IMEDI /  17 ივლისი 2020, 17:08 / სანდო წყარო

19 ივლისს, UFC-ში კიდევ ერთი ქართველი სპორტსმენი რომან დოლიძე გამოვა

რომან დოლიძე

რომან დოლიძე

19 ივლისს, UFC-ში კიდევ ერთი ქართველი სპორტსმენი რომან დოლიძე გამოვა.

32 წლის მებრძოლის მეტოქე რუსი ხადის იბრაგიმოვია, რომელმაც შერეულ ორთაბრძოლებში გამართული 10 შეხვედრიდან 8 მოიგო და 2 წააგო. რაც შეეხება დოლიძეს, ქართველის ანგარიშზე 6 ბრძოლაა და ყველა მის სასარგებლოდ დასრულდა. აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში კი ეს მისთვის სადებიუტო ორთაბრძოლა იქნება.

იბრაგიმოვთან შეხვედრისთვის დოლიძე ბელარუსში ემზადებოდა, სადაც მას სპარინგპარტნიორობას კიკბოქსინგში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი ალექსეი კუდინი უწევდა.

ყველა სიახლე

29 ივლისი 2021, 15:57

COVID19

Netflix-მა აშშ-ში მსახიობებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო გახადა

ასეთი გადაწყვეტილება კომპანიამ აშშ-ში „დელტა“ შტამის სწრაფი გავრცელების გამო მიიღო. დაშვებულია გამონაკლისებიც - თანამშრომლებს შეუძლიათ არ გაიკეთონ აცრა სამედიცინო მაჩვენებლების, რელიგიური მიზეზებისა და ასაკის გათვალისწინებით. ახალი წესები არ შეეხება იმ ფილმებსა და სერიალებს, რომლებზეც მუშაობა უკვე დაწყებულია.

29 ივლისი 2021, 15:38

COVID19

რუსეთში კორონავირუსით სიკვდილიანობის რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

რუსეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსით სიკვდილიანობის რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსეთში კორონავირუსს 799 ადამიანი ემსხვერპლა.

29 ივლისი 2021, 15:28

COVID19

ბანგკოკის საერთაშორისო აეროპორტში საველე ჰოსპიტალი მოეწყობა

ტაილანდის ხელისუფლება ბანგკოკის საერთაშორისო აეროპორტს საველე ჰოსპიტლად გადააკეთებს. ამის შესახებ გამოცემა Washington Post-ი წერს.

ზურაბ ქადაგიძე

29 ივლისი 2021, 15:26

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე ოპოზიციურ პარტიებს: ელჩების, საგარეო ფაქტორების, საერთაშორისო ორგანიზაციების დადანაშაულებას სჯობს, საკუთარ ელექტორატზე იზრუნოთ

„ოპოზიციის „ტალეირანის“ მეუღლე თამარა, ამერიკას ადანაშაულებს საკუთარ უნიათობაში. ყველა პოლიტიკურ უბედურებასთან ერთად, ოპოზიცია კვლავ ვერ იაზრებს საკუთარ ავბედითობას. არადა მოცემულობა მარტივია: საქართველოში ხელისუფლების არჩევა-უნდობლობას წყვეტს ამომრჩეველი და არა საერთაშორისო აქტორები. ამიტომ ელჩების, საგარეო ფაქტორების, საერთაშორისო ორგანიზაციების დადანაშაულებას ჯობია საკუთარ ელექტორატზე იზრუნოთ. დიახ პატივცემულო ოპოზიციავ, თუ საქართველოს მოქალაქეებს ვერ აჯერებთ საკუთარ პოლიტიკურ უპირატესობაში და ხელისუფლების ალტერნატივას ვერ ქმნით, ნუ დააბრალებთ საერთაშორისო აქტორებს. თქვენი გაუაზრებელი, უპრინციპო მოქმედებების ბრალია ის რეალობა, რაც შექმენით და უაზრო არგუმენტების ძებნას ჯობია, ამომრჩეველს ელაპარაკოთ. P.S საქართველოში ხელისუფლების ძალაუფლებას განსაზღვრავს ხალხი!“ - წერს ქადაგიძე Facebook-ზე.

ნიკა მელია

29 ივლისი 2021, 15:18

პოლიტიკა

ნიკა მელია პარლამენტს ტოვებს

„პირადად მე, მთლიანად მივდივარ ოქტომბრის რეფერენდუმის ბრძოლაში და ვტოვებ იქაურობას. ეს ნიშნავს, რომ მე ვტოვებ საპარლამენტო მანდატს და თავიდან ბოლომდე ელენესთან, მეგობრებთან, ქართველ ხალხთან ერთად გადავდივარ უმნიშვნელოვანეს რეფერენდუმში მონაწილეობის მისაღებად“, - განაცხადა მელიამ.

ზაალ ანჯაფარიძე

29 ივლისი 2021, 15:08

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: „კოლექტიური ოპოზიცია“ მაინც აგრძელებს დასავლეთის მიმართულებით ქვების სროლას

ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში ოპოზიციის მხრიდან დასავლეთის მიმართ გაკეთებულ განცხადებებს ეხმიანება და წერს, რომ „კოლექტიური ოპოზიცია“ აგრძელებს დასავლეთის მიმართულებით ქვების სროლას.

გია აბაშიძე

29 ივლისი 2021, 15:08

პოლიტიკა

გია აბაშიძე: მმართველი პარტიის მისამართით ვაშინგტონიდან წამოსული კრიტიკის მიუხედავად, ფსევდო-ევროპული ბოკერიას ფლანგი თავს ესხმის აშშ-ს და მის ელჩს დეგნანს

,,მმართველი პარტიის მისამართით ვაშინგტონიდან წამოსული კრიტიკის მიუხედავად, ფსევდო-ევროპული ბოკერიას ფლანგი (სხვა მსგავსი გამოხტომებიცაა სოცქსელში) თავს ესხმის აშშ-ს და მის ელჩს დეგნანს. იცით ასე სამარცხვინოდ რატომ გამარგინალდნენ სააკაშვილის ორბიტაზე მყოფნი? ხედავენ, რომ აშშ-ის, დასავლეთის მკაცრი, მაგრამ მეგობრული განცხადებები საქართველოს კიდევ უფრო უკეთეს სახელმწიფოდ ჩამოყალიბებისკენ არის მიმართული, არსებული სირთულეების მოგვარებაზეა ორიენტირებული. ექს-პრეზიდენტი და მისი სექტა კი დღემდე სანქციებისა და საქართველოს იზოლაციაში მოქცევის ბოდვებში არიან და რადიკალურად ასცდნენ საერთაშორისო ამინდს.’’ - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე facebook-ზე.

პანდემია როგორც შესაძლებლობა

29 ივლისი 2021, 15:05

საზოგადოება

თბილისის საკრებულოს კონკურსის „პანდემია, როგორც შესაძლებლობა“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ

საკრებულომ კონკურსი „პანდემია, როგორც შესაძლებლობა“ 2 ივნისს ერთჯერადად გამოაცხადა. პროექტის მიზანი იყო პანდემიის პერიოდის პოზიტიურ ჭრილში განხილვა და ბავშვების დახმარება იმ იდეების, სიახლეების, საინტერესო გეგმების რეალიზაციაში, რომლებიც პანდემიის პერიოდში დაუგროვდათ. კონკურსში თბილისში მდებარე ორმოცდაექვსმა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებამ მიიღო მონაწილეობა.

ნიკოლოზ მჭედლიშვილი

29 ივლისი 2021, 15:00

პოლიტიკა

ნიკოლოზ მჭედლიშვილი: ოპოზიცია კელი დეგნანს აკრიტიკებს, ვერ გავიგე, თან დასავლეთისაკენ იყურებოდე და თან ელჩს ლანძღავდე?

დასავლეთს მკაცრი განცხადებები აქვს დღეს „ოცნების“ მიერ 19 აპრილის შეთანხმების დატოვების გამო, მაგრამ ოპოზიცია ამერიკის ელჩ კელი დეგნანს მაინც აკრიტიკებს. აქაც ვერ გავიგე, თან დასავლეთისაკენ იყურებოდე და თან ელჩს ლანძღავდე? - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი.

გიორგი ვოლსკი

29 ივლისი 2021, 14:45

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: კონკრეტულმა ტელევიზიამ და პარტიულმა ბოსებმა ჟურნალისტები საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში ჩააყენეს

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებას გამოეხმაურა.

მიხეილ სარჯველაძე

29 ივლისი 2021, 14:44

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: გუშინ ვიხილეთ თვითაღიარება, რომ მედიასაშუალება აქამდე იყო პოლიტიკური პარტია, რომელსაც ჰქონდა კამერა და მიკროფონი

ტელეკომპანია „მთავარის“ ხელმძღვანელის გუშინდელი განცხადება პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ შეაფასა.

სერგო ჩიხლაძე

29 ივლისი 2021, 14:36

პოლიტიკა

სერგო ჩიხლაძე: სპეციალურ რეჟიმში გადასვლა ყველა მედია საშუალებას შეუძლია, ვერ ვხედავ ვერაფერს განსაკუთრებულს

ტელეკომპანია „მთავარის“ ხელმძღვანელის გუშინდელი განცხადება შეაფასა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა წევრმა, სერგო ჩიხლაძემ. „სპეციალურ რეჟიმში გადასვლა ყველა მედია საშუალებას შეუძლია. აქედან გამომდინარე ვერ ვხედავ ვერაფერს განსაკუთრებულს. მე „ქართულ ოცნებას“ ვურჩევდი, რომ შეეშვას მედიას“, - განაცხადა სე

ალეკო ელისაშვილი

29 ივლისი 2021, 14:34

პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი: პოლიტიკურ მოღვაწეობას ეწევა ნიკა გვარამია, აბა რას ეწევა? მისი ტელევიზია „ნაცმოძრაობის“ პარტიული ტელევიზიაა

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი აცახდებს, რომ „მთავარი არხის“ დირექტორი ნიკა გვარამია პოლიტიკურ მოღვაწეობას ეწევა, ვინაიდან „მთავარი არხი“ „ნაცმოძრაობის“ პარტიული ტელევიზიაა.

დიმიტრი პესკოვი

29 ივლისი 2021, 14:32

მსოფლიო

კრემლი აზერბაიჯანის საზღვრის გასწვრივ რუსი მესაზღვრეების განლაგებასთან დაკავშირებით ნიკოლ ფაშინიანის წინადადებაზე კომენტარს არ აკეთებს

კრემლი აზერბაიჯანის საზღვრის გასწვრივ რუსი მესაზღვრეების განლაგებასთან დაკავშირებით ნიკოლ ფაშინიანის წინადადებაზე კომენტარს არ აკეთებს.

ირაკლი ქადაგიშვილი

29 ივლისი 2021, 14:24

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: თუ „ნაციონალური მოძრაობა“ შეუერთდება დოკუმენტს, ეს იქნება დაგვიანებული და არაფრისმთქმელი

თუ ნაციონალური მოძრაობა შეუერთდება დოკუმენტს ეს იქნება დაგვიანებული, არაფრისმთქმელი. უკვე წასული მატარებლის უკან მობრუნება, მათი ამ გადაწყვეტილებით შეუძლებელია. შეუძლებელია მათ დოკუმენტს ხელი მოაწერონ, რადგან არ გააჩნიათ არგუმენტაცია, რატომ ახლა და არა ამ ასი დღის განმავლობაში, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

29 ივლისი 2021, 14:21

სამართალი

პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის 4 პირი დააკავა, ამოღებულია 5,5 კგ ნარკოტიკული საშუალება, ასევე 10,896 ლიტრი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება

ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, სხვადასხვა დროს, 4 პირი: 1985 წელს დაბადებული ვ.ზ., 1995 წელს დაბადებული, უკრაინის მოქალაქე ი.ბ., 2001 წელს დაბადებული ე.ი. და 2000 წელს დაბადებული ნ. ნ. დააკავეს.

იაგო ხვიჩია

29 ივლისი 2021, 14:18

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: ოპოზიციის პოლიტიკა უნდა იყოს შემოსვლა პარლამენტში იმ დოზით, რა დოზითაც აქამდე არ ყოფილან

„საპარლამენტო ოპოზიციის პოლიტიკა უნდა იყოს შემოსვლა პარლამენტში იმ დოზით, რა დოზითაც არ ყოფილან აქამდე, ყველა უნდა შემოვიდეს პარლამენტში. ბოლომდე უნდა იყვნენ ერთგულები შარლ მიშელის დოკუმენტის. უნდა თქვან, რომ „ჩვენ ვართ პროდასავლელები და „ქართული ოცნება“ არის ანტიდასავლელი“. ყველა წუთი გამოსაყენებელია და ადამიანებისთვის ასახსნელია თუ რა ჩაიდინა „ქართულმა ოცნებამ“. ოპოზიციამ ეს უნდა გააკეთოს არა გაქცევით, ბოიკოტებით და ა.შ., არამედ პარლამენტში შემოსვლით, საპარლამენტო მუშაობის მართლა დაწყებით, იმის მიღწევით, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 43% ვერ აიღოს“, - განაცხადა ხვიჩიამ.

ალეკო ელისაშვილი

29 ივლისი 2021, 14:17

პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი: ზოგიერთი დაბოღმილი, პარლამენტში ვერმოხვედრილი პოლიტიკოსი ამბობს, გამოდითო - მერე რა მოხდება? ეს არის სიცანცარე

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი მიიჩნევს, რომ პარლამენტის დატოვება და ბოიკოტის რეჟიმში გადასვლა ოპოზიციის მხრიდან სიცანცარე იქნება.

მიხეილ სარჯველაძე

29 ივლისი 2021, 14:16

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: პოლარიზების საფრთხე დასაფიქრებელია, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში გვყავს ისეთი პოლიტიკური ძალა, როგორიცაა „ნაციონალური მოძრაობა“

პოლარიზების საფრთხე დასაფიქრებელია, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში გვყავს ისეთი პოლიტიკური ძალა, როგორიცაა „ნაციონალური მოძრაობა“, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, სენატორებისა და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების მიუხედავად, პარტიაში არ ფიქრობენ, რომ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებაზე „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება მცდარია.

სალომე სამადაშვილი

29 ივლისი 2021, 14:14

პოლიტიკა

სალომე სამადაშვილი: ოპოზიციამ უნდა იმსჯელოს მოვლენებისა და სცენარის ყველა შესაძლო განვითარებაზე

ვერიდები რაიმე კატეგორიული განცხადების გაკეთებას, თუ როგორ უნდა მოიქცეს ვინმე. ოპოზიციამ უნდა იმსჯელოს მოვლენებისა და სცენარის ყველა შესაძლო განვითარებაზე, - ამის შესახებ ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.