imedi /  16 ოქტომბერი 2020, 18:33 / სანდო წყარო

წყალბურთში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მეხუთე ტური ორი შეხვედრით დასრულდა

წყალბურთში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მეხუთე ტური დღეს ორი შეხვედრით დასრულდა. „თბილისმა“ „ლოკომოტივი“, რომელიც ძირითადად ახალგაზრდა სპორტსმენებით არის დაკომპლექტებული, ანგარიშით 19:2 დაამარცხა.

გამარჯვებული გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო ვატო დადვანი იყო, რომელმაც ხუთი ბურთი გაიტანა. დღის მეორე შეხვედრაში „არენამ“ „ლაგუნა ვერეს“ 22:10 მოუგო. ეროვნული ჩემპიონატის მეექვსე ტურის შეხვედრები მომდევნო კვირაში გაიმართება.

ყველა სიახლე

30 ოქტომბერი 2020, 19:00

საზოგადოება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ააიპ ფონდ „ათინათს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს მოეწერა ხელი

2020 წლის 30 ოქტომბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ააიპ ფონდ „ათინათს“ შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელსაც, საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან, მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ კონსტანტინიდიმ, ხოლო ფონდის მხრიდან, მისმა დირექტორმა, ანა ალავერდაშვილმა მოაწერეს ხელი.

30 ოქტომბერი 2020, 18:54

COVID19

ირანში კორონავირუსის შემთხვევებმა 600,000-ს გადააჭარბა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, ირანში კორონავირუსის 8,011 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 604,952-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში COVID-19-ს 365 ადამიანი ემსხვერპლა და გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 34,478-მდე გაიზარდა.

30 ოქტომბერი 2020, 18:52

საზოგადოება

თბილისში ახალაშენებულ კორპუსებში ბინა კიდევ 249 დევნილ ოჯახს გადაეცემა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო თბილისში, ახალაშენებულ კორპუსებში ოროთახიან ბინას 249 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს გადასცემს. დევნილთა სააგენტოს დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, მონიტორინგს დაექვემდებარება 1191 დევნილი ოჯახი, რომლებსაც მინიჭებული აქვთ 4,5 და მეტი ქულა.

ალექსანდრე ლუკაშენკო

30 ოქტომბერი 2020, 18:52

მსოფლიო

ალექსანდრე ლუკაშენკო: ქვეყნიდან გაქცევას არ ვაპირებ

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ოპოზიციისა და საპროტესტო აქციების წნეხის ქვეშ ქვეყნიდან გაქცევას არ აპირებს.

30 ოქტომბერი 2020, 18:38

პოლიტიკა

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში აცხადებენ, რომ სიცრუა, თითქოს საქართველოში უკრაინელ დამკვირველებლთა დელეგაციას არ უშვებენ

სამოქალქო ავიაციის სააგენტო გამოეხმაურა გარკვეული მედიასაშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას, იმის თაობაზე, რომ უკრაინული „რადას" ჟურნალისტებისა და დეპუტატების დელეგაციის ჩარტერული რეისი ქართული მხარის უარის გამო გაუქმდა.

30 ოქტომბერი 2020, 18:37

COVID19

ჯანდაცვის სამინისტროში „ცენტრალური ონლაინკლინიკა“ ამოქმედდა

COVID-19 დიაგნოზის მქონე პაციენტების და ასევე, მათთან კონტაქტში/თვითიზოლაციაში მყოფი პირების ბინაზე მეთვალყურეობის მიზნით, მართვის ცენტრალიზებული მექანიზმი, ე.წ. „ცენტრალური ონლაინკლინიკა“ ამოქმედდა.

ჟერალდ დარმანენი

30 ოქტომბერი 2020, 18:24

მსოფლიო

საფრანგეთის შს მინისტრი: უფრო მეტი თავდასხმებია მოსალოდნელი, ვინაიდან საფრანგეთი ისლამისტური იდეოლოგიის წინააღმდეგ ომშია ჩართული

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ჟერალდ დარმანენის განცხადებით, ქვეყანაში უფრო მეტი თავდასხმებია მოსალოდნელი, ვინაიდან საფრანგეთი ისლამისტური იდეოლოგიის წინააღმდეგ ომშია ჩართული.

30 ოქტომბერი 2020, 18:16

პოლიტიკა

ბოლნისში „ნაციონალური მოძრაობის“ რიგები 21-მა აგიტატორმა დატოვა და „ქართულ ოცნებას“ შეუერთდა

არჩევნებამდე 1 დღით ადრე ბოლნისში ნაციონალური მოძრაობის რიგები 21-მა აგიტატორმა დატოვა და ქართულ ოცნებას შეუერთდა. მათი თქმით, ნაციონალურო მოძრაობა დესტაბილიცაზიას გეგმავს, რასაც თავად ემიჯნევიან. ისინი მხარს ქართული ოცნების კანდიდატს გოგი მეშველიანს დაუჭერენ

მამუკა მდინარაძე

30 ოქტომბერი 2020, 18:03

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: კონკრეტულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, ოპოზიციის მხილება, ბოლო დღეების განმავლობაში არა ერთხელ მოხდა

ხვალ, ჩვენ ქვეყანას აქვს კიდევ ერთი ტესტი ჩასაბარებელი, რომელსაც ჩვენ ჩავაბარებთ წარმატებით, იქიდან გამომდინარე, რომ იქნება ერთ-ერთი სამაგალითო, გამჭვირვალე, დემოკრატიული არჩევნები, სადაც „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს დამაჯერებლად და ჩვენი პროგნოზით, „ქართული ოცნების“ შედეგი 60%-თან იქნება მიახლოებული. ეს არის ჩვენი პროგნოზი, დანარჩენს ხვალ, დემოკრატიული არჩევნების შედეგები გვიჩვენებს და ყველას, არა მხოლოდ „ქართული ოცნებას“, ჩვენ ქვეყანას, ვუსურვებ გამარჯვებას, რაშიც დარწმუნებულები ვართ, იმიტომ, რომ ეს გამარჯვება იქნება ხვალინდელი ძალიან პოზიტიური დღის წესრიგის მომასწავებელი, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ მედიის წარმომადგენლებთან განაცხადა.

30 ოქტომბერი 2020, 18:02

მსოფლიო

იზმირის პროვინციაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 4 ადამიანი დაიღუპა, 120 - დაშავდა

თურქეთში, იზმირის პროვინციაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 4 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 120 კი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ თურქეთის საგანგებო სიტუაციების სამმართველო ავრცელებს.

30 ოქტომბერი 2020, 17:43

საზოგადოება

„იმუშავე საქართველოდან“ - Thrillist ამერიკელებს საქართველოში ცხოვრებას ურჩევს

პოპულარული ამერიკული სამოგზაურო გამოცემა Thrillist-ი 13 საუკეთესო ქვეყანას აღწერს, სადაც ამერიკის მოქალაქეებს ცხოვრებას ურჩევს. სტატიაში ესპანეთის, გერმანიის, არგენტინის, ახალი ზელანდიის, კანადის, ტაილანდის და სხვა პოპულარული ტურისტული ქვეყნების გვერდით საქართველოც მოხვდა.

ბიძინა ივანიშვილი

30 ოქტომბერი 2020, 17:36

მსოფლიო

Bloomberg-ი: საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების თანახმად, ივანიშვილის „ქართული ოცნება“ წინ უსწრებს მთავარ ოპოზიციურ მოძრაობას

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების თანახმად, ივანიშვილის „ქართული ოცნება“ წინ უსწრებს მთავარ ოპოზიციურ მოძრაობას რეფორმირებული საარჩევნო სისტემის პირობებში, რომელიც მცირე პარტიებსაც აძლევს საკანონმდებლო ორგანოში მოხვედრის შესაძლებლობას, - ამის შესახებ, Bloomberg-ი წერს. სტატიის ავტორის თქმით, რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი - 50 პარტია და საარჩევნო ბლოკი - იბრძვის 150 ადგილისთვის, რადგან პარლამენტში შესვლის ბარიერი ამომრჩეველთა ხმების 1 პროცენტამდეა დაწეული.

თამარ ჟვანია

30 ოქტომბერი 2020, 17:35

პოლიტიკა

თამარ ჟვანია: მიუხედავად პანდემიისა, არჩევნებზე მისვლა სრულიად უსაფრთხოა

მიუხედავად პანდემიისა, არჩევნებზე მისვლა სრულიად უსაფრთხოა, რადგან კენჭისყრის შენობაში გათვალისწინებული იქნება ყველა ის პრევენციული ღონისძიება, რომელიც ხელს შეუშლის ინფექციის გავრცელებას, - ამის შესახებ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ ცესკო-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

გიორგი აბულაძე

30 ოქტომბერი 2020, 17:30

პოლიტიკა

„ევროპული საქართველოს“ წევრი გია აბულაძე პარტიის დატოვების მიზეზად „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ მხრიდან არჩევნების წაგების შემთხვევაში შესაძლო არეულობას ასახელებს

„ევროპული საქართველოს“ წალენჯიხის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გიორგი აბულაძემ პარტია დატოვა. მისი თქმით, წალენჯიხაში, „ევროპული საქართველოს“ რაიონულ ორგანიზაციას 2017 წლიდან ხელმძღვანელობდა.

30 ოქტომბერი 2020, 17:28

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: საქართველოში არის უსაფრთხო და თავისუფალი საარჩევნო გარემო

ორბელიანების სასახლეში, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მოკლევადიან სადამკვირვებლო მისიასთან შეხვედრა გამართა. შეხვედრას ესწრებოდნენ მისიის საგანგებო თანაკოორდინატორი და ლიდერი ელონა ჯებრეა ხოჯა, დელეგაციის ხელმძღვანელი და სამოქალაქო სექტორთან ურთიერთობის საგანგებო წარმომადგენელი პია კაუმა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივანი, რობერტო მონტელა.

30 ოქტომბერი 2020, 17:20

COVID19

ინდონეზიაში კორონავირუსის 2,897 შემთხვევა გამოვლინდა

გასული 24 საათის განმავლობაში ინდონეზიაში კორონავირუსის 2,897 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 81 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ინდონეზიაში ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 406,945 შეადგინა. ქვეყანაში კორონავირუსი 334,295-მა ადამიანმა დაამარცხა, დაავადებას კი 13,782 ადამიანი ემსხვერპლა.

ეკატერინე ტიკარაძე

30 ოქტომბერი 2020, 17:17

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: ბოლო მონაცემებით გვყავს 500-მდე კრიტიკული პაციენტი

თითოეული პაციენტის მდგომარეობა აყვანილია კონტროლზე, როგორც სამინისტროს, ისე კლინიკური ჯგუფის მხრიდან. დღეს არსებული მონაცემებით, გვყავს 500-მდე კრიტიკული პაციენტი, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ „რუსთავი2“-ის ეთერში განაცხადა.

ირაკლი ჩიქოვანი

30 ოქტომბერი 2020, 17:14

რეგიონი

ირაკლი ჩიქოვანი: დარწმუნებული ვარ, თქვენ მოხვალთ საარჩევნო უბნებში და გააკეთებთ არჩევანს, რომელიც მიმართულია ზუგდიდის წარმატებისთვის

„კამპანიის პირობებში ჩვენ გვქონდა ძალიან ბევრი შეხვედრა როგორც ქალაქში, ისე ადმინისტრაციულ ერთეულებში, გვქონდა საუბრები ჩვენს დიდ მიღწევებზე, რაც გვაქვს ქალაქის განვითარების თვალსაზრისით, იმ დიდ მიღწევებზე, რაც აქვს ჩვენს ქვეყანას ბევრი სხვადასხვა მიმართულებით, მაგრამ, ამავე დროს, ვისაუბრეთ იმ გამოწვევებზე, რომლებიც ჩვენ წინაშე დგას, იმ გეგმებზე, რომლებიც ჩვენ შემდეგი რამდენიმე წლის განმავლობაში უნდა განვახორციელოთ“.

ბელგია

30 ოქტომბერი 2020, 17:00

COVID19

ბელგია კორონავირუსის ახალი 23 921 შემთხვევის გამოვლენის შემდეგ, სრულ ლოკდაუნს განიხილავს

ბელგიაში დღეს კორონავირუსის 23 921 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 138 ადამიანი. დღეს საკონსულტაციო კომიტეტი პრემიერ-მინისტრის ხელძღვანელობით ბელგიის სამეფოში არსებულ ეპიდვითარებას შეაფასებს და გადაწყდება, გადავა თუ არა უახლოეს დღეებში ბელგია სრულ ლოკდაუნზე

სკარლეტ იოჰანონი
კოლინ იოსტი

30 ოქტომბერი 2020, 16:59

ტაბლოიდი

სკარლეტ იოჰანსონი მესამედ გათხოვდა

იოჰანსონი და იოსტი ერთმანეთს 2017 წლიდან ხვდებოდნენ. 2019 წელს ისინი დაინიშნენ. მანამდე იოჰანსონი ორჯერ იყო გათხოვილი. 2008-2011 წლებში ის რაიან რეინოლდსთან იყო ქორწინებაში, 2014-2017 წლებში კი- ფრანგ ჟურნალისტ, რომენ დაურიაკთან. ბოლო ქორწინებიდან სკარლეტს 6 წლის გოგონა როზა დოროთი ჰყავს.