imedi /  30 ივნისი 2020, 12:20 / სანდო წყარო

2020 წლის რაგბის ჩემპიონატს ახალი ზელანდია უმასპინძლებს

2020 წლის რაგბის ჩემპიონატს ახალი ზელანდია უმასპინძლებს, ინფორმაციას „The Australian“ სპორტის მიმომხილველი, ვეინ სმიტი ავრცელებს. მისი თქმით, „რაგბი ავსტრალია“ მხარს დაუჭერს ახალ ზელანდიას, როგორც „ჰაბს“, სადაც წლევანდელი ტურნირი გაიმართება.

არგენტინასა და სამხრეთ აფრიკაში მატჩების გამართვა კი საერთოდ არ განიხილებოდა, კორონავირუსის პანდემიის გამო.

ავსტრალიაში „სუპერ რაგბის“ გათამაშება 3 ივლისიდან გაგრძელდება. ტურნირის ახალ ზელანდიური ვერსია – „სუპერ რაგბი აოტეაროა“ 13 ივნისს დაიწყო. სტადიონებზე დასწრება ყველანაირი შეზღუდვის გარეშეა შესაძლებელი. ავსტრალიაში ტრიბუნებზე შეკრებილი მაყურებლების მაქსიმალური რაოდენობა 10,000-ია.

ყველა სიახლე

ეგვიპტე ექიმები

03 ივლისი 2020, 16:07

COVID19

ეგვიპტეში დააკავეს ექიმები, რომლებიც კორონავირუსთან ბრძოლის სტრატეგიას აკრიტიკებდნენ

ეგვიპტეში დააკავეს ექიმები, რომლებიც კორონავირუსთან ბრძოლის შესახებ ინფორმაციას ავრცელებენ და ამ მიმართულებით არსებულ პრობლემებზე საუბრობენ. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცენა The Wall Street Journal-ი ავრცელებს. მისი ცნობით, ბოლო 3 თვის განმავლობაში ქვეყანაში სულ მცირე 9 ექიმი დააკავეს. ისინი კორონავირუსთან ბრძოლის კუთხით სახელმწიფოს მიერ არჩეულ სტრატეგიას აკრიტიკებდნენ, საუბრობდნენ საავადმყოფოებში ინდივიდუალური დაცვის საშუალებების დეფიციტზე, მასობრივი ტესტირების ჩატარების აუცილებლობაზე და კორონავირუსით ექიმების გარდაცვალების შემთხვევებზე.

არჩილ თალაკვაძე

03 ივლისი 2020, 16:01

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: ოპოზიციის პოლიტიკურ თვალთმაქცობას საქმით ვპასუხობთ

სიმართლე არის ის, რომ საქართველო აგრძელებს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას, ქვეყნას აქვს ხელშესახები პროგრესი, როგორც საგარეო პოლიტიკის, ასევე ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით, ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა და მაიკ პომპეოს განცხადებაზე მიუთითა, რომელშიც აშშ ამ პროგრესს უწოდებს ხელშესახებს და საქართველოს ულოცავს მნიშვნელოვანი რეფორმების გატარებას.

ირაკლი კობახიძე

03 ივლისი 2020, 15:57

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: „ნაცმოძრაობას" კრიმინალებს იმიტომ ვუწოდებთ, რომ კრიმინალები არიან

საარჩევნო გარემოს ის აზიანებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა", ანუ, ჭაკუას პარტია კვლავ არის ამ პოლიტიკური სისტემის შემადგენელი ნაწილი, - ამის შესახებ საპარლამენტო ოპოზიციის წევრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. კობახიძე ამ განცხადებით რომან გოცირიძეს გამოეხმაურა.

03 ივლისი 2020, 15:50

COVID19

აზერბაიჯანში დღე-ღამეში 8 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

აზერბაიჯანში დღე-ღამეში ვირუსს 8 ადამიანი ემსხვერპლა და გარდაცვლილთა რაოდენობამ უკვე 228 შეადგინა. ინფიცირებულთა რაოდენობა 18 684-ს გაუტოლდა. მხოლოდ ბოლო 24 საათში აქ ინფიცირების 572 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

აბდულმანაპ ნურმაგომედოვი

03 ივლისი 2020, 15:38

მსოფლიო

ხაბიბ ნურმაგომედოვის მამა გარდაიცვალა

შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA) რუსი მებრძოლის, ჰაბიბ ნურმაგომედოვის მამა და მწვრთნელი გარდაიცალა. ის 57 წლის იყო. რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ რამზან კადიროვმა განაცხადა. 14 მაისს ცნობილი გახდა, რომ აბდულმანაპ ნურმაგომედოვი პნევმონიით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოგვიანებით მისი მდგომარეობა გაუარესდა და მას გულზე ოპერაცია ჩაუტარდა.

ოლივერ კასკი

03 ივლისი 2020, 15:29

პოლიტიკა

ოლივერ კასკი: მედია უნდა ებრძოლოს სიძულვილის ენის გამოვლინებას

სიძულვილის ენასთან დაკავშირებით საუკეთესო პრაქტიკა არის თვითონ მასმედიის როლი, არა მხოლოდ საზოგადოებრივი, არამედ კერძო მასმედიის, - ამის შესახებ ვენეციის კომისიის ესტონელმა წევრმა, ოლივერ კასკმა საქართველოს პარლამენტში ონლაინ შეხვედრაზე „დემოკრატიული არჩევნების გამართვა პანდემიის ფონზე“ განაცხადა.

03 ივლისი 2020, 15:20

სპორტი

დევისისა და ფედერაციის თასის გათამაშება მიმდინარე წელს აღარ გაიმართება

დევისისა და ფედერაციის თასის გათამაშება მიმდინარე წელს აღარ გაიმართება. ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციამ კორონავირუსის გავრცელების რისკის თავიდან არიდების მიზნით, ორივე ტურნირი 2021 წლისთვის გადაიტანა.

რიჩარდ ბარეტი

03 ივლისი 2020, 15:11

პოლიტიკა

რიჩარდ ბარეტი: ყალბმა ახალმა ამბებმა შეიძლება ძალიან დიდი ზიანი მიაყენოს საზოგადოებას

ყალბი ახალი ამბები ძალიან დიდი პრობლემაა მთელ მსოფლიოში, ეს არის დინამიკური პრობლემა და ძალიან რთულია მაშინვე დასჯა ამ ტიპის გამოვლინებებისა, რადგან ტექნიკური საშუალებები თითქმის ყოველდღიურად იცვლება და ვითარდება, - ამის შესახებ ვენეციის კომისიის წევრმა, რიჩარდ ბარეტმა პარლამენტში, ონლაინ შეხვედრაზე „დემოკრატიული არჩევნების გამართვა პანდემიის ფონზე“ განაცხადა.

ჟან კასტექსი

03 ივლისი 2020, 15:09

მსოფლიო

ჟან კასტექსი საფრანგეთის პრემიერ-მინისტრად დაინიშნა

საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, ქვეყნის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე ჟან კასტექსი დანიშნა.

ნათია თურნავა

03 ივლისი 2020, 15:03

COVID19

ბიზნესვიზიტორებისთვის საკარანტინო სივრცე ფასიანი იქნება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ბიზნესვიზიტორებისთვის საკარანტინო სივრცე ფასიანი იქნება. „მათ შეუძლიათ აირჩიონ ტესტირების რეჟიმი, თავად უნდა შეიძინონ ტესტი და 14 დღის განმავლობაში, ყოველ 3 დღეში უნდა ჩაიტარონ ტესტირება“ - განაცხადა მინისტრმა.

უაქციზო თამბაქო

03 ივლისი 2020, 14:59

სამართალი

სადახლოზე არადეკლარირებული თამბაქოს ნაწარმის შემოტანისთვის კანონდამრღვევი 1 000 ლარით დაჯარიმდა

საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო-საავტომობილო“ თამბაქოს ნაწარმის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სომხეთის მოქალაქე ა.ს-ს მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის სკანერით დათვალიერების შედეგად, 4,100 ღერი არადეკლარირებული, უაქციზო თამბაქოს ნაწარმი აღმოაჩინეს.

ირაკლი კობახიძე

03 ივლისი 2020, 14:53

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ COVID-19 არჩევნების ჩატარებაში ხელს არ შეგვიშლის

დღევანდელი შეხვედრის „დემოკრატიული არჩევნების გამართვა პანდემიის ფონზე"- ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან წელს ტარდება არჩევნები - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ირაკლი კობახიძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

ამირან გამყრელიძე

03 ივლისი 2020, 14:52

COVID19

ამირან გამყრელიძე Unicef-ზე: დღევანდელი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე სწავლის არდაწყების საშიშროება არ არსებობს

„პანდემის დაწყებიდან დღემდე, ყველაზე მასშტაბური ღონისძიება ორშაბათს იწყება - ერთიანი ეროვნული გამოცდები. ყველა ზომაა მიღებული და მინიმუმამდეა დაყვანილი ინფექციის გავრცელების რისკი. ასევე, დღევანდელი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, იმის საშიშროება, რომ სწავლა არ დაიწყოს, არ არის.

არჩილ თალაკვაძე

03 ივლისი 2020, 14:46

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე დავით ჭაკუაზე: თუ ვინმემ დაარღვია ადამიანის უფლებები, უნდა წარდგეს მართლმსაჯულების წინაშე

„„ესაა მართლმსაჯულების პროცესი. მართლმსაჯულება გულისხმობს კანონის უზენაესობას და იმას, რომ ვისაც აქვს დანაშაული ჩადენილი, ის, თავის დროზე, წარდგება მართლმსაჯულების წინაშე. სხვა კომენტარი ამასთან დაკავშირებით ვერ მექნება“.

ამირან გამყრელიძე

03 ივლისი 2020, 14:46

საზოგადოება

ამირან გამყრელიძე: შემსუბუქების პროცესში ხალხს უფრო მეტად უნდა გართობა, მაგრამ ეს უნდა იყოს ზომიერების ფარგლებში

ეპიდსიტუაცია საქართველოში ბევრად უფრო უკეთ გამოიყურება, ვიდრე მეზობელ ქვეყნებში, მაგრამ ეს დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს და უნდა იყოს უფრო მეტი მზადყოფნა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ პარლამენტში, ონლაინ შეხვედრაზე „დემოკრატიული არჩევნების გამართვა პანდემიის ფონზე“ განაცხადა.

თბილისის მერია

03 ივლისი 2020, 14:42

საზოგადოება

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მუნიციპალური ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, რომელიც 6 ივლისიდან 4 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება, მუნიციპალური ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება. ავტობუსები საგამოცდო ცენტრების მიმართულებით, 06:00 საათიდან იმოძრავებენ და მგზავრებს სტანდარტული ტარიფით - 50 თეთრად მოემსახურება.

დავით ჭაკუა

03 ივლისი 2020, 14:37

სამართალი

რა საქმეებშია ბრალდებული დავით ჭაკუა საქართველოში

გერმანიამ წამებისთვის ძებნილი, სად-ის ყოფილი უფროსის ქართული მართლმსაჯულებისთვის გადმოცემის გადაწყვეტილება მიიღო. მისი საქართველოში ექსტრადირება, სავარაუდოდ, დღეს მოხდება. 44 წლის დავით ჭაკუა არაერთ მძიმე დანაშაულშია ბრალდებული. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მაშინდელ უფროსს ბაჩო ახალაიასთან, რეზო ჭარბაძესა და მეგის ქარდავასთან ერთად ბრალად ედება 2006 წლის 27 მარტს, თბილისში ციხის ბუნტის პროვოცირება, რასაც შვიდი პატიმრის სიცოცხლე შეეწირა. ამ საქმეზე დავით ჭაკუას მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და წამების ბრალი დაუმტკიცდა, საბოლოო სასჯელად კი, სამი წლითა და ცხრა თვით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

არჩილ თალაკვაძე

03 ივლისი 2020, 14:34

საზოგადოება

არჩილ თალაკვაძე: როგორც ჩანს, სექტემბერში სწავლის დაწყების პროცესს პირდაპირი საფრთხე არ ემუქრება

პარლამენტის თავმჯდომარე ვარაუდობს, რომ სექტემბერში სწავლის დაწყების პროცესს პირდაპირი საფრთხე არ ემუქრება, თუმცა ამაზე დიდი გავლენა ექნება ეპიდსიტუაციას, რომელიც სწავლის დაწყებამდე იქნება ქვეყანაში.

ანრი ოხანაშვილი

03 ივლისი 2020, 14:32

სამართალი

ანრი ოხანაშვილი: გერმანიის სასამართლო სკურპულოზურად ამოწმებს საკითხს, გადასცეს თუ არა მოქალაქე სხვა ქვეყანას

გერმანიის სასამართლო ძალიან სკურპულოზურად ამოწმებს და იხილავს საკითხს, არის თუ არა მტკიცებულებითი სტანდარტი, რომელიც მას დააკმაყოფილებს, გადასცეს თუ არა პირი სხვა ქვეყანას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ანრი ოხანაშვილმა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, ბაჩო ახალაიას ყოფილი მოადგილის დავით ჭაკუას გადმოცემის ფაქტზე განაცხადა.

03 ივლისი 2020, 14:30

პოლიტიკა

„შშმ პირთა შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით, დიპლომატიური მისიების წარმომადგენელთა მონაწილეობით, ონლაინ შეხვედრა გაიმართა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოში დიპლომატიური მისიების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნო „შშმ პირთა უფლებების შესახებ“ კანონპროექტი, რომელსაც საქართველოს პარლამენტი უახლოეს დღეებში უკვე საბოლოო მოსმენით მიიღებს. დიპლომატებთან გამართულ ონლაინ შეხვედრას ესწრებოდნენ ვიცე-პრემიერი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე, ამავე კომიტეტის წევრი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი და USAID- ის მისიის დირექტორის მოადგილე დევიდ ჰოპმანი.