27 ივნისი 2020, 10:50 / სანდო წყარო

NBA და კალათბურთელთა გაერთიანება სეზონის განახლებაზე შეთანხმდნენ

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია (NBA) და კალათბურთელთა გაერთიანება NBPA სეზონის განახლებაზე შეთანხმდნენ და გადაწყვიტეს, რომ ლიგა 30 ივლისს განახლდება. მხარეების გადაწყვეტილებით სეზონი ორლანდოს Walt Disney World Resort-ში განახლდება და ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების პროტოკოლი მკაცრად იქნება დაცული. მხარეების მიერ შემუშავებული გეგმა ასევე შეიცავს რასიზმთან ბრძოლის აქციების ორგანიზებასაც.

სეზონს 22 გუნდი განაახლებს. იმ 16 გუნდთან ერთად, რომლებიც პანდემიამდე პლეი-ოფის ზონაში იყვნენ, ორლანდოში ის 6 გუნდი გაემგზავრება, რომლებსაც მაქსიმუმ 6 მოგებით ნაკლები აქვთ, ვიდრე - მერვეადგილოსანს მათ კონფერენციაში.

გუნდები ორლანდოში რეგულარული სეზონის ფარგლებში კიდევ 8-8 მატჩს გამართავენ, რის შემდეგაც 16 საუკეთესო გუნდი თამაშს პლეი-ოფში გააგრძელებს.

სეზონის განახლებამდე ერთი თვით ადრე, 16 კალათბურთელს კორონავირუსი დაუდგინდა. საერთო ჯამში, გასულ კვირას 302 მოთამაშეს ჩაუტარდა ტესტირება. ინფიცირებული მოთამაშეები თვითიზოლაციაში იქნებიან.

ყველა სიახლე

03 ივლისი 2020, 16:52

სპორტი

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა და ასაკობრივმა ნაკრებებმა ვარჯიში განაახლეს

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა და ასაკობრივმა ნაკრებებმა ახალი კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო იძულებითი პაუზის შემდეგ ვარჯიში განაახლეს. მოთამაშეები შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მიერ დაწესებული რეგულაციების დაცვით ვარჯიშობენ. საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ფედერაციამ პოსტპანდემიურ პერიოდში ნაკრები გუნდებისთვის უკონტაქტო ვარჯიშების განახლების სპეციალური გეგმა შეიმუშავა. პროგრამაში გათვალისწინებულია ის მოთხოვნები და რეგულაციები, რომლებიც შესაბამისმა სახელმწიფო სტურქტურებმა, როგორც ღია ასევე დახურულ სივრცეში ვარჯიშისთვის დააწესეს. პროგრამის მიზანია საქართველოს ეროვნული და ასაკობრივი ნაკრები გუნდების კანდიდატი მოთამაშეებისთვის სპორტული ფორმის შენარჩუნება და მაქსიმალური ხელშეწყობა. სავარჯიშო პროცესს ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელები გაუძღვებიან.

გიგა ბოკერია

03 ივლისი 2020, 16:52

პოლიტიკა

გიგა ბოკერია აცხადებს, რომ სად-ის ყოფილ უფროსს, დავით ჭაკუას არ იცნობს

„არ ვიცნობ ჭაკუას, მაგრამ პრობლემა, რომელიც ჩვენი ხელისუფლების პრობლემა იყო პენიტენციურ სისტემაში, უკავშირდებოდა არა რომელიმე ერთ ბიუროკრატს, არამედ, საქმე გვქონდა მთლიანად პოლიტიკურ ჩავარდნასთან. ჩვენი, ჩემი და ყველა იმ ლიდერის პასუხიმგებლობა იყო, რომ ამ სისტემაში შესაძლებელი იყო ადამიანის უფლებების დარღვევა“.

03 ივლისი 2020, 16:51

რეგიონი

დედოფლისწყაროში დაიწვა ქალი, რომელმაც თავის ნაკვეთზე ბალახს ცეცხლი დასუფთავების მიზნით წაუკიდა

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში უბედური შემთხვევა მოხდა. Imedinews-ის ინფორმაციით, სოფელ მაჩხაანში მარტოხელა მოხუცი იმ დროს დაიწვა, როცა მან საკუთარ საკარმიდამო ნაკვეთში ბალახს ცეცხლი დასუფთავების მიზნით წაუკიდა. თვითმხილველების თქმით, აალება უცბად მოხდა, ამიტომ ქალმა ცეცხლიდან თავის დაღწევა დროულად ვეღარ შეძლო. მიღებული დამწვრობით პენსიონერი ადგილზე გარდაიცვალა.

დავით ზალკალიანი

03 ივლისი 2020, 16:51

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: გერმანია, საფრანგეთი და უნგრეთი საქართველოსთვის უპირობოდ ხსნიან საზღვარს

გერმანია, საფრანგეთი და უნგრეთი საქართველოსთვის უპირობოდ ხსნიან საზღვარს. დათქმები აქვს იტალიას 2-კვირიანი თვითიზოლაცია, შვედეთი ითხოვს ტესტებს, საბერძნეთი და ესანეთი სპეციალური დოკუმენტაციის შევსებას ითხოვენ.

03 ივლისი 2020, 16:45

COVID19

ინდოეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელებაზე დაწესებული აკრძალვა ივლისის ბოლომდე გახანგრძლივდა

ინდოეთში კორონავირუსის გამო საერთაშორისო სამგზავრო ფრენების განხორციელებაზე დაწესებული აკრძალვა ივლისის ბოლომდე გახანგრძლივდა. ამის შესახებ ქვეყნის სამოქალაქო ავიაციის სამმართველოში განაცხადეს.

ირაკლი კობახიძე

03 ივლისი 2020, 16:43

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: პოლიტიკურ პარტიებს მემორანდუმის გაფორმებას ვთავაზობთ, რომ ყველამ დავიცვათ 25-მეტრიანი რადიუსი

პოლიტიკურ პარტიებს მემორანდუმის გაფორმებას ვთავაზობთ, რომ ყველამ დავიცვათ 25-მეტრიანი რადიუსი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ ელჩებთან დაკავშირებით განაცხადა. „საუბარია 25-მეტრიან რადიუსზე. სხვა საკითხებში რაიმე არსებითი კითხვები განხილვებისას არ ყოფილა.

03 ივლისი 2020, 16:41

საზოგადოება

ერთიან ეროვნულ გამოცდაზე დამსწრე აბიტურიენტთა ქცევის წესები განისაზღვრა

დღეს ოფიციალურად გვაქვს დაზუსტებული რეკომენდაციები და ეს ეხება ორ მთავარ საკითხს: ერთი არის პირბადის გამოყენება უშუალოდ მუშაობის პროცესში. როდესაც აბიტურიენტი დაიწყებს მუშაობას ტესტზე, მას უფლება ექნება პირბადე არ გამოიყენოს, - ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, სოფო გორგოძემ „POSTV“-ის ეთერში განაცხადა.

03 ივლისი 2020, 16:40

ეკონომიკა

ევროკავშირის ქვეყნებში ერთიანი გადახდის სისტემა 2022 წლიდან ამოქმედდება

უახლოეს ორ წელიწადი ევროზონაში გადახდის ერთიანი სისტემა European payments initiative (EPI) ამოქმედდება. Euronews-ის ცნობით, ახალი გადახდის სისტემის მომზადების შესახებ საფრანგეთის, გერმანიის, ბელგიის, ესპანეთის და ნიდერლანდების წამყვანმა 16-მა ბანკმა განაცხადა.

03 ივლისი 2020, 16:38

ეკონომიკა

53 900 ფერმერს აგროქულები უკვე დაერიცხა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ანტიკრიზისული გეგმის „ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე“ ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართულ ფერმერები და მეწარმეები სახელმწიფოსგან მნიშვნელოვან მხარდაჭერას იღებენ.

ალექს ძანარდი

03 ივლისი 2020, 16:36

სპორტი

ფორმულა 1-ის ყოფილი პილოტი, რომელსაც ორივე კიდური ამპუტირებული აქვს, ხელის ველოსიპედით გადაადგილების დროს სატვირთო მანქანას შეეჯახა

ფორმულა 1-ის ყოფილი პილოტი ალექს ძანარდი უმძიმეს მდგომარეობაშია. The Sentinel-ის ინფორმაციით, 53 წლის ექს-მრბოლელი, რომელსაც ორივე ფეხი ამპუტირებული აქვს, ხელის ველოსიპედით გადაადგილების დროს, სატვირთო მანქანას შეეჯახა. თავის ტრავმის მრავლობითი დაზიანებით ძანარდი მაშინვე სიენას კლინიკაში გადაიყვანეს და მართალია ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მისი მდგომარეობა მაინც სტაბილურად მძიმეა.

დავით ზალკალიანი

03 ივლისი 2020, 16:34

პოლიტიკა

ცნობილია პირველი მაღალი რანგის სტუმარი, რომელსაც პანდემიის შემდეგ, საქართველო 6 ივლისს უმასპინძლებს

პანდემიის შემდგომ პირველი ოფიცილური, მაღალი რანგის სტუმარი რომელიც ორშაბათს საქართველოში ჩამოვა, უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი იქნება. ამის შესახებ ქრონიკას საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განუცხადა.

03 ივლისი 2020, 16:27

პოლიტიკა

გერმანული მედია: საერთაშორისო თანამეგობრობა ამერიკასა და ევროპაში მიესალმება „ქართული ოცნების“ მიერ გაწეულ ძალისხმევას საარჩევნო სისტემის რეფორმირებისათვის

საქართველოს პარლამენტმა ისტორიული საკონსტიტუციო რეფორმა დაამტკიცა. წარმატებული კენჭისყრა მოასწავებს ახალ ერას ქართული დემოკრატიისთვის - ამ სათაურით გერმანული მედია სტატიას აქვეყნებს. როგორც გამოცემა Sueddeutsche Zeitung-ში გამოქვეყნებულ სტატიაში წერია, საერთაშორისო თანამეგობრობა ამერიკასა და ევროპაში მიესალმება „ქართული ოცნების“ მიერ გაწეულ ძალისხმევას საარჩევნო სისტემის რეფორმირებისათვის.

ვიდეოშეხვედრა

03 ივლისი 2020, 16:24

პოლიტიკა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა გამართა შეხვედრა თემაზე „დემოკრატიული არჩევნების გამართვა პანდემიის ფონზე“

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, ვიდეოკონფერენციის ფორმატში, გამართა შეხვედრა თემაზე „დემოკრატიული არჩევნების გამართვა პანდემიის ფონზე“, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა რიკ დემსმა, ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტმა ირაკლი კობახიძემ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ, ცესკოს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ, ასევე საერთაშორისო და ადგილობრივმა ექსპერტებმა.

03 ივლისი 2020, 16:14

COVID19

ბოლო 24 საათში ირანში კორონავირუსით 2 500-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა

ბოლო 24 საათში ირანში კორონავირუსით კიდევ 2 566 ადამიანი დაინფიცირდა, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 235 429-მდე გაიზარდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში 11 260 პაციენტი გარდაიცვალა, 196 446 კი გამოჯანმრთელდა.

არჩილ თალაკვაძე

03 ივლისი 2020, 16:12

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: გოცირიძე პირველ რიგში საკუთარ თავსა და პარტიაზე უნდა იყოს გაბრაზებული, რომ ვერაფრით მოახერხეს დაპირებული გადაწყვეტილებებისთვის მხარი დაეჭირათ

„საზოგადოების დიდი ნაწილი გაბრაზებულია იმის გამო, რომ ძველი ოპოზიცია - „ევროპული საქართველო" და „ნაციონალური მოძრაობა" ორი თვის განმავლობაში საჯაროდ ატყუებდნენ საზოგადოებას. ისინი ხალხს საჯარო განცხადებებით ხალხს ეუბნებოდნენ, რომ მხარს უჭერდნენ საარჩევნო სისტემის შეცვლას და საღამოს ეუბნებოდნენ, რომ ხმა არ მივეცით საარჩევნო სისტემის ცვლილებასო“.

ეგვიპტე ექიმები

03 ივლისი 2020, 16:07

COVID19

ეგვიპტეში დააკავეს ექიმები, რომლებიც კორონავირუსთან ბრძოლის სტრატეგიას აკრიტიკებდნენ

ეგვიპტეში დააკავეს ექიმები, რომლებიც კორონავირუსთან ბრძოლის შესახებ ინფორმაციას ავრცელებენ და ამ მიმართულებით არსებულ პრობლემებზე საუბრობენ. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცენა The Wall Street Journal-ი ავრცელებს. მისი ცნობით, ბოლო 3 თვის განმავლობაში ქვეყანაში სულ მცირე 9 ექიმი დააკავეს. ისინი კორონავირუსთან ბრძოლის კუთხით სახელმწიფოს მიერ არჩეულ სტრატეგიას აკრიტიკებდნენ, საუბრობდნენ საავადმყოფოებში ინდივიდუალური დაცვის საშუალებების დეფიციტზე, მასობრივი ტესტირების ჩატარების აუცილებლობასა და კორონავირუსით ექიმების გარდაცვალების შემთხვევებზე.

არჩილ თალაკვაძე

03 ივლისი 2020, 16:01

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: ოპოზიციის პოლიტიკურ თვალთმაქცობას საქმით ვპასუხობთ

სიმართლე არის ის, რომ საქართველო აგრძელებს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას, ქვეყნას აქვს ხელშესახები პროგრესი, როგორც საგარეო პოლიტიკის, ასევე ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით, ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა და მაიკ პომპეოს განცხადებაზე მიუთითა, რომელშიც აშშ ამ პროგრესს უწოდებს ხელშესახებს და საქართველოს ულოცავს მნიშვნელოვანი რეფორმების გატარებას.

ირაკლი კობახიძე

03 ივლისი 2020, 15:57

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: „ნაცმოძრაობას" კრიმინალებს იმიტომ ვუწოდებთ, რომ კრიმინალები არიან

საარჩევნო გარემოს ის აზიანებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა", ანუ, ჭაკუას პარტია კვლავ არის ამ პოლიტიკური სისტემის შემადგენელი ნაწილი, - ამის შესახებ საპარლამენტო ოპოზიციის წევრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. კობახიძე ამ განცხადებით რომან გოცირიძეს გამოეხმაურა.

03 ივლისი 2020, 15:50

COVID19

აზერბაიჯანში დღე-ღამეში 8 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

აზერბაიჯანში დღე-ღამეში ვირუსს 8 ადამიანი ემსხვერპლა და გარდაცვლილთა რაოდენობამ უკვე 228 შეადგინა. ინფიცირებულთა რაოდენობა 18 684-ს გაუტოლდა. მხოლოდ ბოლო 24 საათში აქ ინფიცირების 572 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

აბდულმანაპ ნურმაგომედოვი

03 ივლისი 2020, 15:38

მსოფლიო

ხაბიბ ნურმაგომედოვის მამა გარდაიცვალა

შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA) რუსი მებრძოლის, ჰაბიბ ნურმაგომედოვის მამა და მწვრთნელი გარდაიცალა. ის 57 წლის იყო. რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ რამზან კადიროვმა განაცხადა. 14 მაისს ცნობილი გახდა, რომ აბდულმანაპ ნურმაგომედოვი პნევმონიით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოგვიანებით მისი მდგომარეობა გაუარესდა და მას გულზე ოპერაცია ჩაუტარდა.