IMEDI /  10 ივნისი 2020, 21:21 / სანდო წყარო

ინგლისის საფეხბურთო პირველი ლიგის გათამაშება აღარ განახლდება

ინგლისის საფეხბურთო პირველი ლიგის გათამაშება აღარ განახლდება. ასეთი გადაწყვეტილება ქვეყნის საფეხბურთო ასოციაციამ კლუბებს შორის ჩატარებული გამოკითხვის შედეგად მიიღო. უმრავლესობამ მხარი სეზონის გაუქმებას დაუჭირა.

არსებული შედეგებიდან გამომდინარე, ჩემპიონშიფში "ქოვენთრი" და "როტერჰემი" აღზევდნენ, გადასასვლელ პლეი-ოფში კი "უიკომბის" ადგილს "პიტერბორო" დაიკავებს.

ცოტა ხნის წინ ანალოგიური გადაწყვეტილება ინგლისის კიდევ ერთი ქვედა დივიზიონის ხელმძღვანელობამ მიიღო და მეორე ლიგის წლევანდელი გათამაშებაც გაუქმდა.

ყველა სიახლე

არჩილ თალაკვაძე

02 ივლისი 2020, 22:29

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე განმარტავს, რა შეიცვალა ახალი საარჩევნო კოდექსით

საქართველოს პარლამენტმა სამი მოსმენით მიიღო ცვლილებები საარჩევნო კოდექსში, რომელზეც 1 წლის განმავლობაში ვიმუშავეთ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე წერს. მისი თქმით, საარჩევნო კოდექსში გათვალისწინებულია ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) ყველა ის რეკომენდაცია, რომელზეც სამუშაო ჯგუფში შეთანხმება იქნა მიღწეული.

ჯეფრი ეპშტეინი
გისლეინ მაკსველი

02 ივლისი 2020, 22:08

მსოფლიო

ჯეფრი ეპშტეინის მეგობარი ქალი არასრულწლოვანთა ტრეფიკინგის ბრალდებით დააკავეს

შშ-ს გამოძიების ფედერალურმა ბიურომ მილიონერ ჯეფრი ეპშტეინის მეგობარი ქალი, ბრიტანელი გისლეინ მაკსველი დააპატიმრა. მას ბრალი არასრულწლოვანთა ტრეფიკინგსა და პროსტიტუციაში ჩაბმაში ედება. მაკსველი ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ პედოფილიაში ბრალდებულ ეპშტეინთან დანაშაულებრივი კავშირი არ ჰქონია.

02 ივლისი 2020, 22:07

COVID19

დანია საქართველოს საზღვრებს არ გაუხსნის

დანია ევროკავშირის საბჭოს მიერ დამტკიცებული უსაფრთხო ქვეყნების სიიდან საზღვარს მხოლოდ 6 ქვეყანას გაუხსნის. აღსანიშნავია, რომ საქართველო ამ ქვეყნების სიაში არ შევიდა.

02 ივლისი 2020, 21:59

სამართალი

გორში პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა

ჰასან დოგანის დამცველის გიგა ჯეირანაშვილის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს და ბრალს არ აღიარებს. მას ბრალად 109 მუხლის მეორე ნაწილის ბ ქვეპუნქტით ედება რაც წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 13-17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ანრი ოხანაშვილი

02 ივლისი 2020, 21:43

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი ნათელაშვილის სტატუსზე: მოვუწოდებ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ამაზე მკვეთრი რეაქცია გააკეთონ

„ასეთი ადამიანების ადგილი არ არის ქართულ პოლიტიკაში. ამიტომ არის ის საკუთარ ეზოში დარჩენილი და საქართველოს პარლამენტში ვერ ხვდება“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

02 ივლისი 2020, 21:34

COVID19

დასახელდა სამედიცინო დაწესებულებები, სადაც აბიტურიენტები PCR-ტესტირების ჩატარებას შეძლებენ

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ მკაცრად განსაზღვრული მითითებების შესაბამისად, თუ გამოსაცდელს აქვს სიცხე, იმისათვის, რომ დაიშვას გამოცდაზე, უნდა წარმოადგინოს გამოცდამდე 2-3 დღის განმავლობაში გაცემული ცნობა, რომ არ არის კოვიდინფიცირებული

გუგული მაღრაძე

02 ივლისი 2020, 21:31

პოლიტიკა

გუგული მაღრაძე ნათელაშვილის სტატუსზე: „კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოდინდების“

„კოკასა შიგან რაცა დგას იგივე წარმოდინდების“, - ასე გამოეხმაურა დეპუტატი, გუგული მაღრაძე, „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის Facebook-სტატუსს, რომელშიც ის საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებით გათვალისწინებულ გენდერულ კვოტირებაზე წერს.

02 ივლისი 2020, 21:22

პოლიტიკა

აშშ-ის საელჩო: ვულოცავთ პარლამენტს ეუთო/ოდირის რეკომენდაციებზე დაფუძნებული საარჩევნო პაკეტის მიღებას

ვულოცავთ პარლამენტს ეუთო/ოდირის რეკომენდაციებზე დაფუძნებული საარჩევნო პაკეტის მიღებას. მთელი წლის განმავლობაში პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო საზოგადოება და სამთავრობო უწყებები კონსტრუქციულად მუშაობდნენ კანონპროექტის შემუშავებაზე, რომელიც მიმართულია საქართველოს საარჩევნო პროცესის გაუმჯობესებაზე, - ამის შესახებ განცხადებას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ავრცელებს.

ირაკლი კობახიძე

02 ივლისი 2020, 21:20

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ოქტომბრის არჩევნები უპრეცედენტოდ სამართლიანად ჩატარდება

ცოტა ხნის წინ პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში მომზადებული ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა. პროექტს მხარი ალექსანდრე ერქვანიამ არ დაუჭირა. სხდომას ესწრებოდნენ, თუმცა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს ბიძინა გეგიძემ, ლევან კობიაშვილმა, გიორგი მოსიძემ, კახაბერ ოქრიაშვილმა და მირიან წიკლაურმა.

02 ივლისი 2020, 21:18

COVID19

ბოლო 24 საათში ფლორიდის შტატში კორონავირუსის 10 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ფლორიდის შტატის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში შტატის ტერიტორიაზე კორონავირუსით ინფიცირების 10 109 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ნინო წილოსანი

02 ივლისი 2020, 21:14

პოლიტიკა

ნინო წილოსანი ნათელაშვილის სტატუსზე: ეს ადამიანი თანასწორობას ეწინააღმდეგება

„ყველა კომენტარი გენდერულ კვოტირებასთან დაკავშირებით გაკეთებული, მათ შორის ისეთი უხარისხო და მდაბიო, როგორიც ბატონი ნათელაშვილს ჰქონდა, რეალურად მიზნად ისახავს იმას, რომ ეს ადამიანები ეწინააღმდეგებიან თანასწორობას“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.

02 ივლისი 2020, 21:13

პოლიტიკა

პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში მომზადებული ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა

ცვლილებების მიხედვით, არჩევნებამდე 8 საათის განმავლობაში და კენჭისყრის დღეს 20 საათამდე, აკრძალული იქნება წინასაარჩევნო რეკლამისა და საარჩევნო სუბიექტის პროგრამების განთავსება და გადაცემა ტელევიზიისა და რადიოს ეთერში. საარჩევნო უბნებთან 25 მეტრის რადიუსში აიკრძალება საა რჩევნო პლაკატების გაკვრა და ამომრჩევლის შეფერხება.

02 ივლისი 2020, 21:00

COVID19

რთული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო ბაქოსა და აზერბაიჯანის კიდევ 15 ქალაქში კარანტინის რეჟიმი 20 ივლისამდე გახანგრძლივდა

რთული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ბაქოსა და ქვეყნის კიდევ 15 ქალაქში კარანტინის რეჟიმი 20 ივლისამდე გაახანგრძლივა. ამის შესახებ აზერბაიჯანის კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბში განაცხადეს.

რომან კაკულია

02 ივლისი 2020, 20:53

ეკონომიკა

რომან კაკულია: „კონკურენციის შესახებ“ კანონპროექტი მიზნად კონკურენციის სააგენტოს რეფორმირებას და კონკურენტული გარემოს შექმნას

რომან კაკულიამ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისგან გამომდინარე თანმდევი კანონპროექტთა პაკეტი პარლამენტის, რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით წარადგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

ირაკლი ბერაია

02 ივლისი 2020, 20:45

პოლიტიკა

ირაკლი ბერაია რუსეთის შესაძლო საფრთხეებზე: ამას ხელს უწყობენ ის მავნებელი აქტორები, რომლებიც ქვეყნის შიგნით მრავლად გვყავს

პრორუსული დეზინფორმაციული კამპანია, რუსული მიზანმიმართული იერიში საქართველოზე არ ხორციელდება მხოლოდ გარედან, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ „ქრონიკაში“ განაცხადა, რომელმაც კომენტარი გააკეთა საარჩევნოდ რუსეთიდან შესაძლო საფრთხეებზე.

02 ივლისი 2020, 20:42

მსოფლიო

მოსკოვში გაიხსნა ტაძარი, სადაც ფრესკებზე რუსი სამხედროები იარაღით არიან გამოსახული

რუსეთის იმპერიალისტური ზრახვების დეკლარირება და რელიგიის მილიტარიზაცია - მოსკოვში ტაძარი გაიხსნა, სადაც ფრესკებზე რუსი სამხედროები ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით არიან გამოსახული. ერთ-ერთ კედელს წარწერაც აქვს, რომელიც იმ სამხედრო მოქმედებებზე მოგვითხრობს, რომელშიც რუსული არმია მონაწილეობდა, მათ შორის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიც არის ნახსენები.

ანგელა მერკელი

02 ივლისი 2020, 20:40

COVID19

ანგელა მერკელი: ყოველდღიურად ვხედავთ, რომ ვირუსი არსად გამქრალა

გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით, ევროპა თავის ისტორიაში ყველაზე რთული სიტუაციის წინაშე დგას და კორონავირუსის პანდემია არსად გამქრალა.

02 ივლისი 2020, 20:23

რეგიონი

ჩირუხის მთაში ახალი ტურისტული მიზიდულობის ცენტრი შეიქმნება

აჭარაში, ჩირუხის მთის ტურისტული განვითარების კონცეფცია დამუშავების ეტაპზეა. სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში გაიმართა, 10-მდე სხვადასხვა შინაარსისა და მასშტაბის კონცეფცია განიხილეს, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

02 ივლისი 2020, 20:21

COVID19

ანკარაში კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი ზრდის გამო მომდევნო 15 დღის განმავლობაში მასობრივი ღონისძიებები აიკრძალება

ანკარას გუბერნატორის განცხადებით, დედაქალაქში კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი ზრდის გამო მომდევნო 15 დღის განმავლობაში მასობრივი შეხვედრები და თავყრილობები აიკრძალება.

02 ივლისი 2020, 20:06

პოლიტიკა

ბიურომ უახლოეს დღეებში პარლამენტის მუშაობის გრაფიკი განსაზღვრა

პლენარულ სხდომის დღის წესრიგს დაემატა მესამე მოსმენით განსახილველი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი თანმდევ კანონპროექტებთან ერთად. საკანონმდებლო პაკეტს პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს.