imedi /  02 სექტემბერი 2020, 14:05 / სანდო წყარო

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს ოთარ კიტეიშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა

ოთარ კიტეიშვილი

ოთარ კიტეიშვილი

საქართველოს ნაკრებისა და ავსტრიის „შტურმის“ ქართველ ნახევარმცველს, ოთარ კიტეიშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ავსტრიული სპორტული გამოცემა Sturmnetz-ი წერს.

კიტეიშვილთან ერთად კორონავირუსზე დადებითი პასუხი „შტურმის“ კიდევ ერთ ფეხბურთელს, ფილიპ ჰასპეკსაც დაუდგინდა.

ოთარ კიტეიშვილი საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა ნაკრებში გამოიძახა, თუმცა ის შეკრებაზე ვერ გამოცხადდა და ვაისს მისი შეცვლა მოუწია.

საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ახალი გათამაშების ორი მატჩისთვის ემზადება. პირველ შეხვედრას ვაისის შეგირდები სტუმრად 5 სექტემბერს ესტონეთთან გამართავენ, 8 სექტემერს კი თბილისში ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებენ.

ყველა სიახლე

კახა კუკავა

23 სექტემბერი 2020, 19:32

პოლიტიკა

კახა კუკავა: ხაზარაძე ლაპარაკობს საკრედიტო ინსტიტუტების რესტრუქტურიზაციაზე, გიგა ბოკერია ადამიანის უფლებებზე და ალბათ, კახა ოქრიაშვილი მალე დაიწყებს საუბარს წამლის ფასების შემცირებაზე

ხაზარაძე ლაპარაკობს საკრედიტო ინსტიტუტების რესტრუქტურიზაციაზე, გიგა ბოკერია ადამიანის უფლებებზე და ალბათ, კახა ოქრიაშვილი მალე დაიწყებს საუბარს წამლის ფასების შემცირებაზე, - ასე გამოეხმაურა „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი, კახა კუკავა ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძე ინიციატივას კერძო იპოთეკარების აკრძალვაზე. მისი თქმით, ეს საარჩევნო კამპანია კი არ შექსპირის 66-ე სონეტაა, სადაც ყველაფერი გადაბრუნებულია და ყველაფერი უკუღმა ხდება ამ ქვეყანაში.

23 სექტემბერი 2020, 19:26

COVID19

ბოლო 24 საათში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 6 178 ახალი შემთხვევა დადასტურდა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 6 178 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც 1-ლი მაისიდან ინფიცირების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია.

თამარ გაბუნია

23 სექტემბერი 2020, 19:25

COVID19

თამარ გაბუნია: შემთხვევების უდიდესი ნაწილი მოდის ბათუმზე, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ეპიდემიას მაინც აქვს ლოკალიზებული ხასიათი

შემთხვევების უდიდესი ნაწილი მოდის ბათუმზე, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ეპიდემიას მაინც აქვს ლოკალიზებული ხასიათი, რაც პროგნოზულად კეთილსაიმედოა, რადგან ლოკალიზებული ეპიდემიის მართვა ბევრად უფრო მარტივია, ვიდრე იმ შემთხვევაში იქნებოდა, თუ ჩვენ დღეს დავინახავდით შემთხვევების თანაბარ მატებას ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ბათუმში ჟურნალისტებს განუცხადა.

კელი დეგნანი

23 სექტემბერი 2020, 19:21

პოლიტიკა

კელი დეგნანი: სასარგებლოა, როცა ვაშინგტონში გადაწყვეტილების მიმღებ პირებს კრიტიკულად მნიშვნელოვან საკითხებზე ქვეყნის ლიდერებთან კომუნიკაცია შეუძლიათ

საქართველოსა და აშშ-ის მთავრობას შორის კომუნიკაციის არხი წლებია, არსებობს, ის მუშაობდა სხვადასხვა ადმინისტრაციის დროს და იმედია, ასეც გაგრძელდება, რადგან ეს მნიშვნელოვანია ჩვენი მთავრობებისთვის ქმედებების კოორდინაციისთვის, - ასე გამოეხმაურა საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველ რობერტ ო ბრაიანს შორის გამართულ სატელეფონო საუბარს.

23 სექტემბერი 2020, 19:18

COVID19

ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსის 1 640 ახალი შემთხვევა დადასტურდა

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 1 640 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 20 ადამიანი გარდაიცვალა.

მარია ზახაროვა

23 სექტემბერი 2020, 19:08

მსოფლიო

მარია ზახაროვა: რუსეთი გმობს აშშ-ის მცდელობას, წინააღმდეგობა გაუწიოს „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობას

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებით, რუსეთი გმობს აშშ-ის მცდელობას წინააღმდეგობა გაუწიოს „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობას.

23 სექტემბერი 2020, 19:02

COVID19

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში სადეზინფექციო სამუშაოები განხორციელდა, ხოლო საჯარო მოხელეებს COVID-19-ზე ტესტირება ჩაუტარდათ, - ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ზუგდიდში დღეს კორონავირუსის 14 შემთხვევა დადასტურდა, აქედან 3 მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელია.

23 სექტემბერი 2020, 18:47

COVID19

ბოლო 24 საათში ნიდერლანდებში კორონავირუსის შემთხვევების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა

ნიდერლანდების ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 2 357 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც პანდემიის დაწყებიდან რეკორდული დღიური მაჩვენებელია.

ევროკავშირი

23 სექტემბერი 2020, 18:46

პოლიტიკა

​ევროკავშირი შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის სამხედრო წვრთნებთან დაკავშირებით

მსგავსი სამხედრო წვრთნები სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ამ სახელმწიფოს თანხმობის გარეშე, არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს და პრინციპებს, რაც ასახულია გაეროს ქარტიაში, ჰელსინკის საბოლოო აქტსა და პარიზის ქარტიაში, - ნათქვამია ეუთო-ში ევროკავშირის მისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მიმდინარე რუსეთის ფართომასშტაბიან სამხედრო წვრთნებს „კავკასია 2020“ ეხება.

მიხეილ ყაველაშვილი

23 სექტემბერი 2020, 18:43

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: მთავარი გზავნილი ამომრჩეველთან არის ის, რომ სამართლიანი რეალობა აღიქვან

მთავარი გზავნილი ამომრჩეველთან არის ის, რომ აღიქვან სამართლიანი რეალობა. როდესაც საარჩევნო ყუთთან აღმოჩნდებიან თავისუფალი არჩევანი გააკეთონ. ეს თავისუფლება, ჩვენს საზოგადოებასთან ერთად, მოვიპოვეთ 2012 წელს და ეს არის ყველაზე ძვირფასი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მიხეილ ყაველაშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

მიხეილ ყაველაშვილი

23 სექტემბერი 2020, 18:43

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი ოპოზიციაზე: თუ რამე არსებობს დიქტატურაში, ყველაფერი გაკეთებული აქვთ, ოღონდ დემოკრატიის შუქურის სახელით

„მათ უნდა შევახსენოთ, ეს ადამიანები რას წარმოადგენდნენ, როგორ ართმევდნენ ბიზნესებს, როგორ კლავდნენ ქუჩაში ახალგაზრდებს, როგორ ძალადობნენ მედიაზე და ა.შ. თუ რამე არსებობს დიქტატურაში, ყველაფერი გაკეთებული აქვთ, ოღონდ დემოკრატიის შუქურის სახელით. ეს ყველაფერი შეუძლებელია მოკლე დროში ვინმეს დავიწყებოდა“,- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ცესკო არჩევნები პანდემია

23 სექტემბერი 2020, 18:35

საზოგადოება

ცესკოში სტაციონარებსა და საკარანტინო სივრცეებში კენჭისყრის ორგანიზების საკითხები განიხილეს

ამ საკითხებზე ცესკოს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაურსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძესთან იმსჯელა.

23 სექტემბერი 2020, 18:30

მსოფლიო

ევროკომისიამ ევროკავშირის ახალი საიმიგრაციო სტრატეგია წარადგინა

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირის ახალი საიმიგრაციო სტრატეგია წარადგინა, რომელიც მიგრანტების განაწილებაში ევროკავშირის წევრი ქვეყნების უფრო ფართო მონაწილეობას უზრუნველყოფს.

თორნიკე შენგელია

23 სექტემბერი 2020, 18:25

სპორტი

თორნიკე შენგელია ევროლიგის მოთამაშეთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს

თორნიკე შენგელია ევროლიგის მოთამაშეთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტად კიდევ ერთხელ აირჩიეს. საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების კაპიტანი ამ პოსტს ჯერ კიდევ „ბასკონიაში“ თამაშის დროს იკავებდა, გუშინ გამართულ ორგანიზაციის ონლაინ-სხდომაზე კი მას ნდობა კიდევ ერთხელ გამოუცხადეს.

მიხეილ ყაველაშვილი

23 სექტემბერი 2020, 18:25

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: ოპოზიციის გაერთიანებას მომავალი არ უწერია

ოპოზიციის გაერთიანებას მომავალი არ უწერია, რადგან როდესაც გამარჯვებასა და განვითარებაზე არ აკეთებ აქცენტს, არამედ სიძულვილსა და ვინმეს დამარცხებაზე ფიქრობ ნებისმიერი მეთოდით, რა თქმა უნდა, მსგავს გაერთიანებას არასდროს აქვს მომავალი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მიხეილ ყაველაშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა. მისი თქმით, მოქალაქეების უმრავლესობამ ყველაფერი კარგად იცის.

გიორგი ლორია

23 სექტემბერი 2020, 18:20

სპორტი

გიორგი ლორიას კვიპროსში თამაშის ჩაწყობაში ადანაშაულებენ

„ანორთოსისის“ ქართველ ფეხბურთელს გიორგი ლორიას კვიპროსში თამაშის ჩაწყობაში ადანაშაულებენ. ადგილობრივი მედიის ყურადღება ლორიას ჟესტმა მიიქცია, სანამ „აპოლონის“ ფეხბურთელი მის კარში თერთმეტმეტრიანს დაარტყამდა, საქართველოს ნაკრების მეკარემ თავი მარცხნივ გადასწია, თავად კი საპირისპირო მიმართულებით გადახტა.

23 სექტემბერი 2020, 18:15

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი ოპოზიციაზე: არ დავიშურებთ არაფერს, რომ ეს ადამიანები ნებისმიერ დონეზე ვამხილოთ

„ერთადერთი, ახალგაზრდებზე ვაკეთებ აქცენტს და მათ ყველა შეხვედრაზე ვესაუბრები, რომ ეს ინფორმაცია ჰქონდეთ და არაფრის დიდებით არ შეცდნენ, იმიტომ. რომ მაშინაც, როდესაც ისინი მოდიოდნენ ხელისუფლებაში, სწორედ ახალგაზრდებს იყენებდნენ. 20 ივნისის მოვლენებსაც თუ გავიხსნებეთ, იქაც პირველივე დღიდან ეცადნენ ამ გულწრფელი ახალგაზრდების გამოყენებას. ეს ადამიანები არ იცვლებიან“,- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

რუსეთის საელჩო ბულგარეთში

23 სექტემბერი 2020, 18:13

მსოფლიო

ბულგარეთმა ორი რუსი დიპლომატი ჯაშუშობაში დაადანაშაულა

ბულგარეთმა ორი რუსი დიპლომატი ჯაშუშობაში დაადანაშაულა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის მთავარი პროკურატურა ავრცელებს.

23 სექტემბერი 2020, 18:13

COVID19

აზერბაიჯანში კორონავირუსი 146 ადამიანს გამოუვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 146 ადამიანს გამოუვლინდა, 2 ინფიცირებული კი გარდაცვლილა. ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 39,524 შეადგინა. ჯამში გარდაიცვალა 580 ადამიანი. ვირუსისგან 37,122 პაციენტი განიკურნა. აზერბაიჯანში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა 28 თებერვალს დადასტურდა.

გიორგი გახარია

23 სექტემბერი 2020, 18:07

პოლიტიკა

გიორგი გახარია: საქართველო შეერთებული შტატების ერთგული მოკავშირე და სტრატეგიული პარტნიორია შავი ზღვის რეგიონში

საქართველო შეერთებული შტატების ერთგული მოკავშირე და სტრატეგიული პარტნიორია შავი ზღვის რეგიონში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია „ტვიტერში“, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველთან ო'ბრაიენთან საუბრის შესახებ წერს. როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, ორი ერი თანამშრომლობის ახალი მიმართულებების ათვისებას განაგრძობს.