IMEDI /  02 ივნისი 2020, 10:51 / სანდო წყარო

ლიონელ მესი მომდევნო სეზონშიც „ბარსელონაში“ ითამაშებს

ამის შესახებ ოფიციალურად მას შემდეგ გაირკვა, რაც არგენტინელმა ფეხბურთელმა კლუბთან კონტრაქტის შეწყვეტის შესახებ სპეციალური პუნქტი არ გამოიყენა, რისი გაკეთებაც ყოველი წლის 15 მაისიდან 1 ივნისამდე შეუძლია.

კატალონიურ გრანდთან მოქმედი ხელშეკრულება მესის 2021 წლის ივნისში ეწურება, რომლის გახანგრძლივების წინადადებით მას კლუბის ადმინისტრცია უახლოეს მომავალში მიმართავს.

27 ტურის შემდეგ „ბარსელონა“ ესპანეთის ჩემპიონატში 58 ქულით პირველ ადგილზეა. მესი კი „ლა ლიგის“ ბომბარდირთა დავას 19 გოლით, ასისტენტებს კი 12 საგოლე გადაცემით ლიდერობს.

ყველა სიახლე

კორონავირუსი აზერბაიჯანი

12 ივლისი 2020, 19:44

COVID19

აზერბაიჯანში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 300-ს გადააჭარბა

ქვეყანაში კოვიდინფიცირების 24 041 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაიცვალა 306 ადამიანი, 15 093-მა კი ვირუსის დამარცხება შეძლო.

ირანი კორონავირუსი

12 ივლისი 2020, 19:34

COVID19

ირანში კიდევ 194 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, ირანში კორონავირუსის 2 186 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 257 303-მდე გაიზარდა.

სუდანი ქალები

12 ივლისი 2020, 19:17

მსოფლიო

სუდანში ქალთა წინდაცვეთის აკრძალვის შესახებ კანონი ძალაში შევიდა

„ყველა ამ ცვლილების მიზანი კანონის წინაშე თანასწორობის მიღწევაა. უარი ვთქვით ყველა მუხლზე, რომელიც დისკრიმინაციას იწვევს. ჩვენს ხალხს გარანტიას ვაძლევთ, რომ სამართლებლივი რეფორმა მანამ გაგრძელდება, სანამ არ გავაუქმებთ ყველა კანონს, რომელიც სუდანში ადამიანის უფლებებს არღვევს“, - აღნიშნა ნასრედინ აბდულბარიმ.

12 ივლისი 2020, 18:47

სამართალი

ზუგდიდში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული დ.შ. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ზუგდიდში დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.

სომხეთი აზერბაიჯანი

12 ივლისი 2020, 18:39

მსოფლიო

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე სროლას მსხვერპლი მოჰყვა

ერევანში აღნიშნავენ, რომ შეტევის მოგერიება საპასუხო ცეცხლის გახსნით შეძლეს. ამასთან, სომხურ მხარეს არც დაშავებულები და არც დაღუპულები ჰყავს. ბაქოში კი აცხადებენ, რომ ცეცხლი სომხურმა მხარემ გახსნა. ქვეყნის თავდაცვის სამინისტროში ასევე აღნიშნავენ, რომ მსხვერპლი ორივე მხარეს არის და აზუსტებენ, რომ ინციდენტის შედეგად 2 აზერბაიჯანელი სამხედრო გარდაიცვალა, 5 კი დაიჭრა.

12 ივლისი 2020, 18:27

რეგიონი

კახეთში, „ხორბლის მაღალი, ხარისხიანი და მყარი მოსავლის მიღების თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ”, ფერმერებისთვის ტრენინგი გაიმართა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოსთან ერთად, მთელი საქართველოს მასშტაბით, ფერმერთა ხელშეწყობის პროექტს ახორციელებს, რომელიც ფერმერთათვის სხვადასხვა თემატიკის ტრენინგების ჩატარებას გულისხმობს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

აშშ კორონავირუსი

12 ივლისი 2020, 18:20

COVID19

აშშ-ში კორონავირუსის 66 528 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ეს პანდემიის დაწყებიდან ახალი შემთხვევების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყანაში. აშშ-ში ინფიცირებულების რაოდენობამ უკვე 3,2 მილიონს აჭარბებს.

ხანძარი

12 ივლისი 2020, 18:19

სამართალი

ადვოკატის ინფორმაციით, ზუგდიდში ჩატარებული სპეცოპერაცია სავარაუდოდ, ნარკოდანაშაულს უკავშირდება

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა, სპეცოპერაციის შედეგად, ზუგდიდში დაკავებული დადუ შენგელია თბილისში გადაიყვანეს. დაკავებულის ადვოკატის პაატა სოტკილავას თქმით, სავარაუდოდ გამოძიება მას ნარკოდანაშაულს ედავება. მისივე თქმით, რამდენიმესაათიანი ჩხრეკის შედეგად, სამართალდამცავებს საცხოვრებელი ბინიდან კანონსაწინააღმდეგო არაფერი ამოუღიათ.

აჭარა

12 ივლისი 2020, 17:42

COVID19

აჭარაში კორონავირუსი თურქეთის მოქალაქეს დაუდასტურდა

აჭარაში კორონავირუსი თურქეთის მოქალაქეს დაუდასტურდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 50 წლის კაცი სატვირთო ავტომობილის მძღოლია. ვირუსისთვის დამახასიათებელი ჩივილებით ის ბათუმის „ცხელების ცენტრში" მოათავსეს, სადაც კორონავირუსი დაუდგინდა.

კორონავირუსი ავსტრია

12 ივლისი 2020, 17:07

საზოგადოება

ORF Nachrichten: საქართველომ ყველას დაუმტკიცა, რომ სწრაფი რეაგირება, დისციპლინა და მკაცრი ქმედებები ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში წარმატების რეცეპტია

„საქართველომ ყველას დაუმტკიცა, რომ სწრაფი რეაგირება, დისციპლინა და მკაცრი ქმედებები (ზოგჯერ არცთუ ისე პოპულარული) კოვიდ-ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში წარმატების რეცეპტია“, - ნათქვამია სტატიაში.

EUMM

12 ივლისი 2020, 17:03

პოლიტიკა

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოს მოქალაქის დაჭრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

„ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM) გუშინ, მის მიერვე მართული ცხელი ხაზის ინტენსიურ რეჟიმში გამოყენებას ადასტურებს, რაც ე.წ. ადმინისტრაციულ ხაზთან საქართველოს მოქალაქის დაკავებასა და სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრას უკავშირდებოდა“.

12 ივლისი 2020, 16:57

საზოგადოება

დუბლინის წმ. მაქსიმე აღმსარებლის სახელობის ქართული მართლმადიდებლური ეკლესია, ირალნდიის სამთავრობო ღონისძიებაში პირველად მონაწილეობს

2020 წლის 12 ივლისს, დუბლინის წმ. მაქსიმე აღმსარებლის სახელობის ქართული მართლმადიდებლური ეკლესია, პირველად ირლანდიის ისტორიაში, მონაწილეობს ომებში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ყოველწლიურ ღონისძიებაში. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ჩართულობა ამ მეტად მნიშვნელოვან ღონისძიებაში შესაძლებელი გახდა ირლანდიაში საქართველოს საელჩოსა და დუბლინში მოქმედი ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვრის მამა დავით ლონერგანის ერთობლივი ძალისხმევისა და გაწეული მუშაობის შედეგად.

12 ივლისი 2020, 16:51

COVID19

რუსთავის ცხელების ცენტრი პაციენტმა თვითნებურად დატოვა

რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს ,,ცხელების ცენტრიდან" პაციენტი გაიქცა. როგორც „იმედინიუსს“ საავადმყოფოში განუცხადეს, პაციენტი მათთან საკარანტინო სივრციდან გადაიყვანეს. მას მაღალი ტემპერატურა უფიქსირდებოდა.

უორენ ბაფეტი

12 ივლისი 2020, 16:48

ეკონომიკა

უორენ ბაფეთმა კიდევ $2,9 მილიარდის დონაცია განახორციელა, ხოლო 2006 წლიდან მისი მთლიანი შემოწირულობა $37 მილიარდს უტოლდება

უორენ ბაფეთმა კიდევ $2,9 მილიარდი დოლარის დონაცია განახორციელა, 2006 წლიდან კი მისმა მთლიანმა შემოწირულობამ $37 მილიარდი შეადგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას CNBC ავრცელებს. მსოფლიოს ერთ-ერთმა უმსხვილესმა ინვესტორმა და ქველმოქმედმა, სულ ახლახანს გამოაცხადა 5 ორგანიზაცია, რომელიც მის ყოველწლიურ დონაციას მიიღებს. როგორც ბაფეტმა აღნიშნა, ის აპირებს, რომ თავისი ქონების 99% ქველმოქმედებაში დახარჯოს, საიდანაც მისი თქმით, უმეტეს ნაწილს ის ბილ და მელინდა გეითსების სახელობის ფონდს, მისი მეუღლის საქველმოქმედო ფონდსა და მისი 3 შვილის საქველმოქმედო ფონდებს შესწირავს.

12 ივლისი 2020, 16:27

COVID19

დღე-ღამეში ბრაზილიაში 964 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათის განმავლობაში სომხეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 36 474 შემთხვევა გამოვლინდა, 964 ადამიანი კი ვირუსს ემსხვერპლა. ქვეყანაში კოვიდინფიცირების 1 840 812 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაიცვალა 71,492 ადამიანი, 1 213 512-მა კი ვირუსის დამარცხება შეძლო.

ნავთობი მოპოვება

12 ივლისი 2020, 16:16

ეკონომიკა

Bloomberg: OPEC+-ის ქვეყნების ნავთობის მოპოვების გაზრდას გეგმავენ

სააგენტოს ინფორმაციით, შეთანხმების მონაწილე რამდენიმე ქვეყნის დელეგაციის წევრებმა მათ აცნობეს, რომ აგვისტოში ნავთობის მოპოვებაზე დაწესებული შეზღუდვა დღე-ღამეში 9.6 მილიონი ბარელის ნაცვლად შესაძლოა 7.7 მილიონამდე შემცირდეს.

12 ივლისი 2020, 16:07

მსოფლიო

Oxfam-ი: მსოფლიოში შიმშილით მეტი ადამიანი დაიღუპება, ვიდრე - კორონავირუსით

ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ მოხსენებაში ნათქვამია, რომ 2020 წლის ბოლოსთვის მსოფლიოში შიმშილით ყოველდღიურად 12 000 ადამიანი დაიღუპება. შედარებისთვის, კოვიდ 19-ით გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა მსოფლიოში 17 აპრილს დაფიქსირდა, როდესაც ვირუსით 8890 ადამიანი გარდაიცვალა.

ზუგდიდი

12 ივლისი 2020, 15:54

სამართალი

ზუგდიდში, დადიანების ქუჩაზე სპეცოპერაცია ჩატარდა

ის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის სპეციალური რაზმის წარმომადგენლებმა რამდენიმე წუთის წინ დააკავეს. მიზეზი და სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. შსს კომენტარს ჯერ არ აკეთებს

12 ივლისი 2020, 15:43

პოლიტიკა

„ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსმა“ თბილისში პარტიის ოფისი გახსნა

„დღეიდან პარტია „ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი“ერთვება 2020 წლის საარჩევნო მარათონში. პარტიამ დაასრულა რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურები და ასევე წარდგენილია ქვს განცხადება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში“ - აღნიშნულია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

12 ივლისი 2020, 15:35

მსოფლიო

ჰამბურგის სექს-მუშაკები გერმანიის ბორდელების გახსნას ითხოვენ

ჰამბურგის სექს-მუშაკები გერმანიის ბორდელების გახსნას ითხოვენ, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. მეძავებმა ჰამბურგის წითელი ლამპიონების რაიონში დემონსტრაცია გამართეს, სადაც კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ფონზე, ბორდელების გახსნა მოითხოვეს. იმის ფონზე, რომ მაღაზიები, რესტორნები და ბარები გაიხსნა გერმაიაში, სექს-მუშაკები სამართლიანობას მოითხოვენ და ამბობენ, რომ ჯანმრთლეობისთვის ზიანს არ წარმოადგენენ. „უძველეს პროფესიას თქვენი დახმარება სჭირდება“, - ნათქვამია პლაკატზე, ერთ-ერთ ბორდელთან.