imedi /  06 აგვისტო 2020, 10:30 / სანდო წყარო

ფაბიო კაპელო შესაძლოა „მილანში" დაბრუნდეს

ფაბიო კაპელო

ფაბიო კაპელო

ფაბიო კაპელო შესაძლოა „მილანში" დაბრუნდეს.

როსონერის ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, ლეგენდარული იტალიელი მწვრთნელი რამდენიმე დღის წინ კლუბის ოფისში იმყოფებოდა, სადაც „მილანის" პრეზიდენტთან პაოლო სკარონისთან 4-საათიანი შეხვედრა ჰქონდა, რომლის დასრულების შემდეგაც 74 წლის სპეციალისტმა კომენტარი არ გააკეთა.

გავრცელებული ინფორმაციით, კაპელო კლუბის სტრუქტურაში რომელიმე ხელმძღვანელ თანამდებობას ჩაიბარებს, რადგან მთავარ მწვრთნელთან, სტეფანო პიოლისთან ხელშეკრულება ცოტა ხნის წინ გახანგრძლივდა.

ფაბიო კაპელო „მილანის" მთავარ მწვრთნელად 1991-1996 წლებში მუშაობდა და როსონერის და გუნდს 4-ჯერ სკუდეტო, 3-ჯერ იტალიის სუპერთასი, თითოჯერ კი ჩემპიონთა ლიგა და უეფას სუპერთასი მოაგებინა.

ყველა სიახლე

21 ოქტომბერი 2020, 11:50

COVID19

საქართველოში კორონავირუსით 30 წლამდე პაცინეტი გარდაიცვალა

საქართველოში დღეს 30 წლამდე პაციენტი კორონავირუსით გარდაიცვალა. ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

ლაშა დარსალია

21 ოქტომბერი 2020, 11:50

სამართალი

გენერალურ პროკურატურაში დავით გარეჯის საქმეზე ლაშა დარსალიას გამოკითხვა მიმდინარეობს

„მთავარი, ძირითადი პრინციპი არის რომ ვეფუძნებით 38 წლის ხაზს. ყველა მასალა, მათ შორის ეს რუკა, რომელიც შესაძლოა განსაზღვრავდეს თუ როგორ გადის 38 წლის ხაზი, არის თავისთავად რელევანტური“, - აღნიშნა დარსალიამ.

ეკატერინე ტიკარაძე

21 ოქტომბერი 2020, 11:48

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: თითოეული კლინიკა იქნება პასუხისმგებელი კონკრეტულ კოვიდ-სასტუმროზე

ჩვენ კიდევ ერთი ბერკეტი გამოვიყენეთ, რათა მოსახლეობას უფრო მეტი ნდობა ჰქონდეს კოვიდ-სასტუმროების მიმართ. თითოეული კლინიკა იქნება პასუხისმგებელი კონკრეტულ სასტუმროზე, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძე

21 ოქტომბერი 2020, 11:47

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: პრეტენზია სასწრაფოს დაგვიანებასთან დაკავშირებით არაკორექტულია

„სასწრაფო გამოძახების ბრიგადებს 2-დან 3 საათამდე დაყოვნება აქვთ, რაც პანდემიის პერიოდში სრულიად ნორმალურია, ვინაიდან ჩვეულებრივი ვირუსის დროსაც კი ჩვენ მსგავსი შემთხვევები გვქონია და ეს საგანგაშო კომპონენტს არ წარმოადგენს, რადგან ვირუსით დაინფიცირებული ადამიანი არ არის კარდიოლოგიური ან ნევროლოგიური სისტემით დაავადებული ადამიანი, რომელსაც 20 წუთში ბრიგადის ადგილზე მისვლა ესაჭიროება. ეს არის გეგმური პროცესი. ამ პერიოდში ჩვენი ექიმები აღჭურვილობის გამოცვლას საჭიროებენ და მუშაობენ სრული დატვირთვით, აქედან გამომდინარე, ეს პრეტენზია სასწრაფო დახმარების სამსახურის მიმართ არაკორექტულია“, - განაცხადა ტიკარაძემ.

21 ოქტომბერი 2020, 11:47

COVID19

აჭარაში კოვიდინფიცირების 369 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

რეანიმაციაში მოთავსებულია - 84 პაციენტი. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე -11 თავისუფალი საწოლები- 56. Covid სასტუმროებში- 1119, არასრულწლოვანი - 78.

ნათია მეზვრიშვილი

21 ოქტომბერი 2020, 11:40

COVID19

ნათია მეზვრიშვილი: დამერწმუნეთ, თუ აპოკალიფსი იქნება, ამის შესახებ გამოვალთ და ამ ტრიბუნიდან ჩვენ ვიტყვით

მისი თქმით, სამწუხაროდ, ბოლო პერიოდის განმავლობაში ვრცელდება ცრუ ინფორმაციები სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, რომ თითქოს, არ არის საწოლების საკმარისი რაოდენობა, ადამიანები მიყრილები არიან სახლებსა და კოვიდსასტუმროებში და მათ არავინ მკურნალობს, ასევე, ზარებზე მასიურად არ პასუხობენ და ეს ადამიანები კონსულტაციას ვერ იღებენ.

ეკატერინე ტიკარაძე

21 ოქტომბერი 2020, 11:40

COVID19

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, საქართველოში სასუნთქი აპარატების დეფიციტი არ არსებობს

„ჩვენ აჭარაში საკმარისი რესურსი გვაქვს. იმ სასუნთქ აპარატებზე, რომლებიც რეალურად არის სასუნთქი აპარატი, დეფიციტი საქართვლოში არ არსებობს, მათ შორის არც აჭარაში. კოვიდ-პაციენტების სასუნთქი აპარატებით მართვა ეს არის უკიდურესი დაშვება, რომელსაც ჩვენი ექიმები იყენებენ, ვინაიდან მისი ეფექტი ყველაზე ნაკლები არის ამ ინფექციის მართვაში“, - განმარტა მინისტრმა.

21 ოქტომბერი 2020, 11:38

COVID19

ბოლო 24 საათში რუსეთში კორონავირუსის 15 700 ახალი შემთხვევა დადასტურდა

რუსეთის კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიული შტაბის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 15 700 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 317 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

ნათია მეზვრიშვილი

21 ოქტომბერი 2020, 11:38

პოლიტიკა

ნათია მეზვრიშვილი: საკოორდინაციო საბჭოს ფორმატი არ შეიცვლება

საკოორდინაციო საბჭოს ფორმატი არ შეიცვლება, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ნათია მეზვრიშვილი

21 ოქტომბერი 2020, 11:26

COVID19

ნებისმიერი ქვეყნიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეები PCR-ტესტის ფლობის შემთხვევაში კარანტინის ნაცვლად თვითიზოლაციაში გადავლენ

ნებისმიერი ქვეყნიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეები PCR-ტესტის ფლობის შემთხვევაში კარანტინის ნაცვლად თვითიზოლაციაში გადავლენ, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ნათია მეზვრიშვილი

21 ოქტომბერი 2020, 11:24

COVID19

ნათია მეზვრიშვილი: ბინაზე და სასტუმროში მკურნალობა არ ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანები ექიმის მეთვალყურეობის გარეშე არიან დატოვებულები

„გვინდა განვაცხადოთ, რომ როგორც ბინაზე, ასევე კოვიდ-სასტუმროებში ამ ადამიანებს ზედამხედველობენ ექიმები. ანუ ბინაზე მკურნალობა და სასტუმროში მკურნალობა არ ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანები ექიმის მეთვალყურეობის გარეშე არიან დატოვებულები. რაც შეეხება იმას თუ ვინ მკურნალობს საავადმყოფოში, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ საავადმყოფოები გამოვიყენოთ მძიმე ავადმყოფებისთვის, ქრონიკული დაავადებების მქონე ინფიცირებულებისთვის და იმ ადამიანებისთვის, ვინც ასაკშია და ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება საავადმყოფოში მკურნალობა“, - განმარტა მეზვრიშვილმა.

21 ოქტომბერი 2020, 11:24

COVID19

თბილისში კორონავირუსის 445 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის 1, 351 ახალი შემთხვევიდან 445 თბილისში დაფიქსირდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავა ბრიფინგზე განაცხადა.

21 ოქტომბერი 2020, 11:21

COVID19

გურიის გუბერნატორს კორონავირუსი დაუდასტურდა

გურიის გუბერნატორს, ზურაბ ნასარაიას კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია imedinews-ს გურიის გუბერნიის პრესსამსახურში დაუდასტურეს. „ზურაბ ნასარაია ბინაზე იმყოფება და ელოდება ეპიდემიოლოგების მითითებებს და პროტოკოლით დადგენილი წესის მიხედვით იმოქმედებს. მოადგილეების ტესტის კვლევის შედეგები უარყოფითია. ადმინისტრაციული შენობის სამივე სართულზე, სადაც განთავსებულია გუბერნია, მერია და საკრებულო, სადეზინფექციო სამუშაოები გვიან ღამით ჩატარდა“, - განმარტეს პრესსამსახურში.

კახა კალაძე

21 ოქტომბერი 2020, 11:18

საზოგადოება

20 ოქტომბრიდან ვაკის რაიონში განთავსდა საინფორმაციო ჯიხურები, სადაც ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემაში დარეგისტრირება არის შესაძლებელი

ჭავჭავაძის გამზირზე, ფალიაშვილის, აბაშიძისა და მათ მკვეთ ქუჩებზე შემოდის ზონალურ-საათობრივი პარკირება. 20 ოქტომბრიდან ვაკეში, სხვადასხვა ლოკაციაზე განთავსდა საინფორმაციო ჯიხურები, რათა მოსახლეობა მივიდეს და დაარეგისტრიროს ავტომობილები ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემაში, - ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

21 ოქტომბერი 2020, 11:15

COVID19

ბოლო 24 საათში აშშ-ში კორონავირუსის 60 315 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 60 315 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 933 ადამიანი გარდაიცვალა.

კახა კალაძე

21 ოქტომბერი 2020, 11:15

საზოგადოება

კახა კალაძე: ჩვენი ხელისუფლების მთავარი მამოძრავებელი არის ის, რომ შევინარჩუნოთ ძვირფასი, რაც თბილისს გააჩნია

თქვენ იცით ჩვენი დამოკიდებულება ძველი თბლისის შენობა-ნაგებობებზე, ძველ თბილისზე, თუ როგორი მოწიწებით ვუდგებით და ყველა დეტალს განსაკუთრებით დიდი ყურადღება ექცევა, ეს გამოიხატა ორბელიანის სარეაბილიტაციო სამუშაოებში და რა თქმა უნდა განსაკუთრებული ყურადღება ექცევა გუდიაშვილის რეაბილიტაციას, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

21 ოქტომბერი 2020, 11:14

COVID19

ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსით ორი პაციენტი გარდაიცვალა

ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსით ორი პაციენტი გარდაიცვალა. 73 წლის კაცი გალიდან, ხოლო 70 წლის ქალი კი სამეგრელოდან იყო. ორივე პაციენტს თანმდევი დაავადებები ჰქონდა, რის გამოც მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ლურჯი ავტობუსები

21 ოქტომბერი 2020, 11:13

საზოგადოება

თბილისის მერია მოსახლეობას საზოგადოებრივი ტრანსპორტის ახალ მარშრუტებს პარასკევს წარუდგენს

„პარასკევს გვინდა საზოგადოებას, თბილისის მოსახლეობას გავუკეთოთ პრეზენტაცია იმასთან დაკავშირებით თუ როგორი იქნება ახალი მარშრუტები. გვექნება სრული პრეზენტაცია - რა ნომრები შემოდის, რა მიმართულებით იმოძრავებს ეს მარშრუტები. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ადამიანებს გავუჩინოთ კომფორტი, ადამიანებმა შეძლონ ახალი ავტობუსებით მგზავრობა. და რაც ყველაზე მთავარია, ავტობუსი მიკროავტობუსთან უნდა იყოს თანხვედრაში, მეტროსთან. შესაბამისად, ეს ყველაფერი წარმოდგენილი იქნება პარასკევს“, - განაცხადა კალაძემ.

კახა კალაძე

21 ოქტომბერი 2020, 11:13

საზოგადოება

მერიის სერვისცენტრებში პირბადის გარეშე მისულ მოქალაქეებს პირბადეებს დაურიგებენ

თბილისის მერმა კახა კალაძემ შესაბამის სამსახურს სერვისცენტრებში მომსახურების დროს არსებული რიგების უზრუნველყოფა დაავალა. როგორც თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, სერვისცენტრებში მისულმა მოქალაეებმა უნდა დაიცვან რიგები. ყველა ადამიანს, ვისაც პირბადე არ ეკეთება, უნდა დაურიგდეს. ამით ისინი დაიცავენ სხვა ადამიანების ჯანმრთელობას. მერმა ასევე, დაავალა გამგებლებს, ყველა მოხუცს დაურიგონ პირბადეები, რომლებიც უფასო სასადილოებით სარგებლობენ.

21 ოქტომბერი 2020, 11:05

რეგიონი

სოფელ გვიშტიბში, დევნილებისთვის მშენებარე კორპუსებისთვის წყალარინების ქსელი მოეწყო

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ გვიშტიბში იძულებით გადაადგილებულ პირთათვის მშენებარე 8 კორპუსის წყალარინების (კანალიზაციის) ქსელის მოწყობის სამუშაოები დაასრულა. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში მოეწყო კანალიზაციის ჭები, გამყვანი კოლექტორი და წყალარინების ქსელი, ხოლო სამშენებლო სამუშაოებს 128 549 ლარი მოხმარდა.