imedi /  05 ივნისი 2020, 13:34 / სანდო წყარო

ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებმა მიმდინარე საფეხბურთო ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერეს

საფეხბურთო სტადიონი

ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებმა დასავლეთ საქართველოში მიმდინარე საფეხბურთო ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერეს.

ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი ვიცე-პრეზიდენტებთან, კახა ჭუმბურიძესთან და ნიკოლოზ ჯღარკავასთან ერთად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში, ფოთსა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვიმბალაურში იმყოფებოდა.

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ რუხში საფეხბურთო აკადემიის მშენებლობა 2019 წლის მაისში დაიწყო და მისი დასრულება მიმდინარე წლის შემოდგომაზე იგეგმება. პროექტის ფარგლებში ერთი ბუნებრივსაფარიანი და ორი ხელოვნუსაფარიანი მოედნის მოწყობა იგეგმება.

ორი ხელოვნურსაფარიანი მოედანი გაკეთდება ფოთში, სადაც საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს. სოფელ გვიმბალაურში მიმდინარე გურიის ფეხბურთის აკადემიის სამშენებლო სამუშაოების დასრულება კი შემოდგომისთვის იგეგმება.

ყველა სიახლე

07 ივლისი 2020, 11:45

COVID19

ბოლო 24 საათში სომხეთში 350-მდე ადამიანი დაინფიცირდა

გასულ დღე-ღამის განმავლობაში სომხეთში კორონავირუსით კიდევ 349 ადამიანი დაინფიცირდა, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 28 936-მდე გაიზარდა. ოფიციალური მონაცემებით, სომხეთში 503 პაციენტი გარდაიცვალა, 16 907 კი გამოჯანმრთელდა.

მარინა ეზუგბაია

07 ივლისი 2020, 11:36

COVID19

მარინა ეზუგბაია: თუ ჩვენ კოვიდთან ასეთ თანაცხოვრებას გავაგრძელებთ, საქართველოსთვის მეორე ტალღა დამღუპველი არ იქნება

მსოფლიოში მეორე ტალღაზე საუბრობენ და უკვე არის ნიშნები - ზოგიერთ ქვეყანაში განახლდა, ზოგიერთ ქვეყანაში კი სიტუაცია გამძაფრდა, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

07 ივლისი 2020, 11:30

COVID19

ბულგარეთში ექიმების შეცდომის შედეგად, კორონავირუსით 19 ფეხბურთელი დაინფიცირდა

ბულგარეთში ექიმების შეცდომის გამო კორონავირუსით 19 ფეხბურთელი დაინფიცირდა. ამის შესახებ Sportstar-ი წერს. შემთხვევა 2 ივლისს ორი გუნდის საშინაო შეხვედრაზე მოხდა. ერთ-ერთი გუნდის ფეხბურთელს, მარტინ კავდანსკის ტესტმა კორონავირუსზე უარყოფითი შედეგი აჩვენა.

07 ივლისი 2020, 11:29

COVID19

ინდოეთში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 700 ათასს გადააჭარბა

ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 22 252 შემთხვევა დადასტურდა. ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე ინდოეთში კორონავირუსის 719 665 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 20 160 ადამიანი გარდაიცვალა.

07 ივლისი 2020, 11:24

COVID19

მსოფლიო ბანკის დახმარებით, საქართველომ 400 ათასამდე COVID-19 ტესტი და 50 ხელოვნური სუნთქვის აპარატი შეიძინა

მსოფლიო ბანკის COVID-19 -ზე რეაგირების საგანგებო ღონისძიებების პროექტის ფარგლებში გამოყოფილი 80 მილიონი აშშ დოლარის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს მთავრობამ 250 000 PCR ტესტი და ასევე, ანტისხეულზე და ანტიგენზე დამყარებული 147 000 სწრაფი ტესტი შეიძინა.

07 ივლისი 2020, 11:18

COVID19

ინფექციურ საავადმყოფოში 2 ახალი პაციენტი ჰყავთ

გუშინ გვყავდა 2 გამოჯანმრთელებული და დაგვემატა 2 ახალი პაციენტი და კლინიკაში კვლავ 24 დადასტურებული კოვიდინფიცირებული გვყავს, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარიან ეზუგაბაიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

07 ივლისი 2020, 11:10

საზოგადოება

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისში სოციალურად დაუცველ ბენეფიციართა სასადილოები შეამოწმა

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურმა, დედაქალაქში სოციალურად დაუცველ ბენეფიციართა სასადილოები შეამოწმა, - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სახელმწიფო კონტროლი 63 ობიექტზე განხორციელდა, საიდანაც კრიტიკული შეუსაბამობა მხოლოდ 2 შემთხვევაში აღინიშნა.

მარინა ეზუგბაია

07 ივლისი 2020, 11:08

COVID19

კოვიდინფიცირების ხუთივე ახალი შემთხვევა იმპორტირებულია

„გამოჯანმრთელებულების პროცენტული რაოდენობა მატულობს, უკვე 87-%-ია და კოვიდცენტრებში ამ მონაცემების შეჯერებით 105 პაციენტი მკურნალობს“, - აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

ჟაირ ბოლსონარუ

07 ივლისი 2020, 11:06

COVID19

ბრაზილიის პრეზიდენტს კორონავირუსის სიმპტომები აქვს

ბრაზილიის პრეზიდენტს კორონავირუსის სიმპტომები, მათ შორის მაღალი ტემპერატურა აღმოაჩნდა. ამის შესახებ CNN-ი იუწყება. ჟაირ ბოლსონარუმ COVID-19-ზე ტესტირება ჩაიტარა, რენტგენი გადაიღო, რის შემდეგაც განაცხადა, რომ ფილტვები „სუფთა აქვს“.

07 ივლისი 2020, 11:04

მსოფლიო

საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მინისტრთა ახალი კაბინეტი წარადგინა

საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მინისტრთა ახალი კაბინეტი წარადგინა. ამის შესახებ გამოცემა France24 წერს.

07 ივლისი 2020, 11:02

რეგიონი

აჭარაში, ტურიზმის სექტორში დასაქმებული პირებისთვის ახალი ვებ-პლატფორმა იქმნება

აჭარაში, სერვისის გაუმჯობესების მიზნით, ახალი ვებ-პლატფორმა იქმნება. ყველა ტრენინგი, ვიდეოგაკვეთილი, სემინარი თუ საჯარო ლექცია ონლაინსივრცეში ახალ პლატფორმაზე განთავსდება, რაც საშუალებას მისცემს ტურიზმის სექტორში დასაქმებულ პირებს მათთვის საჭირო ინფორმაცია დისტანციურად მიიღონ, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

07 ივლისი 2020, 10:54

საზოგადოება

შეიძლება თუ არა ზაფხულში აიცრას ბავშვი - პედიატრის განმარტება

„ვაქცინაციისთვის აბსოლუტურად არ არის უკუჩვენება გარემოს მაღალი ტემპერატურა და საერთოდ პედიატრები წინააღმდეგი ვართ ეროვნული კალენდრით გათვალისწინებული ვაქცინაციის დარღვევის, ეს დაკავშირებულია მყარი იმუნიტეტის ჩამოყალიბების შემცირებისკენ და შესაბამისად რაც უფრო დაირღვევა აცრის კალენდარი, მით უფრო მაღალია რისკი, რომ კონკრეტული დაავადების მდგრადი იმუნიტეტი არ დადგეს“, - აღნიშნა პედიატრმა.

ბრემენის „ვერდერი“

07 ივლისი 2020, 10:44

სპორტი

გერმანიის ოთხგზის ჩემპიონმა ბრემენის „ვერდერმა” ბუნდესლიგაში ადგილი შეინარჩუნა

ფლეი-აუტში ბრემენელებსა და „ჰაიდენჰაიმს” შორის გამართული პირველი მატჩი გატანილი ბურთების გარეშე დასრულდა, გუშინ კი „ვერდერმა” გასვლაზე ამ გუნდთან ფრედ, 2:2 ითამაშა და ელიტაში ადგილი სტუმრად გატანილი გოლის წყალობით შეინარჩუნა.

07 ივლისი 2020, 10:44

მსოფლიო

უამინდობის გამო იაპონიაში 1,3 მილიონი ადამიანის ევაკუაცია მოხდება

იაპონიაში უამინდობის გამო ხელისუფლებამ 1,3 მილიონი ადამიანის ევაკუაციის რეკომენდაცია გასცა. ინფორმაციას რუსული მედია ტელეარხ NHK -ზე დაყრდნიბით ავრცელებს. ტელეარხის ცნობით, მოსახლეობის ევაკუაცია ოთხ პრეფექტურაში ფუკუოკა, კუმამოტო, ნაგასაკსა და ოიტაში გამოცხადდა.

07 ივლისი 2020, 10:42

მსოფლიო

აშშ-ში შესაძლოა TikTok-ი აიკრძალოს

მაიკ პომპეოს განმარტებით, აშშ-ს ამ თემისადმი სერიოზული დამოკიდებულება აქვს. მისი განმარტებით, ეს პროგრამები მომხმარებლებმა მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა გადმოწეროს, თუ სურთ, რომ საკუთარი პირადი მონაცემები ჩინეთის კომუნისტურ პარტიას ჩაუვარდეს ხელში.

07 ივლისი 2020, 10:30

პოლიტიკა

სოფო კილაძე საპარლამენტთაშორისო კავშირის ონლაინ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას

საერთაშორისო საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) გენრალური მდივანმა მარტინ ჩუნგონგმა, სოფო კილაძე ექსპერტის რანგში საპარლამენტო საკითხების შესახებ სასაუბროდ, ონლაინ კონსულტაციაზე მიიწვია, - ამის შესახებ ინფორმაციას პაელამენტი ავრცელებს.

07 ივლისი 2020, 10:23

რეგიონი

მესტიის სოფელ იდლიანთან ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები დილიდან განახლდა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ იდლიანთან ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები დილიდან განაახლა.სამაშველო ბრიგადებთან ერთად სამუშაოებში ჩართულია სასაზღვრი პოლიციის ვერტმფრენები. ხანძრის სიახლოვეს 11 ოჯახი ცხოვრობს. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ძლიერი დაკვამლიანების გამო სახლებიდან ბავშვები გაიყვანეს.

ნუნუ მიცკევიჩი

07 ივლისი 2020, 10:19

საზოგადოება

ნუნუ მიცკევიჩი: აბიტურიენტები ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს გაგებით ეკიდებიან

აბიტურიენტები გაგებით ეკიდებიან ყველა იმ რეკომენდაციას, რომელიც მოწოდებულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, - ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ნუნუ მიცკევიჩმა განაცხადა. „მოწესრიგებულად მიმდინარეობს საგამოცდო პროცესი. აბიტურიენტები გაგებით ეკიდებიან ყველა იმ რეკომენდაციას, რომელიც მოწოდებულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ. ჩვენი თხოვნა იქნება მათი გულშემატკივრების მიმართ, გარე პერიმეტრზე დაიცვან დისტანცია და ხელი შეუწყონ საგამოცდო პროცესის წარმატებით მიმდინარეობას“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

07 ივლისი 2020, 10:18

რეგიონი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეტაში, ხანძარს შუახნის კაცი ემსხვერპლა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეტაში ხანძარს 60 წლის კაცი ემსხვერპლა. მთლიანადაა დამწვარი საცხოვრებელი სახლიც. შემთხვევა წუხელ გვიან ღამით მოხდა. ადგილზე მისულ მეხანძრეებს, არსებული ინფორმაციით, კაცი უკვე გარდაცვლილი დახვდათ.

07 ივლისი 2020, 10:11

სამართალი

საგამოძიებო სამსახურმა ყალბი 100-დოლარიანების გასაღების ფაქტზე თურქეთის მოქალაქე დაკავა

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებული თანხის ოდენობამ ჯამში 2 100 აშშ დოლარი შეადგინა. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.