30 მაისი 2020, 14:47 / სანდო წყარო

სპორტის სახეობები, სადაც სპორტსმენებს 2-მეტრიანი დისტანციის დაცვის ვალდებულება არ ექნებათ - მთავრობის პროტოკოლი

საქართველოს მთავრობის მიერ სპორტსმენებისთვის შემუშავებული დროებითი პროტოკოლის თანახმად, წვრთნებისა და შეჯიბრებებისას, სპორტის კონტაქტური სახეობების შემთხვევაში დასაშვები იქნება 2 მეტრზე ნაკლები დისტანციის დაცვა.

სპორტის ეს სახეობებია: ძიუდო, ჭიდაობა, სამბო, კრივი, კარატე, კონტაქტური კარატე, მკლავჭიდი, ფეხბურთი, რაგბი, კალათბურთი, ნიჩბოსნობა, ტაეკვონდო, ფიგურული ციგურაობა (წყვილებში), საწყლოსნო სპორტი, ხელბურთი, ფრენბურთი, უშუ, სუმო, კიკბოქსინგი.

ამასთან, სპორტულმა ფედერაციებმა და ორგანიზაციებმა საწვრთნელი და საშეჯიბრო პროცესის ორგანიზებისას მკაცრად უნდა დაიცვან უსაფრთხოების ნორმები და იხელმძღვანელონ შემუშავებული რეკომედაციების მიხედვით, რომელიც ითვალისწინებს დეზინფექციის, სავალდებულო კარანტინის, ჰიგიენური ნორმების დაცვას და სხვა.

ვარჯიშზე სპორტსმენები და სხვა ჩართული პირები უნდა გამოცხადდნენ სავარჯიშო ფორმით;

უშუალოდ სავარჯიშო სივრცეში შესვლის წინ ყველა პირისთვის (სპორტსმენი, მწვრთნელი და ა.შ.) სავალდებულოა ხელის ჰიგიენის ჩატარება (ხელის დაბანა გამდინარე წყლითა და საპნით და ხელების დამუშავება დეზინფექტანტის საშუალებით);

დაუშვებელია საერთო სარგებლობის გასახდელების ან/და საშხაპე სივრცეების გამოყენება იმ შემთხვევაში, თუ საშხაპე კაბინები არ არის იზოლირებული ერთმანეთისგან სპეციალური გამყოფი კიდეებით/ბარიერებით, ხოლო გასახდელებში არ არის თითოეული სპორტსმენისთვის განკუთვნილი ინდივიდუალური კარადები და ინდივიდუალურ სივრცეებს შორის არ არის უზრუნველყოფილი მინიმუმ 2 მეტრიანი დისტანცია;

სავარჯიშო პროცესში აკრძალულია საერთო სპორტული ინვენტარის გამოყენება, გარდა სპორტის სახეობის სპეციფიკიდან გამომდინარე აუცილებლობისა (მაგ., ბურთი, ბატუტი, ტურნიკი და ა.შ.);

სავარჯიშო პროცესის დასრულების შემდეგ უნდა მოხდეს სპორტული ინვენტარისა და სავარჯიშო სივრცის სრული დეზინფექცია, ხოლო ვარჯიშში ჩართულმა პირებმა ჩაიტარონ ხელების ჰიგიენა;

დახურულ და ღია სივრცეში ვარჯიშის პროცესში ხელმისაწვდომი უნდა იყოს ხელების სადეზინფექციო საშუალებები, ხოლო დახურულ სივრცეში სპორტმენის (რომელიც უშუალოდ ჩართულია ვარჯიშში/თამაშში) გარდა სხვა პირებს უნდა ეკეთოთ პირბადე.

რეკომენდაციების სრული ჩამონათვალი პროფესიული სპორტის სხვადასხვა სახეობისთვის იხილეთ ამ ბმულზე.

ყველა სიახლე

16 ივლისი 2020, 21:36

ეკონომიკა

პარლამენტმა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით დაამტკიცა

როგორც ინიციატორები და ცვლილებების ავტორები აცხადებენ, დოკუმენტში მთავარი მიზნები უცვლელი დარჩა. სახელმწიფო ინტერესები, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებას, ეკონომიკურ სტაბილურობას, მომხმარებლის უფლებებს და ბაზარზე კონკურენტუნარიანობას უკავშირდება. კანონპროექტი კანონად, სავარაუდოდ, ხვალ იქცევა

16 ივლისი 2020, 21:11

საზოგადოება

შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკს დღეს სხვადასხვა რეგიონიდან რამდენიმე ათასი ვიზიტორი ეწვია

შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკში დამთვალიერებელთა ნაკადი არ წყდება. დილიდან პარკს სხვადასხვა რეგიონიდან რამდენიმე ათასი ვიზიტორი ეწვია. მსურველებს უნიკალური სივრცის დათვალიერება უფასოდ შეუძლიათ. დენდროლოგიური პარკი, თავისი მასშტაბით, მცენარეთა უნიკალური და მრავალფეროვანი კოლექციით, ასევე ორიგინალური განაშენიანებით მთელ რეგიონში გამორჩეულია. აქ წლების განმავლობაში ჭაობად ქცეული ტერიტორია იყო, ახლა კი 60 ჰექტარზე გაშენებული ბაღი ადგილობრივი და მსოფლიო ეგზოტიკური ფლორის ათასობით სახეობას აერთიანებს.

მარეკ შჩიგელი

16 ივლისი 2020, 20:54

პოლიტიკა

მარეკ შჩიგელი: მივმართავთ ყველას, ვისაც შესწევს ძალა, წვლილი შეიტანოს დაძაბულობის გადაჭრაში

ვხედავთ, რომ ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან მძიმე მდგომარეობაა, რაც უკავშირდება ბორდერიზაციის პროცესს და ასევე, ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან კონტროლირებადი გამშვები პუნქტების დაკეტვას.სამწუხაროდ, გარკვეული ინციდენტები სწორედ ამ მდგომარეობიდან გამომდინარეობს -ამის შესახებ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ელჩმა მარეკ შჩიგელმა სალომე ზურაბიშვილთან განაცხადა.

ნათია თურნავა

16 ივლისი 2020, 20:44

საზოგადოება

ნათია თურნავა დენდროლოგიურ პარკზე: ეს არის ქველმოქმედების ნიმუში და შესანიშნავი საჩუქარი, რომელიც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გაუკეთა ქართველ ხალხს

დენდროლოგიური პარკი ძალიან საინტერესო ლოკაციაა ვიზიტორებისთვის და ის გააძლიერებს ჩვენ ტურისტულ მიმზიდველობასა და პოტენციალს, - ასე ეხმიანება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა დენდროლოგიური პარკის გახსნა. მისი თქმით, ეს არის შესანიშნავი საჩუქარი და ქველმოქმედების ნიმუში, რომელიც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გაუკეთა ქართველ ხალხს.

16 ივლისი 2020, 20:41

COVID19

იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 35 ათასს გადააჭარბა

იტალიის სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 35 ათასს გადააჭარბა. გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსს 20 ადამიანი ემსხვერპლა, რამაც კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი 35 017-მდე გაზარდა.

რომან გოცირიძე

16 ივლისი 2020, 20:22

პოლიტიკა

რომან გოცირიძე: რუსეთის საგარეოს განცხადება დაიმსახურა საქართველოს ხელისუფლებამ, საკუთარი მორჩილი პოზიციის გამო

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება დამამცირებელია საქართველოს ხელისუფლებისთვის - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა, რომან გოცირიძემ განაცხადა. მისივე თქმით, ეს განცხადება არის ცინიკური. „ეს დაიმსახურა საქართველოს ხელისუფლებამ საკუთარი, ასეთი ლოიალური და მორჩილი პოზიციის გამო“-აღნიშნა გოცირიძემ.

16 ივლისი 2020, 20:13

პოლიტიკა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში, მიწის დეგრადაციისა და აგრო-ნარჩენების გადაწვაზე, ხანძრებისა და მათი პრევენციის საკითხებზე საკომიტეტო მოსმენა გაიმართა

მიწის დეგრადაცია და აგრო-ნარჩენების გადაწვა, ხანძრები და მათი პრევენცია - ამ საკითხებზე გაიმართა საკომიტეტო მოსმენა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე, ნინო წილოსანი უძღვებოდა, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საკომიტეტო მოსმენას, კანონმდებლებთან ერთად აღმასრულებელი და ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრობო და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ფერმერები, და დარგის სპეციალისტები ესწრებოდნენ.

ვახტანგ კალოიანი

16 ივლისი 2020, 20:11

COVID19

ვახტანგ კალოიანი: ადამიანებში კორონავირუსის საწინააღმდეგო ერთ-ერთი ვაქცინის კვლევის პირველი ეტაპი წარმატებულია

ვაქცინასთან მიმართებაში გარკვეული სიახლეები არის. ამერიკულმა კომპანიამ ის უკვე ადამიანებზე გამოსცადა, კვლევამ 2 ფაზა წარმატებით გაიარა, - ამის შესახებ კრიტიკული მედიცინის ასოციაციის ხელმძღვანელმა, ვახტანგ კალოიანმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

16 ივლისი 2020, 20:09

COVID19

ისრაელში ყოველი კვირის ბოლოს კარანტინის რეჟიმი ამოქმედდება

კორონავირუსის შეკავების მიზნით ისრაელის მთავრობა ყოველი კვირის ბოლოს კარანტინის ამოქმედებაზე შეთანხმდა.

16 ივლისი 2020, 20:06

სამართალი

შსს-ში შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მოწმე გამოიკითხა

როგორც მან მედიასთან თქვა, შსს-ს მასთან კითხვები სოციალურ ქსელთან დაკავშირებით ჰქონდა. „სოციალურ ქსელთან დაკავშირებით დაადგინეს რაღაც დეტალები და სოციალური ქსელები შეამოწმეს, მიმოწერასთან დაკავშირებით იყო კითხვები”,-აღნიშნა მარიამ ხატისკაცმა.

16 ივლისი 2020, 19:40

მსოფლიო

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთი ჯარისკაცის დაღუპვის შესახებ იუწყება

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში სომხეთთან შეიარაღებული დაპირისპირების დროს კიდევ ერთი ჯარისკაცის დაღუპვის შესახებ იუწყებიან.

გიორგი გაჩეჩილაძე

16 ივლისი 2020, 19:30

საზოგადოება

გიორგი გაჩეჩილაძე დენდროლოგიურ პარკზე: ეს არის უნიკალური და იშვიათი ობიექტი, რომელიც მსოფლიოში რამდენიმეა

„პროპაგანდისტული მანქანა, რომელიც ჩართული იყო ამ პროექტის წინააღმდეგ, იმ ხეების გადმოტანის წინააღმდეგი კი არ იყო, არამედ არ უნდოდათ, რომ საქართველოში ასეთი უნიკალური პროექტი შექმნილიყო. ბოტანიკური ბაღები, ასეთი სპეციფიკური საქართველოში სულ ექვსია და ყველა ბიძინა ივანიშვილის მიერაა რეაბილიტირებული“, - განაცხადა გიორგი გაჩეჩილაძემ.

16 ივლისი 2020, 19:29

COVID19

ბოლო 24 საათში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით 66 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში დიდ კორონავირუსით 641 ადამიანი დაინფიცირდა, 66 პაციენტი კი გარდაიცვალა.პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში სულ 292 552 ადამიანი დაავადდა, 45 119 პაციენტი კი გარდაიცვალა.

დიმიტრი პესკოვი

16 ივლისი 2020, 19:20

COVID19

დიმიტრი პესკოვი: რუსეთს კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინის შექმნის შესახებ ინფორმაციის მოპარვის მცდელობებთან კავშირი არ აქვს

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი, დიმიტრი პესკოვი ოფიციალური ლონდონის ბრალდებას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ რუსეთის სპეცსამსახურებთან დაკავშირებული ჰაკერები კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინის შექმნის შესახებ ინფორმაციის მოპარვას ცდილობენ.

დასეტყვილი ვენახი კახეთში

16 ივლისი 2020, 19:04

რეგიონი

კახეთში სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის დახმარებაზე უახლოეს პერიოდში მთავრობა იმსჯელებს

კახეთში სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის დახმარების ფორმაზე უახლოეს პერიოდში საქართველოს მთავრობა იმსჯელებს. ეს მას შემდეგ მოხდება, რაც დაზიანებული სასოფლო-სამეურნეო სავარგულების შესახებ ადგილობრივი ხელისუფლება მთავრობას კონკრეტულ ინფორმაციას ადგილზე შეაჯამებს და გაუგზავნის.

ვიქტორ ყიფიანი

16 ივლისი 2020, 18:54

პოლიტიკა

ვიქტორ ყიფიანი: დღევანდელი კონტექსტი სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტისა, თვისობრივად განსხვავდება წინა პერიოდებისგან

დღევანდელი კონტექსტი სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტისა თვისობრივად განსხვავდება იმ ვითარებისგან, რაც არსებობდა, თუნდაც 5 წლის წინ, ან თუნდაც შარშან და ეს განსხვავება რამდენიმე არსებით მომენტში გამოიხატება, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა ანალიტიკოსმა, „ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

ვაგიფ დარგიახლი

16 ივლისი 2020, 18:51

მსოფლიო

აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება: სომხეთმა არ უნდა დაივიწყოს, რომ ჩვენი უახლესი სარაკეტო კომპლექსები მეწამორის ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმის საშუალებას იძლევა

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში სომხეთი გააფრთხილეს, რომ თავდასხმის შემთხვევაში საპასუხო იერიში შეუძლიათ მიიტანონ მეწამორის ატომურ ელექტროსადგურზე.

16 ივლისი 2020, 18:51

ეკონომიკა

სახელმწიფომ პანდემის დროს დაზარალებულებზე კომპენსაციის სახით უკვე 80,883,700 ლარი გასცა

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, 16 ივლისის მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით სულ დარეგისტრირდა კომპენსაციის მიმღები თვითდასაქმებული 215 826 პირი. მათგან 121 525 პირმა მიიღო 300 ლარიანი კომპენსაცია. სულ გადაირიცხა 36 457 500 ლარი.

გიორგი რურუას სასამართლო პროცესი

16 ივლისი 2020, 18:44

სამართალი

გიორგი რურუას საქმეზე ბრალდების მხარე სასამართლოზე დასკვნითი სიტყვით წარდგა

გიორგი რურუას საქმეზე დღეს ბრალდების მხარე სასამართლოს წინაშე დასკვნითი სიტყვით წარდგა. მათ კიდევ ერთხელ შეაჯამეს ის მტკიცებულებები, რომელიც საქმის მიმდინარეობისას გამოიკვლიეს. ასევე, ცნობის სახით წარმოადგინეს გამომძიებელ გიგა დარსაველიძის ტელეფონის ამონაწერის ოქმი, რომლის შემთხვევის ადგილზე ყოფნასაც დაცვის მხარე სადაოდ ხდიდა.

16 ივლისი 2020, 18:38

საზოგადოება

საბურთალოს რაიონში ოთხ მისამართზე სპორტული მოედანი განახლდა

საბურთალოს რაიონში ოთხი კომბინირებული სპორტული მოედნის რეაბილიტაცია დასრულდა. მოედნები ფანასკერტელის ქუჩა N19, ვაჟა-ფშაველას გამზირი N23, ვაშლიჯვარში, თოფურიძის ქუჩა II გასასვლელი N2ა-სა და პატარა დიღომში, ფერაძის ქუჩა N2ა-ს მიმდებარედ რეაბილიტირდა.