14 ივნისი 2020, 10:01 / სანდო წყარო

მესიმ „ლა ლიგაში“ ახალი რეკორდი დაამყარა

„ბარსელონას“ ფორვარდმა მესიმ „ლა ლიგაში“ ახალი რეკორდი დაამყარა. ის ერთადერთი ფეხბურთელია, ვინც ესპანეთის ჩემპიონატის ზედიზედ 12 სეზონზე 20 გოლის გატანა შეძლო.

28-ე ტურში კატალონიელებმა „მალიორკა“ 4:0 დაამარცხეს. მეოთხე გოლი შეხვედრაში სწორედ 32 წლის არგენტინელმა გაიტანა.

2008-2009 წლების სეზონზე მესიმ 23 გოლი მიითვალა. მას შემდეგ მას "ბარსას" მაისურით სეზონზე 20-ზე ნაკლები გოლი არ გაუტანია.

ყველა სიახლე

15 ივლისი 2020, 15:15

ეკონომიკა

ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი გაიზარდა

საქართველოდან ექსპორტზე 179 ტონა ატამი და ვაშლატამა გავიდა, რაც 640 ტონით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. 2019 წელს, ამავე პერიოდში, ექსპორტირებული ატმისა და ვაშლატამას მაჩვენებელმა 5 539 ტონა შეადგინა.

საქართველოს პარლამენტი

15 ივლისი 2020, 15:13

პოლიტიკა

„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტმა სამი მოსმენით მიიღო

„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტმა სამი მოსმენით მიიღო. საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა მიზნად ისახავს ქვეყანამ უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების რეალიზებისათვის აუცილებელი ღონისძიებების გატარება განათლების, სამოქალაქო ინტეგრაციის, სოციალურ-ეკონომიკური, კულტურის და სხვა მიმართულებებით, აგრეთვე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებაში სრული ინტეგრაცია და მათთვის ყველა სახის მომსახურების ხელმისაწვდომობა თანასწორობის უნივერსალური პრინციპის დაცვით. ამასთან, კანონი მიზნად ისახავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობას ისეთი სერვისების შემოღებით, როგორიცაა დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობი საინფორმაციო-საკონსულტაციო და მხარდაჭერის სერვისები და პერსონალური ასისტენტის მომსახურება.

ირაკლი კობახიძე

15 ივლისი 2020, 15:07

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენს სიაში წარმოდგენილნი იქნებიან ღირსეული ქალები, რომლებიც მომდევნო ოთხი წლის საპარლამენტო საქმიანობაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ

„ჩვენთვის, ბუნებრივია, კვოტების გარეშეც იყო ძალიან მნიშვნელოვანი ის, რომ სათანადოდ ყოფილიყვნენ ჩვენს საარჩევნო სიაში წარმოდგენილი ქალები, შესაბამისად ამ მიმართულებით აქტიურად გრძელდება მუშაობა და ჩვენს სიაში აუცილებლად იქნებიან წარმოდგენილი ღირსეული ქალები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში საპარლამენტო საქმიანობაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ბექა დოჭვირი

15 ივლისი 2020, 15:01

პოლიტიკა

ბექა დოჭვირი: დროებითი მმართველის ინსტიტუტი კომისიის გადაწყვეტილებების ეფექტურად აღსრულებას უწყობს ხელს

კომისიას ისედაც აქვს სანქცირების მკაცრი მექანიზმები, მაგრამ დროებითი მმართველი თავისი ბუნებით არ გახლავთ სანქცირების ინსტრუმენტი, დროებითი მმართველი აღსრულების ინსტრუმენტია, - ამის შესახებ მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, ბექა დოჭვირმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, სადაც „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონს პირველი მოსმენით უყრიან კენჭს.

ირაკლი კობახიძე

15 ივლისი 2020, 15:01

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძის თქმით, ბიძინა ივანიშვილის გადასაწყვეტია, იქნება თუ არა ის საარჩევნო სიის პირველი ნომერი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ თავად ბიძინა ივანიშვილის გადასაწყვეტია, იქნება თუ არა ის საარჩევნო სიის პირველი ნომერი. პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის თქმით, ნუმერაციაზე პარტიაში ჯერ მსჯელობა არ ყოფილა.

ნორვეგია თავდასხმა მსხვერპლი დანა

15 ივლისი 2020, 14:56

მსოფლიო

ნორვეგიაში დანით შეიარაღებული კაცის თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა

ერთ-ერთი დაჭრილი თავდამსხმელს იცნობდა და მისი მისამართი პოლიციას გადასცა. მომხდართან დაკავშირებით ნორვეგიის 31 წლის მოქალაქე დააკავეს, რომელსაც კრიმინალური წარსული აქვს. ახლა ექსპერტები მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას იკვლევენ.

ირაკლი კობახიძე

15 ივლისი 2020, 14:53

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: სამწუხაროდ, ოპოზიციური პარტიები საარჩევნო პროცესს ხშირად სათანადო პასუხისმგებლობით არ ეკიდებიან

„ჩვენი პასუხისმგებლობა არის, ბუნებრივია, მაქსიმალურად სამართლიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფა. ამისათვის ჩვენი მხრიდან აუცილებლად გაკეთდება ყველაფერი. ჩვენ, როგორც მმართველ პარტიას, ბუნებრივია, სრულად გვაქვს გაცნობიერებული ჩვენი პასუხისმგებლობა საარჩევნო პროცესის მიმართ და იმედი გვაქს, რომ ოპოზიციური პარტიებიც ასეთივე პასუხისმგებლობით მოეკიდებიან წინასაარჩევნო პროცესს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ

მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობა იწყება

15 ივლისი 2020, 14:50

საზოგადოება

დიდი დიღმის ტერიტორიაზე თბილისის მერია მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობას იწყებს

დიდი დიღმის ტერიტორიაზე თბილისის მერია მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობას იწყებს. მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობა 9 ათასი კვადრატული მეტრის ტერიტორიაზე განხორციელდება, სადაც ტანვარჯიშის, ფეხბურთის, ფრენბურთისა და კალათბურთის დარბაზები განთავსდება. ასევე, დარბაზი სპორტული ორთაბრძოლებისთვის, ტრენაჟორების სივრცე, ორი საცურაო აუზი და კაფე.

დიდი ბრიტანეთი

15 ივლისი 2020, 14:46

მსოფლიო

დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყება სომხეთსა და აზერბაიჯანს დიალოგის დაწყებისკენ მოუწოდებს

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სომხეთსა და აზერბაიჯანს ცეცხლის შეწყვეტისა და დიალოგის დაწყებისკენ მოუწოდებს. სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, გაერთიანებული სამეფო შეშფოთებულია ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევით და მწუხარებას გამოთქვამს სამხედროების გარდაცვალების გამო.

დონალდ ტრამპი

15 ივლისი 2020, 14:43

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას ჰონგ-კონგის სპეციალური სტატუსის გაუქმების შესახებ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას ჰონგ-კონგის სპეციალური სტატუსის გაუქმების შესახებ.

სერგი კაპანაძე

15 ივლისი 2020, 14:37

პოლიტიკა

სერგი კაპანაძე „ელექტრონული კომუნიკაციების“ კანონის განხილვისას თავის ინტერესთა კონფლიქტს გამორიცხავს

„იმის გამო, რომ პასუხები არ აქვთ იმ კითხვებზე, რაც დაისვა, ახლა მოიგონეს ტალახის ახალი გზა, რომ თურმე მე მაქვს რაღაც ინტერესთა კონფლიქტი. ელემენტარული გადამოწმების ამბავია. ჩემი ძმა იურისტი არის ნამდვილად და ბევრ კომპანიას ემსახურება. ამბავი ის არის, რომ კომერციულ საქმიანობას უნდა უწეოდეს და უნდა იყოს მეუღლე ან შვილი “, - აღნიშნა კაპანაძემ.

15 ივლისი 2020, 14:33

ეკონომიკა

სებ-ი: 2020 წლის ივნისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 169.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2020 წლის ივნისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 169.2 მლნ აშშ დოლარი (514.8 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 17.8%-ით (25.6 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2019 წლის ივნისის ანალოგიურ მაჩვენებელზე. უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 94.5% იმ 18 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ივნისში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 18 ქვეყანაზე გასული წლის ივნისში მთელი ფულადი გზავნილების 93.2% მოდიოდა.

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი

15 ივლისი 2020, 14:28

ეკონომიკა

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელთან საქართველოში, კრისტიან ურსესთან, რომელიც საქართველოში ხუთწლიანი მისიას ასრულებს. ფინანსთა მინისტრმა ევროპის საბჭოს მხარდაჭერით საქართველოში განხორციელებული პროექტების როლს ქვეყნის განვითარებაში ხაზი გაუსვა. ასევე, იმედი გამოთქვა, რომ ევროსაბჭო და საქართველო გააგრძელებენ თანამშრომლობას არსებული საკანონმდებლო ჩარჩოების გასაუმჯობესებლად.

ბეჟან გუნავა

15 ივლისი 2020, 14:25

სამართალი

პოლიციამ თბილისში აქციის დროს ბეჟან გუნავა დააკავა

„საპატრულო პოლიციამ კახეთის გზატკეცილზე მიმდებარე აქციის დროს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევისთვის, რაც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს, 4 პირი დააკავა“, - განაცხადეს უწყებაში.

15 ივლისი 2020, 14:24

მსოფლიო

აზერბაიჯანში აცხადებენ, რომ საჭიროების შემთხვევაში მოქმედებებში თადარიგში მყოფი სამხედროები ჩაერთვებიან

აზერბაიჯანის მობილიზაციისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის სახელმწიფო სამსახურში აცხადებენ, რომ საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი დავალებების შესრულებაში თადარიგში მყოფი სამხედროები ჩაერთვებიან. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

15 ივლისი 2020, 14:23

რეგიონი

შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი გაიხსნა და დამთვალიერებელს მასპინძლობს. ფოტოები

შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი გაიხსნა და დამთვალიერებელს მასპინძლობს. დენდროლოგიური პარკი, თავისი მასშტაბით, მცენარეთა უნიკალური და მრავალფეროვანი კოლექციით, ბიომრავალფეროვნების შემეცნებისთვის საუკეთესო გარემო პირობებითა და ორიგინალური განაშენიანებით, სრულიად გამორჩეულია არა მხოლოდ შავიზღვისპირეთში, არამედ მთელ რეგიონში. დღევანდელი პარკი წლების განმავლობაში ჭაობად ქცეული ტერიტორია იყო. მის გარდასაქმნელად შესრულდა მასშტაბური, ექსტრაორდინარული სამუშაოები.

ბექა დოჭვირი

15 ივლისი 2020, 14:20

პოლიტიკა

ბექა დოჭვირი: დროებითი მმართველი კომპანიაში მხოლოდ კომისიის გადაწყვეტილების აღსასრულებლად შევა

არ უნდა გავიგოთ, რომ დროებითი მმართველი განუსაზღვრელი უფლებამოსილებით არის აღჭურვილი და განუსაზღვრელი უფლებამოსილებით სარგებლობს. დროებითი მმართველი კომპანიაში შედის მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ შეასრულოს კომისიის გადაწყვეტილება, - ამის შესახებ მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ბექა დოჭვირმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მან განმარტა, თუ რა არის შესაძლებელი არსებული რედაქციით და რა უფლებამოსილება აქვს კომისიას.

ირაკლი კობახიძე

15 ივლისი 2020, 14:20

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: უახლოეს მომავალში დავასახელებთ მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატებს

დაახლოებით სამი თვეა არჩევნებამდე დარჩენილი, შესაბამისად, უკვე აქტიურ ფაზაში უნდა შევიდეს ჩვენი საარჩევნო სამზადისი. უახლოეს მომავალშიც ჩვენ დავასახელებთ კანდიდატებს. პირველ რიგში, მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატებს, შემდეგ გაგრძელდება სიაზე მუშაობა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

სერგი კაპანაძე

15 ივლისი 2020, 14:14

პოლიტიკა

სერგი კაპანაძე: შემოტანილი კანონპროექტით, მარეგულირებელი შეუზღუდავ ძალაუფლებას იღებს ტელეკომუნიკაციის სფეროში

შემოტანილი კანონპროექტით, მარეგულირებელი შეუზღუდავ ძალაუფლებას იღებს ტელეკომუნიკაციის სფეროში. იღებს ისეთ უფლებებს, რომელიც შეუძლებელია, რომ ნეგატიურად არ აისახოს ამ ბაზარზე. იღებს უფლებას, რომ სასამართლოს კონტროლის გარეშე შევიდეს კომპანიაში და შეიყვანოს დროებითი მმართველი, - ამის შესახებ სესიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგი კაპანაძემ განაცხადა.

ძაღლები კორონავირუსი

15 ივლისი 2020, 14:10

COVID19

ჩილეში ძაღლებს კორონავირუსის ყნოსვით დადგენას ასწავლიან

როგრამაში 4 ძაღლი მონაწილეობს - 3 ოქროსფერი რეტრივერი და 1 ლაბრადორი. მათი ასაკი 4-5 წელს შორის მერყეობს. ისინი აქამდეც სამართალდამცველებთან ერთად მუშაობდნენ და ნარკოტიკების, ასაფეთქებელი ნივთიერებების და დაკარგული ადამიანების პოვნაზე არიან გაწვრთნილები.