imedi /  23 მაისი 2020, 14:38 / სანდო წყარო

საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებს კვლავ ვლადიმირ ვაისი გაწვრთნის

ვლადიმირ ვაისი

ვლადიმირ ვაისი

ვლადიმირ ვაისი ეროვნულ ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე მუშაობას აგრძელებს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და ვლადიმირ ვაისს შორის, კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ ახალი ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის საფუძველზეც სლოვაკი სპეციალისტი ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე მუშაობას 2020 წლის დეკემბრის ბოლომდე აგრძელებს. უცვლელი რჩება სლოვაკი სპეციალისტის სამწვრთნელო შტაბის შემადგენლობაც.

ვლადიმირ ვაისი საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე 2016 წლის მარტიდან მუშაობს. მისი ხელმძღვანელობით ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს ნაკრებმა 40 მატჩი ჩაატარა. სლოვაკ სპეციალისტთან ერთად საქართველოს ნაკრები უეფას ერთა ლიგის პირველი გათამაშების დ ლიგის გამარჯვებული გახდა და ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის პლეიოფში იბრძვის.

როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის მარტში დაგეგმილი ევრო 2020-ის პლეიოფის მატჩები მსოფლიო პანდემიის გამო, ამ ეტაპისთვის მიმდინარე წლის შემოდგომისთვის გადაიდო.

ყველა სიახლე

05 აგვისტო 2020, 01:05

ტაბლოიდი

აშშ-ში ქორწილი ჩაშალა ქალმა, რომელიც ყვიროდა, რომ სასიძოსგან ორსულადაა

აშშ-ში, დეტროიტში ქორწილი მას შემდეგ ჩაიშალა, რაც ცერემონიის არასასურველმა სტუმარმა დაიწყო ყვრილი, რომ სასიძოსგან ორსულადაა. ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ ქალი ფიცის დადების დროს სცენაზე ადის და სასიძოს უყვირის, მოძღვარი კი ცდილობს, ამის მიუხედავად, ფიცის ტექსტის კითხვა განაგრძოს.

05 აგვისტო 2020, 01:00

მსოფლიო

ბოლო მონაცემებით, ბეირუთში აფეთქებას სულ მცირე 63 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 3 ათასზე მეტი - დაშავდა

ბეირუთის პორტში მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა და დაშავებულთა რიცხვი გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, გარდაცვლილთა რიცხვი 63-მდე გაიზარდა. სამი ათასზე მეტი ადამიანი დაშავებულია.

გარფილდი კატა

05 აგვისტო 2020, 00:50

ტაბლოიდი

ინგლისში გაჩუქებულმა კატამ სახლში დასაბრუნებლად 64 კილომეტრი გაიარა

„ეს საოცარი იყო. მიყურებდა და ტიროდა. ჯერ ვერ დავიჯერე, რომ გარფილდი იყო. ლესა კართან მივიდა, დაუძახა, კატა კი ხელებში ჩაუხტა. ჩვენს საპოვნელად 64 კილომეტრი გაიარა. არ მესმის როგორ მოახერხა სახლში დაბრუნება კატამ, რომელიც ქუჩაში არასოდეს გასულა“, - ამბობს ნილ პეინი.

05 აგვისტო 2020, 00:31

COVID19

დღე-ღამეში უკრაინაში 26 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა, 1 061 ადამიანს კი ვირუსი დაუდგინდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში კორონავირუსი 1 061 ადამიანს დაუდგინდა, ჯამში კი დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 74 219-მდე გაიზარდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში COVID-19-ს 26 პაციენტი ემსხვერპლა, დაღუპულთა საერთო რაოდენობა კი 1,764-ს გაუტოლდა. გამოჯანმრთელებულია 40 613 პაციენტი.

05 აგვისტო 2020, 00:30

მსოფლიო

ისრაელის თავდაცვითი ძალები: ახლა ლიბანთან კონფლიქტის გვერდზე გადადების დროა

ისრაელის თავდაცვით ძალებში აცხადებენ, რომ ბეირუთში მომხდარი აფეთქების შემდეგ ისრაელის სახელმწიფომ ლიბანს ჰუმანიტარული და სამედიცინო დახმარება შესთავაზა.

სანინიუ ლაიზერი ტანზანიტი

05 აგვისტო 2020, 00:25

მსოფლიო

ტანზანიელმა მეშახტემ, რომელიც ივნისში მილიონერი გახდა, კიდევ ერთი უიშვიათესი ქვა იპოვა

ლაიზერი საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში უკვე მეორედ მოექცა. ივნისის ბოლოს ის ერთ ღამეში მილიონერად იქცა, მას შემდეგ რაც თავის მაღაროში 2 ტანზანიტი იპოვა. ქვების საერთო წონა 15 კილოგრამს შეადგენდა. მან ქვები ქვეყნის მთავრობას მიჰყიდა, რისთვისაც 3,4 მილიონი დოლარი მიიღო. ამ თანხით ის მშობლიურ ქალაქში სკოლისა და საავადმყოფოს აშენებას გეგმავს.

05 აგვისტო 2020, 00:04

რეგიონი

რაჭაში, სტიქიის შედეგად დატბორილი სახლებისა და საკარმიდამო ნაკვეთების გაწმენდა მიმდინარეობს

რაჭაში, სტიქიის შედეგად დაზარალებული ადგილობრივი მცხოვრებლების დატბორილი სახლებისა და საკარმიდამო ნაკვეთების წმენდა მიმდინარეობს. სოფლების მოსახლეობის დასახმარებლად მუშაობს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის 25 კაციანი ჯგუფი. ქალაქ ონში, წმენდით სამუშაოებში ასევე აქტიურად მონაწილეობენ წითელი ჯვრის მოხალისეთა ჯგუფები.

04 აგვისტო 2020, 23:48

მსოფლიო

ბეირუთში აფეთქებას სულ მცირე 50 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 2 750 - დაშავდა

ბეირუთის პორტში მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა და დაშავებულთა რიცხვი გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, გარდაცვლილთა რიცხვი 50-მდე, ხოლო დაშავებულთა 2 750-მდე გაიზარდა.

04 აგვისტო 2020, 23:41

სამართალი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში ერთი პირი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში სამართალდამცავებმა მალხაზ ბადუაშვილი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. ბადუაშვილს გამოძიება 236-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რომელიც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ოქრო

04 აგვისტო 2020, 23:37

ეკონომიკა

ისტორიაში პირველად ოქროს ფასმა $2000-ს გადააჭარბა

ასეთი რამ ისტორიაში პირველად მოხდა. 2020 წლის დასაწყისიდან ოქრო თითქმის 30%-ით გაიზარდა. მანამდე რეკორდული ფასი 2011 წელს დაფიქსირდა და 1921,18 დოლარი შეადგინა.

04 აგვისტო 2020, 23:30

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 691 ათასს გადააჭარბა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 691 ათასს გადააჭარბა. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსს 691 013 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ვირუსით კი 18 142 718 ადამიანი დაინფიცირდა.

ნაზარ ნაჯარიანი

04 აგვისტო 2020, 23:20

მსოფლიო

ბეირუთში მომხდარ აფეთქებას ოპოზიციური პარტიის გენერალური მდივანი ემსხვერპლა

ბეირუთში მომხდარ აფეთქებას ლიბანური პარტია „ალ-კატაიბის“ გენერალური მდივანი, ნაზარ ნაჯარიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

04 აგვისტო 2020, 23:17

კულტურა

ბრიტანელმა ხელოვანმა თვითიზოლაციისას მსოფლიოში ყველაზე დიდი ნახატის შექმნა დაიწყო

ბრიტანელმა მხატვარმა, საშა ჯაფრიმ, რომელიც დუბაიში სასტუმრო „ატლანტიდაში“ 8 კვირაა, თვითიზოლაციაშია, რეკორდული ზომის ნამუშევრის შექმნა დაიწყო. ნახატის, სახელწოდებით „ჩვენ ერთად ვართ – ჰუმანურობით შთაგონებული“ გაყიდვიდან შემოსული თანხა საქველმოქმედო ფონდში გადაირიცხება.

გიორგი ვოლსკი

04 აგვისტო 2020, 23:06

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: გიგი უგულავა ირაკლი ჩიქოვანთან ვერ მოვა

„ირაკლი ჩიქოვანი არის უაღრესად განათლებული, წესიერი ადამიანი, თავისი კუთხის, ტრადიციის მოყვარული. ნამდვილი ქართველი, ძლიერი ადამიანია პიროვნულად, მერე პროფესიონალია. სამეგრელოსაც უნდა თავის წარმომადგენელი ჰყავდეს ისეთი, რომელიც არა მხოლოდ მათ ყოველდღიურ პრობლემებს გაითავისებს, არამედ, რომელსაც საერთაშორისო დონეზე მუშაობის გამოცდილება აქვს. ირაკლისთან გიგი უგულავა, გინდ სხვა, ვერ მოვა. ვერც მისი მონაცემებით და ვერც მისი დამოკიდებულებით ქვეყნის მიმართ. საერთოდ რომ არავინ იყოს, როგორ შეიძლება, სამეგრელომ აირჩიოს ადამიანი, რომელიც იმ რეჟიმის ნაწილია. ახლა რომ არის საუბარი „მორჩით ამ 9 წელზე ლაპარაკს, ეს 9 წელი დღეს ხდება“. ამ 9 წელით ხვალ გვემუქრებიან. სამეგრელომ რამდენი სისხლი ნახა ამ თემიდან მოიგონონ და მერე გადაწყვიტონ, ვის დაუჭირონ მხარი“,- განაცხადა ვოლსკიმ.

04 აგვისტო 2020, 23:03

მსოფლიო

ბეირუთის პორტში მომხდარი აფეთქების შედეგად სულ მცირე 30 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 2 500 - დაშავდა

ლიბანის ჯანდაცვის მინისტრის, ჰამად ჰასანის განცხადებით, ბეირუთის პორტში მომხდარი აფეთქების შედეგად სულ მცირე 30 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 2 500 - დაშავდა.

04 აგვისტო 2020, 22:58

მსოფლიო

ლიბანის შს მინისტრი აცხადებს, რომ ბეირუთის პორტში ამონიუმის ნიტრატი ინახებოდა, რაც აფეთქების მიზეზი გახდა

ლიბანის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ პორტში ამონიუმის ნიტრატი ინახებოდა, რაც აფეთქების მიზეზი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას Al-Jazeera ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

04 აგვისტო 2020, 22:43

სამართალი

გურჯაანში საცხოვრებელ სახლში 85 წლამდე კაცის ცხედარი ნახეს

გურჯაანში, აღმაშენებლის ქუჩაზე, 85 წლამდე კაცის ცხედარი თავისსავე საცხოვრებელ სახლში ნახეს. მეზობლებმა პოლიციას მას შემდეგ გამოუძახეს, რაც სახლიდან უსიამოვნო სუნი იგრძნეს.

სალომე ზურაბიშვილი

04 აგვისტო 2020, 22:41

მსოფლიო

სალომე ზურაბიშვილი ბეირუთში მომხდარ აფეთქებას გამოეხმაურა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ბეირუთში მომხდარ აფეთქებას გამოეხმაურა.

BTS

04 აგვისტო 2020, 22:34

კულტურა

ჯგუფი BTS MTV VIdeo Music Awards-ზე იმღერებს

ტელეარხის ცნობით, ღონისძიებაზე პოპულარული კორეული ჯგუფი BTS ახალ სიმღერას Dynamite შეასრულებს. საღამოზე ასევე იმღერებენ Doja Cat-ი და ჯეი ბალვინი.

04 აგვისტო 2020, 22:25

მსოფლიო

ბეირუთში მომხდარი აფეთქებების ხმა კვიპროსზე ისმოდა

ევროპის ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრის მონაცემებით, ბეირუთში მომხდარი აფეთქებების ხმა 240 კილომეტრის დაშორებით, კვიპროსზე ისმოდა.