IMEDI /  05 აგვისტო 2020, 22:23 / სანდო წყარო

19 წლის ფეხბურთელი გოგონა ნიდერლანდების სამოყვარულო ჩემპიონატში მამაკაცებთან ერთად ითამაშებს

19 წლის ფეხბურთელი გოგონა, ელენ ფოკემი მამაკაცთა შორის ნიდერლანდების სამოყვარულო ჩემპიონატში გამოვა.

ასეთი ექსპერიმენტის ჩატარება ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებმა გადაწყვიტეს, რითაც სურთ იმის გარკვევა, რამდენად შესაძლებელია ქალების მამაკაცთა ჩემპიონატში ინტეგრირება.

ფოკემი უკვე ვარჯიშობს „ფოარუტის“ შემადგენლობაში და მომავალი მატჩებისთვის ემზადება. როგორც ნიდერლანდების ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები აცხადებენ, თუ ექსპერიმენტმა გაამართლა, ისინი ქალ ფეხბურთელებს მამაკაცთა გუნდებში უახლოეს მომავალშიც მიიწვევენ.

ყველა სიახლე

აკაკაი ბობოხიძე

24 სექტემბერი 2020, 17:21

პოლიტიკა

„ევროპული საქართველო“ დარწმუნებულია, რომ წყალტუბო-სამტრედია-ვანი-ხონის მაჟორიტარულ ოლქში აკაკი ბობოხიძე „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს დაამარცხებს

„ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო „ნაციონალურმა მოძრაობამ“, მათ შორის კანდიდატის შეცვლასთან დაკავშირებით, არ აქვს მნიშვნელობა რა იწვევს კითხვის ნიშნებს, პირადი მოტივი თუ რამე მსგავსი, ჩვენთვის ეს არის შეფასების მიღმა. ჩვენი ორიენტირი არის „ქართული ოცნების“ დამარცხება და ჩვენი კანდიდატი იქ ამისთვის იბრძვის", - განაცახდა პარტიის წევრმა სერგი კაპანაძემ.

ზაალ უდუმაშვილი

24 სექტემბერი 2020, 17:21

პოლიტიკა

ზაალ უდუმაშვილი დევი ჭანკოტაძის ჩანაცვლებაზე: ჩვეულებრივი ამბავია, როცა კამპანიის სტრატეგიაში ცვლილებები შედის

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზაალ უდუმაშვილი სამტრედია-წყალტუბო-ვანი-ხონის საარჩევნო ოლქში დევი ჭანკოტაძის ჩანაცვლებას კამპანიის სტრატეგიაში ცვლილებებით ხსნის. „რეალურად, საგანგაშო არაფერი მომხდარა. ეს არის ჩვეულებრივი ამბავი, როცა კამპანიის სტრატეგიაში ცვლილებები შედის. ბატონი დევი, რომელ ოლქშიც არ უნდა დააყენო მისი ავტორიტეტიდან გამომდინარე, ყველგან მომგებიანი ფიგურაა.

გახარია მიმართვა

24 სექტემბერი 2020, 17:18

პოლიტიკა

გიორგი გახარიამ, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, ღია მმართველობის მაღალი დონის სამიტის მონაწილეებს მიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, ღია მმართველობის მაღალი დონის სამიტში მიიღო მონაწილეობა, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიის ფარგლებში, ონლაინ რეჟიმში გაიმართა.

24 სექტემბერი 2020, 17:15

რეგიონი

ისრაელის ელჩმა ზუგდიდის სკრინინგ ცენტრს სამემდიცინო ინვენტარი გადასცა

ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, რან გიდორმა, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მისიის ხელმძღვანელთან ერთად ზუგდიდის სკრინინგ ცენტრს საჩუქრად სამედიცინო ინვენტარი გადასცა, - ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ღონისძიება საინფორმაციო კამპანიის „გამოწვევა-კიბოს სკრინინგ 2020!“ ფარგლებში გაიმართა. კამპანიის მიზანია, კიბოსა და სკრინინგის შესახებ ცნობიერების ამაღლება.

24 სექტემბერი 2020, 17:15

COVID19

ინდონეზიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 10,000-ს გადააჭარბა

ინდონეზიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 10,000-ს გადააჭარბა. გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსის 4,634 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 128 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ინდონეზიაში ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 262,022 შეადგინა. ქვეყანაში კორონავირუსი 191,853-მა ადამიანმა დაამარცხა, დაავადებას კი 10,105 ადამიანი ემსხვერპლა.

ივანე ჩხაიძე

24 სექტემბერი 2020, 17:15

COVID19

ივანე ჩხაიძე: კორონავირუსი ბავშვებს ნაკლებად აზიანებს, გრიპისთვის კი სწორედ ბავშვებია ძირითადი სამიზნე

მისი თქმით, ორი ვირუსის - გირიპისა და კორონავირუსის თანაარსებობას უკიდურესად მძიმე თვეებში, ვერც ერთი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა ვერ გაუძლებს.

სკოლის მშენებლობა

24 სექტემბერი 2020, 17:15

რეგიონი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაბუმეში მე-3 საჯარო სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს

სოფელ ხაბუმეში N3 საჯარო სკოლის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო დაწესებულების მშენებლობის პროცესს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა და მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი ადგილზე გაეცნენ.

ირაკლი ნადარეიშვილი

24 სექტემბერი 2020, 17:07

ეკონომიკა

ირაკლი ნადარეიშვილი: ეკონომიკის სამინისტრო უწყვეტ რეჟიმში მუშაობს სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებთან ეკონომიკური სტიმულირებისა და ხელშეწყობის პაკეტების მიმართულებით

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ირაკლი ნადარეიშვილი ბავშვთა გასართობი ცენტრების წარმომადგენლებს შეხვდა, რომელზეც აღნიშნული ბიზნეს-მიმართულების წინაშე დღეს არსებული გამოწვევები განიხილეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, აღნიშნული ცენტრების საქმიანობა შეიზღუდა, რამაც მათი ფინანსური მდგომარეობა პრობლემების წინაშე დააყენა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სექტორის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევის გზებზე.

ივანე ჩხაიძე

24 სექტემბერი 2020, 17:07

COVID19

ივანე ჩხაიძე: ბავშვები გაცილებით ნაკლებად არიან გამავრცელებლები კორონავირუსის, ვიდრე მოზრდილები

მისი თქმით, სასწავლო პროცესის აღდგენა დაბალი კლასის მოსწავლეთათვის შესაბამისი პირობებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით საფრთხეს არ წარმოადგენს.

ირაკლი ჩიქოვანი

24 სექტემბერი 2020, 17:03

პოლიტიკა

ირაკლი ჩიქოვანი: „ნაციონალური მოძრაობის“ ვერც ერთი კანდიდატი ვერ შეძლებს დაავიწყოს საზოგადოებს, თუ რა ძალადობრივი მეთოდებით მართავდა ეს პარტია ჩვენს ქვეყანას

ნაციონალური მოძრაობის ვერც ერთი კანდიდატი ვერ შეძლებს დაავიწყოს საზოგადოებს, როგორც ზუგდიდში ასევე მის ფარგლებს გარეთ, თუ რა ძალადობრივი მეთოდებით მართავდა ეს პარტია ჩვენს ქვეყანას და რა ზიანი მიაყენა საზოგადოებას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ირაკლი ჩიქოვანმა.

24 სექტემბერი 2020, 17:02

სპორტი

ამპუტანტ ფეხბურთელთა შორის ტურნირი დაიწყო

დღეს, ამპუტანტ ფეხბურთელთა შორის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი დაიწყო. აფხაზეთის თასის გათამაშებაში ხუთი გუნდი, თბილისის „თბილისი“, ზესტაფონის „მარგვეთი“, ზუგდიდის „ოდიში“, ბათუმის „აჭარა“ და გორის „დილა“ მონაწილეობს.

24 სექტემბერი 2020, 16:54

რეგიონი

ლევან დავითაშვილი: ჩვენი სახელმწიფო პროგრამის „ახალგაზრდა მეწარმე“ ფარგლებში, მხოლოდ კახეთის რეგიონში, ათობით ახალი საოჯახო მარანი აშენდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი კახეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელთან, ირაკლი შიოშვილთან ერთად, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში, ღვინის მარნის გახსნას დაესწრო, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მინდიაშვილების ოჯახს, სოფელ შილდაში, 21 ჰექტარ ფართობზე გაშენებული სხვადასხვა ჯიშის ყურძნის ვენახი აქვს და წელს პირველად, ახალ მარანში ოჯახური ბრენდის ქვეშ, ქვევრის ღვინოს დააყენებენ.

თამარ გაბუნია

24 სექტემბერი 2020, 16:54

COVID19

თამარ გაბუნია: იმედისმომცემია, რომ ბათუმის გარეთ კორონავირუსის შემთხვევები არ არის გაფანტული

„როცა ვამბობთ, რომ უნდა მივეჩვიოთ ვირუსთან ერთად ცხოვრებას, მუდმივად მკაცრი შეზღუდვების რეჟიმში ცხოვრება ვერ გაგრძელდება, ამდენად ადაპტაციის მექანიზმების გამოყენება სწორედ იმას ნიშნავს, რომ როდესაც გვაქვს ამისი აუცილებლობა გამოვიყენოთ მეტი მობილურობის შეზღუდვის მექანიზმი და როდესაც არ არის ამისი საჭიროება, ეს შეზღუდვები მოხსნას“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

კლიმატური საათი

24 სექტემბერი 2020, 16:51

მსოფლიო

ნიუ-იორკში ელექტრონული საათი კლიმატურ კატასტროფამდე დარჩენილ დროს ითვლის

ტაიმერზე მეორე რიცხვით არის, რომელიც განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის რაოდენობას აჩვენებს. ახლა ის 27,7%-ზეა. ავტორების განმარტებით, ეს მაჩვენებელი 100%-მდე მანამ უნდა მივიყვანოთ, სანამ საათის პირველ ტაიმზე დრო არ ამოიწურება.

ოთარ დანელია

24 სექტემბერი 2020, 16:32

ეკონომიკა

აგრარულ საკითხთა კომიტეტმა „აგროტურიზმის შესახებ“ კანონპროექტი დააინიცირა

კომიტეტის თავმჯდომარემ, ოთარ დანელიამ კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე საკითხის წარდგენისას განაცხადა, რომ პროექტის ერთ-ერთი მიზეზია სოფლად სიღარიბის დაძლევა. მისი თქმით, ბოლო პერიოდის გამოწვევების დროს, როდესაც გლობალურმა პანდემიამ რთული გამოწვევების წინაშე დააყენა ტურიზმის ინდუსტრია, აუცილებელია განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭოს სურსათის უსაფრთხოებას და ზოგადად აგრარულ სექტორს.

თამარ გაბუნია

24 სექტემბერი 2020, 16:30

საზოგადოება

თამარ გაბუნია: სკოლის მოსწავლეების მასობრივი ვაქცინაცია გრიპზე აუცილებელი არ არის

ქვეყანაში, ოქტომბერში 135 000 დოზა გრიპის ვაქცინა იქნება დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ შესყიდული, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

კორონავირუსი

24 სექტემბერი 2020, 16:29

COVID19

გორის მუნიციპალიტეტში კორონავირუსი 60 წლამდე კაცს დაუდასტურდა

კოვიდინფიცირებული გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნადარბაზევში მცხოვრები, 60 წლამდე კაცია. მან კლინიკას სხვა ჩივილებით მიმართა, თუმცა ტესტირებისას კოვიდ-19 დაუდასტურდა.

24 სექტემბერი 2020, 16:25

სამართალი

ფოთის გეზში არადეკლარირებული საქონელი გამოავლინეს

გაფორმების ეკონომიკურ ზონაში ,,ფოთი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, არადეკლარირებული საქონელი გამოავლინეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საქონლის საბაჟო ღირებულებამ 37,240 ლარი შეადგინა.

24 სექტემბერი 2020, 16:24

საზოგადოება

დიდუბის რაიონში მიმდინარე წელს ასფალტის საფარი 53 454 კვ.მ ფართობზე განახლდა

დიდუბის რაიონის გამგეობამ, მიმდინარე წელს, 54 მისამართზე საგზაო ინფრასტრუქტურა 53 454 კვ.მ ფართობზე განაახლა. თბილისის მერიის ინფორმაციით, სამუშაოები განხორციელდა, როგორც ცენტრალურ ქუჩებზე, ასევე, შიდა კვარტალურ გზებსა და თბილისური ტიპის ეზოებში. ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, ასფალტის საფარი დაიგო სამ ქუჩაზე, 31 თბილისური ტიპის ეზოსა და 20 შიდა კვარტალურ გზაზე.

კახეთი

24 სექტემბერი 2020, 16:21

COVID19

კახეთში კორონავირუსის კიდევ 2 ახალი შემთხვევა დადასტურდა

კახეთში, კორონავირუსით დაინფიცირებული მოქალაქეების რაოდენობა 43-დან 45-მდე გაიზარდა. COVID-19 ყვარელში ერთ-ერთ ადგილობრივს დაუდასტურდა. ადგილზე სპეციალისტთა ჯგუფი წყაროს და კონტაქტების მოძიებაზე მუშაობს. მეორე შემთხვევა კი ლაგოდეხში გამოვლინდა. ის აჭარიდან სტუმრად ჩასული ინფიცირებულების ჯგუფის კონტაქტია.