IMEDI /  06 ივლისი 2020, 22:03 / სანდო წყარო

რეგიონის მთავარი ტურნირი ნარდში - 50 000 ლარისთვის 5 ქვეყანა იბრძოლებს

სამაგიდო თამაშების ყველაზე დიდი პლატფორმა რეგიონში ევროპაბეთი და საქართველოს სპორტული ნარდის ფედერაცია, პროფესიონალურ ნარდში პირველ რეგიონალურ ონლაინ-ჩემპიონატს ატარებენ. 5 ივლისიდან სტარტი აიღო საკალიფიკაციო პირველობებმა, უშუალოდ ჩემპიონატი კი 26 ივლისს, europebet.com-ზე დაიწყება.

ევროპაბეთსა და სპორტული ნარდის ფედერაციას შორის 3 თვის წინ გაფორმებული მემორანდუმი, პროექტის "პასუხისმგებლიანი თამაში" ნაწილია. კომპანია სპორტის ამ სახეობას მხარს აქტიურად უჭერს და მის განვითარებაში საკუთარ წვლილ შეაქვს. სხვა მიმდინარე და უკვე დასრულებული პროექტების შესახებ სრულ ინფორმაციას შეგიძლიათ responsible.ge-ზე გაეცნოთ.

რეგიონში პირველი ონლაინ-ჩემპიონატის ჩატარების იდეაზე, მის მიზანსა და მნიშვნელობაზე, ასევე სამომავლო გეგმებაზე, ევროპაბეთის პოკერის, მაგიდის თამაშებისა და მინი-თამაშების განყოფილების უფროსი სანდრო ქოქოსაძე, საქართველოს სპორტული ნარდის ფედერაციის პრეზიდენტი რევაზ ცხოვრებაშვილი და სომხეთის ნარდის ფედერაციის პრეზიდენტი, მსოფლიოს ჩემპიონი ხაჩიკ მელიქიანი გვესაუბრნენ.

ნარდი, როგორც სპორტი

სანდრო ქოქოსაძე: ევროპაბეთმა თებერვალში სამაგიდო თამაშების ლატფორმა მოამზადა, რომელიც ნარდის გარდა, ასევე მოიცავს დომინოს და ბურას. კომპანიამ სტრატეგიად დაისახა, რომ ეს მიმართულება ყველაზე მეტად განევითარებინა და ამ სფეროში მომხმარებლისთვის საუკეთესო პირობები შეეთავაზებინა. აქედან დაიბადა იდეა, რომ აქცენტი საქართველოში ძალიან პოპულარულ, ყველაზე მეტად საყვარელ, ცოდნაზე და არა იღბალზე დამყარებულ თამაშზე - ნარდზე გაგვეკეთებინა და სპორტული ნარდის ფედერაციასთან გვეთანამშრომლა. კომპანიასა და ფედერაციას შორის არის ურთიერთშეთანხმება. ჩვენ მაქსიმალურად ვზრუნავთ ნარდის პოპულარიზაციაზე. კომპანიას სურს, რომ თავის პლატფორმაზე მომხმარებლებს საუკეთესო შეთავაზებები წარუდგინოს. ეს პირველი ონლაინ რეგიონალური ტურნირიც სწორედ ამის დადასტურებაა. პოპულარულ სამაგიდო თამაშებს ევროპაბეთზე ერთდროულად საშუალოდ 10 000 ადამიანი თამაშობს, ეს კი რეგიონში საუკეთესო შედეგია. ევროპაბეთი ჩამოყალიბდა რეგიონში სამაგიდო თამაშების ყველაზე დიდ პლატფორმად. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ჩაგვეტარებინა ონლაინ რეგიონალური ტურნირი.

რეგიონში პირველი ონლაინ-ჩემპიონატის ჩატარების იდეაზე, მის მიზანსა და მნიშვნელობაზე, ასევე სამომავლო გეგმებაზე, ევროპაბეთის პოკერის, მაგიდის თამაშებისა და მინი-თამაშების განყოფილების უფროსი სანდრო ქოქოსაძე, საქართველოს სპორტული ნარდის ფედერაციის პრეზიდენტი რევაზ ცხოვრებაშვილი და სომხეთის ნარდის ფედერაციის პრეზიდენტი, მსოფლიოს ჩემპიონი ხაჩიკ მელიქიანი გვესაუბრნენ.

ჩემპიონატში რეგიონის რომელი ქვეყნებიდან ელოდებით მონაწილეებს, ჯამში, რამდენი მონარდის ჩართვას ვარაუდობთ და რამდენად ძლიერი შემადგენლობა მოიყრის თავს?

სანდრო ქოქოსაძე: პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ტურნირში მონაწილეობას ქართველი გამორჩეული მონარდეებიც მიიღებენ, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულები სპორტის ამ ინტელექტუალურ სახეობაში. ასევე ველოდებით მონაწილეებს მეზობელი ქვეყნებიდან - სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან და სავარაუდოდ, უკრაინიდანაც. ვფიქრობ, ტურნირზე კონკურენცია მაღალი იქნება და მასში მაღალი დონის მოთამაშეებიც გამოვლენ, რომლებიც ნარდს, როგორც პროფესიონალურ სპორტს, ისე უყურებენ. ნებისმიერ მსურველს შეუძლია გამოსცადოს თავი პროფესიონალ მოთამაშეებთან.

როგორ აპირებს ევროპაბეთი უსაფრთხოებისა და სამართლიანი თამაშის გაკონტროლებას.

სანდრო ქოქოსაძე: არიან მოთამაშეები, რომლებიც თაღლითობენ - სვლის გასაკეთებლად სპეციალურ პროგრამას იყენებენ, რომელსაც გარკვეული დრო სჭირდება. სწორედ ამიტომ, ჩვენ მოთამაშეებისთვის განკუთვნილი დროის კონვენციები შევცვალეთ - სვლის გასაკათებლად ფიქრის დრო შევამცირეთ. აქედან გამომდინარე, ტურნირი სწრაფ რეჟიმში წარიმართება, რაც თაღლითობის შესაძლებლობას შეამცირებს. ამავდროულად, ჩვენ გვყავს სათამაშო კონტროლის გუნდი, რომელიც 12 ადამიანისგან შედგება. ტურნირის მიმდინარეობას მკაცრად გავაკონტროლებთ და თუ არასამართლიან თამაშს შევნიშნავთ, მყისიერად მოვახდენთ რეაგირებას.

როგორია ევროპაბეთის სამომავლო გეგმები ნარდის ფედერაციასთან თანამშრომლობის ფარგლებში და თუ აპირებთ მსგავსი ონლაინ ტურნირების კიდევ გამართვას?

სანდრო ქოქოსაძე: კომპანიას სტრატეგიად აქვს დასახული, რომ სამაგიდო თამაშების, მათ შორის ნარდის მომხმარებლები მთელი წლის განმავლობაში კარგი და მომგებიანი აქციებით წაახალისოს. იქნება ახალ-ახალი სიურპრიზები. რა თქმა უნდა, იქნება ახალი ტურნირებიც. ნარდი არ განიხილება, როგორც აზარტული თამაში, ჩვენ მას ვუყურებთ, როგორც სპორტს. ჩვენი კომპანია ყველანაირად მხარს უჭერს ჩვენს ქვეყანაში ინტელექტუალური სპორტის წახალისებასა და პოპულარიზაციას. ეს ონალინ რეგიონალური ტურნირი პირველი საერთო ღონისძიებაა, რომელსაც ნარდის ფედერაციასთან ერთად ვაკეთებთ. ამ შეჯიბრით ვიწყებთ, არცთუ შორეულ მომავალში კი ვაპირებთ, კიდევ უფრო უკეთესი და დიდი ტურნირები ჩავატაროთ, გაცილებით დიდი საპრიზო ფონდით.

დაბოლოს, წარმატებას ვუსურვებ მოთამაშეებს!

რევაზ ცხოვრებაშვილი: კომპანია ევროპაბეთთან გვქონდა გარკვეული ურთიერთობები, რის შემდეგაც გავაფორმეთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც წელს ბევრი ღონისძიება გვქონდა დაგეგმილი, მაგრამ, სამწუხაროდ, კორონავირუსის პანდემიამ ძალიან შეგვიშალა ხელი. ონლაინ ტურნირის ჩატარების მიზანიც, პანდემიის გამო გარკვეულ პერიოდში შინ დარჩენილი ადამიანების წახალისება და მათთვის თამაშის შესაძლებლობის მიცემაა. საქართველოს მასშტაბით, უშუალოდ ფედერაციის ეგიდით, ონლაინ ტურნირი არ გამართულა და ეს პირველი მცდელობაა არამხოლოდ საქართველოში, მთლიანად რეგიონში. მსოფლიო ფედერაციის მხარდაჭერით, სპეციალურად შექმნილ ინტერნეტ ფედერაციას ამ მიმართულებით აქვს გარკვეული წამოწყებები, თუმცა არა ფართო მასშტაბებით.

ზოგადად, რამდენად წარმატებულები არიან ქართველი მონარდეები მსოფლიო მასშტაბით?

რევაზ ცხოვრებაშვილი: გამორჩეულებიც გვყავს და საკმაოდ წარმატებულებიც. მსოფლიო მასშტაბით ყოველწლიურად არაერთი ტურნირი ტარდება, მაგრამ რაც შეეხება გრანდ-ტურნირებს, ასეთი რამდენიმე იმართება, მათ შორის არის: კვიპროსის გრანდ-ტურნირი, მონტენეგროს გრანდ-ტურნირი და მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც მონტე კარლოში, აგვისტოში იმართება ხოლმე.

საერთაშორისო ტურნირებზე ყოველწლიურად ვაღწევთ წარმატებებს. მაგალითად, მხოლოდ შარშანდელი ოთხი დიდი ტურნირიდან ორი სწორედ ჩვენმა მონარდეებმა მოიგეს - ბაქარ მათიკაშვილმა მონტენეგროს გრანდ-ტურნირზე გაიმარჯვა, კახაბერ ნაჭყებიამ - კვიპროსის გრანდიოზულ ტურნირზე.

ონლაინ-ტურნირში რეგიონის სხვა რომელი ქვეყნებიდან იქნებიან მონაწილეები და მათ შორის თუ იქნებიან საერთაშორისო დონეზე წარმატებული სპორტსმენები?

სანდრო ქოქოსაძე: უკვე დავუკავშირდი სომხეთის, უკრაინის, თურქეთის ფედერაციებს და მათაც გამოთქვეს ტურნირში მონაწილეობის სურვილი. დადასტურებულად ვიცი, რომ უკრაინის ნარდის ფედერაციის აღმასრულებელი მდივანი და გუნდის კაპიტანი, მსოფლიო ფედერაციის საორგანიზაციო კომიტეტის წევრი, მრავალი ტურნირის გამარჯვებული იაკობ გარალი არამხოლოდ მიიღებს ტურნირში მონაწილეობას, თავად ჩაერთვება მის ორგანიზაციასა და ტექნიკურ საკითხებშიც. ჩამოთვლილი ქვეყნებიდან მონაწილეთა სიები ჯერ ისევ დგინდება, თუმცა უკვე ვიცით, რომ დაახლოებით ათი მონაწილით იქნება წარმოდგენილი სომხეთი, რომელთა შორის იქნება არაერთი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული, სომხეთის ფედერაციის პრეზიდენტი ხაჩიკ მელიქიანიც.

ონლაინ-ჩემპიონატთან დაკავშირებით თავისი მოლოდინი სომხეთის ნარდის ფედერაციის პრეზიდენტმა, მსოფლიოს ჩემპიონმა და საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებულმა, ხაჩიკ მელიქიანმა გაგვიზიარა:

„საქართველოს ნარდის ფედერაციასთან არა მხოლოდ სპორტული, არამედ ახლო მეგობრული ურთიერთობა 1990-იანი წლების დასაწყისიდან მოყოლებული, თითქმის სამი ათეული წელიწადია გვაქვს. ჩვენ საკმაოდ ხშირად, თითქმის ყოველწლიურად ვთამაშობთ საქართველოში ორგანიზებულ ტურნირებში. პარალელურად, ქართველი მონარდეები ჩამოდიან სომხეთში სათამაშოდ. ჩვენ ძალიან კმაყოფილი ვართ ამ ურთიერთობით.

რაც შეეხება დაგეგმილ ონლაინ-ჩემპიონატს, ზოგადად, ცოცხლად თამაში მნიშვნელოვნად განსხვავდება ვირტუალურად თამაშისგან და ეს ერთგვარი სიახლეა. თუმცა იმედი მაქვს, რომ ჩვენი ქართველი კოლეგები შეძლებენ, ევროპაბეთის მხარდაჭერით, ტურნირის უმაღლეს დონეზე ორგანიზებას.

ამ ჩემპიონატში სომხეთიდან მონაწილეობას ათკაციანი გუნდით მივიღებთ. პირადად მე სომხეთის მრავალგზის, არაერთი საერთაშორისო ტურნირის და მათ შორის, 2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონი ვარ. გამოცდილი და ტიტულოვანი მოთამაშეები არიან ჩვენი გუნდის დანარჩენი წევრებიც, რომელთა შორის უმეტესობა სომხეთის ჩემპიონია. ასევე არიან სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებულები - მათ შორის საქართველოში, თურქეთში, კვიპროსში, ევროპასა და ამერიკაში გამართული ტურნირების.

ბოლოს კი, დიდი სიყვარულითა და პატივისცემით მოვიკითხავ ჩვენს კოლეგებს - საქართველოს სპორტული ნარდის ფედერაციას, რევაზ ცხოვრებაშვილის ხელმძღვანელობით, ფედერაციის წევრებსა და მოთამაშეებს. მადლობა მათ ამ მონდომებისთვის და ვუსურვებ ტურნირის უმაღლეს დონეზე ჩატარებას, რაშიც ჩვენი, სომეხი სპორტსმენების მხრიდან თანადგომას ვპირდებით".

ჩემპიონატი, რომლის საპრიზო ფონდი 50 ათასი ლარია, 26 ივლისს, 14:00 სთ-ზე დაიწყება, მანამდე კი უკვე 5 ივლისიდან საკვალიფიკაციო პირველობები იღებს სტარტს. პრიზიორებს სოლიდურ ფულად ჯილდოსთან ერთად, სიმბოლური საჩუქრებიც გადაეცემათ. ყოველი თამაში ¼ ფინალის ჩათვლით იქნება - 5 ქულამდე, ½ ფინალებში - 7 ქულამდე, ხოლო ფინალში - 9 ქულამდე. ჩემპიონატის გამარჯვებული 10 000 ლარს მიიღებს.

(R)

ყველა სიახლე

თეა წულუკიანი

04 აგვისტო 2021, 17:03

სპორტი

თეა წულუკიანი: ლაშა ტალახაძის ოლიმპიური ჩემპიონობა არა მარტო ქართული სპორტის, არამედ ჩვენი ქვეყნის გამარჯვებაა, ვულოცავ ლაშას და სრულიად საქართველოს

ქართული სპორტის ლეგენდას ლაშა ტალახაძეს (+109 კგ) ვულოცავ ოლიმპიურ ჩემპიონობას! ლაშამ ტოკიოს ოლიმპიურ ფიცარნაგზე ბრწყინვალე ასპარეზობით საქართველოს ოლიმპიურ თამაშებზე მეორე ოქროს მედალი მოუტანა, - ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ლაშამ, როგორც ჩვენი ქვეყნის ოლიმპიური გუნდის მედროშემ, ღირსეულად ატარა საქართველოს დროშა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე და დღეს მისი გამარჯვების აღსანიშნავად ააჟღერებინა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.

კარლ ჰარცელი

04 აგვისტო 2021, 16:55

საზოგადოება

კარლ ჰარცელი: მინდა მადლობა გადავუხადო კომუნიკაციების კომისიას და ექსპერტებს მედიაწიგნიერების სახელმძღვანელოს მომზადებისთვის

კარლ ჰარცელი მიმართვაში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების გამოცდილებაზეც საუბრობს და საქართველოში მსგავსი ინიციატივების მხარდაჭერას კიდევ ერთხელ აფიქსირებს.

კახა კალაძე

04 აგვისტო 2021, 16:53

სპორტი

კახა კალაძე ლაშა ტალახაძეს კიდევ ერთი მსოფლიო რეკორდის დამყარებასა და ოლიმპიურ ჩემპიონობას ულოცავს

თბილისის მერი კახა კალაძე ლაშა ტალახაძეს კიდევ ერთი მსოფლიო რეკორდის დამყარებასა და ოლიმპიურ ჩემპიონობას სოციალურ ქსელში ულოცავს. „კიდევ ერთხელ - ლაშა ტალახაძე მსოფლიო რეკორდსმენი და ოლიმპიური ჩემპიონია! გილოცავთ, ლაშა! ვულოცავ საქართველოს!“, - წერს კახა კალაძე.

04 აგვისტო 2021, 16:49

საზოგადოება

ირაკლი შოთაძემ ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის რეზიდენტ მრჩეველთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის ახლად დანიშნულ რეზიდენტ მრჩეველს სამართლებრივ საკითხებში ლანა ოუვენსს და ყოფილ რეზიდენტ მრჩეველს, მაიკლ გრანტს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას ასევე, საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილეები ესწრებოდნენ.

ირაკლი ღარიბაშვილი

04 აგვისტო 2021, 16:44

სპორტი

ირაკლი ღარიბაშვილმა ლაშა ტალახაძეს ორგზის ოლიმპიური ჩემპიონობა ტელეფონით მიულოცა

მსოფლიო სპორტის ლეგენდა ლაშა ტალახაძე, უკვე მეორედ, ოლიმპიური ჩემპიონია, ვულოცავ ლაშას და სრულიად საქართველოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ “Facebook”-ში წერს.

ლაშა ტალახაძე

04 აგვისტო 2021, 16:28

სპორტი

ლაშა ტალახაძე ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია 🏋‍♂🥇🇬🇪

ქართველი მძიმეწონოსანი ძალოსანი ლაშა ტალახაძე ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია. ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ლაშამ ატაცში 223 კილოგრამი, აკვრაში კი 265 კილოგრამი ასწია. შესაბამისად, ორჭიდში ლაშამ 488-კილოგრამიანი შედეგი დააფიქსირა და ოქროს მედალი მოიპოვა.

04 აგვისტო 2021, 16:18

COVID19

ბელგია უკრაინას, კოსოვოს, სომხეთსა და საქართველოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას გადასცემს

ბელგია უკრაინას, კოსოვოს, სომხეთსა და საქართველოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას გადასცემს. ინფორმაციას ამის შესახებ ბელგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

04 აგვისტო 2021, 16:08

რეგიონი

თუშეთის გზაზე ხევში გადაჩეხილი ავტომობილიდან გერმანელი ტურისტის ამოყვანა შეძლეს

თუშეთის გზაზე ავტოავარიის შედეგად დაშავებული გერმანელი ტურისტის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ადგილობრივებმა იგი ხევიდან უკვე ამოიყვანეს. რაც შეეხება კიდევ ორ მგზავრს, რთული რელიეფის გამო მათი ამოყვანა გართულდა, თუმცა ადგილზე სამაშველო ეკიპაჟებს ელოდებიან.

ლევან იოსელიანი

04 აგვისტო 2021, 16:04

პოლიტიკა

ლევან იოსელიანი: ევროკავშირის საელჩოს წარმომადგენლისგან არანაირ სანქციებზე საუბარი არ ყოფილა

„უნდა ვისაუბროთ პარტნიორებთანაც და მმართველ პარტიასთანაც იმაზე, თუ რა შეიძლება გავაკეთოთ იმისთვის, რომ შევძლოთ ამ შეთანხმებასთან დაბრუნება. ყველა სხვა მოლოდინის შექმნა, რომელიც მმართველ პარტიას აიძულებს დაუბრუნდეს ამ შეთანხმებას, მათ შორის, პერსონალურ სანქციებზე საუბარი რელევანტურად არ მიმაჩნია, რადგან ასეთი საუბრები ბევრჯერ ყოფილა, მაგრამ შედეგი არ დამდგარა. არსებით საკითხებზე საუბარი მიმაჩნია სწორად. როცა სანქციებზეა საუბარი, ეს ვნებს ქვეყანას. კონკრეტულ ადამიანებს რა სანქციები დაედებათ, ეს მე ნაკლებად მადარდებს, მაგრამ თუ დაედება რაიმე ტიპის სანქცია ქვეყანას და ამის გამო დაზარალდებიან მოქალაქეები, ეს იქნება ჩემთვის ყველაზე სამწუხარო და მტკივნეული ამ ამბავში, მაგრამ მე გუშინ მქონდა შეხვედრა და ამ საკითხებზე იქ საუბარი არ ყოფილა. მე უფრო მაინტერესებს შესაძლებელია თუ არა დავბრუნდეთ მსჯელობაში იმ ნაწილზე, რომელსაც მიშელის შეთანხმება ითვალისწინებს. მაგალითად, შეგვიძლია თუ არა გავაგრძლოთ მსჯელობა სასამართლო რეფორმაზე, პარლამენტს შიგნით ოპოზიციის როლის გაძლიერებაზე და წამოვა თუ არა ამაზე მმართველი პარტია - ჩემთვის ეს არის საინტერესო,"- განაცხადა იოსელიანმა.

ნიკო თათულაშვილი

04 აგვისტო 2021, 15:49

პოლიტიკა

ნიკო თათულაშვილი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში საქართველოს პრემიერის მრჩევლად დაინიშნა

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ნიკო თათულაშვილს განათლება მიღებული აქვს ესექსის, ლუნდის, ცენტრალური ევროპის, ბერნის და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტებში.

ლაშა ტალახაძე

04 აგვისტო 2021, 15:39

სპორტი

ლაშა ტალახაძემ ატაცში მსოფლიო რეკორდი დაამყარა

ქართველი მძიმეწონოსანი ძალოსანი ლაშა ტალახაძე ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ატაცის ვარჯიშის შემდეგ პირველ ადგილზეა.

თამარ გაბუნია

04 აგვისტო 2021, 15:26

COVID19

თამარ გაბუნია: ინფიცირების 4000-ზე მეტი შემთხვევა მიუთითებს იმას, რომ მეოთხე ტალღის პიკია

„7 000-მდე საწოლია დღევანდელი მდგომარეობით მობილიზებული, დამატებითი კლინიკებიცაა ჩართული, რომ თუ პაციენტს ჰოსპიტალური მართვა სჭირდება, ჰოსპიტალში იყოს. გუშინ ჩვენ კიდევ დავამატეთ ონლაინ კლინიკის პერსონალი, იმისთვის რომ სატელეფონო ზარებზე პასუხის დაგვიანებას ადგილი არ ჰქონდეს. პრევენციული ზომების გატარება ამ პირობებში საკმაოდ რთულია, მთავარი დაცვის საშუალება პირბადის გამოყენებაა“, - განაცხადა გაბუნიამ.

სოფელი პატარძეული

04 აგვისტო 2021, 15:10

რეგიონი

სოფელ პატარძეულის სტაბილური წყალმომარაგებისთვის სამუშაოები სექტემბერში დაიწყება

წყალმომარაგების კომპანია რეგიონებში წყლისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციას აქტიურად აგრძელებს. კომპანიის განცხადებით, ამჯერად, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულის წყალმომარაგებისთვის სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის სექტემბერში დაიწყება. პროექტს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 8 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება.

04 აგვისტო 2021, 15:03

COVID19

ინდონეზიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 100 ათასს გადააჭარბა

ინდონეზიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 100 ათასს გადააჭარბა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ინდონეზიაში კორონავირუსის 3.53 მილიონი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 100 636 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

ირაკლი ზარქუა

04 აგვისტო 2021, 14:53

პოლიტიკა

ირაკლი ზარქუა შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებაზე: ევროკავშირიდან არანაირი სანქცია არ იქნება, რადგან ჩვენ ზუსტად ვიცით, რასაც ვამბობთ

"გვახსოვს ოპოზიციიდან ევროკავშირს რომ ეუბნებოდნენ, ვიზალიბერალიზაცია არ მისცეთო. ისიც გვახსოვს, ინფორმაციას რომ ავრცელებდნენ, ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა საქართველოს ბიუჯეტი სანქციებში მოაქციაო. ამ დროს კი აღმოჩნდა, რომ 123 მილიონი, ყველაზე მაღალი ბიუჯეტი ჰქონდა დამტკიცებული ჩვენს მხარდასაჭერად. საქართველოსთან მიმართებაში რადიკალური ოპოზიციის არაჯანსაღი ხედვები არ სრულდება-ხოლმე. ახლაც არანაირი სანქცია არ იქნება, რადგან ჩვენ ზუსტად ვიცით, რასაც ვამბობთ. შარლ მიშელის დოკუმენტი იყო მნიშვნელოვანი. იქ ჩაიწერა პუნქტები რომლებიც ორივე მახარეს უნდა შეესრულებინა. ჩვენ შევასრულეთ და ვასრულებთ ამ პუნქტებს. ახლაც პროცესში ვართ. ხოლო რადიკალურმა ოპოზიციამ ნიველირება გააკეთა, არც მოაწერა ხელი, არც შემოვიდა საარჩევნო რეფორმის და სასამართლო რეფორმის განხილვაში და ახლა ცალმხრივად არ გამოდის. არ არის სწორი",- განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

04 აგვისტო 2021, 14:46

რეგიონი

თუშეთში ავტომანქანა ხევში გადაიჩეხა, არის მსხვერპლი

ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელ გზაზე მომხდარი ავტოავარია მსხვერპლით დასრულდა. Imedinews-ის ინფორმაციით, მაღალი გამავლობის ავტომობილი ე.წ. ბოთლის წყალთან რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. გარდაიცვალა ერთი ადამიანი. შემთხვევის ადგილზე რამდენიმე სამაშველო ეკიპაჟი გაიგზავნა. აღნიშნულ ტერიტორიაზე სატელეფონო კავშირის არ არსებობის გამო მომხდარზე სხვა დეტალები ჯერ უცნობია.

რამაზ ზოიძე

04 აგვისტო 2021, 14:39

სპორტი

რამაზ ზოიძემ ოლიმპიურ თამაშებზე ბრინჯაოს მედალი ვერ მოიპოვა

67 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავემ რამაზ ზოიძემ ოლიმპიურ თამაშებზე ბრინჯაოს მედალი ვერ მოიპოვა.

04 აგვისტო 2021, 14:37

საზოგადოება

სატყეო სააგენტო მოსახლეობას ტყეში გადაადგილებისას სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვისკენ მოუწოდებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, გამოიჩინოს განსაკუთრებული სიფრთხილე ტყეში გადაადგილებისას, დაიცვას სახანძრო უსაფრთხოების წესები, მოქალაქეებმა კერძო საკუთრების სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებზე, საძოვრებსა და სათიბებზე არ დაწვან ნარჩენები და თავი შეიკავონ კოცონის დანთებისგან.

მეხის დაცემა

04 აგვისტო 2021, 14:35

მსოფლიო

ბანგლადეშში მეხის დაცემის შედეგად ქორწილში 16 სტუმარი დაიღუპა

შემთხვევა ქალაქ შინბგანჯში მოხდა. სტუმრები და ნეფე სანაპიროზე თავშესაფარს ეძებდნენ, როცა იქ რამდენიმე მეხი დაეცა. პატარძალი ჯგუფთან ერთად არ იმყოფებოდა. შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა, ნეფე კი დაშავდა.

04 აგვისტო 2021, 14:34

მსოფლიო

ლიბანის ტერიტორიიდან ისრაელის მიმართულებით სამი რაკეტა გაისროლეს

ლიბანის ტერიტორიიდან ისრაელის მიმართულებით სამი რაკეტა გაისროლეს. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსამსახური ავრცელებს.