IMEDI /  06 ოქტომბერი 2020, 18:28 / სანდო წყარო

სომხეთსა და საქართველოს შორის ერთა ლიგის მესამე ტურის შეხვედრა პოლონეთში გაიმართება

სომხეთსა და საქართველოს შორის 2020-2021 წლების ერთა ლიგის მესამე ტურის შეხვედრა ნეიტრალურ სტადიონზე, პოლონეთის ქალაქ ტიხში გაიმართება.

ეს გადაწყვეტილება უეფამ მთიან ყარაბაღში არსებული საომარი მდგომარეობის გათვალისწინებით მიიღო და სომხეთის გუნდის გარდა, აზერბაიჯანის ნაკრებსაც საშინაო თამაშის ჩატარება სხვა ქვეყანაში მოუწევს.

„ცე ლიგის“ მეორე ჯგუფში ორი ტურის შემდეგ 4-4 ქულით ჩრდილოეთ მაკედონიისა და საქართველოს ნაკრები გუნდები ლიდერობენ, სომხეთს კი სამი ქულა აქვს. სომხეთსა და საქართველოს შორის თამაში 11 ოქტომბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

ყველა სიახლე

26 ოქტომბერი 2020, 14:04

საზოგადოება

თბილისის მერია პანდემიით დაზარალებული მოქალაქეებისთვის გადამზადებისა და დასაქმების ხელშეწყობის პროგრამას იწყებს

დედაქალაქის მერია პანდემიით დაზარალებული მოქალაქეების გადამზადებისა და დასაქმების ხელშეწყობის პროგრამას იწყებს, რომელიც საზოგადოებას დღეს თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ წარუდგინა. პროგრამა ითვალისწინებს იმ მოქალაქეების პროფესიულ სწავლებას და დასაქმების ხელშეწყობას, რომლებმაც პანდემიის პერიოდში სამსახური დაკარგეს.

26 ოქტომბერი 2020, 13:57

პოლიტიკა

გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნით ცესკო-ს უკვე 1 500-ზე მეტმა თვითიზოლაციაში მყოფმა პირმა მიმართა

„ცენტრალური საარჩევნო კომისია კიდევ ერთხელ მიმართავს თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს, დარეკონ ცესკოს საინფორმაციო ცენტრში და მოითხოვონ გადასატანი საარჩევნო ყუთით მომსახურება. იმისთვის, რომ თვითიზოლაციაში მყოფმა პირებმა შეძლონ არჩევნებში მონაწილეობა და საკუთარი კონსტიტუციური უფლების რეალიზება, ცესკოში უკვე მე-3 დღეა, გამართულად და სრული დატვირთვით მუშაობს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი“.

გიორგი შერმადინი

26 ოქტომბერი 2020, 13:54

სპორტი

გიორგი შერმადინი ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა

გიორგი შერმადინი ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ კიდევ ერთხელ დაასახელეს. მეექვსე ტურში „იბეროსტარ ტენერიფემ“ შერმადინის ყოფილი გუნდი მალაგის „უნიკახა“ 7-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 86:79 დაამარცხა.

ნინო ნიჟარაძე

26 ოქტომბერი 2020, 13:49

COVID19

აჭარაში, რეანიმაციულ განყოფილებაში კორონავირუსით ინფიცირებული 85 პაციენტი მკურნალობს, 23-ის მდგომარეობა კი კრიტიკულად მძიმეა

აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული 85 პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული, ხოლო 23 კრიტიკულად მძიმეა, - ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისი ინფორმაციით, აჭარაში კოვიდ კლინიკებში ინტენსიური თერაპიის საწოლები თითქმის შევსებულია. მინისტრმა მოუწოდა მოქალაქეებს, ეპიდსიტუაციის სტაბილურობის მიზნით ჯანდაცვის რეკომენდაციები როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეში დაიცვან.

ირაკლი კობახიძე

26 ოქტომბერი 2020, 13:48

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ოპოზიცია ამზადებს მასალებს ისეთი პროგრამების გამოყენებით, რომლის მეშვეობით, შეიძლება არა მხოლოდ ხმის, არამედ ვიდეოგამოსახულების გაყალბება

„ეს არის პროგრამა „დიფ ფეიკი“. რისი საშუალებითაც შეიძლება არა მხოლოდ ხმის, საუბრის არამედ ვიდეო-გამოსახულების გაყალბება. ამაზე ჩვენ დეტალური ინფორმაცია არ გვაქვს. გვაქვს მხოლოდ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ამ პროგრამის გამოყენებით არის დაგეგმილი გარკვეული მასალის მომზადება“, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

კახა კალაძე

26 ოქტომბერი 2020, 13:45

პოლიტიკა

კახა კალაძის თქმით, არსებული ეპიდვითარების ფონზე ხალხმრავალი შეკრებების ჩატარება პარტიების უპასუხისმგებლობაზე მიუთითებს

„ეს აჩვენებს ერთ მარტივ რამეს - უპასუხისმგებლობას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არსებობენ პოლიტიკური პარტიები, რომლებსაც ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აქვთ მოსახლეობის წინაშე და აქვთ უდიდესი პასუხისმგებლობა ქვეყნის მართვაზე. არსებობენ პარტიები, რომლებსაც არავითარი პასუხისმგებლობა არ გააჩნდათ, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ და დღეს არანაირი პასუხისმგებლობა არ გააჩნიათ, როდესაც ოპოზიციაში არიან“,- განაცხადა თბილისის მერმა.

26 ოქტომბერი 2020, 13:41

რეგიონი

ირაკლი ხახუბია ხობელ პედაგოგებს შეხვდა

საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრა გავმართე ხობელ პედაგოგებთან. სახელმწიფოს მომავალი, მისი განვითარება, განათლების ხარისხზეა დამოკიდებული, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ირაკლი ხახუბია Facebook-ზე წერს.

კახა კალაძე

26 ოქტომბერი 2020, 13:40

პოლიტიკა

კახა კალაძე სიცრუეს უწოდებს სოსო ჯაჭვლიანის განცხადებას, თითქოს მას მერის ცოლის ძმა, გიორგი არეშიძე ემუქრება

ეს არის სიცრუე, ძალიან დიდი ტყუილი და ცილისწამება, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი, კახა კალაძე სოსო ჯაჭვლიანის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, თითქოს მას თბილისის მერის, კახა კალაძის ცოლის ძმა, გიორგი არეშიძე ემუქრება.

გია ცეცვაძე

26 ოქტომბერი 2020, 13:38

სპორტი

გია ცეცაძემ „ლვოვის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა

გია ცეცაძემ საფეხბურთო კლუბ „ლვოვის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა. მან ამის შესახებ განცხადება უკრაინის ჩემპიონატის მეშვიდე ტურში „დნიპრო 1“-თან წაგებული შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. გუნდში მუშაობის 4-თვიან პერიოდში ქართველმა მწვრთნელმა „ლვოვს“ ერთი შეხვედრაც ვერ მოაგებინა.

ჩინეთი კორონავირუსი

26 ოქტომბერი 2020, 13:35

COVID19

ჩინეთში კორონავირუსის ერთი შემთხვევის გამო COVID-19-ზე მთელ ქალაქს ტესტავენ

ტესტირება 4,7 მილიონ ადამიანს უტარდება და მედიკოსებმა ვირუსის 138 უსიმპტომო მატარებელი აღმოაჩინეს. ამასთან, ქალაქში დაიხურა სკოლები, მოსახლეობას კი ქალაქის დატოვების უფლება მხოლოდ კორონავირუსზე ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენისას აქვთ.

კახა კალაძე

26 ოქტომბერი 2020, 13:29

საზოგადოება

დედაქალაქის მერი კავკასიის სასწავლო და საგამოცდო ცენტრის გახსნას დაესწრო

დედაქალაქის მერი კახა კალაძე კავკასიის სასწავლო და საგამოცდო ცენტრის გახსნის ღონისძიებას დაესწრო. ცენტრი ტექნიკური დარგის ასეულობით სპეციალისტს მოამზადებს, რაც შემდეგში მათი დასაქმების გარანტიას შექმნის. თბილისის მერის თქმით, ცენტრი ხელს შეუწყობს სხვადასხვა ტექნიკურ დარგში კადრების პროფესიულ დონეზე მომზადებას და მათ დასაქმებას.

26 ოქტომბერი 2020, 13:29

COVID19

აჭარის მთავრობის სხდომაზე ეპიდვითარებაზე იმსჯელეს

აჭარის მთავრობის სხდომაზე ეპიდვითარებაზე იმსჯელეს. თორნიკე რიჟვაძის თქმით, ჯანდაცვამ გარკვეულწილად მოახდინა სიტუაციის სტაბილიზაცია,თუმცა პროვოცირებას ახდენს წინასაარჩენო გარემო. რიჟვაძემ პოლიტიკურ ძალებს მოუწოდა გამოიჩინენ მეტი პასუხისმგებლობა და მოერიდონ ხალხმრავალ შეხვედრება.

კახა კალაძე

26 ოქტომბერი 2020, 13:21

პოლიტიკა

კახა კალაძე: თურმე, ბიძინა ივანიშვილს 7-8 წლის ასაკში ფარული შეხვედრა ჰქონდა ბრეჟნევთან და მისი პოლიტიკაში მოსვლა მაშინ გადაწყდა

თბილისის მერმა, კახა კალაძემ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ ბრალდებებს უპასუხა და ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში გასულ ინტერვიუს არაეფექტური ტყუილი უწოდა. როგორც მან აღნიშნა, „ქართუ ჯგუფის“ ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ, ელდარ გოგოლაძის მიერ გამოთქმულ ცრუ ბრალდებებს „ექშენი“ აკლდა.

26 ოქტომბერი 2020, 13:14

COVID19

თერჯოლის კლინიკაში კორონავირუსით 77 წლის პაციენტი გარდაიცვალა

თერჯოლის კლინიკაში კორონავირუსით ერთი პაციენტი გარდაიცვალა. „თერჯოლამედის" დირექტორის, დავით სარიშვილის თქმით, 77 წლის კაცი გუშინ გარდაიცვალა. მას კორონავირუსთან ერთად გულის მწვავე უკმარისობა ჰქონდა. პაციენტი კლინიკაში 14 ოქტომბერს შეიყვანეს, ორი დღის წინ კი მდგომარეობა დამძიმდა. პაციენტი ქუთაისიდან იყო.

ირაკლი კობახიძე

26 ოქტომბერი 2020, 13:12

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძემ განმარტა, დაახლოებით რამდენმა ადამიანმა შეიძლება ვერ ისარგებლოს ხმის მიცემის უფლებით არჩევნებზე

ცესკომ მიმართა სტანდარტულ პრაქტიკას, რაც გამოიყენება ზოგადად გადასატანი ყუთისთვის. ანუ, ადამიანს თუ აქვს ჯანმრთელობის პრობლემა, ბუნებრივია ის წინასწარ უნდა დარეგისტრირდეს. წინა დღეს ან არჩევნების დღეს შეიძლება ადამიანი ცუდად გახდეს, ის არჩევნების უფლების ვერ სარგებლობს, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

26 ოქტომბერი 2020, 13:10

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენ მოვახერხეთ მშვიდი და მშვიდობიანი საარჩევნო გარემოს შენარჩუნება

თუ საუბარია ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე, ველოდებით კონკრეტულ ფაქტებს. როგორც კი ინება კონკრეტული ფაქტები, გვექნება მყისიერი რეაგირება, - სამართლიანი არჩევნების შუალედური ანგარიშის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე ისაუბრა. „მუდმივ რეჟიმში გვესმის ინფორმაცია ამაზე, ჩვენ ვითხოვთ ფაქტებს, ფაქტებს არ გვაწვდიან. თქვენ გახსოვთ წინა არჩევნებზე ფეიკნიუსი გაავრცელეს, სამწუხაროდ ადგილობრივმა დამკვირვებლებმა, პირადობის მოწმობების ბეჭდვასთან დაკავშირებით. შემდეგ ბოდიში არ მოუხდიათ, მაგრამ აღიარეს. ანუ ხშირად ხდება ასე, რომ ადგილობრივი დამკვირვებლები ავრცელებენ გარკვეულ ინფორმაციას ისე, რომ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, ფაქტი არ არსებობს. რაც შეეხება ძალადობას, იყო რამდენიმე ინციდენტი და სამართალდამცველების მყისიერი რეაგირების საფუძველზე მოხერხდა ასეთი ინციდენტების პრევენცია. ჩვენ მოვახერხეთ მშვიდი და მშვიდობიანი გარემოს შენარჩუნება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე

26 ოქტომბერი 2020, 13:02

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: თუ ვანო ჩხარტიშვილი რაიმე კავშირშია ციხის კადრებთან, მას მხოლოდ და მხოლოდ ჯილდო და ორდენი ეკუთვნის ამისთვის

საერთოდ, რა კავშირშია ვანო ჩხარტიშვილი ციხის კადრებთან, მაგრამ თუ რაიმე კავშირშია, მას მხოლოდ და მხოლოდ ჯილდო და ორდენი ეკუთვნის ამისთვის, რადგან სწორედ ამ კადრების გასაჯაროებამ გახადა შესაძლებელი ის, რომ ციხეებში 12-ჯერაა სიკვდილიანობა შემცირებული, - ასე გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე გავრცელებულ ჩანაწერს, რომელზეც, სავარაუდოდ, ლადო ბედუკაძისა და ვანო ჩხარტიშვილია ასახული. ჩანაწერის თანახმად, ვანო ჩხარტიშვილმა 2 მილიონამდე გადაიხადა კადრების გასაჯაროებისთვის.

ირაკლი კობახიძე

26 ოქტომბერი 2020, 12:58

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: დავით გარეჯის საქმეში თუ ვინმემ ჩაიდინა დანაშაული, პასუხი უნდა აგოს

დავით გარეჯის საქმეში თუ ვინმემ ჩაიდინა დანაშაული, პასუხი უნდა აგოს. ამ შემთხვევაში „ნაცმოძრაობა“ და მისი ლიდერებიც არიან გარეული ამ საქმეში, როგორც სააკაშვილი ამბობს 70-80 მილიონი აქვს ხომ მას აღებული ამ საქმეში, ეს არ არის დისკრედიტაციის მცდელობა, თუ მათ დანაშაული აქვთ ჩადენილი, პასუხი უნდა აგონ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

26 ოქტომბერი 2020, 12:54

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე „ნაცმოძრაობის“ აქციას ბათუმში „შეგნებულ დივერსიულ აქტს“ უწოდებს

„ეს არ იყო უბრალოდ უპასუხისმგებლო პოლიტიკური პარტიის ქმედება, ეს იყო შეგნებული დივერსიული აქტი. მიზანი იყო პანდემიის გავრცელება. მათ იმედი აქვთ, რომ მათ მიერვე გავრცელებული პანდემია რაღაცნაირად აისახება არჩევნების შედეგებზე, თუმცა კვლევები აჩვენებს იმას, რომ დივერსანტების წინააღმდეგ მცირდება რეალურად მხარდამჭერთა რაოდენობა და არა იმ პარტიების მიმართ, რომლებიც ებრძვიან კოვიდ-ინფექციას. შესაბამისად, მათი ასეთი დივერსიული აქტებიც ვერ გამოიღებს შედეგს და სამწუხაროა, რომ რაც მოხდა ბათუმში გრძელდება სხვა რეგიონებში“, - განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე

26 ოქტომბერი 2020, 12:42

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: 200-ლარიან დახმარების განაწილების კუთხით დისკრეცია არცერთ ორგანოს არ ენიჭება

200-ლარიან დახმარების განაწილების კუთხით დისკრეცია არცერთ ორგანოს არ ენიჭება, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ 200-ლარიანი დახმარების გაცემასთან დაკავშირებით განაცხადა.