17 ოქტომბერი 2020, 14:56 / სანდო წყარო

ბორჯღალოსნები შოტლანდიასთან გასამართი ტესტ-მატჩისთვის ემზადებიან

საფრანგეთში შეკრებაზე მყოფი ბორჯღალოსნები 23 ოქტომბერს „მარიფილდზე“, შოტლანდიასთან გასამართი ტესტ-მატჩისთვის მზადებას აგრძელებენ.

საქართველოში მყოფი მორაგბეები და სამწვრთნელო შტაბის წევრები მანდელიუში 11 ოქტომბერს გაემგზავრნენ. მსოფლიო რაგბის მე-9 რეგულაციის თანახმად, ორშაბათიდან სამი დღით მათ ლეგიონერებიც შეუერთდნენ, რომელთა დიდი ნაწილი უკვე კლუბებს დაუბრუნდა.

„კლუბებს ვთხოვეთ, რომ ის მოთამაშეები, რომლებსაც ამ უქმეებზე თამაში არ უწევთ, ნაკრებში დაეტოვებინათ, მაგრამ სამწუხაროდ, უმრავლესობამ ჩვენი თხოვნა არ გაითვალისწინა. ჩემთვის გაუგებარია რას ემსახურება იმ მორაგბეების წინ და უკან ტარება, რომელთაც თამაში მაინც არ უწევთ. ლეგიონერებიდან შეკრებაზე მხოლოდ გიორგი ჯავახია, იოანე იაშაღაშვილი და შალვა მამუკაშვილი დარჩნენ. ამ სამი დღის განმავლობაში გავიხსენეთ სისტემები და ვიმუშავეთ ახალი დეტალების დახვეწაზე. სამწუხაროდ, კოვიდ-სიტუაციიდან და დაუგეგმავი ტრავმებიდან გამომდინარე, ყველაფერი ისე არ წავიდა როგორც გვსურდა. ტრავმების გამო ორი ბურჯი მოვისაკლისეთ. ლექსო ყაულაშვილს მცირე ტრავმა აქვს და რეაბილიტაციას გადის. საზარდული აწუხებს ლევან ჩილაჩავას. გვქონდა იმედი, რომ ის მაინც შეძლებდა თამაშს, თუმცა ექიმთან ვიზიტის შემდეგ გაირკვა, რომ შოტლანდიასთან ვეღარ დაგვეხმარება. ასევე შეკრებაზე მოვისაკლისეთ ორი ბურჯი, რომელთა გუნდებს ამ უქმეებზე ევროთასების ფინალები“ – ამბობს გუნდის მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი, რომელსაც ფრანგულ შეკრებაზე რამდენიმე ბურჯი დააკლდა.

ბორჯღალოსნებს ფრანგულ შეკრებაზე სამი ახალი სპეციალისტი შეუერთდა – მაისაშვილის კონსულტანტი, ირლანდიელი დევიდ ჰემფრიზი, შერკინების მწვრთნელი, ფრანგი სებასტიან ბრუნო და შეტევის მწვრთნელი ნილ დოკი.

„ამ სამი დღიდან ერთი, შერკინების ვარჯიშს დაეთმო. ამ ერთი ვარჯიშიდანაც შეიძლება ითქვას, რომ ბრუნო თავისი საქმის პროფესიონალია. აქტიურად იყო ჩართული სავარჯიშო პროცესში ნილ დოკი, რომელსაც შეტევის ორგანიზება ევალება. ჰემფრიზი კონსულტანტია და ვარჯიშის მართვასა და დაგეგმარებაში მეხმარება. ის ჩემთან ერთად ძალიან დიდ დროს ატარებს. შემოგვიერთდა ჩვენთვის კარგად ნაცნობი გიორგი ჩხაიძე, რომელმაც დერეფანსა და მოლზე იმუშავა. თავის საქმეს კარგად აკეთებენ როგორც ფიზმომზადების სპეციალისტები, ასევე მენეჯერები, ვიდეო-ანალიტიკოსები და ა.შ.“ - აცხადებს დოკი.

შოტლანდიის ნაკრები საქართველოს დანაკლისით ხვდება. ბორჯღალოსნების წინააღმდეგ ვერ ითამაშებენ მგეზავი ფინ რასელი და ფულბეკი სტიუარტ ჰოგი. მაისაშვილი ამბობს, რომ მეტოქისთვის ეს დიდი დანაკლისია, თუმცა ამ ეტაპზე მთავარია საქართველოს ნაკრების თამაში:

„რასელი და ჰოგი მსოფლიო დონის ვარსკვლავები არიან, ჩემი აზრით, საუკეთესოები თავიანთ პოზიციაზე. მათი არყოფნა ჩვენთვის კარგია, თუმცა არც შემცვლელებს აკლიათ ხარისხი და მოტივაცია, შესაბამისად, მოცემულობაც დიდად არ იცვლება. ზოგადად, შოტლანდიის ნაკრები იშვიათად ცვლის შემადგენლობას და ჩვენ კარგად ვიცით რას თამაშობენ, რა არის მათი ძლიერი მხარეები, თუმცა ამ ეტაპზე უფრო იმაზე ვარ ფოკუსირებული, ჩვენ რას გავაკეთებთ. დიდი ხნის შესვენების შემდეგ, ეს ჩვენი პირველი თამაშია და მოწინააღმდეგის ანალიზიდან გამომდინარე, უფრო მეტად ის გვაინტერესებს რას ვიზამთ დაცვასა და შეტევაში“ - აცხადებს მაისაშვილი.

ყველა სიახლე

27 ოქტომბერი 2020, 11:12

COVID19

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1824 ადამიანს დაუდასტურდა, 1262 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1824 ადამიანს დაუდასტურდა, 1262 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 32127 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 12632, გარდაიცვალა 238 პაციენტი.

27 ოქტომბერი 2020, 11:11

COVID19

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 23 ადამიანი გარდაიცვალა

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში 23 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ინფორმაცია ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 32 127 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 12 632, გარდაიცვალა 238 პაციენტი.

27 ოქტომბერი 2020, 11:06

პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ გურიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ოზურგეთში სპორტსმენებს შეხვდა

„ქართული ოცნების” ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვასილ ჩიგოგიძე სპორტსმენებს, ოზურგეთის საფეხბურთო კლუბ „მერცხალის“ ფეხბურთელებს და მათ მწვრთნელებს შეხვდა. შეხვედრაზე სპორტის სფეროში არსებულ პროგრამებზე, სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს და კანდიდატმა მათი საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

27 ოქტომბერი 2020, 11:06

რეგიონი

დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ახატანში წყლის სისტემის მშენებლობას 5 მილიონი მოხმარდება

დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ახატანში წყლის სისტემის მშენებლობას 5 მილიონი მოხმარდება, - ამის შესახებ ინფორმაციას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, რეგიონებში წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.

27 ოქტომბერი 2020, 10:55

რეგიონი

რუხში საფეხბურთი აკადემიის მშენებლობა მიმდინარეობს

რუხში საფეხბურთო აკადემიის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაოებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიგა ფარულავა გაეცნო, - ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, პროექტის მიხედვით ადგილზე ერთი ბუნებრივსაფარიანი და ორი ხელოვნურსაფარიანი მოედანი მოეწყობა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი

27 ოქტომბერი 2020, 10:52

სპორტი

ნიკოლოზ ბასილაშვილი რეიტინგში ორი პოზიციით დაქვეითდა

მსოფლიოს საჩოგბურთო რეიტინგში ნიკოლოზ ბასილაშვილი ორი პოზიციით დაქვეითდა. 28 წლის ქართველმა სპორტსმენმა ვენის ტურნირზე პირველივე შეხვედრაში დამარცხების შემდეგ 1 395 ქულით 34-ედან 36-ე ადგილზე გადაინაცვლა.

27 ოქტომბერი 2020, 10:30

რეგიონი

ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის გზის მშენებლობა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს

ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის 50 კილომეტრიანი საავტომობილო გზის რეკონსტრუქცია ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. პროექტი ორ 25 კმ-იან მანაკვეთადაა დაყოფილი. ამ დროისთვის, აღნიშნულ მონაკვეთზე გზის საფარისა და ხელოვნური ნაგებობების მოწყობა მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

27 ოქტომბერი 2020, 09:58

მსოფლიო

საფრანგეთში ისლამისტმა ჰაკერებმა ათობით ვებგვერდზე შეტევა განახორციელეს

კიბერთავდასხმის მიზეზი საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადება გახდა, რომელიც ემანუელ მაკრონმა პარიზში სკოლის პედაგოგის მკვლელობის შემდეგ გააკეთა. საფრანგეთის პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ რადიკალური ისლამის წინააღმდეგ ზომები გამკაცრდება.

დონალდ ტრამპი
ემი კონი ბარეტი

27 ოქტომბერი 2020, 09:41

მსოფლიო

აშშ-ის სენატმა უზენაესი სასამართლოს წევრის პოსტზე დონალდ ტრამპის მიერ წარდგენილი კანდიდატი დაამტკიცა

48 წლის ემი კონი ბარეტი აშშ-ის მე-7 საოლქო სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეა. იგი რელიგიური და კონსერვატიული მსოფლმხედველობით გამოირჩევა და აბორტის მოწინააღმდეგეა. ის გარდაცვლილი რუტ ბეიდერ გინზბურგს ჩაანაცვლებს.

27 ოქტომბერი 2020, 09:19

COVID19

ბოლო 24 საათში გერმანიაში კორონავირუსით 11 400-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში გერმანიაში კორონავირუსის დიაგნოზი კიდევ 11 409 ადამიანს დაუდგინეს, 42 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. სულ გერმანიაში კოვიდინფიცირების 449 275 შემთხვევა გამოვლინდა, 10 095 პაციენტი კი გარდაიცვალა. ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 27 იანვარს გამოვლინდა.

27 ოქტომბერი 2020, 09:04

COVID19

28 ოქტომბრიდან ჩეხეთში ღამის საათებში გარეთ გასვლა აიკრძალება

ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის, რომან პრიმულას განმარტებით, მანამდე მიღებული ზომები საკმარისი არ აღმოჩნდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ჩეხეთში კორონავირუსით 263 5773 ადამიანი დაინფიცირდა, 2 337 პაციენტი კი გარდაიცვალა.

27 ოქტომბერი 2020, 08:30

საზოგადოება

დღეს მთელ საქართველოში მზიანი ამინდია მოსალოდნელი

სინოპტიკოსების პროგნოზით, 27 ოქტომბერს ქუთაისში დღისით ტემპერატურა +26 გრადუსი იქნება, ღამით კი 16. ასევე მზიან ამინდს ვარაუდობენ სინოპტიკოსები ოზურგეთში, სადაც +26 გრადუსამდეა მოსალოდნელი, ღამით კი +14 გრადუსი არის ნავარაუდევი. ბათუმში ნავარაუდევია +26 გრადუსი სითბო დღის განმავლობაში, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.

27 ოქტომბერი 2020, 08:19

საზოგადოება

დარეჯან დედოფლის სასახლის სამონასტრო კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

„აქ იყო უმძიმესი მდგომარეობა. სამუშაოების ჩატარებას დაახლოებით წელიწადზე მეტი დასჭირდა. მიხარია, რომ რეაბილიტაციის ფარგლებში მთლიანად განახლდა ეს სივრცე და ქალაქის ცენტრში, ისტორიულ ადგილზე გვაქვს დარეჯანის სასახლე, რომელიც ხვალიდან სტუმრებს მიიღებს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

27 ოქტომბერი 2020, 08:13

საზოგადოება

27 ოქტომბერი აფხაზური ენის დღეა

27 ოქტომბერი აფხაზური ენის დღეა. ამ თარიღს სპეციალური ვიდეომიმართვით ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, აფხაზური ენის დაცვა წარმოადგენს ერთ-ერთს იმ საკითხთა შორის, რომლებზეც შეგვიძლია, ერთობლივად ვიზრუნოთ ოკუპაციის ხაზის მიუხედავად, რადგან ეს არის ჩვენი ერთობლივი და სამომავლო ინტერესი.

27 ოქტომბერი 2020, 01:28

COVID19

ჯანმო: მსოფლიოში ზედიზედ მე-5 დღეა კორონავირუსის შემთხვევების დღიური მაჩვენებელი 400 ათასს აჭარბებს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში ზედიზედ მე-5 დღეა კორონავირუსის შემთხვევების დღიური მაჩვენებელი 400 ათასს აჭარბებს.

27 ოქტომბერი 2020, 01:19

მსოფლიო

ბელარუსში გამართულ საპროტესტო აქციებზე 300-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

უფლებადამცველი ორგანიზაცია „ვესნას“ მონაცემებით, ბელარუსში გამართულ საპროტესტო აქციებზე 300-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. 26 ოქტომბერს ბელარუსში საყოველთაო გაფიცვა დაიწყო.

კორონავირუსი

27 ოქტომბერი 2020, 01:17

კულტურა

AC/DC-მ ახალი ვიდეორგოლი წარადგინა

რგოლის პრემიერმა ჯგუფის ოფიციალურ Youtube-არხზე შედგა. ეს მუსიკოსების პირველი ვიდეონამუსევარია ვოკალისტ ბრაიან ჯონსონის დაბრუნების შემდეგ, რომელიც 4 წლის წინ, სმენის დაკარგვის შემდეგ იძულებული გახდა ჯგუფი დაეტოვებინა.

ნანა გეგეჭკორი

27 ოქტომბერი 2020, 01:06

COVID19

ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი: თუ სიმპტომები გაქვთ და არ იცით, ეს გრიპია თუ კოვიდი, დაიმახსოვრეთ ერთი ოქროს წესი

ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი კორონავირუსისა და გრიპის თვისებებს ხსნის. ნანა გეგეჭკორი „ერთი ოქროს წესის“ გათვალისწინებას ურჩევს მათ, ვისაც სიმპტომები აქვთ და არ იციან, ეს გრიპია თუ კოვიდი.

ნანა გეგეჭკორი

27 ოქტომბერი 2020, 00:58

COVID19

ნანა გეგეჭკორი: თუ კორონავირუსი მსუბუქად მიმდინარეობს ტესტირებას აზრი არ აქვს, რადგან ტესტის პასუხი მკურნალობას არ ცვლის

დაახლოებით 80 პროცენტი კორონავირუსს უსიმპტომოდ ან ძალიან მცირე სიმპტომებით გადაიტანს, ასეთ პაციენტებს სამედიცინო სისტემისგან არანაირი ყურადღება არ სჭირდებათ - ამის შესახებ ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ექიმმა, ნანა გეგეჭკორმა Facebook-ზე პირდაპირი ჩართვის დროს განაცხადა.

27 ოქტომბერი 2020, 00:53

COVID19

ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 26 771 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 26 771 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 258 ადამიანი კი ვირუსს ემსხვერპლა.