imedi /  17 სექტემბერი 2020, 15:40 / სანდო წყარო

გიორგი ჩაკვეტაძე მოედანს ორ კვირაში დაუბრუნდება

გიორგი ჩაკვეტაძე მოედანს ორ კვირაში დაუბრუნდება.

ჩატარებული სამედიცინო გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ ვენის „რაპიდთან“ მატჩის მეორე ტაიმში შეჯახების შემდეგ წვივი არის შესიებული და დიაგნოზია მსუბუქი ჰემატომა, რომელიც სულ მალე ჩაცხრება და 21 წლის ფეხბურთელი ვარჯიშს 5-7 დღეში განაახლებს.

ჯერჯერობით უცნობია, რომელ შეხვედრაში დაუბრუნდება ჩაკვეტაძე „გენტს“, თუმცა იმის თქმა გადაჭრით შეიძლება, რომ ის 8 ოქტომბერს, ბელარუსის ნაკრებთან პრინციპული თამაშისთვის სრულ მზადყოფნაში იქნება.

ყველა სიახლე

მარინა ენდელაძე

22 სექტემბერი 2020, 19:49

COVID19

მარინა ენდელაძე: ინფექციურ საავადმყოფოში ერთი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია

ინფექციურ საავადმყოფოში ერთი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა „მაესტროს“ ეთერში ჩართვისას განაცხადა. მისივე თქმით, სულ კლინიკაში 34 კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს. „კლინიკაში ოთხი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მათგან სამი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. ერთი გახლავთ კრიტიკული, ძალიან მძიმეა, რომელსაც აქვს მძიმე, თანმხლები, ფონური დაავადებები. მისი მდგომარეობა კრიტიკულია.

სამეფო კარის თამაშები დროგონი

22 სექტემბერი 2020, 19:45

კულტურა

„სამეფო კარის თამაშების“ სიქველი ეკრანებზე 2022 წელს გამოვა

ახალი სერიალი ჯორჯ მარტინის წიგნზე „ცეცხლი და სისხლი“ იქნება დაფუძნებული, რომელიც 2018 წელს გამოვიდა. მასში ტარგარიენების დინასტიის ისტორიაა მოთხრობილი. შოუ ერთ კონკრეტულ მონაკვეთზე - სამოქალაქო ომზე გააკეთებს აქცენტს, რომელიც ვესტეროში „თამაშების“ მოვლენებამდე 300 წლით ადრე მოხდა და „დრაკონების ცეკვის“ სახელწოდებით არის ცნობილი.

22 სექტემბერი 2020, 19:43

მსოფლიო

პანდემიის გამო, ნობელის პრემიის ლაურეატების დაჯილდოვების ცერემონია ონლაინ რეჟიმში გაიმართება

კორონავირუსის პანდემიის გამო, ნობელის პრემიის ლაურეატების დაჯილდოვების ცერემონია ონლაინ რეჟიმში გაიმართება. ამის შესახებ ნობელის ფონდში განაცხადეს.

22 სექტემბერი 2020, 19:38

რეგიონი

კახეთში უკვე 133 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული

რთველი კახეთში პიკურ ფაზაშია, ყურძნის შესყიდვის პროცესში ყოველდღიურად 80-მდე დიდი თუ მცირე საწარმოა ჩართული, დღეღამური გადამუშავების მაჩვენებელი 13 ათას ტონამდე. 22 სექტემბრის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 133 ათასი ტონა ყურძენი: 100 ათასი ტონა რქაწითელი, 27 ათასი ტონა საფერავი, 2 ათასი ტონა კახური მწვანე, ხოლო დანარჩენი, სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.

აჭარის ტელევიზია

22 სექტემბერი 2020, 19:36

COVID19

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორს კორონავირუსი დაუდასტურდა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

ანტონიუ გუტერეში

22 სექტემბერი 2020, 19:12

COVID19

გაეროს გენმდივანი: კორონავირუსის პანდემია აპოკალიფსის მეხუთე მხედარია

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა კორონავირუსის პანდემიას აპოკალიფსის მეხუთე მხედარი უწოდა. ამის შესახებ მან ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის გახსნაზე განაცხადა.

თორნიკე რიჟვაძე

22 სექტემბერი 2020, 19:12

COVID19

თორნიკე რიჟვაძე: აჭარაში სიტუაცია პრაქტიკულად სრულად ექვემდებარება კონტროლს, პანიკის არანაირი საფუძველი არ არსებობს

აჭარაში ეპიდსიტუაციის დამძიმება მოსალოდნელი იყო, რადგან ზაფხულში უამრავი ადამიანის კონცენტრირება მოხდა, მათ შორის შიდა ტურიზმიდან გამომდინარე. ამავე დროს, სარიტუალო ღონისძიებები იმართებოდა, რომელთან მიმართებაშიც ყოველთვის ვცდილობდით, რომ მაქსიმალურად მკაცრები ვყოფილიყავით და რა თქმა უნდა, ეს კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ამ სიტუაციის სტაბილიზაცია და ეპიდვითარების ლოკალიზება მხოლოდ ერთიანობით.

თენგიზ ცერცვაძე

22 სექტემბერი 2020, 19:04

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: უნდა შევხედოთ რეალობას თვალებში, ყველაფერი სულაც არ არის ჩავლილი და ვიდრე ვაქცინა არ იქნება, დიდი სიფრთხილე გვმართებს

უნდა შევხედოთ რეალობას თვალებში, ყველაფერი სულაც არ არის ჩავლილი და ვიდრე ვაქცინა არ იქნება, ჩვენ გვმართებს ძალიან დიდი სიფრთხილე, რადგან მთელ მსოფლიოში ახალი შემთხვევების რაოდენობა იზრდება და არ იკლებს, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, უნდა შევხედოთ რეალობას თვალებში, რომ ყველაფერი სულაც არ არის ჩავლილი და ვიდრე ვაქცინა არ იქნება, ჩვენ გვმართებს ძალიან დიდი სიფრთხილე.

უილი უოლში

22 სექტემბერი 2020, 19:00

ეკონომიკა

IAG-ის ყოფილი ხელმძღვანელი: მსოფლიოს საავიაციო ინდუსტრია ვეღარასდროს იქნება ისეთი, როგორიც პანდემიამდე იყო

საავაიაციო ინდუქსტრია ვეღარასდროს იქნება ისეთი, როგორიც კორონავირუსის პანდემიამდე იყო, - აცხადებს საერთაშორისო ბრიტანული ავიაკომპანიის IAG-ის (International Airlines Group) ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, უილი უოლში.

22 სექტემბერი 2020, 18:59

მსოფლიო

იტალიაში მოსახლეობამ რეფერენდუმით პარლამენტის შემცირებას დაუჭირა მხარი

იტალიაში მოსახლეობამ რეფერენდუმით პარლამენტის თითქმის მესამედით შემცირებას დაუჭირა მხარი. ამის შესახებ ВВС წერს. გამოცემის ცნობით, რეფერენდუმში მონაწილეების 70%-მა პარლამენტში დეპუტატების შემცირებას მისცა ხმა. თითქმის ყველა ბიულეტენი დათვლილია.

ანტონიუ გუტერეში

22 სექტემბერი 2020, 18:57

მსოფლიო

ანტონიუ გუტერეში: მსოფლიომ ახალი ცივი ომი თავიდან უნდა აიცილოს

„პანდემია უპრეცედენტო კრიზისია. მაგრამ მსგავს კრიზის ჩვენ სხვადასხვა ფორმით ისევ და ისევ ვიხილავთ. COVID-19 კოსტიუმირებული რეპეტიციაა იმ გამოწვევებისა, რომელთა წინაშეც მსოფლიოს დადგება“, - აღნიშნა გენერალურმა მდივანმა.

22 სექტემბერი 2020, 18:51

COVID19

გასული კვირის განმავლობაში ნიდერლანდებში კორონავირუსის 13 471 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ნიდერლანდების ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული კვირის განმავლობაში კორონავირუსის 13 471 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია.

22 სექტემბერი 2020, 18:40

თავდაცვა

თავდაცვის მინისტრი ევროპაში მოკავშირეთა ძალების უმაღლეს სარდალს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპაში მოკავშირეთა ძალების უმაღლეს სარდალს, გენერალ ტოდ ვოლტერსს შეხვდა. თავდაცვის მინისტრმა გენერალ ვოლტერსს ნატოს მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს როლზე საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, ასევე საქართველოში ჩატარებულ და დაგეგმილ საერთაშორისო სამხედრო სწავლებების მნიშვნელობაზე.

მარინა ეზუგბაია

22 სექტემბერი 2020, 18:32

COVID19

მარინა ეზუგბაია: დავიცვათ რეგულაციები, რომ არსებული სიტუაციის მართვა შევძლოთ

„აუცილებლად უნდა დავიცვათ რეგულაციები. არსებული სიტუაცია რომ შევინარჩუნოთ და მივიღოთ სტაბილიზაცია, ანუ ლოკალიზაციისკენ წავიდეთ და ლიკვიდაცია მოხდეს ამ რეგიონში COVID-19-ის, მრავალჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ ვიტყვი, არ არის საკმარისი მარტო ვერტიკალის მუშაობა (ეს არის სახელმწიფო, ჯანდაცვა და სამედიცინო სექტორი), აუცილებელია მოქალაქეების თანადგომა. გავითავისოთ ყველამ, დავიცვათ რეგულაციები, რათა რაღაცნაირად შევინარჩუნოთ არსებული სიტუაცია, კიდევ არ გაღრმავდეს, რომ არსებული სიტუაციის მართვა შევძლოთ“, - აღნიშნა ეზუგბაიამ.

დონალდ ტრამპი

22 სექტემბერი 2020, 18:30

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: გაერომ ჩინეთს პასუხი უნდა აგებინოს კორონავირუსის პანდემიის გავრცელებისთვის

გაეროს რიგით 75-ე გენერალურ ასამბლეაზე ვიდეომიმართვისას აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გაერომ ჩინეთს პასუხი უნდა აგებინოს კორონავირუსის პანდემიის გავრცელებისთვის.

დიმიტრი ხუნდაძე

22 სექტემბერი 2020, 18:30

COVID19

დიმიტრი ხუნდაძე: ქვეყანაში დაახლოებით 15 ათასი საწოლი არსებობს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა კოვიდინფიცირებული კლინიკებში უნდა მოვათავსოთ

„პირველ ეტაპზე, მხოლოდ ხუთი კლინიკა იყო ჩართული კოვიდინფიცირებულთა მკურნალობის პროცესში. დღეს უკვე 31-ია. კლინიკათა თავდაპირველი ჩართულობა განპირობებული იყო საწოლთა რაოდენობით. ეს რაოდენობა იყო 300. დღეს უკვე 2 522 საწოლია მობილიზებული 31 კლინიკაში, თუმცა, საქართველოში არსებული კლინიკების 80%-ის მომზადების ხარისხიც მაღალია“.

დიმიტრი ხუნდაძე

22 სექტემბერი 2020, 18:25

COVID19

დიმიტრი ხუნდაძე: ჯანდაცვის სექტორსაც თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი გააჩნია

მმართველი გუნდი მზადაა. ყველა უწყება მობილიზებულია და საჭიროების შემთხვევაში მაქსიმუმი გამოავლინოს, მაგრამ ჯანდაცვის სექტორსაც თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი გააჩნია, - ამის შესახებ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა. მისივე თქმით, კლინიკები უფრო მომზადებული არიან ახლა, ვიდრე გაზაფხულზე პანდემიის დასაწყისში იყვნენ.

22 სექტემბერი 2020, 18:17

რეგიონი

სამეგრელო-ზემო სვანეთის ოპერაციული შტაბის სხდომაზე კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის გასატარებელი ღონისძიებებზე იმსჯელეს

კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით უწყებათაშორის საბჭოსთან არსებული სამეგრელო-ზემო სვანეთის ადგილობრივი ოპერაციული შტაბის სხდომა გაიმართა. სხდომას სახელმწიფო რწმუნებული მოვალეობის შემსრულებლი მალხაზ თორია ხელმძღვანელობდა და მას ზუგდიდის მერი, სამართალდამცავი და ჯანდაცვის უწყებების წარმომდგენლები ესწრებოდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

22 სექტემბერი 2020, 18:16

საზოგადოება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ონლაინ ლექციის ჩაშლის მცდელობისა და ლექტორების შეურაცხყოფის ფაქტებზე შსს-ს მიმართა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ონლაინ ლექციის ჩაშლის მცდელობისა და ლექტორებისთვის შეურაცხყოფის მიყენების რამდენიმე ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. სოციალურ ქსელში გავრცელდა რამდენიმე ვიდეო, სადაც თსუ–ს ონლაინ-ლექციებზე დამსწრე სტუდენტები და არაიდენტიფიცირებული პირები ლექტორებს შეურაცხყოფას აყენებენ.

22 სექტემბერი 2020, 18:12

COVID19

ჯანმო: გასული კვირის განმავლობაში მსოფლიოში კორონავირუსის 2 მილიონამდე ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, გასული კვირის განმავლობაში მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.