imedi /  02 ივნისი 2020, 11:57 / სანდო წყარო

მიუნხენის „ბაიერნის“ პოლონელი ფეხბურთელი რობერტ ლევანდოვსკი კიდევ ერთი რეკორდის ავტორი გახდა

რობერტ ლევანდოვსკი

რობერტ ლევანდოვსკი

მიუნხენის „ბაიერნის“ პოლონელი ფეხბურთელი რობერტ ლევანდოვსკი კიდევ ერთი რეკორდის ავტორი გახდა.

ბუნდესლიგის უკანასკნელ ტურში, „დიუსელდორფთან“ შესრულებული დუბლით ის გახდა გერმანული ფეხბურთის ისტორიაში პირველი, რომელმაც უმაღლესი ლიგის ერთ სეზონში ბურთი ყველა გუნდს გაუტანა.

ლევანდოვსკის ბუნდესლიგაში უკვე 29 გოლი დაუგროვდა და "ოქროს ბუცისთვის" ბრძოლაში "ლაციოს" ფორვარდს ჩირო იმობილეს გადაასწრო, რომლის ანგარიშზეც 27 ბურთია. იმ შემთხვევაში ლ, თუ დარჩენილ ხუთ ტურში პოლონელი მინიმუმ 11 ბურთს გაიტანს, ლეგენდარული გერდ მიულერის მიღწევას გაიმეორებს, რომელმაც ბუნდესლიგის ერთ სეზონში 70-იან წლებში 40 გოლი გაიტანა.

ყველა სიახლე

26 ოქტომბერი 2021, 12:57

პოლიტიკა

ამირან სალუქვაძე ანა ნაცვლიშვილზე: დედ - მამას რომ დაგიჭერენ და ამ ძალასთან შემდეგ კოალიციაში შედიხარ, არ ვიცი რა სინდრომია და ღირებულებათა შკალაზე სად იმყოფება

ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში პარტია „ლელოს“ წევრის, ანა ნაცვლიშვილის ოპოზიციის კოალიციაში გაერთიანებას გამოეხმაურა. „დედ-მამას რომ დაგიჭერენ, ქონებას წაგართმევენ და ამ ბოროტების შემდეგ მთელი ცხოვრება ამ მოძალადე პარტიის ხაზზე ზიხარ, ბოლოს შენს ოჯახზე მოძალადეებთან კოალიციაში შედიხარ და ერთ-ერთ სახესთან ქუთაისში მოადგილის თანამდებობას დათანხმდები, არ ვიცი რა სინდრომია და ღირებულებათა შკალაზე სად იმყოფება“, - წერს სალუქვაძე Facebook-ზე.

26 ოქტომბერი 2021, 12:55

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი ხატია დეკანოიძეს: ქვეყნის კონსტიტუციას და კანონს არ იცნობ?! შერიფის ინსტიტუტი თავისთავად საინტერესო ფენომენია, მაგრამ რა აღარ მოგწონს ქართულ პოლიციაში

​​​​​​​შერიფის ინსტიტუტი თავისთავად საინტერესო ფენომენია, მაგრამ ქართულ რეალობას ვერ მოერგება და მაინც შენთან მაქვს კითხვა რა აღარ მოგწონს ქართულ პოლიციაში? შერიფის კოპირება და ისიც მხოლოდ ერთ ქალაქში ცოტა უცნაურია, - ასე ეხმიანება საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი ხატია დეკანოიძის ინიციატივას, რომ ქუთაისი იქნება პირველი ქალაქი სადაც შერიფს აირჩევენ.

26 ოქტომბერი 2021, 12:54

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: უვიცობისა და ტყუილის ბოლო გვირგვინი კი შერიფის არჩევის გამოცხადება იყო, ან კონსტიტუცია წაიკითხეთ, ან კანონი „პოლიციის შესახებ“

,,მოიგებთ კი ამ მეორე ტურს? მგონი ამათ შერიფი და შარიფი ერევათ ერთმანეთში და უნდა ეთქვა, მოგების შემთხვევაში შარიფს მოვიწვევთოო... არადა, ომარ შარიფიც გარდაცვლილია’’, - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ ქუთაისი მერობის კანდიდატის ხატია დეკანოიძის განცხადებას, რომ მათი გამარჯვების შემთხვევაში ქუთაისი იქნება პირველი ქალაქი სადაც აირჩევენ შერიფს.

26 ოქტომბერი 2021, 12:51

მსოფლიო

აშშ სუდანისთვის განკუთვნილი 700 მილიონი დოლარის ფინანსური დახმარების გამოყოფას აჩერებს

აშშ სუდანისთვის განკუთვნილი 700 მილიონი დოლარის ფინანსური დახმარების გამოყოფას აჩერებს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი.

26 ოქტომბერი 2021, 12:40

პოლიტიკა

ეკატერინე ტიკარაძე მიხეილ სააკაშვილზე: პაციენტი იმყოფება მუდმივი მონიტორინგის ქვეშ - ყველა რისკი დაყვანილია მინიმუმამდე

„პაციენტი იმყოფება მუდმივი მონიტორინგის ქვეშ. ახლაც ადგილზე, კონსილიუმის გარდა, იქ არსებული სამედიცინო პერსონალის მხრიდან ხდება მისი ჯანმრთელობის მუდმივი მონიტორინგი. აქედან გამომდინარე, ყველა რისკი დაყვანილია მინიმუმამდე. მის პირად ექიმსაც არანაირი შეზღუდვა არ აქვს, დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეუძლია დრო გაატაროს პაციენტთან და დადოს შესაბამისი დასკვნა“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

26 ოქტომბერი 2021, 12:26

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: სავალდებულო ვაქცინაციას ბევრად უფრო მეტი ნეგატიური პროცესი მოჰყვება, რაც ვაქცინაციას ხელს შეუშლის

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სავალდებულო ვაქცინაციას არ ეთანხმება, ვინაიდან ამ მიდგომას ბევრად უფრო მეტი ნეგატიური პროცესი მოჰყვება. მისი თქმით, მნიშვნელოვანია მეტი კომუნიკაცია მოსახლეობასთან და არა იძულებითი წესის გამოყენება.

გურამ მაჭარაშვილი

26 ოქტომბერი 2021, 12:16

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: ექსპრეზიდენტის რეჟიმის დაბრუნება ნიშნავს წარსულში დაბრუნებას

საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, გურამ მაჭარაშვილს მიაჩნია, რომ მსჯავრდებული და ბრალდებული ექსპრეზიდენტის რეჟიმის დაბრუნება ნიშნავს წარსულში დაბრუნებას და ამას ქართველი ხალხი არ დაუშვებს.

26 ოქტომბერი 2021, 12:13

რეგიონი

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 2 ახალი შენობა გაიხსნა

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სასწრაფო დახმარების 2 ახალი შენობა გაიხსნა. დღეიდან, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის სასწრაფო დახმარების მედპერსონალი მუშაობას ახალ სამუშაო გარემოში გააგრძელებს. სასწრაფო დახმარების ახალ შენობაში განთავსება თანამშრომლებს პირადად მიულოცა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

26 ოქტომბერი 2021, 12:08

ტექნოლოგიები

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში არემჯის სამთო-გეოლოგიური ტექნოლოგიების ცენტრი გაიხსნა

საზეიმო ღონისძიებაზე არემჯის აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე ლიპარტიამ და სტუ-ს რექტორმა დავით გურგენიძემ მხარეებს შორის არსებული მემორანდუმის ფარგლებში განახლებულ სამოქმედო გეგმას მოაწერეს ხელი. განახლებული გეგმა სტუდენტებისთვის არაერთი საინტერესო პროექტის შეთავაზებას ითვალისწინებს.

26 ოქტომბერი 2021, 11:52

რეგიონი

ირაკლი ქარსელაძე: ბაღდათი-აბასთუმნის ახალი გზით ქუთაისის აეროპორტიდან აბასთუმანში 2,5 საათში ჩავალთ

ბაღდათი-აბასთუმნის გზის პროექტი ისტორიულია თავისი მნიშვნელობით, რადგან ეს გზა აკავშირებს იმერეთსა და სამცხე-ჯავახეთს. ეს არის, გზა რომელიც შესაძლებელს გახდის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან აბასთუმნამდე სულ რაღაც 2,5 საათში უსაფრთხო გზით ჩასვლას. გზა სრულად დაააკმაყოფილებს სტანდარტს, გათვალისწინებულია შესაბამისი სიგანე - 7 მეტრიანი გვერდულები, რომელიც ორზოლიანი გზის პირობებში, თავისი პარამეტრებით დაუბრკოლებელი გადაადგილების საშუალებას იძლევა, - განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ბაღდათი-აბასთუმნის გზის სამშენებლო სამუშაოების დათვალიერებისას.

26 ოქტომბერი 2021, 11:52

მსოფლიო

Microsoft-ი რუსეთიდან კიბერშეტევების ახალ ტალღაზე იუწყება

ამერიკული IT-გიგანტი, Microsoft-ი რუსეთიდან კიბერშეტევების ახალ ტალღაზე იუწყება. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ჰაკერული ჯგუფი სახელწოდებით Nobelium-ი ახალ ფართომასშტაბურ ოპერაციას ატარებს, რომლის სამიზნე აშშ-ში ასობით კომპანიისა და ორგანიზაციის კომპიუტერული სისტემებია.

შალვა პაპუაშვილი

26 ოქტომბერი 2021, 11:46

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი 27 ოქტომბრის აქციაზე: რა იძულებაზეა საუბარი, როცა არჩევნებზე საშუალოდ მილიონი ადამიანი ნებაყოფილობით გვაძლევს ხმას, აქედან თუ ათეულობით ათასი მოვა აქციაზე, გასაკვირი არ უნდა იყოს

„ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი, შალვა პაპუაშვილი სპეკულაციას უწოდებს გავრცელებული ინფორმაციას, რომ თითქოს ხდება პარტიის მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და 27 ოქტომბერს დაანონსებულ აქციაზე ადამიანების იძულებით მობილიზება.

ბექა დავითულიანი

26 ოქტომბერი 2021, 11:37

პოლიტიკა

ბექა დავითულიანი: მჯერა, ქართული საზოგადოება არ დაუშვებს იმ ადამიანების რეაბილიტაციას, რომლებიც ჩვენს თანამოქალაქეებს აწამებდნენ, აუპატიურებდნენ და კლავდნენ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, ბექა დავითულიანს სჯერა, რომ სისტემურ დანაშაულებთან, ძალადობასა და წამებასთან ასოცირებული ძალის, „ნაციონალური მოძრაობის“ რეაბილიტაციას საზოგადოება 30 ოქტომბერს უარს კიდევ ერთხელ ეტყვის.

ამირან გამყრელიძე

26 ოქტომბერი 2021, 11:29

COVID19

ამირან გამყრელიძის განცხადებით, მწვანე პასპორტებთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა საკოორდინაციო საბჭოს წარუდგინა პაკეტი, რაზეც დაბალანსებულ გადაწყვეტილებას მიიღებენ

დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა დღეს, საკოორდინაციო საბჭოს სამდივნოში წარადგინა დამუშავებული პაკეტი ე.წ. მწვანე პასპორტებთან მიმართებით. სამდივნო ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად განიხილავს და მიიღებენ გადაწყვეტილებას, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

26 ოქტომბერი 2021, 11:24

COVID19

უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება და ვაქცინაციის მიმდინარეობა განიხილა

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან სოციალური დისტანცია, ატარონ პირბადე, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში და აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში, რაც ვირუსთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური მეთოდია.

შალვა პაპუაშვილი

26 ოქტომბერი 2021, 11:19

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ ბოლშევიკური მიდგომაა, რომ მხოლოდ მათი აქციაა აქცია, მხოლოდ მათი ამომრჩეველია ამომრჩეველი, მხოლოდ მათი პატიმარია პატიმარი - გამოხატვის უფლება მხოლოდ მათთან მყოფ ადამიანებს აქვთ

„ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი, შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მცდელობა, წარმოაჩინოს მმართველი პარტიის ხვალინდელი აქცია კონტრაქციად, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მათ ბოლშევიკურ მიდგომებს,

26 ოქტომბერი 2021, 11:17

რეგიონი

სურამში დევნილთა საცხოვრებელ შენობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება

დევნილთა სააგენტო სურამში, იძულებით გადაადგილებული ოჯახების საცხოვრებელ შენობას, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, სრულ რეაბილიტაციას ჩაუტარებს.

26 ოქტომბერი 2021, 11:13

ეკონომიკა

თიბისიმ EFSE-სგან 10 მლნ აშშ დოლარის ფინანური რესურსი მოიზიდა

თიბისიმ და ევროპის ფონდმა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვის (EFSE) 10 მლნ აშშ დოლარის მოცულობის სასესხო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.

ამირან გამყრელიძე

26 ოქტომბერი 2021, 11:12

COVID19

ამირან გამყრელიძე: ლუგარის ლაბორატორიაში ამ დრომდე კორონავირუსის შტამებთან დაკავშირებული ატიპიური მუტაცია არ გამოვლენილა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ლუგარის ლაბორატორია მუდმივ რეჟიმში იკვლევს სხვადასხვა კლინიკიდან შერჩევის პრინციპით აღებულ ნიმუშებს. „კვლევის მიზანია აღებული ნიმუშებზე დაკვირვება, გენეტიკური ცვლილებებისა და მუტაციების გამოვლენა“, - ამის შესახებ გამყრელიძემ დღეს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

26 ოქტომბერი 2021, 11:08

სამართალი

სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვამ ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე ჩინეთის დროშის ქვეშ მცურავი მშრალტვირთმზიდი გემი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე, ჩინეთის დროშის ქვეშ მცურავი მშრალტვირთმზიდი გემი „HONG FA SHANG HAI“ დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.