imedi /  01 ივნისი 2020, 18:50 / სანდო წყარო

ნინო ბაციაშვილმა ევროპის პირველი ონლაინ ჩემპიონატი მოიგო

ქართველი მოჭადრაკე ნინო ბაციაშვილი

ქართველი მოჭადრაკე ნინო ბაციაშვილი

ევროპის პირველი ონლაინ ჩემპიონატი ქართველი მოჭადრაკის, ნინო ბაციაშვილის გამარჯვებით დასრულდა.

33 წლის ქართველმა 2 სათამაშო დღის განმავლობაში 16 შესაძლებლობიდან 10 ქულა დააგროვა და პრესტიჟული ტურნირი მოიგო.

მეოთხე ადგილზე კი ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატების მრავალგზის გამარჯვებული ნინო ხომერიკი გავიდა.

შეჯიბრი სხვადასხვა რეიტინგ კატეგორიებში 2020 წლის 1 აპრილის რეიტინგ სიის მიხედვით გაიმართა. რეიტინგ კატეგორიებიდან გასული მოჭადრაკეები ორგანიზატორების მიერ შემდეგ ეტაპზე ავტომატურად რეგისტრირდებოდნენ.

პარტიების შემდეგი დროის კონტროლით მიმდინარეობდა:10 წუთი 2 წამის დამატებით ფინალში გასულმა 16 მონაწილემ დამატებით გამოიყენა პროგრამა Zoom-ის ვიდეო და აუდიო ხმის სისტემები.

ყველა სიახლე

მირიან ნიკოლაძე

14 ივლისი 2020, 23:22

სამართალი

მირიან ნიკოლაძე: ზოგიერთი არხის მხრიდან ამორალური და უზნეო დამოკიდებულების მიუხედავად საქმის ობიექტურად გაშუქებას მივაღწიეთ

არ გავამხილეთ თავის დროზე, თუმცა დაახლოებით მესამე დღეს ოჯახმა იცოდა გიორგის გარდაცვალების მიზეზი, ცოტა მოგვიანებით კი ცნობილი გახდა იმის შესახებ, რომ დაზიანებები სიცოცხლის დროინდელი იყო. ჩვენ ვფილტრავთ ინფორმაციას და საზოგადოებას მას ვაწვდით ისე, რომ გამოძიებას არ შეეშალოს ხელი, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ გიორგი შაქარაშვილის ბიძამ და ოჯახის ადვოკატმა, მირიან ნიკოლაძემ განაცხადა.

ირანი კორონავირუსი

14 ივლისი 2020, 22:50

COVID19

ირანში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 260 ათასს გადააჭარბა

გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში COVID-19-ს 179 ადამიანი ემსხვერპლა, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი 13 211-მდე გაიზარდა.

14 ივლისი 2020, 22:44

მსოფლიო

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო კიდევ ორი სამხედროს გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო აზერბაიჯანის მხრიდან ცეცხლის გახსნის შედეგად კიდევ ორი სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალების შესახებ იტყობინება.

ნინო თვალთვაძე

14 ივლისი 2020, 22:31

რეგიონი

ქუთაისის მერის მოადგილემ თანამდებობა დატოვა

„ხვალიდან ვტოვებ მერის მოადგილის თანამდებობას. ვიტყვი, რომ დიდი პატივი იყო ჩემთვის ჩემი ქალაქის სამსახურში ყოფნა. მხოლოდ მცირედით შევძელი ქუთაისისთვის ჩემი წილი ვალის დაბრუნება. ამიტომ, სადაც არ უნდა ვიყო, ყოველთვის ქუთაისის სამსახურში ვიქნები. ამ 2 წლისა და 7 თვის მანძილზე იყო რთული დღეებიც და იყო ძალიან დიდი სიხარულიც, იყო წარმატებაც და წარუმატებლობაც. უბრალოდ, ძალიან დიდი მადლობა ყველას, იმ სითბოსა და სიყვარულისთვის, რასაც ყოველთვის ვგრძნობდი და რაც ამ ერთი კვირის განმავლობაში კიდევ უფრო მძაფრად მაგრძნობინეთ. ეს საჩუქარი კი, განსაკუთრებული საჩუქარი, ყოველთვის ჩემთან იქნება, როგორც სიმბოლო იმისა, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი“, - წერს თვალთვაძე.

მინსკი აქცია

14 ივლისი 2020, 22:30

მსოფლიო

ლუკაშენკოს მთავარი კონკურენტისთვის რეგისტრაციაში უარის თქმას ბელარუსის ქალაქებში საპროტესტო აქციები მოყვა

ბელარუსის დედაქალაქ მინსკსა და რამდენიმე ქალაქში ვიქტორ ბაბარიკოსთვის საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატად რეგისტრაციაზე უარის თქმას საპროტესტო აქციები მოყვა. ინფორმაციას ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ ადგილობრივი რედაქცია ავრცელებს. მინსკში მსვლელობაში რამდენიმე ასეული ადამიანი მონაწილეობს, პოლიციამ მომიტინგეებს გზა გადაუკეტა და რამდენიმე ათეული ადამიანი დააკავა. საპროტესტო აქციები მიმდინარეობს ბრესტში, მოგილიოვში, გომელში, გროდნოში, მოლოდეჩნოსა და ბელარუსის სხვა ქალაქებში.

ირაკლი კოვზანაძე

14 ივლისი 2020, 22:30

ეკონომიკა

ირაკლი კოვზანაძე: აუდიტით ნაერთი ბიუჯეტის დაფარვის მაჩვენებელი 90%-ს უნდა გადაცდეს

„ჩვენი რეკომენდაციაა, რომ აუდიტით ნაერთი ბიუჯეტის დაფარვის მაჩვენებელი 90%-ს გადასცდეს. რადგან წლიდან წლამდე მატულობს საბიუჯეტო შემოსავლები და ასიგნებები, ამიტომ მნიშვნელოვნად იზრდება აუდიტით დაფარვის გარეშე დარჩენილი თითოეული პროცენტის წონა“.

14 ივლისი 2020, 22:14

COVID19

აშშ-ში კორონავირუსს უკვე 138 700 ადამიანი ემსხვერპლა

ბოლო 24 საათის განმავლობაში აშშ-ში კორონავირუსს 453 ადამიანი ემსხვერპლა, 28 149 პირს კი ვირუსი დაუდასტურდა. სულ ქვეყანაში ინფიცირების 3 507 632 შემთხვევაა აღწერილი. გარდაცვლილ დაავადებულთა რაოდენობამ უკვე 138 700 შეადგინა, 1 565 551-მა პაციენტმა ვირუსის დამარცხება შეძლო.

შსს

14 ივლისი 2020, 22:10

სამართალი

ზუგდიდში ახალგაზრდა ქალი საკუთარი შვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს

არსებული ინფორმაციით, ქალმა რამდენიმე დღის წინ, ნაქირავებ ბინაში იმშობიარა, რის შემდეგაც ბავშვის მამას დაუკავშირდა და გარდაცვლილი შვილის ცხედარი დაკრძალვის მიზნით გადასცა.

14 ივლისი 2020, 22:02

მსოფლიო

ბრიტანეთის თემთა პალატაში წარდგენილი დოკუმენტი: სომხეთის აგრესია ყარაბაღის კონფლიქტს ამწვავებს

სომხეთის მხრიდან აგრესიის აქტი, რომელიც 2020 წლის 12 ივლისს მოხდა, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეიარაღებულ კონფლიქტს კიდევ უფრო ამძაფრებს, რისი მიზეზიც სომხეთის მიერ მთიანი ყარაბაღისა და 7 მიმდებარე რაიონის კონტროლია, - ამის შესახებ ნათქვამია დოკუმენტში №717 „სომხეთის აგრესია აზერბაიჯანის წინააღმდეგ“, რომელიც ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატაშია წარდგენილი.

კორონავირუსი

14 ივლისი 2020, 21:55

COVID19

აზერბაიჯანში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 25 ათასს გადააჭარბა

ქვეყანაში კოვიდინფიცირების 25 113 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაიცვალა 319 ადამიანი, 16 150-მა კი ვირუსის დამარცხება შეძლო.

კახა კალაძე

14 ივლისი 2020, 21:34

პოლიტიკა

კახა კალაძე: სააკაშვილი უკრაინის სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენელია და მისი განცხადებები მიუღებელია

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენელია, მნიშვნელობა არ აქვს, მას მაღალი თუ დაბალი თანამდებობა აქვს, მისი განცახდებები მიუღებელია, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

14 ივლისი 2020, 21:27

მსოფლიო

რეჯეფ თაიფ ერდოღანი: მტკიცედ ვგმობ სომხეთის თავდასხმას მეგობრულ და ძმურ აზერბაიჯანზე

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეიარაღებულ დაპირისპირებას ეხმაურება.

კახა კალაძე

14 ივლისი 2020, 21:23

პოლიტიკა

კახა კალაძე: რურუას თემა არის მოგონილი

„ზოგადად, შეფასებები მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რაც კეთდება და რასაც აკეთებს ჩვენი ქვეყანა. განსაკუთრებით, 2012 წლის შემდეგ გვაქვს მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯები. მოუხედავად იმისა, რომ ჩვენი ოპონენტები ყველანაირად ცდილობენ, რომ ჩვენი ქვეყანა დააზარალონ და დააზიანონ, განსაკუთრებით საზღვრებს გარეთ. რა თქმა უნდა, არის შემთხვევები, როდესაც ეს გამოსდით, არის შემთხვევები, როდესაც არ გამოსდით. თუმცა ჩვენ, ხელისუფლებამ, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობასთან ერთად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მიზანი და არჩევანი, რომელიც გვაქვს გაკეთებული – ევროპულ ოჯახში გაწევრიანება, ძალიან სწრაფად მოხდეს. ამისთვის, საჭიროა, რეფორმების განხორციელება, რომელსაც რა თქმა უნდა, ჩვენ ეტაპობრივად ვახორციელებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რობერტ რედფილდი

14 ივლისი 2020, 21:16

COVID19

რობერტ რედფილდი: აშშ-მა ვირუსს თავი ჯერ ვერ დააღწია

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორის, რობერტ რედფილდის განცხადებით, ქვეყანა გაცილებით უკეთეს მდგომარეობაშია, ვიდრე გაზაფხულზე იყო, რადგან სიკვდილიანობის მაჩვენებელი შემცირდა, თუმცა ვირუსს თავი ჯერ ვერ დააღწია.

კახა კალაძე

14 ივლისი 2020, 21:13

პოლიტიკა

კახა კალაძე: ვმუშაობთ მაჟორიტარებსა და საარჩევნო სიაზე, საზოგადოება ამას უახლოეს მომავალში გაიგებს

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ მაჟორიტარების და საარჩევნო სიის ფორმირებისთვის ემზადება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა ჟურნალისტებთან საუბარში განუცხადა.

14 ივლისი 2020, 21:05

საზოგადოება

ოკუპანტების მიერ გატაცებული ხვიჩა მღებრიშვილის ოჯახმა და ახლობლებმა აქცია გამართეს

მეჯვრისხევიდან ოკუპანტების მიერ გატაცებული 45 წლის ხვიჩა მღებრიშვილის ოჯახის წევრები და ახლობლები დღეს სოფელში შეიკრიბნენ. მათი განცხადებით, ის 3 ივლისს დააკავეს, თუმცა დაკავების შესახებ ოჯახმა მხოლოდ მესამე დღეს შეიტყო.

მელანია ტრამპი

14 ივლისი 2020, 20:50

COVID19

მელანია ტრამპი ამერიკელებს პირბადის ტარებისკენ მოუწოდებს

აშშ-ის პირველი ლედი, მელანია ტრამპი ამერიკელებს პირბადის ტარებისკენ მოუწოდებს.

ევროპარლამენტი

14 ივლისი 2020, 20:45

პოლიტიკა

ევროპარლამენტარები საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობების გაღრმავების უწყვეტ პროცესს მიესალმებიან

განცხადებაში ყურადღება მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს ეთმობა. დეპუტატები აღნიშნავენ, რომ არჩევნები საქართველოსთვის ერთგვარი ტესტია იმის დასამტკიცებლად, რომ ქვეყანა დემოკრატიული მიმართულებით ვითარდება.

14 ივლისი 2020, 20:43

COVID19

უკრაინაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 1 400-ს გადააჭარბა

ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში კორონავირუსი 638 ადამიანს დაუდგინდა, ჯამში კი დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 54 771-მდე გაიზარდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში COVID-19-ს 14 პაციენტი ემსხვერპლა, დაღუპულთა საერთო რაოდენობა კი 1 412-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა 27 154 პაციენტი.

გიორგი შაქარაშვილის საქმე

14 ივლისი 2020, 20:37

პოლიტიკა

შაქარაშვილის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის ჩვენება სატელეფონო ანძის ამონაწერს ეწინააღმდეგება

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეში ახალი დეტალები გაჩნდა, რაც მომხდარს კიდევ უფრო ბუნდოვანს ხდის. როგორც ირკვევა, ერთ-ერთი ბრალდებულის მიერ გამოძიებისთვის მიცემული ჩვენება სატელეფონო ანძის ამონაწერს ეწინააღმდეგება.