IMEDI /  19 ოქტომბერი 2020, 15:48 / სანდო წყარო

ჟორჟ მიქაუტაძემ ბელგიის საფეხბურთო ჩემპიონატის პროქსიმუს ლიგაში კიდევ ერთი წარმატებული შეხვედრა გამართა

ჟორჟ მიქაუტაძე

ჟორჟ მიქაუტაძე

ჟორჟ მიქაუტაძემ ბელგიის საფეხბურთო ჩემპიონატის პროქსიმუს ლიგაში კიდევ ერთი წარმატებული შეხვედრა გამართა.

მეშვიდე ტურში „სერენმა“, სადაც 19 წლის ქართველი ფორვარდი გამოდის, სტუმრად „მოლენბეეკი“ 4:3 დაამარცხა. მიქაუტაძემ 90 წუთი ითამაშა და მეტოქე გუნდის კარში ორი ბურთი გაიტანა.

შვიდ შეხვედრაში მის ანგარიშზე უკვე 14 გოლია და ბომბარდირთა დავას დიდი უპირატესობით ლიდერობს. შემდეგ შეხვედრას მიქაუტაძე და მისი თანაგუნდელები 25 ოქტომბერს საკუთარ მოედანზე „ლომელთან“ გამართავენ.

ყველა სიახლე

მაიკ პომპეო

01 დეკემბერი 2020, 21:48

მსოფლიო

ბერძნული მედია: მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ თურქეთი ნატოს ერთიანობას ძირს უთხრის

ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების ვიდეოკონფერენციაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ თურქეთი ნატოს ერთიანობას ძირს უთხრის. ინფორმაციას ამის შსახებ ბერძნული მედია ბერძნულ დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ნიკა მელია

01 დეკემბერი 2020, 21:36

პოლიტიკა

ნიკა მელია დიალოგზე: გამოსავალი არის პრინციპულობა, პრინციპულობა და პრინციპულობა

„ჩვენი გეგმა არის ცნობილი, ჩვენი შეფასება არჩევნების მიმართაც ცნობილია. ყველა ოპოზიციურმა პარტიამ არაერთხელ განაცხადა, რომ კრიტიკას ვერ უძლებდა საარჩევნო დღეს და მანამდეც მომხდარი. არჩევნები მხოლოდ საარჩევნო დღეს არ ყალბდება, მანამდეც. გამოსავალი არის პრინციპულობა, პრინციპულობა და პრინციპულობა, რომელიც არსებობს“.

ეიფელის კოშკი

01 დეკემბერი 2020, 21:32

მსოფლიო

ეიფელის კოშკი ვიზიტორებისთვის 16 დეკემბრიდან გაიხსნება

ეიფელის კოშკი ვიზიტორებისთვის 16 დეკემბრიდან გაიხსნება. ინფორმაცია ამის შესახებ ღირსშესანიშნაობის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.

მამუკა ხაზარაძე

01 დეკემბერი 2020, 21:29

პოლიტიკა

მამუკა ხაზარაძე: ვიდრე მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ოპოზიცია ბოიკოტთან დაკავშირებით ერთიანია

კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ ოპოზიცია არის ერთიანი ბოიკოტთან დაკავშირებით, ვიდრე არ შეიცვლება და არ მოხდება იმ მოთხოვნების დაკმაყოფილება, რომელზეც ახლა მიმდინარეობს ელჩების თანდასწრებით მოლაპარაკებები, - ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ „ლელოს“ ოფისში ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

რადიოტელესკოპი არესიბო

01 დეკემბერი 2020, 21:25

ტექნოლოგიები

პუერტო-რიკოში მსოფლიოში სიდიდით მეორე რადიოტელესკოპი ჩამოინგრა

წელს ტელესკოპზე კიდევ ორი ავარია მოხდა - აგვისტოსა და ნოემბერში. ორივე შემთხვევაში გასკდა ტროსები, რომლებიც მოწყობილობის პლატფორმას აკავებდა. ბოლო ინციდენტის დროს აღჭურვილობა დაზიანდა. NSF-ი „არესიბოს“ კონტროლირებულ განადგურებას გეგმავს, რადგან ობსერვატორიის დანგრევის უსაფრთხო გზა არ არსებობს.

01 დეკემბერი 2020, 21:23

პოლიტიკა

ნატოს ექსპერტთა ჯგუფი: ნატომ უნდა გააფართოვოს და გააძლიეროს საქართველოსთან პარტნიორობა

ნატომ უნდა გააფართოვოს და გააძლიეროს საქართველოსთან პარტნიორობა. ამის შესახებ ნათქვამია დოკუმენტში „ნატო 2030: გაერთიანებული ახალი ეპოქისთვის“, რომელიც ნატოს გენერალური მდივნის მიერ დანიშნულმა ექსპერტთა ჯგუფმა მოამზადა.

01 დეკემბერი 2020, 21:14

სპორტი

კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა ხვიჩა კვარაცხელიამ „რუბინთან“ ერთად ივარჯიშა

​​​​​​​კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა ხვიჩა კვარაცხელიამ დღეს „რუბინთან“ ერთად პირველი ვარჯიში ჩაატარა. „ბოლო ტესტებმა უარყოფითი პასუხი აჩვენა, რის შემდეგაც ის ყაზანში დაბრუნდა და გუნდს შეუერთდა,“-ნათქვამია განცხადებაში.

01 დეკემბერი 2020, 21:10

ტექნოლოგიები

ჩინეთის ხომალდი მთვარის ზედაპირზე წარმატებით დაეშვა

მისიის მიზანი მთვარის გრუნტის მოგვარებაა. ამ ამოცანის შესასრულებლად მოდულს 48 საათი აქვს. ამ დროის გასვლის შემდეგ აპარატი კაფსულას, სადაც დაახლოებით 2 კილოგრამი გრუნტი მოთავსდება, ორბიტალურ მოდულზე მოათავსებს, რომელიც დედამიწაზე დაბრუნდება.

01 დეკემბერი 2020, 20:57

COVID19

ბოლო 24 საათში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 13 430 ახალი შემთხვევა დადასტურდა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 13 430 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 603 ადამიანი გარდაიცვალა.

ჯეიმს აპატურაი

01 დეკემბერი 2020, 20:51

პოლიტიკა

ჯეიმს აპატურაი: მინისტერიალზე შეთანხმდებიან გადაწყვეტილებებზე, რომლებიც შავი ზღვის რეგიონში ნატოს ქმედებებს გააძლიერებს

„საქართველოს მთავრობა და პრეზიდენტი ძალიან დაინტერესებული იყო ამ საკითხით . რა უნდა გავაკეთოთ და რისი გაკეთება შეგვიძლია ერთად - აი, ეს მეტწილად უკავშირდება შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფას. ინფორმაციის გაცვლა, საქართველოს უნარის და შესაძლებლობების გაძლიერება სანაპირო თავდაცვის საკითხებში , რეფორმების მხარდაჭერა და ასევე სხვა მნიშვნელოვანი თემები.ძალიან ბევრი ახალი იდეაა. მხარდაჭერის დამატებითი ღონისძიებები აისახა ნატო -საქართველოს არსებით პაკეტში და ამასთან ერთად გადაწყვეტილებებს ვიღებთ ცალკე შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ეს არის ცალკე , მაგრამ დიდწილად ინტეგრირებული არსებით პაკეტთან. ნატოს მინისტრები შეთანხმდებიან შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გასაძლიერებლად პაკეტზე“, - აღნიშნა აპატურაიმ.

დავით ზალკალიანი

01 დეკემბერი 2020, 20:49

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: გვაქვს მოლოდინი, რომ მინისტერიალზე ნატო-საქართველოს განახლებული ერთობლივი პაკეტი გვექნება

გვაქვს მოლოდინი, რომ მინისტერიალზე ნატო-საქართველოს განახლებული ერთობლივი პაკეტი გვექნება, - ამის შესახებ „ქრონიკას“ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განუცხადა.

01 დეკემბერი 2020, 20:36

COVID19

ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსის 19 350 ახალი შემთხვევა დადასტურდა

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 19 350 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 785 ადამიანი გარდაიცვალა.

ლევან ვარშალომიძე

01 დეკემბერი 2020, 20:35

პოლიტიკა

ლევან ვარშალომიძე ასლან ვაშაყმაძის მუქარაზე: ასეთი განცხადებების შემდეგ, ამ ბრძოლასა და ამ აქციაში მისი ადგილი არ არის

ნაციონალური მოძრაობის წევრი, ლევან ვარშალომიძე პოლიციელების მიმართ ოპოზიციური პარტიის წევრის, ასლან ვაშაყმაძის მუქარას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მის ადგილს ოპოზიციის აქციებზე ვერ ხედავს. „ჩვენ, ოპოზიციური პარტიები, უკვე ერთობლივად გავემიჯნეთ ამას. ჩვენი სახეობა არაა ძალადობა. პირდაპირ გეტყვით, ასეთი განცხადებების შემდეგ, არამედ, აქ მოსვლა, არამედ, ამ ბრძოლასა და ამ აქციაში მისი ადგილი არ არის“ - აცხადებს ლევან ვარშალომიძე.

სერგეი ლავროვი

01 დეკემბერი 2020, 20:30

მსოფლიო

სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ რუსეთი ვერ დაეთანხმება მოლდოვის არჩეული პრეზიდენტის განცხადებას დნესტრისპირეთიდან რუსული სამხედრო კონტინგენტის გაყვანის თაობაზე

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ვერ დაეთანხმება მოლდოვის არჩეული პრეზიდენტის, მაია სანდუს განცხადებას დნესტრისპირეთის რეგიონიდან რუსული სამხედრო კონტინგენტის გაყვანის თაობაზე.

01 დეკემბერი 2020, 20:20

სამართალი

ყვარლის მუნიციპალიტეტში, ავარიის დროს დაშავებული ქვეითის მდგომარეობა მძიმეა

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში ავარიის დროს დაშავებული ქვეითის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. კაცს ავტომანქანა საკუთარი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ცოტა ხნის წინ დაეჯახა, მძღოლი კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სხეულის სხვადასხვა არეში მიყენებული მძიმე დაზიანებებით დაშავებული თელავის რეფერალურ საავადმყოფოში, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა.

გელა ბეჟუაშვილი

01 დეკემბერი 2020, 20:17

პოლიტიკა

გელა ბეჟუაშვილის გამოკითხვა გენერალურ პროკურატურაში 7 საათი გაგრძელდა

„მოგეხსენებათ, რომ კომისია არის უწყებათაშორისი სახელმწიფო კომისია. ის არ ექვემდებარებოდა უშუალოდ საგარეო საქმეთა სამინისტროს, მაგრამ ანგარიშვალდებული იყო ეროვნული უშიშროების საბჭოსთან. მე დავაფიქსირე ღიადაც და დღეს გამომძიებელთან ჩემი დამოკიდებულება დაკავებულებთან მიმართებაში. არც მაშინ და არც დღეს არ მაქვს არანაირი საფუძველი ეჭვი შევიტანო მათ პროფესიონალიზმში ან მათ პატრიოტიზმში“, - განაცხადა ბეჟუაშვილმა.

ირაკლი უგულავა

01 დეკემბერი 2020, 20:10

საზოგადოება

ირაკლი უგულავა: რუკებთან დაკავშირებით ექსპერტიზის ჩატარება სავალდებულო ლიცენზირებას არ საჭიროებს

„ესაა ფაქტი, ამაზე ყველა იურისტი დამემოწმება და პროკურატურამაც უნდა იცოდეს. მოგეხსენებათ, მეორე ბრალდება არის ის, რომ მე ვარ ჩემი ძმის ძმა. თურმე, ესეც დანაშაული ყოფილა ჩვენს ქვეყანაში, სამწუხაროდ. რაც შეეხება ჩემს კომპეტენციას; მე მაქვს ამ სფეროში მუშაობის 21 წლის სტაჟი, დამემოწმებიან ბრალდების მხარის ექსპერტებიც, რაგან მე მათ, ყველას, პრაქტიკულად, პირადად ვიცნობ, ისინიც მიცნობენ და აქ კომპეტენციის პრობლემა არ დგას. ბოლო 21 წლის განმავლობაში, მხოლოდ კარტოგრაფიული მიმართულებით ვმუშაობ. ეს ექსპერტიზა ჩავატარე მარტო მე, მაგრამ არ ვიცი, კანონმდებლობა როგორ ითვალისწინებს, არ შეიძლება ერთმა ადამიანმა ჩაატაროს ექსპერტიზა?“, - აცხადებს ირაკლი უგულავა.

01 დეკემბერი 2020, 20:05

ეკონომიკა

ბიტკოინის ფასი რეკორდებს ხსნის

1-ელი დეკემბრის მონაცემებით, ბიტკოინის ღირებულებამ 19,3 ათასი დოლარი შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ კრიპტოვალუტის ფასი ბოლო ერთი წლის განმავლობაში 2,7-ჯერ არის გაზრდილი. ჯერ კიდევ ოქტომბერში ბიტკოინი 11 000 დოლარი ღირდა.

ნათია თურნავა

01 დეკემბერი 2020, 19:57

ეკონომიკა

ნათია თურნავა: 2021 წლის ბიუჯეტი ორ ძირითად მიმართულებას - მოქალაქეზე და ეკონომიკაზე ზრუნვას ასახავს

„ბიუჯეტის პროექტი, რომელიც წარდგენილია პარლამენტში, ასახავს ორ ძირითად მიმართულებას - ეს არის ზრუნვა მოქალაქეზე და ზრუნვა ეკონომიკაზე, რაც ძალიან აქტუალური იქნება პოსტპანდემიურ პერიოდში“, - ამის შესახებ ნათია თურნავამ 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის შეფასებისას განაცხადა.

ანრი ოხანაშვილი

01 დეკემბერი 2020, 19:53

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი ასლან ვაშაყმაძის მუქარაზე: სააკაშვილი ასევე საჯაროდ მოუწოდებდა ოპოზიციას, პოლიციელების სახლებთან მისულიყვნენ და ემხილებინათ

პოლიცია დღეს ასოცირდება არა დასჯასთან, არამედ მართლწესრიგის და საზოგადოების უსაფრთხოების დაცვასთან, კრიმინალთან შეუპოვარ ბრძოლასთან. მათ დროს პოლიცია ასოცირებული იყო კრიმინალთან და სადამსჯელო რაზმებად ჰყავდათ გამოყენებული, - ასე ეხმაურება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი პოლიციელების მიმართ ოპოზიციური პარტიის წევრის ასლან ვაშაყმაძის მუქარას და ამორალურს უწოდებს მას.