imedi /  11 აგვისტო 2020, 11:50 / სანდო წყარო

რობერტ სუთიძე რუსეთის ჩემპიონატის მეშვიდე ტურის საუკეთესო მორაგბედ დასახელდა

რობერტ სუთიძე

რობერტ სუთიძე რუსეთის ჩემპიონატის მეშვიდე ტურის საუკეთესო მორაგბედ დასახელდა.

ცნობილი ვებ-გვერდის, Rugger.info-ის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში „კრასნი იარის" ქართველმა ლეგიონერმა 160 ხმა მიიღო და 65 პროცენტით პირველ ადგილზე გავიდა.

გასულ ტურში სუთიძემ და მისმა თანაგუნდელებმა „ენისეი" 27:14 დაამარცხეს, 31 წლის ქართველმა მორაგბემ კი გარდა იმისა, რომ მთელი შეხვედრა უმაღლეს დონეზე ჩაატარა, ერთხელ მეტოქის ჩათვლის მოედანიც აიღო.

სუთიძის გარდა „კრასნი იარში" კიდევ სამი ქართველი მორაგბე: ნიკოლოზ აფციაური, გიორგი ფრუიძე და ირაკლი სვანიძე გამოდის.

ყველა სიახლე

25 ოქტომბერი 2020, 20:02

რეგიონი

იოსებ ხახალეიშვილი ანსამბლ „ქართული ხმების" წევრებთან ერთად ნიკეას ქუჩის მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ამომრჩევლებთან შეხვედრებს განაგრძობს. მერობის კანდიდატი მხარდამჭერებს ამჯერად ნიკეას ქუჩაზე შეხვდა და მათ საარჩევნო ბუკლეტები დაურიგა.

ირანი სამხედრო ტექნიკა

25 ოქტომბერი 2020, 19:49

მსოფლიო

IRNA: ირანმა სომხეთსა და აზერბაიჯანთან საზღვარზე სამხედრო ტექნიკა განათავსა

გუშაგთა კორპუსში აცხადებენ, რომ ამის მიზანი რეგიონში ეროვნული ინტერესების დაცვა და მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებაა. ამასთან, კორპუსში ხაზს უსვამენ იმას, რომ მეზობლების ტერიტორიულ მთლიანობას პატივს სცემენ, თუმცა გეოპოლიტიკური საზღვრების ნებისმიერი ცვლილება ირანისთვის წითელ ხაზს წარმოადგენს.

არჩილ თალაკვაძე

25 ოქტომბერი 2020, 19:28

საზოგადოება

პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ აშშ-ში მცხოვრებ თანამემამულეებთან შეხვედრა გამართა

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრებ თანამემამულეებს შეხვდნენ. ონლაინ ფორმატში შეხვედრისას, საუბარი ხელისუფლებისა და პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” პოლიტიკური გუნდის მიერ შესრულებულ სამუშაოს„ და სამომავლო გეგმებს შეეხო. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ეკონომიკურ პროგრამაზე, პანდემიის პერიოდში ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებსა და დიასპორის მხარდამჭერ პროექტებზე.

ლუის ჰამილტონი

25 ოქტომბერი 2020, 19:26

სპორტი

ლუის ჰამილტონმა მიხაელ შუმახერის რეკორდი გააუმჯობესა

ეს პილოტის 92-ე გამარჯვება გახდა გრან პრის ეტაპებზე და ამ მაჩვენებლით მან ლეგენდარული პილოტის, მიხეილ შუმახერის შედეგი გააუმჯობესა, რომელმაც კარიერის განმავლობაში 91 გამარჯვებას მიაღწია.

ბექა მჭედლიშვილი

25 ოქტომბერი 2020, 19:08

თავდაცვა

ბექა მჭედლიშვილი: ჯარის მიმართ ცილისმწამებლური, ბინძური კამპანია მიმდინარეობს

ცხადია, ეს ჯარისა და თითოეული სამხედროს წინააღმდეგ მიმართული აშკარა, ბინძური კამპანიის ნაწილი და მავნებლობაა, რომელიც რას და ვის ინტერესებს ემსახურება, მარტივი გამოსაცნობია, - ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ბექა მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში წერს. აღნიშნულით ბექა მჭედლიშვილი ზუგდიდში, ბანში მომხდარი თავდასხმის ფაქტს ეხმაურება, სადაც მძევალთა შორის ერთი სამხედროც იყო.

25 ოქტომბერი 2020, 19:00

COVID19

ესპანეთში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით კომენდანტის საათი დაწესდა

ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა განაცხადა, რომ შეზღუდვა დღეიდან ამოქმედდება. მოსახლეობას სახლიდან გასვლა 23:00 საათიდან 06:00 საათამდე ეკრძალება. ამასთან, ადგილობრივ ხელისუფლებას რეგიონებს შორის მიმოსვლის შეზღუდვის უფლებაც აქვს.

ილჰამ ალიევი

25 ოქტომბერი 2020, 18:42

მსოფლიო

ილჰამ ალიევი: მსურს საქართველოსთან ჩვენი სტრატეგიული ურთიერთობები აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობებისთვის მაგალითი გახდეს

„ახლა რთულია იმის პროგნოზირება, როდის რა მოხდება. ეს მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული, რადგან ომს ერთი ქვეყანა არ აწარმოებს. ეს ცალმხრივი პროცესი არ არის, თუმცა შემიძლია, გითხრათ, როგორი რეგიონი მინდა ვიხილო. მინდა სამხრეთ კავკასიის რეგიონის ღრმა ინტეგრაცია. მინდა ვიხილო, რომ ოდესმე, მომავალში სამხრეთ კავკასიის სხვა ქვეყანასთან, საქართველოსთან ჩვენი სტრატეგიული ურთიერთობები გარკვეულწილად გახდება მაგალითი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობებისთვის, რადგან ყველა ომი მთავრდება და მშვიდობა დგება“, - განაცხადა ალიევმა.

ირანი

25 ოქტომბერი 2020, 18:12

თავდაცვა

თავდაცვის სამინისტრო: ვრცელდება დეზინფორმაცია თითქოს, სენაკის ბაზაზე მიმდინარეობს დავით ხვიბლიანის წამება

დეზინფორმაციაა თითქოს, სენაკის ბაზაზე მიმდინარეობს ბანკზე თავდასხმისას აყვანილი ერთ-ერთი მძევლის, დავით ხვიბლიანის წამება და თავისუფლების უკანონო აღკვეთა. ამის შესახებ თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

25 ოქტომბერი 2020, 18:10

COVID19

აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 946 ადამიანს გამოუვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 946 ადამიანს გამოუვლინდა, 7 ადამიანი კი გარდაცვლილა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 49,959 შეადგინა. ჯამში გარდაიცვალა 671 ადამიანი. ვირუსისგან 41,279 პაციენტი განიკურნა.

თბილისის მერიის შენობა

25 ოქტომბერი 2020, 18:02

საზოგადოება

თბილისის მერია ნაძალადევის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურულ პროექტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ნაძალადევის რაიონის გამგეობის საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი სრულყოფილად შესრულდა, - ამის შესახებ ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. აღნიშნული განცხადებით თბილისის მერია ტელეკომპანია „მთავარ არხის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება და მას სიცრუეს უწოდებს. კერძოდ, არხზე გასულ სიუჟეტს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობად მიიჩნევს.

ჩილე

25 ოქტომბერი 2020, 17:44

მსოფლიო

ჩილეში კონსტიტუციასთან დაკავშირებით ისტორიული რეფერენდუმი იმართება

ჩილეში რეფერენდუმი მიმდინარეობს იმასთან დაკავშირებით, უნდა ჩაანაცვლოს თუ არა პინოჩეტის დროინდელი კონსტიტუცია მოქალაქეების მიერ შედგენილმა წესდებამ. ეს არის მთავარი საკითხი, რომლის გარშემოც გასულ წელს საპროტესტო აქციები იმართებოდა. ხმის მიცემის უფლება, 2,715 საარჩევნო უბანზე 14,8 მილიონზე მეტ ადამიანს აქვს.

უცხოური მედია

25 ოქტომბერი 2020, 17:39

პოლიტიკა

რას წერს უცხოური მედია საქართველოზე - ტელეკომპანია „იმედის“ მიმოხილვა

ყოველ კვირას, 17:00-საათიან „ქრონიკაში“ ტელეკომპანია „იმედი“ გთავაზობთ მიმოხილვას, თუ რას წერს უცხოური მედია საქართველოზე. გიორგი გახარიას ღია წერილი Daily Telegraph-ში, საპარლამენტო არჩევნები, ვითარება ოკუპირებულ ტერიტორიებზე - ეს ის თემებია, რომლებზეც უცხოურმა მედიამ ამ კვირაში გაამახვილა ყურადღება.

25 ოქტომბერი 2020, 17:03

თავდაცვა

თავდაცვის მინისტრმა სამხედრო ლიცეუმში დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა

მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები თავდაცვის ძალებში არსებულ ყველა სამხედრო ბაზაზე დასკვნით ფაზაშია, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ინფორმაციით, სარემონტო სამუშაოები დასრულდა გენერალ კვინიტაძის სახელობის სამხედრო ლიცეუმშიც. დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ადგილზე მოინახულა.

თეა წულუკიანი

25 ოქტომბერი 2020, 16:32

პოლიტიკა

თეა წულუკიანი არჩევნების შემდეგ იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე დაბრუნებას არ გეგმავს

„ამაზე გვქონდა გუნდის შიგნით მსჯელობა და ეს, რა თქმა უნდა, ასე არ იგეგმება, იმიტომ რომ მე ბევრჯერ მითქვამს, რომ 8 წელი საკმარისია და ვფიქრობ, რომ ის, რაც შეიძლება ერთმა ადამიანმა, ერთმა გუნდმა და ერთმა სამინისტრომ 8 წლის განმავლობაში ერთგულად აკეთოს, ეს ვაკეთეთ. ახლა დროა, რომ დაინიშნოს ახალი მინისტრი, რომელიც ამ ფუნდამენტზე უკვე კიდევ უკეთეს შენობას ააგებს, რომელსაც იუსტიციის სისტემა ჰქვია“, - აღნიშნა წულუკიანმა.

თეა წულუკიანი

25 ოქტომბერი 2020, 16:21

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: ნელ-ნელა ვსწავლობთ და კიდევ უკეთესად უნდა ვისწავლოთ ის, რომ არჩევნები არ არის მუშტი-კრივი

როდესაც ვემშვიდობებოდი თანამშრომლებს, ვემშვიდობებოდი იმ წრეებს, ვინც 8 წელი ხელს მიწყობდა მუშაობაში, სწორედ ამას ვამბობდი, რომ არასდროს გვქონია სხვა მიზანი გარდა იმისა, რომ გვეჩვენებინა, რომ წინ მიდის პროცესი, წინ მიდის ქვეყანა და შემდეგ იქმნება ისეთი საფუძველი, ფუნდამენტი, რომ სხვა, ახალ თაობს, ახალ მინისტრს, ახალ თანამდებობის პირს ეძლევა საშუალება, რომ ზედ დააშენოს, უკეთესი გააკეთოს. ეს არის რეალურად მიზანი, რომ მუდმივად სახეზე იყოს გაუმჯობესება და ეს მე მგონი სახეზეა დღეს“, - აღნიშნა წულუკიანმა.

25 ოქტომბერი 2020, 16:17

COVID19

ქუთაისის 59-ე საოლქო კომისიის თავმჯდომარეს კორონავირუსი დაუდასტურდა

ქუთაისის 59-ე საოლქო კომისიის თავმჯდომარეს კორონავირუსი დაუდასტურდა. საარჩევნო ადმინისტრაციის პრესსამსახურის განცხადებით, ავთანდილ ოსეფაიშვილს ვირუსი ორი დღის წინ აღმოაჩნდა და კლინიკაშია გადაყვანილი. რაც შეეხება საარჩევნო პროცესს - განმარტავენ, რომ ამ დროისთვის არანაირი შეფერხება არაა და ყველა პროცედურა ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს.

არჩილ თალაკვაძე

25 ოქტომბერი 2020, 16:09

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძემ ლიეტუვაში, ლატვიაში, ესტონეთში, ჩეხეთსა და შვედეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან შეხვედრები გამართა

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია ემიგრაციაში მყოფ თანამემამულეებს ონლაინ ფორმატში ხვდებიან. 24-25 ოქტომბერს შეხვედრები გაიმართა ლიეტუვაში, ლატვიაში, ესტონეთში, ჩეხეთსა და შვედეთში მცხოვრებ თანამოქალაქეებთან.

აჭარა

25 ოქტომბერი 2020, 16:09

რეგიონი

ბათუმში, საცხოვრებელი სახლის ქურდობაში ბრალდებული დააკავეს

Ხიმშიაშვილების ოჯახს გამთენიისას სავარაუდოდ, ძარცვის მიზნით დაესხნენ თავს. წინასწარი ინფორმაციით, მძარცველი სახლში ფანჯრიდან შევიდა და სახლში მყოფ შუა ხნის კაცს ბლაგვი საგნით დაზიანებები მიაყენა. დაშავებული კლინკაში იმყოფება. მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

ილჰამ ალიევი

25 ოქტომბერი 2020, 16:05

მსოფლიო

ილჰამ ალიევი: მზად ვართ ცეცხლის შესაწყვეტად

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ამერიკულ სატელევიზიო არხთან, Fox News-თან საუბრისას განაცხადა, რომ ბაქო მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტისთვის მზადაა. „დიახ, ჩვენ მზად ვართ ამისთვის. ამაზე, ღიად ხშირად მისაუბრია. დღესაც მზად ვართ ცეცხლის შეწყეტაზე შესათანხმებლად. საჯაროდ არაერთხელ გვითქვამს, რომ ჩვენ რევანშს ავიღებთ, მაგრამ - ბრძოლის ველზე“.

25 ოქტომბერი 2020, 16:02

პოლიტიკა

ცესკო: საპარლამენტო არჩევნებზე გადასატანი ყუთით სარგებლობის სურვილი ამ დროისთვის იზოლაციაში მყოფმა 900-მდე მოქალაქემ გამოთქვა

საპარლამენტო არჩევნებზე გადასატანი ყუთით სარგებლობის სურვილი ამ დროისთვის იზოლაციაში მყოფმა 900 მდე მოქალაქემ გამოთქვა. ცესკო-ს ინფორმაციით სატელფონო ზარების გადამოწმების შემდეგ გაირკვა, რომ ზოგიერთი ამომრჩევლი ვერ აკმაყოფილდა იმ კრიტერიუმებს, რომლებიც გადასატანი ყუთით სარგებლობისთვის გაიწერა.