imedi /  22 ოქტომბერი 2020, 13:19 / სანდო წყარო

„ლოს-ანჯელეს კლიპერსის“ მთავარ მწვრთნელად ტაირონ ლიუ დაინიშნა

ტაირონ ლიუ

ტაირონ ლიუ

„ლოს-ანჯელეს კლიპერსის“ მთავარ მწვრთნელად ტაირონ ლიუ დაინიშნა, - ამის შესახებ ინფორმაციას Loop-ი ავრცელებს.

43 წლის სპეციალისტი გასულ სეზონში კალიფორნიულ კლუბში მთავარი მწვრთნელის დოკ რივერსის ასისტენტი იყო, იქამდე კი „კლივლენდში“ მუშაობდა და 2016 წელს, „კავალიერსი“ ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის გამარჯვებული სწორედ ლიუს ხელმძღვანელობით გახდა.

„კლიპერსიდან“ წასული რივერსი „ფილადელფიაში“ მივიდა. ლიუ კი მომდევნო სეზონში შეეცდება ლოს-ანჯელესის გუნდი პირველად ბოლო 51 წლის განმავლობაში, დასავლეთ კონფერენციის ფინალში გაიყვანოს.

ყველა სიახლე

01 დეკემბერი 2020, 20:05

ეკონომიკა

ბიტკოინის ფასი რეკორდებს ხსნის

1-ელი დეკემბრის მონაცემებით, ბიტკოინის ღირებულებამ 19,3 ათასი დოლარი შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ კრიპტოვალუტის ფასი ბოლო ერთი წლის განმავლობაში 2,7-ჯერ არის გაზრდილი. ჯერ კიდევ ოქტომბერში ბიტკოინი 11 000 დოლარი ღირდა.

ნათია თურნავა

01 დეკემბერი 2020, 19:57

ეკონომიკა

ნათია თურნავა: 2021 წლის ბიუჯეტი ორ ძირითად მიმართულებას - მოქალაქეზე და ეკონომიკაზე ზრუნვას ასახავს

„ბიუჯეტის პროექტი, რომელიც წარდგენილია პარლამენტში, ასახავს ორ ძირითად მიმართულებას - ეს არის ზრუნვა მოქალაქეზე და ზრუნვა ეკონომიკაზე, რაც ძალიან აქტუალური იქნება პოსტპანდემიურ პერიოდში“, - ამის შესახებ ნათია თურნავამ 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის შეფასებისას განაცხადა.

ანრი ოხანაშვილი

01 დეკემბერი 2020, 19:53

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი ასლან ვაშაყმაძის მუქარაზე: სააკაშვილი ასევე საჯაროდ მოუწოდებდა ოპოზიციას, პოლიციელების სახლებთან მისულიყვნენ და ემხილებინათ

პოლიცია დღეს ასოცირდება არა დასჯასთან, არამედ მართლწესრიგის და საზოგადოების უსაფრთხოების დაცვასთან, კრიმინალთან შეუპოვარ ბრძოლასთან. მათ დროს პოლიცია ასოცირებული იყო კრიმინალთან და სადამსჯელო რაზმებად ჰყავდათ გამოყენებული, - ასე ეხმაურება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი პოლიციელების მიმართ ოპოზიციური პარტიის წევრის ასლან ვაშაყმაძის მუქარას და ამორალურს უწოდებს მას.

ვახტანგ ჭარაია

01 დეკემბერი 2020, 19:43

ეკონომიკა

ვახტანგ ჭარაია: 2021 წლის ბიუჯეტის სოლიდურ ნაწილს კვლავ კოვიდ-19 „გვიფლანგავს“

2020 წელს გამოჩენილი მტერი ქართულ ეკონომიკას არც 2021-ში მისცემს ამოსუნთქვის საშუალებას. სამწუხაროა, რომ 2020 წლის მსგავსად, ვალების აღების ხარჯზე მოხდება ვალდებულებების ნაწილის გასტუმრება 2021 წელსაც. თუმცა, მეორე მხრივ, ვალების არ აღება ამ ეტაპზე ნამდვილად ვერ ჩაითვლებოდა გონივრულ გადაწყვეტილებად. , - ამის შესახებ Facebook-ზე თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი ვახტანგ ჭარაია წერს.

BTS

01 დეკემბერი 2020, 19:42

კულტურა

სამხრეთ კორეაში მიიღეს კანონი, რომელიც BTS-ის წევრებს ჯარისგან დროებით ათავისუფლებს

დეპუტატებმა ეს ინიციატივა 2019 წლის სექტემბერში წამოაყენეს, როცა BTS-ი ისტორიაში პირველად ჩარტის Billboard Hot 100 ლიდერი გახდა, სიმღერით Dynamite. მანამდე ამ შეღავათით მხოლოდ სპორტსმენები და საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი კლასიკური მუსიკის შემსრულებლები სარგებლობდნენ.

01 დეკემბერი 2020, 19:38

COVID19

COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საერთო სასამართლოებისთვის ახალი რეკომენდაციები დაამტკიცა

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 25 სექტემბრის №1/208-2007 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის“ მე-9 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, საერთო სასამართლოებმა და სასამართლოს მომხმარებლებმა გაითვალისწინონ შემდეგი რეკომენდაციები...

საქართველოს ოლიმპიური კომიტეტი

01 დეკემბერი 2020, 19:36

საზოგადოება

საქართველოს ოლიმპიური კომიტეტი: ნონა გაფრინდაშვილზე თავდასხმის ნებისმიერი მცდელობა განწირულია მარცხისთვის

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკის, ნონა გაფრინდაშვილის მიმართ „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას მიერ გაკეთებულგ განცხადებას ეხმაურება.

01 დეკემბერი 2020, 19:31

COVID19

დღე-ღამეში უკრაინაში 221 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

უკრაინაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 12 498 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 221 ინფიცირებული გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში კორონავირუსის 745 123 შემთხვევა გამოვლინდა, 355 172 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 12 548 ადამიანი გარდაიცვალა.

სექს წვეულება

01 დეკემბერი 2020, 19:27

მსოფლიო

მედია: ბრიუსელში სექს-წვეულებაში მონაწილეობისთვის ევროდეპუტატი დააკავეს

ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელის ერთ-ერთ ბარში პოლიციამ აღკვეთა სექს-წვეულება და 25 ადამიანი, მათ შორის ევროპარლამენტის წევრი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ რამდენიმე ბელგიური გამოცემა, მათ შორის La Dernière Heure, Het Laatste Nieuws-ი და Het Nieuwsblad-ი ავრცელებს.

თორნიკე რიჟვაძე

01 დეკემბერი 2020, 19:15

რეგიონი

აჭარის უმაღლესი საბჭოს „ქართული ოცნების“ შემადგენლობაში ცვლილებებია

აჭარის უმაღლესი საბჭოს მე- 5 მოწვევის შემადგენლობაში ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო” 14 წევრით, საკონსტიტუციო უმრავლესობით იქნება წარმოდგენილი.

01 დეკემბერი 2020, 19:12

პოლიტიკა

თინა ხიდაშელი: 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების მსგავსი ნამდვილად არ ყოფილა ჩვენს ქვეყანაში

უარესი არჩევნებიც ყოფილა, 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების მსგავსი ნამდვილად არ ყოფილა ჩვენს ქვეყანაში, - ამის შესახებ TV პირველის ეთერში თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა განაცხადა.

01 დეკემბერი 2020, 18:55

პოლიტიკა

ცესკო საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგებს 3 დეკემბერს შეაჯამებს

3 დეკემბერს 17:00 საათზე ცესკოში სხდომა გაიმართება. კომისიის 50-ე სხდომის დღის წესრიგი ასეთია: საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამება; ინფორმაცია მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისათვის, შესაბამისი საარჩევნო კომისიის მიერ შედგენილი, კანონიერ ძალაში შესული არჩევნების მეორე ტურის შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, მერად არჩეული პირის შესახებ.

თინა ხიდაშელი

01 დეკემბერი 2020, 18:49

პოლიტიკა

თინა ხიდაშელი: ოპოზიციამ უნდა დააყენოს სახელმწიფო ინტერესები საკუთარ სიბრაზეზე, ეგოზე, გაცხადებულ სიტყვაზე უფრო წინ

მე 1-ელ ნოემბერსვე ვთქვი, რომ არ მინდა ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც ყველა პოლიტიკური პარტია ერთი არჩევანით, ერთი გამოსავლით აცოცხლებს ქვეყანას. ოპოზიციამ უნდა დააყენოს სახელმწიფო ინტერესები საკუთარ სიბრაზეზე, ეგოზე, განცხადებულ სიტყვაზე უფრო წინ და მიიღონ გადაწყვეტილება ქვეყნის მომავლის შენებაში მონაწილეობის შესახებ, - ამის შესახებ TV პირველის ეთერში თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა განაცხადა.

ვერონიკა ბოკაროვა

01 დეკემბერი 2020, 18:49

ტექნოლოგიები

Cullen International-ის ექსპერტი: როდესაც სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არ იზრდება კონკურენცია, მარეგულირებელმა კომისიებმა სავალდებულო უნდა გახადონ MVNO-ების დაშვება

„იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რაც მე შევისწავლე ქართულ ბაზართან დაკავშირებით, ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ არსებობს ნიშური ბაზრები, რომლებსაც შესაძლოა უკეთ მოემსახურონ ახალი მოთამაშეები, რადგან მათ უფრო უკეთ უნდა ესმოდეთ სხვადასხვა მომხმარებელთა ჯგუფების სპეციფიკური საჭიროებები. აქედან გამომდინარე, ეროვნული მარეგულირებელი საჭიროა იყოს გახსნილი და შექმნას წინაპირობა ბაზრის განვითარებისთვის და მისცეს შესაძლებლობა ბაზარმა თავად გააკეთოს ყველაზე ეფექტური არჩევანი“, - განაცხადა Cullen International-ის ექსპერტმა.

ბექა ლილუაშვილი

01 დეკემბერი 2020, 18:46

პოლიტიკა

ბექა ლილუაშვილი: საქართველოს საგარეო ვალი მდგრად მაჩვენებელზეა და მისი მომსახურეობა გამოწვევებთან არ იქნება დაკავშირებული

დღეის მდგომარეობით, მათ შორის 2021 წლის ბიუჯეტში საგარეო ვალის გათვალისწინებული მოცულობა მდგრად მაჩვენებელზეა, რაც შეფასებულია არა მხოლოდ ჩვენი მხრიდან, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ამ ვალის მომსახურეობა საქართველოს ეკონომიკური პროგნოზების შესაბამისად, ქვეყნისთვის გამოწვევებთან დაკავშირებული არ იქნება.

01 დეკემბერი 2020, 18:46

მსოფლიო

აშშ-მა ჩინეთი ჩრდილოეთ კორეისათვის დაწესებული სასანქციო რეჟიმის შეუსრულებლობაში დაადანაშაულა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ჩინეთი ჩრდილოეთ კორეისათვის დაწესებული სასანქციო რეჟიმის შეუსრულებლობაში დაადანაშაულა. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ალექს ვონგმა განაცხადა.

01 დეკემბერი 2020, 18:38

პოლიტიკა

თეა ახვლედიანმა საქართველოში აზერბაიჯანის ელჩთან სამუშაო შეხვედრა გამართა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საქართველოში აზერბაიჯანის ელჩთან ფაიგ გულიევთან პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელიც ახლადდანიშნული ელჩის ინიციატივით შედგა და გაცნობით ხასიათს ატარებდა, - ამის შესახებ ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

ეკატერინე დგებუაძე

01 დეკემბერი 2020, 18:33

პოლიტიკა

ეკატერინე დგებუაძე: არსებული პანდემიის პირობებში, განათლების სამინისტროს მთავარი პრიორიტეტი ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობაზე ზრუნვაა

„ეკონომიკური გამოწვევების მიუხედავად, არსებული პანდემიის პირობებში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მთავარი პრიორიტეტი ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობაზე ზრუნვა და ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფაა. შესაბამისად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, რომელიც განათლებისა და მეცნიერების მთავარ პრიორიტეტად გამოცხადებასა და ბიუჯეტის ყოველწლიურ ზრდას გულისხმობს, ძალაში რჩება“.

ირაკლი სესიაშვილი

01 დეკემბერი 2020, 18:31

პოლიტიკა

ირაკლი სესიაშვილი: გარეჯთან დაკავშირებით წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს თავისი წილი ცოდვა მიუძღვით

„ეს ჩემი აზრია და ცხადია, აქ მათი რეაქცია უფრო თავდაცვით რეაქციას მაგონებს. მეორე - ახლა გიგი უგულავას ძმა რომ გვიმტკიცებს, რომ არ ვარგა ის რუკა, რომლითაც ჩვენ უარს არ ვიტყოდით, რაზეც თვითონ მზად იყვნენ 3 500 ჰექტარის აზერბაიჯანისთვის გადაცემაზე, ეს თუ ვინმესთვის მისაღებია, მაშინ გამოხატონ თავიანთი თუნდაც პოლიტიკური პოზიცია, მაგრამ ის რომ ამ არსებული რუკებით, რომლებიც იყო როგორც ჩანს გადამალული, ჩვენ ჩვენი სახელმწიფო ინტერესების დაცვას უკეთ შევძლებთ, ეს არის ფაქტი. მე დაველოდები სასამართლოს გადაწყვეტილებას“, - განაცხადა სესიაშვილმა.

01 დეკემბერი 2020, 18:30

საზოგადოება

2016 წლიდან საქართველოში ზრდასრულ მწეველთა რაოდენობა 2.8%-ით შემცირდა

დღევანდელი მდგომარეობით, თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის აღსრულების დონე მაღალია, თუმცა თამბაქოს კონტროლი არ არის მხოლოდ ჯანმრთელობის საკითხი, ის ასევე განვითარების საკითხია, რადგან ჯანმრთელობის ტვირთთან ერთად თამბაქო უდიდეს ეკონომიკურ და გარემოს ტვირთს წარმოადგენს სახელმწიფოსა და თითოეული მოქალაქისთვის, - აღნიშნულია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ანგარიშში „თამბაქო- სიტუაციური მიმოხილვა 2020“.