Imedi /  16 ნოემბერი 2020, 11:27 / სანდო წყარო

36 წლის ხავიერ მასკერანომ საფეხბურთო კარიერა დაასრულა

ხავიერ მასკერანო

ხავიერ მასკერანო

36 წლის ხავიერ მასკერანომ საფეხბურთო კარიერა დაასრულა.

17-წლიანი კარიერის განმავლობაში არგენტინელმა ნახევარმცველმა „ბარსელონას" შემადგენლობაში ცხრამეტი, არგენტინის ნაკრებში სამი, თითო-თითო ჯილდო კი „კორინთიანსსა" და „რივერ პლეიტში" მოიგო. ბოლოს მასკერანო ლა პლატას „ესტუდიანტესში" გამოდიოდა, ბოლო სამ დიდ ტურნირზე კი ალბისელესტეს კაპიტანიც იყო. მთლიანობაში ყველა გუნდში ჩატარებულ 700 მატჩში, რომელიც ნახევარმცველის გარდა, მცველის პოზიციაზეც თამაშობდა, მის ანგარიშზე 5 გოლია.

ყველა სიახლე

11 მაისი 2021, 21:56

COVID19

ბოლო 24 საათში ესპანეთში კორონავირუსის 4 941 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 4 941 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 205 ადამიანი გარდაიცვალა.

თენგიზ ცერცვაძე

11 მაისი 2021, 21:55

COVID19

თენგიზ ცერცვაძის აზრითმ ღამის საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვა სავარაუდოდ მაისის ბოლოს მოიხსნება

„როცა პიკში ახლა შევედით, ამ ეტაპზე, ისედაც შედარებით რბილი შეზღუდვების კიდევ უფრო შერბილება, ალბათ, არ იქნება მიზანშეწონილი, სანამ ყველას ერთიანი ძალისხმევითა და სოლიდარობით კოვიდი უკან არ დაიხევს, სანამ არ დაიწყება ახალი შემთხვევებისა და სიკვდილიანობის შემთხვევების შემცირება. ჯერ სტაბილიზაციას უნდა მივაღწიოთ და შემდეგ უკვე გვექნება რეალური საფუძველი იმის, რომ მთავრობამ შეზღუდვები მოხსნას. ის ამისთვის მზადაა. მთავარი შეზღუდვა არის „კომენდანტის საათი“, სხვა შეზღუდვები არის დროებითი და ის სერიოზულ გავლენას არ მგონია რომ ახდენდეს. დიდი იმედი მაქვს, რომ ზაფხულში „კომენდანტის საათი“ არ იქნება. მაისის ბოლოსთვის მდგომარეობაც გაუმჯობესდება და „კომენდანტის საათიც“ მოიხსნება, ეს ჩემი აზრია“, - განმარტა ცერცვაძემ.

11 მაისი 2021, 21:52

COVID19

ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსის 6 946 ახალი შემთხვევა დადასტურდა

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 6 946 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 251 ადამიანი გარდაიცვალა.

11 მაისი 2021, 21:49

COVID19

ბოლო 24 საათში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 2 474 ახალი შემთხვევა დადასტურდა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 2 474 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 20 ადამიანი გარდაიცვალა.

ლაშა ხუციშვილი

11 მაისი 2021, 21:44

ეკონომიკა

ლაშა ხუციშვილი: ამერიკული კომპანია SpinCar-ის მიერ Pulsar AI-ის შეძენა არის უდიდესი წარმატება და აღიარება ქართული ტექნოლოგიური სტარტაპებისთვის

მეტი ინვესტიცია ადამიანურ კაპიტალში, მეტი ინვესტიცია ინოვაციებსა და თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებაში, ესაა ჩვენი ეკონომიკის მომავალი. მიხარია, რომ უკვე დღეს, ნათლად ვხედავთ ამ მომავლის საფუძვლებს, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ამერიკული კომპანია „SpinCar“-ის მიერ „Pulsar AI“-ის შეძენა არის უდიდესი წარმატება და აღიარება ქართული ტექნოლოგიური სტარტაპებისთვის.

11 მაისი 2021, 21:41

COVID19

NCDC: საქართველო კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობით მსოფლიოს პირველ ოცეულშიც კი არ შედის

„წარმოდგენილი ინფორმაცია არის არასწორად ინტერპრეტირებული. შერჩეული ქვეყნები, სადაც საქართველო ამ სურათზე არის წარმოდგენილი წამყვან ქვეყნად, არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან შედარებული არის იმ ქვეყნებთან, სადაც ამ წუთებში სიკვდილიანობა არის ძალიან დაბალი. რეალური ციფრით, ოცეულშიც არ მოიაზრება საქართველო ოფიციალურად დადასტურებული ციფრებით“, - აღნიშნა ნათია სხვიტარიძემ.

არჩილ თალაკვაძე

11 მაისი 2021, 21:25

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: SpinCar-მა განაცხადა, რომ შეიძინა Pulsar AI-ი, როგორც ავტო-ინდუსტრიაში ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ყველაზე განვითარებული საკომუნიკაციო პლატფორმის შემქმნელი, Pulsar AI-ის მთელ გუნდს ვულოცავ ამ წარმატებას

ავტო-ინდუსტრიაში ინტერნეტ გაყიდვების გლობალურმა ლიდერმა SpinCar-მა განაცხადა, რომ შეიძინა Pulsar AI, როგორც ავტო-ინდუსტრიაში ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ყველაზე განვითარებული საკომუნიკაციო პლატფორმის შემქმნელი, - ამის შესახებ ვიცე-სპიკერი, არჩილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში წერს.

11 მაისი 2021, 21:15

COVID19

ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსის 643 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 643 735 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 10 912 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

ანრი ოხანაშვილი

11 მაისი 2021, 21:09

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: ცესკოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე უნდა იყოს პროფესიული ნიშნით არჩეული პირი

„თუ ცესკოს თავმჯდომარის არჩევა ვერ მოხდება, მაშინ ეს პირი მუდმივად ცესკო-ს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი იქნება, რაც არ არის სამართლიანი. პროფესიული ნიშნით არჩეული პირი უნდა იყოს, რადგან ის იქნება პოლიტიკურად ნეიტრალური. შარლ მიშელის დოკუმენტის პუნქტი იქნება დაცული, ოპოზიციას წარმომადგენელი ეყოლება. საუბარია ისეთი მექანიზმის მომზადებაზე, რომელიც გამორიცხავს საბოტაჟის განხორციელებას, თუ ეს მოხდება. ამ შემთხვევაში ოპოზიციას არ უნდა ჰქონდეს ბერკეტები, რომ ეს გამოიყენონ პოლიტიკური მანიპულაციებისთვის და თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ხშირად პარტიის მიერ წარდგენილი პირი იყოს. კონკრეტულ „ჩამკეტ“ მექანიზმებზე ვსაუბრობთ“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

ანდრიუს კუბილიუსი

11 მაისი 2021, 21:08

პოლიტიკა

ანდრიუს კუბილიუსი „ნაციონალურ მოძრაობას“: მინდა დაჟინებით მოგიწოდოთ, ხელი მოაწეროთ შეთანხმებას და პარლამენტს შეუერთდეთ

ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებს.

ალეკო ელისაშვილი

11 მაისი 2021, 21:07

პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი: ოპოზიციური ერთიანობა არის ბლეფი

ოპოზიციური ერთიანობა არის ბლეფი, - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა და პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ იყო ერთ-ერთი დესტრუქციული ძალა.

თინა ბოკუჩავა

11 მაისი 2021, 20:55

პოლიტიკა

თინა ბოკუჩავა: რა ფორმულირებითაც არ უნდა ვიხილოთ, ამნისტიის შესახებ კანონპროექტს მხარს არ დავუჭერთ

ნიკა მელია განსაკუთრებით იმ პუნქტს აპროტესტებს, რომლის თანახმადაც ბრალდებულს საშუალება აქვს, პატიებაზე უარი თქვას. რაც შეეხება დანარჩენ ოპოზიციას, რომელმაც ხელი მოაწერა შარლ მიშელის დოკუმენტს, სადაც ერთ-ერთი მთავარი პუნქტი სწორედ ამნისტია იყო, ახლა იმაზე ფიქრობს, არის თუ არა საჭირო ამნისტიის შესახებ კანონის მიღება.

11 მაისი 2021, 20:45

ეკონომიკა

ავტო-ინდუსტრიაში ციფრული გაყიდვების სისტემების გლობალურმა ლიდერმა კომპანიამ SpinCar-მა ქართული სტარტაპი Pulsar AI-ი იყიდა

ქართული სტარტაპი Pulsar AI-ი ავტო-ინდუსტრიაში ციფრული გაყიდვების სისტემების გლობალურმა ლიდერმა კომპანიამ SpinCar-მა იყიდა. ეს არის ყველაზე დიდი წარმატება ქართული ტექ-სტარტაპებისათვის - Pulsar AI პირველი ქართული ტექნოლოგიური სტარტაპია, რომელმაც საერთაშორისო ბაზარზე წარმატებულად შეძლო საკუთარი ინტელექტუალური საკუთრების გაყიდვა. ქართული სტარტაპის ღირებულება ამ შესყიდვით რამდენიმე ათეულ მილიონ აშშ დოლარად შეფასდა.

ლევან იოსელიანი

11 მაისი 2021, 20:42

პოლიტიკა

ლევან იოსელიანი საარჩევნო რეფორმაზე: პოზიციებს შორის დრამატული აცდენა არ არის, დანარჩენი კომპრომისების გზით სიარულის საკითხია

„ჩემი აზრით, არის შესაძლებლობა, რომ სამომავლოდ ყველა ძირითად საკითხზე შევთანხმდეთ. ეს ორი დღე მხარეებმა მოვთელეთ ჩვენ-ჩვენი პოზიციები და რაც მე დავინახე, ამ პოზიციებს შორის დიდი, დრამატული აცდენა არ არის. დანარჩენი იურიდიული ტექნიკის საკითხია და არის კომპრომისების გზით სიარულის საკითხი. საბოლოოდ, დარწმუნებული ვარ, რომ ის დოკუმენტი, რომლამდეც მივალთ ერთობლივად, დაიმსახურებს მოწონებას“, - განაცხადა იოსელიანმა.

ამირან სალუქვაძე

11 მაისი 2021, 20:36

პოლიტიკა

ამირან სალუქვაძე: მელია მსხვერპლად გაიღო პირადად მიხეილ სააკაშვილმა

მელია მსხვერპლად გაიღო პირადად მიხეილ სააკაშვილმა, - ამის შესახებ ექსპერტმა, ამირან სალუქვაძემ განაცხდა. მისი თქმით, დღეს ნიკა მელიას მიერ გაკეთებული განცხადება იმის შესახებ, რომ მასსა და სააკაშვილს შორის შუღლის ჩაგდებას ცდილობენ, იმაზე მეტყველებს, რომ რაღაც ხდება.

გია აბაშიძე

11 მაისი 2021, 20:30

პოლიტიკა

გია აბაშიძე: ნიკა მელია „ნაციონალური მოძრაობის“ დე ფაქტო ბელადის, მიხეილ სააკაშვილის მძევალია

„ნიკა მელია არის მძევალი უკრაინის მოქალაქის, „ნაციონალური მოძრაობის“ დე ფაქტო ბელადის, მიხეილ სააკაშვილის. სამწუხაროა მისთვის და მისი პოლიტიკური კარიერისთვის, რომ რაც კი ნიკა მელიამ მანამდე თქვა, ყველაფერი შეცვალა“, - განაცხადა აბაშიძემ.

ბექა დავითულიანი

11 მაისი 2021, 20:20

პოლიტიკა

ბექა დავითულიანი: იმ პარტიის თავმჯდომარეს, რომელმაც ნახევარი საქართველო ციხეში ჩასვა და წამებით ამოხადა სული, მორალური უპირატესობა ამ ქვეყანაში ვერასოდეს ექნება

„იმ პარტიის თავმჯდომარეს, რომელმაც ნახევარი საქართველო ციხეში ჩასვა და წამებით ამოხადა სული, მორალური უპირატესობა ამ ქვეყანაში ვერასოდეს ექნება. ამიტომ, ნიკა მელია არის სამართალდამრღვევი და წერილი“, - განაცხადა დავითულიანმა.

ირაკლი კობახიძე

11 მაისი 2021, 20:17

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ვიდრე ვიღაცები საუბრობენ იმაზე, თამარ ჟვანია დარჩეს თუ არა თავის პოზიციაზე, პირველ რიგში ბოდიში უნდა მოუხადონ იმ შეურაცხყოფებისთვის, რაც სრულიად მას უსამართლოდ აკადრეს

ვიდრე ვიღაცები საუბრობენ იმაზე, თამარ ჟვანია დარჩეს თუ არა თავის პოზიციაზე, პირველ რიგში ბოდიში უნდა მოუხადონ იმ შეურაცხყოფებისთვის, რაც სრულიად მას უსამართლოდ აკადრეს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კითხვაზე, უნდა ჩაატაროს თუ არა თვითმართველობის არჩევნები თამარ ჟვანიამ, განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

11 მაისი 2021, 20:15

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე გახარიას გუნდზე: როცა პოლიტიკური ნიშნით გამწესებული პირი ტოვებს თანამდებობას, ეს ზეწოლა არ არის, პოლიტიკური პროცესია, ჩემი რჩევაა, ჩაჯდნენ ერთიან „მესიჯბოქსში“

როცა პოლიტიკური ნიშნით გამწესებული თანამდებობის პირი ტოვებს თანამდებობას, ეს არავითარი ზეწოლა არ არის, ეს არის პოლიტიკური პროცესი, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გახარიას გუნდზე საუბრისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

11 მაისი 2021, 19:54

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: თუ ოპოზიციის მხრიდან დედაქალაქის მერობის ერთადერთი კანდიდატი ნიკა მელია იქნება, არჩევნებს მინიმუმ 2/1-ზე მოვიგებთ

„პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებით, მათი კანდიდატი თბილისის მერის არჩევნებს დამაჯერებლად მოიგებს. ირაკლი კობახიძე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას თბილისის მერობის შესაძლო კანდიდატად წარდგენის საკითხს გამოეხმაურა.