნისი 2020, 16:11

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: რურუას სასამართლომ უნდა გამოუტანოს განაჩენი და არა პოლიტიკურმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“

თუ ვერ იქნება მიღებული საარჩევნო ცვლილებები, ჩატარდება იმ საარჩევნო სისტემით, რაც გაგვაჩნია. გაცილებით უფრო დიდი საფრთხეებია ქვეყნის წინაშე, ვიდრე ის, რითიც ოპოზიცია იმუქრება და მუშტებს გვიქნევს. ჩვენი ერთადერთი ამოცანაა, რომ ქვეყანაში სტაბილურობა შევინარჩუნოთ და მათ შვილებს და ჩვენს შვილებს არ შეექმნათ საფრთხე. რურუას სასამართლომ უნდა გამოუტანოს განაჩენი და არა პოლიტიკურმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ტელეკომპანია „რუსთავის-2“-ის ეთერში განაცხადა.

გიორგი ვოლსკი

02 ივნისი 2020, 16:09

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: ხელისუფლება მზადაა არჩევნების ჩასატარებლად ისე, რომ გამოირიცხოს პანდემიასთან დაკავშირებული რისკები

გადაწყვეტილებები მაჟორიტარებთან დაკავშირებით ჯერ არ არსებობს და კონსულტაციების რეჟიმიც ხმამაღლა ნათქვამია. ვფიქრობ, რომ ვადაში ჩავეტევით და როდესაც „ქართული ოცნება“ დაამთავრებს კონსულტაციებს, წარმოადგენს სიას და პროგრამას,-ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ტელეკომპანია „რუსთავის-2“-ის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, კანდიდატების შერჩევა საზოგადოების სხვადასხვა წრიდან. მოხდება. მისივე თქმით, ხელისუფლება მზადაა არჩევნების ჩატარებისთვის ისე, რომ გამოირიცხოს პანდემიის გავრცელების რისკები.

გია ჟორჟოლიანი

02 ივნისი 2020, 16:05

პოლიტიკა

გია ჟორჟოლიანი არჩევნებში მონაწილე ყველა სუბიექტისთვის უფასო საეთერო დროის ინიციატივით გამოდის

უფასო საეთერო დრო არჩევნებში მონაწილე ყველა სუბიექტს უნდა მიეცეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია „სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანმა განუცხადა. მისივე თქმით, საარჩევნო ბარიერი 0%-მდე დაყავთ იმ მიზეზის გამო, რომ ყველას მიეცეს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა. ასეთ შემთხვევაში, თუ არჩევნებში მონაწილე ყველა სუბიექტს უფასო საეთერო დრო არ ექნება, მაშინ აღნიშნული უფლების რეალიზება ვერ მოხდება.

02 ივნისი 2020, 16:05

მსოფლიო

გერმანია ტურიზმთან დაკავშირებულ სახელმძღვანელო პრინციპებს მიმდინარე კვირაში გამოაქვეყნებს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰაიკო მაასის განცხადებით, ქვეყანა ტურიზმთან დაკავშირებულ სახელმძღვანელო პრონციპებს (ე.წ. „გაიდლაინებს) მიმდინარე კვირაში გამოაქვეყნებს. უწყების ცნობით, შემუშავებული რეგულაციები იმაზე „რბილი“ იქნება, ვიდრე ეს ევროკავშირის მიერაა დადგენილი.

დიმიტრი პესკოვი

02 ივნისი 2020, 16:03

მსოფლიო

დიმიტრი პესკოვი: მადლობა ღმერთს, ამერიკაში მიმდინარე მოვლენები ჩვენთან არ ხდება

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, აშშ-ში პოლიციელების მიერ ძალის გადამეტების საკითხი რუსეთისთვის აქტუალურ დღის წესრიგს არ წარმოადგენს.

02 ივნისი 2020, 15:48

საზოგადოება

საქართველოში ამინდი გაუარესდება

დღეს საღამოს საქართველოში ამინდი გაუარესდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 ივნისს დღის ბოლოდან 4 ივნისის დილამდე და 4 ივნისის საღამოდან 6 ივნისის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 2-3-ბალიანი ღელვა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება და პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს. ქვეყნის მთიან ზონებში შესაძლოა მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება.

02 ივნისი 2020, 15:47

ეკონომიკა

Tbccredit.ge-ზე სამომხმარებლო სესხის აღება უკვე ონლაინაა შესაძლებელი

სტანდარტული ონლაინსესხისგან განსხვავებით, თიბისი კრედიტის სესხი ინდივიდუალური საპროცენტო განაკვეთით მტკიცდება. დაფარვის მაქსიმალური ვადა 48 თვეა, თუმცა სესხის დაფარვა მომხმარებლის სურვილიდან გამომდინარე, ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი.

ფორმულა 1-ის რბოლა

02 ივნისი 2020, 15:46

სპორტი

ფორმულა 1 მაყურებლის გარეშე ავსტრიაში 5 ივლისს ჩატარდება

მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული საავტომობილო ტურნირი, ფორმულა 1 ავსტრიის გრან პრით 5 ივლისს განახლდება, რომელიც მაყურებლის გარეშე ჩატარდება. ზუსტად შვიდ დღეში ავსტრიაში კიდევ ერთი რბოლა გაიმართება, თვის უკანასკნელ შეჯიბრს კი 19 ივლისს უნგრეთი უმასპინძლებს.

02 ივნისი 2020, 15:44

მსოფლიო

აშშ-ის ხუთი ქალაქის თავზე ჯორჯ ფლოიდის უკანასკნელი სიტყვების შემცველი ბანერები გამოჩნდა

აშშ-ის სხვადასხვა ქალაქის თავზე ბანერები გამოჩნდა, რომლებზეც ჯორჯ ფლოიდის უკანასკნელი სიტყვებია დატანილი - „ვერ ვსუნთქავ“.

გიორგი ქინქლაძე

02 ივნისი 2020, 15:39

სპორტი

გიორგი ქინქლაძე ინგლისის პრემიერლიგის 1995 წლის საუკეთესო ტრანსფერებს შორის მოხვდა

სამი წლის განმავლობაში ქინქლაძემ „სიტის“ შემადგენლობაში გამართულ 118 შეხვედრაში 22 ბურთი გაიტანა, განსაკუთრებით ეფექტური კი „საუთჰემპტონის“ კარში გატანილი გოლი იყო. ქართველ ფეხბურთელთან ერთად, 1995 წლის საუკეთესო ტრანსფერებში დენის ბერგკამპი, რუუდ გულიტი, დავიდ ჟინოლა და ჟუნინიო პაულისტა მოხვდა.

დავით ზალკალიანი; ტომაშ პეტრჟიჩეკი

02 ივნისი 2020, 15:34

პოლიტიკა

დავით ზალკალიანმა ჩეხ კოლეგასთან უსაფრთხო ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სატელეფონო საუბარი გამართა ჩეხ კოლეგასთან, ტომაშ პეტრჟიჩეკთან. მინისტრებმა COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ასევე. ქვეყნებს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის აქტუალურ თემებზე ისაუბრეს. დავით ზალკალიანმა ჩეხ კოლეგას, პანდემიის პირობებში, ჩეხეთის მხარის სოლიდარობისთვის და გაწეული ჰუმანიტარული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

ზურაბ მელიქიშვილი

02 ივნისი 2020, 15:31

პოლიტიკა

ზურაბ მელიქიშვილი: „ძალა ერთობაშია“ შეიქმნა არა რომელიმე პარტიის წარმომადგენლის ამბიციების დასაკმაყოფილებლად, არამედ - გამარჯვებისთვის

მინდა, ყველას შევახსენო ერთი რამ, „ძალა ერთობაშია“ შეიქმნა არა კონკრეტულად რომელიმე ლიდერის, რომელიმე პარტიის წარმომადგენლის ამბიციების დასაკმაყოფილებლად, არამედ შეიქმნა გამარჯვებისთვის, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზურაბ მელიქიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, უხერხულია, როდესაც არარსებულ თემაზეა საუბარი.

02 ივნისი 2020, 15:30

COVID19

რუმინეთში ინფიცირებულთა რაოდენობამ 19 500-ს გადააჭარბა

ბოლო დღე-ღამეში რუმინეთში კორონავირუსით 119 ადამიანი დაინფიცირდა, დაავადებულთა საერთო რაოდენობამ კი 19 517-ს მიაღწია. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში 1 279 ადამიანი გარდაიცვალა, 13 523 კი გამოჯანმრთელდა და კლინიკებიდან გაწერეს.

02 ივნისი 2020, 15:19

მსოფლიო

Turkish Airlines-ი საერთაშორისო ფრენებს 18 ივნისიდან განაახლებს

ავიაკომპანია Turkish Airlines-ი საერთაშორისო ფრენებს 18 ივნისიდან განაახლებს. ამის შესახებ ავიაკომპანიის პრესმდივანმა, იაჰია იუსთუნმა განაცხადა.

02 ივნისი 2020, 15:16

ეკონომიკა

მთავრობა 2020 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტს პარლამენტს 5 ივნისს წარუდგენს

მთავრობა 2020 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტს პარლამენტს 5 ივნისს წარუდგენს, - ამის შესახებ Imedinews-ს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში განუცხადეს.

02 ივნისი 2020, 15:12

პოლიტიკა

„დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი მეორე მოსმენით განიხილეს

დღეს, საქართველოს პარლამენტში, „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი მეორე მოსმენით განიხილეს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე. კანონპროექტის მიღების აუცილებლობა განპირობებულია კანონიდან კომერციული ატაშეს თანამდებობის ამოღების მიზანშეწონილობით და უცხო სახელმწიფოში „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული დიპლომატიური თანამდებობის პირის - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის ეკონომიკურ საკითხებში წარგზავნის საჭიროებით.

თამარ გაბუნია

02 ივნისი 2020, 15:05

საზოგადოება

თამარ გაბუნიამ განმარტა, რა შემთხვევაში დაწესდება სანქციები პირბადის გამოუყენებლობაზე

პირბადის გამოუყენებლობაზე სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით ჯერჯერობით დისკუსია მიდის. მე მაინც იმედი მაქვს, რომ პოზიტიური და საგანმანათლებლო აქტივობები ამ პრაქტიკას გააუმჯობესებს და გრძელვადიან პერსპექტივაში ვნახავთ პირბადის უფრო აქტიურ და სწორ გამოყენებას, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „POSTV“-ის ეთერში განაცხადა.

02 ივნისი 2020, 14:55

COVID19

უხანში კორონავირუსზე ტესტი 10 მილიონამდე ადამიანს ჩაუტარდა

ჩინეთის ქალაქ უხანში, რომელიც 2019 წლის ბოლოს ახალი კორონავირუსის გავრცელების კერა გახდა, ტესტირება თითქმის 10 მილიონ ადამიანს ჩაუტარდა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს. გავრცელებული ინფორმაციით, 300 000 უსიმპტომო შემთხვევა გამოვლინდა. ტესტირება მაისის შუა რიცხვებში დაიწყო და 2 კვირა გაგრძელდა.