13 სექტემბერი 2020, 13:15 / სანდო წყარო

მარკ იგანი საქართველოს რაგბის ნაკრების „რვა ერში“ თამაშზე: ესაა უდიდესი მიღწევა

მარკ იგანი

მარკ იგანი

ესაა უდიდესი მიღწევა, - ასე შეაფასა მსოფლიო რაგბის საშეჯიბრო და მაღალი მიღწევების მიმართულების ხელმძღვანელმა, მარკ იგანმა საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრებს ყველაზე პრესტიჟულ, „რვა ერის“ სარაგბო ტურნირში მონაწილეობის შესაძლებლობა.

„ამ შანსს თქვენი ნაკრები ნამდვილად იმსახურებს იმ საქმიანობის გამო, რაც ბოლო 15 წლის განმავლობაში საქართველოში გაკეთდა. ეს ნამდვილად ბონუსი და შანსია“ - განაცხადა მარკ იგანმა.

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები „რვა ერის“ სარაგბო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას. უკვე ცნობილია „ბორჯღალოსნების“ მეტოქეთა ვინაობაც. გახსნით შეხვედრას 14 ნოემბერს საქართველოს ნაკრები ლონდონში, ინგლისის წინააღმდეგ გამართავს. 21 ნოემბერს, მეორე მატჩში „ბორჯღალოსნების“ მეტოქე უელსის ნაკრები იქნება. ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრაში კი საქართველოს ნაკრები 29 ნოემბერს ირლანდიას დაუპირისპირდება. ჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში „ბორჯღალოსნები“ ნახევარფინალურ მატჩს დეკემბერში გამართავენ.

ყველა სიახლე

ლევან დავითაშვილი

31 ოქტომბერი 2020, 14:59

პოლიტიკა

ლევან დავითაშვილი: ხმა მივეცი, პირველ რიგში, მშვიდობასა და ქვეყნის სტაბილურ განვითარებას

მე ხმა მივეცი, პირველ რიგში, მშვიდობასა და ქვეყნის სტაბილურ განვითარებას“, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა. მინისტრმა საკუთარი არჩევანი გლდანში, 173-ე სკოლის შენობაში განთავსებულ 74-ე საარჩევნო უბანზე გააკეთა. მისი თქმით, ხმა მივეცი ქვეყანაში ადამიანის სამოქალაქო უფლებების დაცულობის უზრუნველყოფას, რომ ვერასდროს მოხდეს საკუთრების უფლების ხელყოფა.

მარკ კლეიტონი

31 ოქტომბერი 2020, 14:48

პოლიტიკა

ბრიტანეთის ელჩი ამომრჩეველს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს

დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოს მოქალაქეებს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს, - განცხადება მარკ კლეიტონმა Twitter-ის გვერდზე გამოაქვეყნა. „დღეს მე დამკვირვებელი ვარ. მოვუწოდებ საქართველოს მოქალაქეებს, წავიდნენ არჩევნებზე და დააფიქსირონ საკუთარი ხმა“, - წერს დიპლომატი.

კახა კალაძე

31 ოქტომბერი 2020, 14:47

პოლიტიკა

კახა კალაძე: ვაფრთხილებთ ყველას, ტყუილად ნუ ცდილობენ სიტუაციის დაძაბვასა და საარჩევნო პროცესის შეფერხებას

ჩვენ რამდენიმე წუთის წინ მივიღეთ ინფორმაცია, რომ „ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გიორგი ბოტკოველის ორგანიზებით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში, არეულობის შექმნის მიზნით ხდება ზონდერ ჯგუფების მობილიზება, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

31 ოქტომბერი 2020, 14:44

პოლიტიკა

გურიაში ამ დროისთვის არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს

გურიაში ამ დროისთვის არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. ლანჩხუთსა და ჩოხატაურში საჩივარი ამ დრომდე არ დაფიქსირებულა. ოზურგეთში ორი საჩივარი დაიწერა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „ეროვნულ-დემოკრატიული“ პარტიის მიერ.

სალომე ზურაბიშვილი

31 ოქტომბერი 2020, 14:43

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: მნიშვნელოვანია, რომ პანდემიის რთული პირობების მიუხედავად, საქართველოს მოქალაქეები თავისუფლად, წყნარად და უსაფრთხოდ აძლევენ ხმას

მნიშვნელოვანია, რომ დღეს, პანდემიის რთული პირობების მიუხედავად, საქართველოს მოქალაქეები ხმას აძლევენ. ხმას აძლევენ თავისუფლად, წყნარად და უსაფრთხოდ“ - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე წერს.

მაია ბითაძე

31 ოქტომბერი 2020, 14:42

პოლიტიკა

მაია ბითაძე: ჩვენთვის მთავარია, არჩევნებმა ჩაიაროს მშვიდად, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი დემოკრატიისა და მოსახლეობისთვის

მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მაღალია აქტივობაა, მოვუწოდებთ ჩვენ მომხრეებს, რომ საარჩევნო დღის ბოლომდე დარჩენილია რამდენიმე საათი, მაქსიმალურად მოვბილიზდეთ და საღამოს ერთად ვიზეიმოთ გამარჯვება, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საარჩევნო სიის წევრმა, მაია ბითაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, მთავარია, რომ არჩევნებმა ჩაიაროს მშვიდად, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი დემოკრატიისთვის და რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ჩვენი მოსახლეობისთვის.

Frankfurter Allgemeine Zeitung

31 ოქტომბერი 2020, 14:41

პოლიტიკა

Frankfurter Allgemeine Zeitung: საქართველოში საპარლემენტო არჩევნები დაიწყო, გამოკითხვებში მმართველი პარტია ლიდერობს

საქართველოში საპარლემენტო არჩევნები დაიწყო, სახელისუფლებო პარტია გამოკითხვებში ლიდერობს. ამის შესახებ გამოცემა Frankfurter Allgemeine Zeitung-ი წერს.

ლევან კობიაშვილი

31 ოქტომბერი 2020, 14:30

პოლიტიკა

ლევან კობიაშვილი: გლდანის 110-ვე უბანზე ე.წ. დამკვირვებლები ცდილობენ, ფოტოები გადაუღონ ამომრჩევლებს, რაც კანონის უხეში დარღვევაა

110-ვე უბანზე ე.წ. დამკვირვებლები, რომლებზეც ჩვენ წინა დღეებში ვსაუბრობდით, ცდილობენ, მობილური ტელეფონით გადაუღონ ამომრჩევლებს ფოტოები, რაც კანონის უხეში დარღვევაა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ლევან კობიაშვილმა განაცხადა.

31 ოქტომბერი 2020, 14:24

პოლიტიკა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“: არჩევნები ძირითადად მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, თუმცა, საპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებით, შეინიშნება დარღვევების უფრო დიდი რაოდენობა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” დაკვირვებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ძირითად მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.„იმ უბნების აბსოლუტური უმრავლესობა, სადაც ჩვენი სტატიკური დამკვირვებლები არიან წარმოდგენილნი, დროულად გაიხსნა. თუმცა, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებით, შეინიშნება დარღვევის უფრო დიდი რაოდენობა“ - აღნიშნულია ორგანიზაციის იმიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კახა ოქრიაშვილი

31 ოქტომბერი 2020, 14:20

პოლიტიკა

კახა ოქრიაშვილის თქმით, მასთან ერთად მყოფი სამხედრო ფორმაში ჩაცმული პირები დამკვირვებლები არიან, რომლებმაც უბნები უნდა დაიცვან

თვენახევარი ქარცეცხლში გაგვატარეს აქ და ჩვენი მხრიდან რეაგირება არ იყო, არაფერს ვაკეთებდით. დღეიდან ასე აღარ იქნება. იმედი მაქვს, ჭკუა ეყოფა ყველას, რომ ექსცესები და პროვოკაციები არ დაგეგმონ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დმანისის, წალკის, ბოლნისისა და თეთრიწყაროს ოლქებში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა, კახა ოქრიაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, იმედოვნებს, რომ დღევანდელი დღე ექსცესების გარეშე ჩაივლის.

მამუკა მდინარაძე

31 ოქტომბერი 2020, 14:20

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ჩაიშალა დავალება, იქნებ როგორმე გავრცელებულიყო ინფორმაცია, თითქოს „ქართული ოცნება“ საარჩევნო უბნებზე თვითიზოლაციაში მყოფ პირებს დაატარებს

„საცერივით გამოდის ინფორმაციები „ნაციონალური მოძრაობიდან“ და მივიღეთ ინფორმაცია, რომ ჩაიშალა დავალება, იქნებ როგორმე გავრცელებულიყო ინფორმაცია, თითქოს „ქართული ოცნება“ საარჩევნო უბნებზე თვითიზოლაციაში მყოფ პირებს დაატარებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

31 ოქტომბერი 2020, 14:18

პოლიტიკა

მესტიის მუნიციპალიტეტში, უკვე 3 ათასამდე ამომრჩეველმა საკუთარი არჩევანი დააფიქსირა

მესტიის მუნიციპალიტეტში ბოლო მონაცემებით 3 ათასამდე ამომრჩეველმა დააფიქსირა საკუთარი არჩევანი, რაც 47-ე საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, საკმაოდ კარგი მაჩვენებელია. ჯამში მესტიაში 8,860 მოქალაქეა რეგისტრირებული. ამომრჩევლები ამბობენ, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით უბნებზე, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ყველა რეკომენდაციაა გათვალისწინებული.

მამუკა მდინარაძე

31 ოქტომბერი 2020, 14:17

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელთა პროვოკაციამ სამგორის 39-ე უბანზე დაპირისპირება გამოიწვია

„სამგორის 39-ე უბანზე ჩვენ ვნახეთ ფიზიკური დაპირისპირების კადრები და თითქოს, იყო „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, რომელმაც დაპირისპირებაში მიიღო მონაწილეობა. აქ იყო განუწყვეტელი ფოტოგადაღება ამომრჩევლებზე, „ნაცმოძრაობის“ მხრიდან. მიდიოდა ამომრჩეველი და საათების განმავლობაში, ახლოდან აწარმოებდნენ პროვოკაციულად, ფოტოგადაღებას , თუმცა, როცა ამას არ მოჰყვა ამომრჩევლის მხრიდან რეაგირება, შემდეგ წავიდნენ სიტყვიერ დაპირისპირებაზე, რომ გამოეწვიათ რაიმე სახის კონფლიქტი“.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

31 ოქტომბერი 2020, 14:14

პოლიტიკა

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო გიორგი ვაშაძეს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო გიორგი ვაშაძეს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. უწყებაში აცხადებენ, რომ 31 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე გიორგი ვაშაძემ დეზინფორმაცია გაავრცელა, თითქოს მთაწმინდის რაიონში საარჩევნო სიაში ორი გარდაცვლილი პირი – ზვიად და ნოდარ გელოვანები დაფიქსირდა, რომლებიც წინა საარჩევნო სიაში არ იყვნენ.

კახა კალაძე

31 ოქტომბერი 2020, 14:14

პოლიტიკა

კახა კალაძე: 14:00 საათისთვის ქვეყნის მასშტაბით, საარჩევნო პროცესი წარიმართა და მიმდინარეობს სრულიად მშვიდ და თავისუფალ გარემოში

ქვეყნის მასშტაბით ხმის პროცესი მიმდინარეობს მშვიდად. სახელმწიფოს მხრიდან უზრუნველყოფილია თავისუფალი საარჩევნო გარემო და ამომრჩეველს აქვს შესაძლებლობა დააფიქსირონ თავიანთი პოლიტიკური არჩევანი. სამწუხაროდ, რიგ მედიასაშუალებებს აქვთ საერთო სურათის დამახინჯების და საზოგადოებაში დაძაბულობის განცდის დანერგვის სურვილი და მცდელობა., - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა. „ქვეყნის მასშტაბით ხმის პროცესი მიმდინარეობს მშვიდად. სახელმწიფოს მხრიდან უზრუნველყოფილია თავისუფალი საარჩევნო გარემო და ამომრჩეველს აქვს შესაძლებლობა დააფიქსირონ თავიანთი პოლიტიკური არჩევანი. სამწუხაროდ, რიგ მედიასაშუალებებს აქვთ საერთო სურათის დამახინჯების და საზოგადოებაში დაძაბულობის განცდის დანერგვის სურვილი და მცდელობა. ხაზგასმით და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, ამ დროისთვის, 14:00 საათის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო პროცესი წარიმართა და მიმდინარეობს სრულიად მშვიდ და თავისუფალ გარემოში. დილიდან, სულ რამდენიმე უბანზე იყო

31 ოქტომბერი 2020, 14:13

პოლიტიკა

ჩუღურეთის საოლქო კომისიის თავმჯდომარე: დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარულ ოლქში ამომრჩევლის მაღალი აქტივობაა

დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარულ ოლქში ამომრჩევლის მაღალი აქტივობაა, - ამის შესახებ განცხადება ჩუღურეთის საოლქო კომისიის თავმჯდომარემ, თინათინ კალმახელიძემ განაცხადა. მისი თქმის 12 საათის მონაცემებით, ჩუღურეთის უბნებში ამ დროისთვის ამომრჩევლის 18% - 10,802 ამომრჩეველი მივიდა.

საუნივერსიტეტო კლინიკა

31 ოქტომბერი 2020, 14:01

COVID19

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 15 წლის გოგო გარდაიცვალა

კორონავირუსით ინფიცირებული 15 წლის მოზარდი, რომელიც პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა, გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია imedinews-ს კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ დაუდასტურა.

დავით ზალკალიანი

31 ოქტომბერი 2020, 14:00

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: ხმა მივეცი საქართველოს ევროპულ არჩევანს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო და თავის არჩევანი დააფიქსირა. მინისტრის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია რომ მაქსიმალურად იყო უზრუნველყოფილი ქვეყნის სტაბილური განვითარება, მინიმუმამდე იყო დაყვანილი გარე საფრთხეები და აუცილებელია, რომ ქვეყანამ სწორედ ამ კურსით გააგრძელოს გზა ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისთვის.

ეკა გიგაური

31 ოქტომბერი 2020, 13:50

პოლიტიკა

ეკა გიგაური შაშკინისა და ოქრიაშვილის მიერ იარაღის ტარებაზე: პარტიებმა არაფერი უნდა გააკეთონ ისეთი, რამაც შეიძლება ამომრჩეველი შეაშინოს

როდესაც ისედაც დაძაბული ვითარებაა, არჩევნები მიმდინარეობს, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა, არაფერი უნდა გააკეთონ ისეთი, რამაც შეიძლება შეაშინოს ამომრჩეველი, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების, დიმიტრის შაშკინისა და კახა ოქრიაშვილის მიერ იარაღის ტარების საკითხის კომენტირებისას განაცხადა. მისი თქმით, ძალიან ბევრი ბარიერი აქვთ ჩვენს მოქალაქეებს, რადგან პანდემიის პირობებში ტარდება არჩევნები და ნუ შევუქმნით დამატებით განწყობებს, რომ არ მივიდნენ არჩევნებზე.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური

31 ოქტომბერი 2020, 13:41

სამართალი

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა არჩევნებზე სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების შესწავლა დაიწყო

მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით, ამომრჩეველთა სახის იდენტიფიცირებისა და ფოტოგადაღების საკითხის კანონიერების შესწავლა დაიწყო.