imedi /  30 მაისი 2020, 11:11 / სანდო წყარო

საფრანგეთის სარაგბო კლუბმა, „ანგულემმა“, შალვა სუთიაშვილი ბოლო ათწლეულის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა

შალვა სუთიაშვილი

შალვა სუთიაშვილი

საფრანგეთის სარაგბო კლუბმა, „ანგულემმა“, შალვა სუთიაშვილი ბოლო ათწლეულის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა, - ამის შესახებ ინფორმაციას charentelibre ავრცელებს.

36 წლის ქართველი მორაგბე ამ გუნდის შემადგენლობაში 2015 წლიდან გამოდის და 88 შეხვედრის გამართვა მოასწრო. რაც შეეხება მის სანაკრებო კარიერას, სუთიაშვილმა ეროვნულ გუნდში თამაში რამდენიმე თვის წინ დაასრულა.

ბორჯღალოსნების შემადგენლობაში ჩატარებულ 82 მატჩში მის ანგარიშზე 2 ლელოა. 15 შემთხვევაში კი სუთიაშვილი გუნდის კაპიტანიც იყო და ამ თამაშებიდან საქართველოს ნაკრებმა 14 მატჩი მოიგო და 1 ფრედ დაასრულა.

ყველა სიახლე

08 ივლისი 2020, 11:29

სპორტი

სარაგბო კლუბმა „არესმა“ საქართველოს რაგბის კავშირს სპეციალური განცხადებით მიმართა

სარაგბო კლუბმა „არესმა“ საქართველოს რაგბის კავშირს სპეციალური განცხადებით მიმართა, - ამის შესახებ განცხადება გუნდმა Facebook გვერდზე გაავრცელა. ქუთაისის გუნდი კავშირს მოუწოდებს მიიღოს გადაწყვეტილება ჩემპიონატის განახლების შესახებ და მისცეს კლუბებს საშუალება სამართლიან გარემოში გადაწყდეს მიმდინარე ჩემპიონატში, როგორც დიდი 10-სა და პირველი ლიგაში, ასევე რეგიონულ ლიგაში ჩემპიონატის მონაწილე გუნდთა ბედი.

Lufthansa 

08 ივლისი 2020, 11:27

საზოგადოება

აგვისტოდან ავიაკომპანია Lufthansa მიუნხენის მიმართულებით კვირაში 2 რეისს შეასრულებს

აგვისტოდან ავიაკომპანია Lufthansa მიუნხენის მიმართულებით კვირაში 2 რეისს შეასრულებს, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

ფრანკ რიბერი

08 ივლისი 2020, 11:25

სპორტი

„ფიორენტინას“ ნახევარმცველი ფრანკ რიბერი გაძარცვეს

„ფიორენტინას“ ნახევარმცველი ფრანკ რიბერი გაძარცვეს. ბოროტმოქმედები მის სახლში მაშინ შეიჭრნენ, როდესაც ის კლუბთან ერთად ვარჯიშობდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ESPN-ი ავრცელებს. ადგილზე მისვლის შემდეგ რიბერიმ მაშინვე პოლიცია გამოიძახა და როგორც გაირკვა, უამრავი ძვირფასი ნივთია წაღებული. ყოველივე ამის შემდეგ ვეტერანმა ფრანგმა ფეხბურთელმა ფლორენცია გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ქალაქში საკმაოდ მძიმე კრიმინოგენული სიტუაციაა შექმნილი, რის გამოც „ფიორენტინას“ ფან-კლუბი, როგორც კი მაყურებელს მატჩებზე დაუშვებს, მისთვის ობსტრუქციის მოწყობას გეგმავს.

კახა კალაძე

08 ივლისი 2020, 11:24

საზოგადოება

კახა კალაძე: ყვითელი ავტობუსების პრობლემა მალე მოგვარდება

„სატრანსპორტო პოლიტიკა არის ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რომელიც შედეგება ბევრი კომპონენტისგან. ჩვენ ამ მიმართულებით გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები იმისთვის, რომ არსებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის პარკი, მხედველობაში მაქვს ავტობუსები, მთლიანად იყოს განახლებული, მოწესრიგებული და პროცესი დაწყებულია და ძალიან მალე მთლიანად გვექნება ჩანაცვლებული არსებული ყვითელი ავტობუსები, რომელიც მგზავრებისთვის პრობლემას წარმოადგენს. ჩვენ როგორც დაგპირდით ეს პრობლემა ძალიან მალე მოგვარდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძე

08 ივლისი 2020, 11:22

საზოგადოება

კახა კალაძე: მთელი ჩვენი გუნდის სახელით მინდა ყველა აბიტურიენტს გულით ვუსურვო წარმატებები

„მინდა კიდევ ერთხელ წარმატებები ვუსურვო ყველა მათგანს ამ ძალიან მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო საქმეში და მინდა მივმართო, რომ რა პროფესიაც უნდა აირჩიოთ, იცოდეთ თქვენ ხართ ის ადამიანები, ვინც ქმნის ჩვენი ქვეყნის მომავალს და მჯერა, თქვენი არჩევანი იქნება წარმატებული არა მხოლოდ თქვენთვის, არამედ ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ რასაც ვაკეთებთ, რასაც ვშრომობთ, ყველაფერი კეთდება ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, ახალგაზრდებისთვის, შვილებისთვის. ზოგადად, ახალგაზრდების როლი ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, წინსვლაში არის ძალიან მნიშვნელოვანი. მთელი ჩვენი გუნდის სახელით მინდა ყველა აბიტურიენტს გულით ვუსურვო წარმატებები“, - განაცხადა მერმა.

თბილისის აეროპორტი

08 ივლისი 2020, 11:20

საზოგადოება

რა პროცედურებს გაივლიან საქართველოში ევროპის 5 ქვეყნიდან ჩამოსული ტურისტები

საზღვრის გადმოკვეთამდე გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ლატვიიდან, ლიეტუვასა და ესტონეთიდან ჩამოსულმა მგზავრებმა უნდა შეავსონ საგანგებოდ შემუშავებული სპეციალური ელექტრონული ანკეტა, სადაც უნდა მიუთითონ შემოსვლამდე ბოლო 14 დღის განმავლობაში მოგზაურობის ისტორია, საქართველოში ვიზიტის დროს განსაზღვრული ადგილსამყოფელი და საკონტაქტო ინფორმაცია, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

08 ივლისი 2020, 11:17

რეგიონი

ლევან დავითაშვილი კახეთში ატმის დახარისხების პროცესს ადგილზე გაეცნო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი კახეთში იმყოფება. დავითაშვილი კახეთის გუბერნატორთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად სოფელ ჩუმლაყში სოსო გიოშვილის სამაცივრე მეურნეობას ესტუმრა და ატმის დახარისხების პროცესს ადგილზე გაეცნო.

ჯო ბაიდენი

08 ივლისი 2020, 11:17

COVID19

ჯო ბაიდენი: ჩემი პრეზიდენტობის პირველივე დღეს მე კვლავ შევუერთდები ჯანმოს

აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა და 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე „დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში პირველივე დღეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აშშ-ის წევრობას აღადგენს.

ირაკლი ჩიქოვანი

08 ივლისი 2020, 11:10

საზოგადოება

საქართველო საზღვარს ამ ეტაპზე გერმანიას, საფრანგეთს, ლატვიას, ლიეტუვასა და ესტონეთს გაუხსნის

საქართველო საზღვარს ამ ეტაპზე უპირობოდ 5 ქვეყანას გაუხსნის, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

08 ივლისი 2020, 11:06

COVID19

კოლუმბიაში კარანტინის რეჟიმი 1-ელ აგვისტომდე გახანგრძლივდა

კოლუმბიაში კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების გამო დაწესებული კარანტინის რეჟიმი სულ მცირე 1-ელ აგვისტომდე გახანგრძლივდა. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, ივან დუკემ განაცხადა.

ივანე მაჭავარიანი

08 ივლისი 2020, 11:05

ეკონომიკა

მსოფლიო ბანკთან 45 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსების მიღების თაობაზე შეთანხმება გაფორმდა

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა ოფიციალურად მოაწერეს ხელი შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც საქართველო „ეკონომიკური მართვისა და კონკურენტუნარიანობის განვითარების პოლიტიკის ღონისძიებებისთვის“ (DPO) დამატებით 45 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსებას მიიღებს. მსოფლიო ბანკის აღნიშნული დახმარება ქვეყნის ეკონომიკაზე COVID-19-ის ზეგავლენის შემცირებას მოხმარდება.

არქივი

08 ივლისი 2020, 10:55

თავდაცვა

ქართველი მშვიდობისმყოფელები ავღანეთში ჩავიდნენ

საქართველოს თავდაცვის ძალების მე-13 ბატალიონი ავღანეთში ჩაფრინდა. ქართულ ქვედანაყოფს მე-12 ბატალიონის ხელმძღვანელობა ბაგრამის საავიაციო ბაზის აეროპორტში დახვდა.

მონტენეგრო

08 ივლისი 2020, 10:55

COVID19

საქართველოდან მონტენეგროში ჩასულები ქვეყანაში შესვლას დამატებითი შეზღუდვების გარეშე შეძლებენ

ევროკავშირის ქვეყნების გარდა მასში კიდევ 50 სახელმწიფო მოხვდა, საიდანაც მონტენეგროში ჩასულებს არც კორონავირუსზე ტესტის შედეგის წარდგენა მოუწევთ და არც კარანტინის გავლა.

სპორტდარბაზი

08 ივლისი 2020, 10:49

საზოგადოება

სპორტდარბაზებისა და ფიტნეს კლუბებისთვის რეკომენდაციები დამტკიცდა

ჯანდაცვის სამინისტრომ სპორტული დარბაზებისა და ფიტნეს კლუბებისთვის რეკომენდაციები დაამტკიცა. უწყების მიერ დამტკიცებული პროტოკოლის თანახმად, სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებებში შესვლამდე პერსონალი და მომხმარებელი თერმოსკრინინგს გაივლის. ამასთან ერთად, აუცილებელია ტრენაჟორებს შორის 2-მეტრიანი დისტანციის დაცვა და იკრძალება საერთო სარგებლობის საშხაპეების გამოყენება, თუ საშხაპე კაბინები ერთმანეთისგან იზოლირებული არაა.

ლენი კრავიცი

08 ივლისი 2020, 10:44

კულტურა

ლენი კრავიცის გადაწყვეტილებით მსოფლიო ტური - HERE TO LOVE აღარ გაიმართება

ლენი კრავიცის გადაწყვეტილებით მსოფლიო ტური - HERE TO LOVE აღარ გაიმართება, - ამის შესახებ ინფორმაციას SOLO ავრცელებს. მომღერალმა ტურის გაუქმების შესახებ ოფიციალური წერილი გაავრცელა. „მივმართავ ჩემს გულშემატკივრებს, სამწუხაროდ მიწევს თქმა, რომ ტური - HERE TO LOVE აღარ გაიმართება და ეს მსოფლიოში პანდემიით გამოწვეულ რეალობას უკავშირდება. მინდა გითხრათ, რომ მოუთმენლად ველოდი თქვენთან შეხვედრას, მაგრამ ამ მომენტისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი თქვენი და ჩემი ბენდის წევრების ჯანმრთელობაა“, - ნათქვამია ლენი კრავიცის მიერ გავრცელებულ წერილში.

ბელგრადი

08 ივლისი 2020, 10:41

მსოფლიო

ბელგრადში არეულობების შედეგად 43 პოლიციელი და 17 დემონსტრანტი დაშავდა

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში კომენდანტის საათის დაწესებას არეულობა მოყვა, რომლის შედეგადაც სულ მცირე 43 პოლიციელი და 17 დემონსტრანტი დაშავდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

კორონავირუსი უკრაინა

08 ივლისი 2020, 10:35

COVID19

უკრაინაში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 50 ათასს გადააჭარბა

გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში COVID-19-ს 23 პაციენტი გარდაიცვალა, დაღუპულთა საერთო რაოდენობა კი 1 306-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა 23 119 პაციენტი.

08 ივლისი 2020, 10:35

რეგიონი

სოფელ ხაიშთან ხანძრის ოთხი აქტიური კერიდან სამი ლოკალიზებულია

სოფელ ხაიშთან ხანძრის სვანეთში, სოფელ ხაიშთან ტყის ხანძრის ქრობის სამუშაოები მეოთხე დღეა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. მთის ორ ფერდზე, არსებული 4 სხვადასხვა სირთულის კერიდან, მოხერხდა 3-ის ლოკალიზება.

ნუკრი ქანთარია

08 ივლისი 2020, 10:30

პოლიტიკა

ნუკრი ქანთარია: დაარქვეს „ძალა ერთობაშია“ მაგრამ ძალა იქ საერთოდ არ ჩანდა

„იქ რამდენიმე ერთ კაციანი პარტიაა მიწებებული. ბუნებრივია, ბლოკად გასვლის შემთხვევაში თუ არ ვცდები ათამდეა, მაშინ 11 პროცენტი მოუწევთ გადალახვა და ალბათ ამ მიზნით დაიშლებიან“, - აღნიშნა ნუკრი ქანთარიამ.

08 ივლისი 2020, 10:27

რეგიონი

მეტყევე-ტაქსატორების გადამზადების თეორიული და პრაქტიკული კურსი დასრულდა

მეტყევე-ტაქსატორების გადამზადების თეორიული და პრაქტიკული კურსი დასრულდა, რის შემდეგაც, სატყეო სპეციალობის 26 კურსდამთავრებული, ახმეტასა და დედოფლისწყაროში ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოებზე დასაქმდებიან, - ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს. ქვეყანაში ტყის ინვენტარიზაციის განხორციელებისათვის საჭირო კვალიფიციური კადრის სიმცირის გამო, გასულ წელს ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ, მომზადდა მეტყევე-ტაქსატორების გადამზადების სამთვიანი თეორიული და პრაქტიკული კურსი.