IMEDI /  30 ივნისი 2020, 16:09 / სანდო წყარო

„ინტერმა“ 2020-21 წლების სეზონისთვის ახალი ფორმა წარადგინა

„ინტერმა“ 2020-21 წლების სეზონისთვის ახალი ფორმა წარადგინა.

ფორმა „ნაიკის“ დიზაინერებმა შექმნეს, რომლებმაც, გაითვალისწინეს კლუბის ტრადიციული ფერები და სტილი. „ინტერის“ ფეხბურთელების მაისური შავისა და ლურჯი ფერების ნაზავს წარმოადგენს.

„ინტერი“ იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე იმყოფება და გათამაშების ლიდერ „იუვენტუსს“ რვა ქულით ჩამორჩება, მეორე ადგილზე კი „ლაციოა“.

ყველა სიახლე

11 ივლისი 2020, 09:25

მსოფლიო

საპროტესტო აქციის მონაწილეები სერბეთის პარლამენტში შეიჭრნენ

პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩის საწინააღმდეგო პროტესტები რამდენიმე დღის წინ დაიწყო, მას შემდეგ რაც ვუჩიჩმა კომენდანტის საათის დაწესება დააანონსა. ორდღიანი პროტესტების შემდეგ პრეზიდენტმა ეს გადაწყვეტილება შეცვლა, თუმცა საპროტესტო აქციები ამით არ ამოიწურა.

ძაღლი გიურზა

11 ივლისი 2020, 09:11

საზოგადოება

ტაბახმელაში ძაღლმა ბავშვი გიურზასგან გადაარჩინა

ტაბახმელაში ძაღლმა ბავშვი გიურზასგან გადაარჩინა. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელდება. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა 10 ივლისს მოხდა. ძაღლმა ეზოში მოთამაშე 5 წლის ბავშვი გიურზას თავდასხმისგან გადაარჩინა და თავად მხოლოდ დროული სამედიცინო ჩარევით გადაურჩა სიკვდილს.

ალექსანდრია პლაჟი

11 ივლისი 2020, 09:04

მსოფლიო

ეგვიპტეში ზღვაში დაიხრჩო 10 ადამიანი, რომლებიც ბავშვის გადარჩენას ცდილობდნენ

ეგვიპტის ქალაქ ალექსანდრიასთან, ხმელთაშუა ზღვაში სულ მცირე 11 ადამიანი დაიცხრჩო. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა New York Times-ი ავრცელებს. მედიის ცნობით, დილით ადრე ადამიანები ზღვაში საბანაოდ შევიდნენ, შემდეგ კი ერთ-ერთი მათგანის შვილმა შველა ითხოვა. მისი გადარჩენა 10-მა ადამიანმა სცადა, თუმცა 10-ვე გარდაიცვალა.

11 ივლისი 2020, 08:49

COVID19

ბრაზილიაში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 1,8 მილიონს გადააჭარბა

ბრაზილიაში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 1,8 მილიონს გადააჭარბა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს. ქვეყანაში ვირუსი უკვე 1 800 827 (+45 048) ადამიანს დაუდასტურდა, 70 398 (+1214) ინფიცირებული გარდაიცვალა, 1 217 361 (+31765) კი გამოჯანმრთელდა.

აშშ საფრანგეთი

11 ივლისი 2020, 08:33

ეკონომიკა

აშშ-მა საფრანგეთს 1,3 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელზე დამატებითი გადასახადები დაუწესა

აშშ-ის ხელისუფლებამ საფრანგეთს 1,3 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელზე დამატებითი გადასახადები დაუწესა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. საქონლის ჩამონათვალში კოსმეტიკური პროდუქცია და ჩანთები მოხვდა. გადაწყვეტილება 2021 წლის 6 იანვარს ამოქმედდება, თუმცა აშშ-ს ამოქმედების თარიღის გადმოწევა შეუძლია.

პროგრამა არტემიდა

11 ივლისი 2020, 08:25

ტექნოლოგიები

NASA და იაპონია მთვარის ერთობლივ შესწავლაზე შეთანხმდნენ

აშშ-ის აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველო (NASA) და იაპონია პროგრამა „არტემიდას“ შეთანხმების ფარგლებში მთვარის ერთობლივ შესწავლაზე შეთანხმდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ NASA ავრცელებს.

როჯერ სტოუნი

11 ივლისი 2020, 08:15

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა თავისი ყოფილი მრჩეველი შეიწყალა

როჯერ სტოუნს ბრალი შვიდი მუხლით 2019 წლის 25 იანვარს წაუყენეს, შემდეგ კი 250 000 დოლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მას ყალბი ჩვენების მიცემაში, მოწმეებზე ზეწოლის მცდელობასა და კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგამოძიებო კომიტეტის მიერ გამოძიების ჩატარებისთვის ხელის შეშლაში ადანაშაულებდნენ.

კიმ კარდაშიანი

11 ივლისი 2020, 00:55

ტაბლოიდი

კიმ კარდაშიანი თეთრეულის საკუთარი ბრენდის რეკლამაში გამოჩნდა

ამერიკელმა მეწარმემ და რეალითი შოუს „კარდაშიანების ოჯახის“ მონაწილე კიმ კარდაშიანმა თეთრეულის საკუთარი ბრენდის Skims-ის რეკლამაში მიიღო მონაწილეობა. ფოტოები დღეს კომპანიის Instagram-ზე გამოქვეყნდა.

11 ივლისი 2020, 00:45

ტაბლოიდი

Vogue-ის ბრიტანული ვერსიის მოდელი ორი წლის გოგო პირველად გახდება

მოდის ჟურნალ Vogue-ის ბრიტანული ვერსიის მოდელი ორი წლის გოგო ჯიჯი ჰობსი პირველად გახდება. ამის შესახებ The Sun წერს. გოგოს დედის სოფი ჰოვარდის ინფორმაციით, ჟურნალის ახალ ნომერში მისი საბავშვო ბრენდის Gigi Vi Boutique-ს რეკლამა დაიბეჭდება. ახალი კოლექციის ჩვენებაში ჯიჯი ჰობსი ​მონაწილეობს, რომლის ფოტოც Vogue-ის გვერდზე გამოქვეყნდება.

11 ივლისი 2020, 00:35

მსოფლიო

ინდონეზიაში 4-მეტრიანმა პითონმა 13 წლის ბიჭი მოგუდა

გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდი თავისუფალ დროს გველებსა და ხვლიკებს იჭერდა. ტრაგედიის დღეს ბიჭმა მდინარის პირას გიგანტური პითონი შენიშნა და მისი დაჭერის მიზნით თავი დაუჭირა, ქვეწარმავალმა კი საპასუხოდ, მას ყელზე შემოეხვია და გაგუდა.

„ტრიუმფალური თაღი“

11 ივლისი 2020, 00:26

კულტურა

რენე მაგრიტის „ტრიუმფალური თაღი“ 22,5 მილიონ დოლარად გაიყიდა

ბელგიელი სიურეალისტი მხატვრის, რენე მაგრიტის ნახატი „ტრიუმფალური“ თაღი Сhristie's-ის აუქციონზე 17,8 მილიონ გირვანქად (22,5 მილიონი დოლარი) გაიყიდა. ინფორმაცია ამის შესახებ სააუქციონო სახლის Twitter-ზე გამოქვეყნდა.

ანჯელინა ჯოლი ცვილის ფიგურა

11 ივლისი 2020, 00:15

ტაბლოიდი

სტამბოლში „მადამ ტიუსოს მუზეუმის“ ცვილის ფიგურებს პირბადეები გაუკეთეს

თურქეთის ქალაქ სტამბოლში თითქმის ოთხთვიანი პაუზის შემდეგ „მადამ ტიუსოს მუზეუმი“ გაიხსნა, ცვილის ფიგურებს კი პირბადეები გაუკეთეს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. გარდა ამისა, ცვილის ფიგურები სოციალური დისტანცირების წესების დაცვით არიან განლაგებულები. სტამბოლში მადამ ტიუსოს მუზეუმი 17 მარტს დაიხურა.

11 ივლისი 2020, 00:11

თემა

არსებობს თუ არა პლუტონზე ოკეანე და რა უნდა ვიცოდეთ ამ ჯუჯა პლანეტის შესახებ?

კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ ავტომატური პლანეტათაშორისი სადგურის, New Horizons- ის მეშვეობით გადაღებული ფოტოების ბოლოდროინდელი ანალიზის მიხედევით, პლუტონი ჩამოყალიბებისთანავე იმდენად თბილი ყოფილა, რომ მის ზედაპირზე ოკეანე არსებობდა. უფრო მეტიც, სტატიის ავტორთა აზრით, მსგავსი ოკეანეები შეიძლება იყოს სხვა ჯუჯა პლანეტებზეც, რომლებიც ნეპტუნის ორბიტის მიღმა მდებარეობენ. ზოგადად, ყინულოვანი ოკეანეები მზის სისტემაში, სიცოცხლისთვის საჭირო პირობების თვალსაზრისით, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ფენომენია. თუმცა ჯერ კიდევ ძალიან ცოტაა ცნობილი იმის შესახებ, თუ როგორ ჩამოყალიბდნენ ისინი და რა ხდება მათი მრავალკილომეტრიანი ფენის ქვეშ.

ვანო ჩხარტიშვილი

10 ივლისი 2020, 23:53

პოლიტიკა

ვანო ჩხარტიშვილი: თიბისი ბანკი იყო პროკურატურის კრიმინალური დანაშაულებრივი ქმედების გამტარი

კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გავუსვა, რომ თიბისი ბანკი იყო ერთ-ერთი ძალიან სერიოზული ინსტიტუცია, პროკურატურის კრიმინალური დანაშაულებრივი ქმედების გამტარი, - ეს განცხადება „რუსთავი2“-ის ეთერში ბიზნესმენმა ვანო ჩხარტიშვილმა გააკეთა.

ლუკა კულულაშვილი და ლევან მართაშვილი

10 ივლისი 2020, 23:47

საზოგადოება

გაშვილებული ტყუპი ძმები ერთმანეთს წლების შემდეგ თელავის საგამოცდო ცენტრში შეხვდნენ

გაშვილებული ტყუპი ძმები ერთმანეთს წლების შემდეგ თელავის საგამოცდო ცენტრში შეხვდნენ. imedinews-ის ინფორმაციით, ლუკა კულულაშვილი, რომელიც თელავის მე-9 სკოლაში სწავლობს, გამოცდას გუშინ ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებდა. გამოცდის დაწყებამდე მას თანაკლასელებმა უთხრეს, რომ ერთი ახალგაზრდა ძალიან ჰგავდა და ურჩიეს თანატოლი თავად ენახა. ლუკამ იმ დროს არ იცოდა, რამდენად ახლოს იყო ახალგაზრდა, რომელიც ბოლოს მისი ტყუპისცალი აღმოჩნდა. თვითმხილველები ჰყვებიან, რომ ტყუპების - ლუკა კულულაშვილისა და ლევან მართაშვილის შეხვედრა ძალიან ემოციური იყო. მოგვიანებით გაირკვა, რომ ორივე სხვადასხვა ოჯახში გააშვილეს და ისინი ერთმანეთს წლების შემდეგ მაინც შეხვდნენ.

აშშ-ის კონგრესი

10 ივლისი 2020, 23:47

მსოფლიო

აშშ-ის სენატი აია-სოფიაზე: ერდოღანის დღევანდელი გადაწყვეტილება ქრისტიანების შეურაცხყოფაა

აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი ჯიმ რიში და სენატორი რობერტ მენენდესი აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთების საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

10 ივლისი 2020, 23:25

მსოფლიო

ერდოღანი აია-სოფიაზე: მოვუწოდებ ყველას, პატივი სცენ თურქეთის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ აია-სოფიასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას ყველამ უნდა სცეს პატივი.

შოთა არველაძე

10 ივლისი 2020, 23:15

პოლიტიკა

შოთა არველაძე შენგელიას ტრანსფერზე: არ მიმაჩნია სწორად მორალისტობა და ერთი ადამიანის ამოჩემება

ყველა ერთად უნდა შევთანხმდეთ, რაზე უნდა გვქონდეს უარყოფითი რეაქცია და რაზე არა. იმისთვის რომ მოვერიდოთ სამმაგი სტანდარტით ცხოვრებას, მნიშვნელოვანია ჩვენი პოზიცია თანაბრად ვრცელდებოდეს არა ერთ ან ორ კონკრეტულ ადამიანზე, არამედ ზოგადად, რუსეთში თამაშზე, მუშაობაზე, ბიზნესის კეთებასა თუ ნებისმიერ აქტივობაზე, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი შოთა არველაძე წერს, რითაც კალათბურთელ თორნიკე შენგელიას მოსკოვის „ცსკაში“ გადასვლას ეხმაურება.

10 ივლისი 2020, 23:02

კულტურა

UNESCO აია-სოფიას ტაძრისთვის მუზეუმის სტატუსის შეჩერებაზე სინანულს გამოთქვამს

გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) დირექტორი ოდრი აზულე გამოეხმაურა თურქეთის სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილებას აია-სოფიას ტაძრისთვის მუზეუმის სტატუსის შეჩერების შესახებ. გამოხმაურება ორგანიზაციის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.

ვანო ჩხარტიშვილი

10 ივლისი 2020, 22:50

პოლიტიკა

ვანო ჩხარტიშვილი: სააკაშვილმა მაიძულა, ტელეკომპანია „მზე“ დავით ბეჟუაშვილისთვის 1 ლარად გადამეცა

მიხეილ სააკაშვილმა პირდაპირი მნიშვნელობით იძალადა ჩემზე და მაიძულა ტელეკომპანია „მზის“ დათმობა. 1 ლარად გადავეცი ეს ტელევიზია დავით ბეჟუაშვილს, - ამის შესახებ ბიზნესმენმა ვანო ჩხარტიშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.